ესკალაცია

ვიკიპედიის მრავალმნიშვნელობის გვერდი

ესკალაცია („escalation“ ლათ. - „scala“ („კიბე“)) — თანდათანობითი ზრდა, გაფართოება. უკანასკნელ ხანს ხმარობენ უფრო მეტად სამხედრო კონფლიქტებთან დაკავშირებით.

მნიშვნელობა

რედაქტირება

სამხედრო კონფლიქტის გამწვავება, როდესაც ორი მხარე ერთმანეთის მიმართ სულ უფრო ინტენსიურ საპასუხო დარტყმებს ახორციელებს. ე. ი. ნებისმიერი შეიარაღებული კონფლიქტის ტოტალურ ანუ აბსოლუტურ ომად გადაქცევას უწყობს ხელს. ერთი მხარის მიერ მეორისთვის თავისი ნების თავსმოხვევის მცდელობა საპასუხო ქმდებას იწვევს, რასაც მეომარი მხარეები უკიდურესობამდე მიჰყავს.

კლაუზევიცის დოქტრინა

რედაქტირება

თანამედროვე სამხედრო მნიშვნელობით ეს ცნება პირველად კარლ კლაუზევიცმა გამოიყენა. კლაუზევიცი ესკალაციის ტენდენციას ომის ბუნების ნაწილად მიიჩნევდა, რის საფუძველზეც დაასკვნა, რომ ომს აბსოლუტურ ანუ ტოტალურ ომად გადაქცევისადმი მისწრაფება ახასიათებს. ტოტალურ ომთან მიახლოების მაგალითად იგი ნაპოლეონის ომებს ასახელებდა. ესკალაციასთან დაკავშირებული მთავარი საკითხი მისი გაკონტროლებაა.

კლაუზევიცის დოქტრინის მიხედვით, ომის წარმართვას პოლიტიკისა და საზოგადოების მოთხოვნილებები უნდა განაპირობებდეს. ამ დოქტრინის გამოხატულებად ითვლება ფრაზა: „ომი არის პოლიტიკის სხვა საშუალებებით გაგრძელება“, რაც გულისხმობს, რომ ომი პოლიტიკური მიზნების მიღწევის საშუალებაა. კლაუზევიცის დოქტრინიდან გამომდინარეობს ე.წ. „სამსახოვანი ომი“, რომელშიც ჩართულია ხალხი, არმია და მთავრობა. ხალხი ომის თანმდევ ძალადობას, ზიზღსა და მტრობას უკავშირდება; არმია – ომის ალბათობასა და იღბალს; ხოლო მთავრობა ძალადობის კონტროლსა და ომის პოლიტიკური მიზნებისათვის დაქვემდებარებასთანაა წილნაყარი. კლაუზევიცის დიდ დამსახურებად „ტოტალური“ და „შეზღუდული“ ომის ერთმანეთისაგან გამიჯვნა მიიჩნევა. კლაუზევიცის დოქტრინა „სამსახოვანი ომის“ თაობაზე ბირთვული იარაღის შექმნის შემდეგ ნაკლებად დამაჯერებელი გახდა, რადგან ბირთვული ომი თავისი ბუნებით ტოტალური ომია, რომელშიც პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოთხოვნილებები ვერანაირ როლს ვეღარ ასრულებს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • სამოქალაქო განათლების ლექსიკონი
  • სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  • მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
  • სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]