კარლ ფონ კლაუზევიცი (გერმ. Carl von Clausewitz; დ. 1 ივნისი, 1780, ბურგი, მაგდებურგის მახლობლად — გ. 16 ნოემბერი, 1831, ბრესლაუ, ახლანდელი ვროცლავი, პოლონეთი) — გერმანელი სამხედრო თეორეტიკოსი და ისტორიკოსი, პრუსიელი გენერალი. მონაწილეობდა საფრანგეთთან ომში (1806–1807). დაწერა „სამხედრო სწავლების მიმოხილვა (ომის უმნიშვნელოვანესი პრინციპები)“. ავტორია პატრიოტული დოკუმენტისა „რწმენის სამი სიმბოლო“, რომელშიც წამოაყენა ნაპოლეონის ბატონობის წინააღმდეგ სახალხო ომის გაჩაღების იდეა რუსეთთან ერთად. 1812 წლიდან რუსეთის არმიაში იყო, 1814 — ისევ პრუსიის არმიაში. პროგრესულ იდეებთან და ფეოდალური სამხედრო სისტემის კრიტიკასთან ერთად კლაუზევიცის ნაშრომებში გამოსჭვივის რეაქციული შეხედულებები, პრუსიული ნაციონალიზმი და ანტიდემოკრატიზმი. მან ღრმად შეისწავლა 130-ზე მეტი ლაშქრობა და ომი 1566 წლიდან 1815 წლამდე და დაწერა სამხედრო-ისტორიული შრომები. მთავარი ნაშრომია 3-ტომიანი გამოკვლევა „ომის შესახებ“. კლაუზევიცის სამხედროთეორიის მემკვიდრეობამ მთელი ეტაპი შექმნა XIX საუკუნის სამხედრო აზროვნებია განვითარებაში.

კარლ ფონ კლაუზევიცი

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე: