ეუთოს მინსკის ჯგუფი

ეუთოს მინსკის ჯგუფი (ინგლ. The OSCE Minsk Group) — ეუთოს წევრი ქვეყნების ჯგუფია, რომელიც ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების გზებს იძიებს.

მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან რუსეთი, საფრანგეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. გარდა ამისა, მინსკის ჯგუფში შედის ბელარუსი, გერმანია, იტალია, შვედეთი, ფინეთი და თურქეთი, ასევე სომხეთი და აზერბაიჯანი.

მინსკის ჯგუფის შექმნა

რედაქტირება

1992 წლის 30-31 იანვარს, ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭომ პარიზის შეხვედრაზე გადაწყვიტეს, რომ ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში გაეგზავნათ მომხსენებლები[1].

1992 წლის 24 მარტს ჩატარდა ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს საგანგებო სხდომა, სადაც ხაზგასმით აღინიშნა ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების აუცილებლობა. გადაწყდა  რაც შეიძლება სწრაფად მოიწვეულ იქნას ყარაბაღის კონფერენცია, რომელიც ეუთო-ს მისიის პრინციპების, ვალდებულებებისა და დებულებების საფუძველზე კრიზისის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით მოლაპარაკებების მუდმივ ფორუმს უზრუნველყოფს[1].

საბჭოს გადაწყვეტილებით, მონაწილეობა უნდა მიეღოთ აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, გერმანიის, იტალიის, რუსეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, თურქეთის, საფრანგეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის ფედერაციული რესპუბლიკის და შვედეთის ფედერაციული რესპუბლიკისა და შვედეთის წარმომადგენლებმა. 1992 წლის 21 ივნისს გადაწყვეტილება მიიღეს მინსკში გაემართათ კონფერენცია[2].

ყარაბაღის კონფლიქტზე ეუთო-ს შემდგომი მუშაობა მინსკის ჯგუფის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გაგრძელდა, რომელშიც მონაწილეობდა 11 ქვეყანა. დაიწყო ე.წ. დროებითი კონფერენციები მშვიდობის დამყარების მიზნით. მინსკის ჯგუფის პირველი შეხვედრა 1992 წლის 1 ივნისს რომში ჩატარდა. 1992 წლის ზაფხულში რომში ჩატარდა ხუთი ასეთი შეხვედრა - თუმცა მნიშვნელოვანი შედეგი არ ყოფილა. ამ შეხვედრების განხილვის ძირითადი თემა იყო ყარაბაღის წარმომადგენელთა სტატუსი მინსკის ჯგუფში[2].

რომში ბოლო შეხვედრა 1992 წლის სექტემბერში ჩატარდა, სადაც კვლავ ვერ გაირკვა ყარაბაღის წარმომადგენელთა სტატუსის საკითხი. ამასთან დაკავშირებით მინსკის ჯგუფი იძულებული გახდა, იმუშაოს როგორც ჯგუფი, რომელსაც არ აქვს ფორმალური გადაწყვეტილებების მიღების უფლება. ვარაუდობდნენ, რომ, როცა მხარეები შეთანხმებას მიაღწევდნენ, ჯგუფს ოფიციალურად გამოაცხადებენ და საბოლოო შეთანხმებას მიაღწევდნენ. ამ ლოგიკის მიხედვით, ჯგუფის მუშაობა გაგრძელდა.

საქმიანობა

რედაქტირება

2001 წლის დასაწყისში სომხეთის, აზერბაიჯანის, საფრანგეთის, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები პარიზში და ქი უესტში, ფლორიდაში შეხვდნენ. ფლორიდაში მიღებული დოკუმენტი ადასტურებს მთიანი ყარაბაღის ხალხის თვითგამორკვევას[3]. ძირითადი მოლაპარაკებები საიდუმლოდ ინახებოდა და არ გახმაურებულა.

2002 წლის 7 ოქტომბერს კიშინიოვში დსთ-ს სამიტის დროს, მინსკის ჯგუფის მოლაპარაკებები სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციებში განიხილებოდა. მათი თქმით, ათი წლის განმავლობაში ეუთოს შუამდგომლობა არ იყო საკმარისად ეფექტური[4].

2015 წლის 19 დეკემბერს სერჟ სარქისიანმა და ილჰამ ალიევმა შვეიცარიის ქალაქ ბერნში, თანათავმჯდომარეების ეგიდით გამართეს სამიტი. პრეზიდენტებმა მხარი დაუჭირეს ძალადობის შემცირებას და დაადასტურეს მზადყოფნა გააგრძელონ შეთანხმებაზე მუშაობა[5].

ბოლო სამიტი ილჰამ ალიევსა და სერჟ სარგსიანს შორის, 2017 წლის 16 ოქტომბერს ჟენევაში შედგა, მინსკის ჯგუფის ორგანიზებით. პრეზიდენტებმა აღიარეს შესაბამისი ქმედებები, რათა მოლაპარაკებების პროცესის გაძლიერება და დაძაბულობის შემცირება მოხდეს კონფლიქტის ზონაში[6].

მადრიდის პრინციპები

რედაქტირება

კონფლიქტის მოგვარების პრინციპების წინასწარი ვერსია, რომელსაც მოგვიანებით, „მადრიდის“ პრინციპები უწოდეს, 2007 წლის ნოემბერში ქალაქ მადრიდში გადაეცა კონფლიქტურ მხარეებს.

2008 წლის 14 მარტს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „სომხური ძალების აზერბაიჯანის რესპუბლიკის ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან დაუყოვნებელი, სრული და უპირობო გაყვანა“. კენჭისყრას მხარი დაუჭირეს 39-მა წევრმა, 7-მა წინააღმდეგ და 100-მა თავი შეიკავა. მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებმა (შეერთებული შტატებმა, რუსეთმა, საფრანგეთმა) ამ რეზოლუციის წინააღმდეგ გამოვიდნენ, რადგან, მათი აზრით, ის ცალმხრივი იყო. თუმცა, მათ აღნიშნეს, რომ მიუხედავად ამ დოკუმენტისა, ისინი მხარს უჭერენ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას[7].

2009 წლის 10 ივლისს, იტალიის ქალაქ ლ'აკვილაში ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა გამოაქვეყნეს მადრიდის პრინციპების განახლებული ვერსიის ძირითადი დებულებები[8]:

  • აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის დაბრუნება;
  • მთიანი ყარაბაღისთვის დროებით სტატუსის მინიჭება, რომელიც უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებასა და თვითმმართველობას;
  • სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დერეფნის გახსნა;
  • მთიანი ყარაბაღის იურიდიულად საბოლოო სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა;
  • იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უფლება, დაბრუნდნენ თავიანთ ყოფილ საცხოვრებელ ადგილებში;
  • საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც მოიცავენ სამშვიდობო ოპერაციებს.

მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა 2009 წლის დეკემბერში და 2010 წლის იანვარში მადრიდის პრინციპების ტექსტი გადასცეს აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებს. მათი კვლევისა და შეფასების პროცესი მრავალი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, თითოეულ მხარე აცხადებდა, რომ მათთვის მხოლოდ შეთავაზებული ნაბიჯების ნაწილი იყო მისაღები[9].

რუსეთი, როგორც მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, დამოუკიდებლად ცდილობდა მხარეების შეთანხმებას. 2010 წლის 27 სექტემბერს შეხვედრა შედგა ასტრახანში, თუმცა ამანაც ვერ მოიტანა შედეგი.

ვარაუდობდნენ, რომ 2011 წლის 24 ივნისს ყაზანში მომდევნო სამმხრივ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდებიან სამომავლო სამშვიდობო შეთანხმების მთავარ პუნქტებთან დაკავშირებით მადრიდის პრინციპების ფარგლებში, მაგრამ შეთანხმება არ იქნა მიღწეული იმის გამო, რომ აზერბაიჯანი მოითხოვდა, შეთანხმებულ დოკუმენტში მრავალი ცვლილებების შეტანას[10].

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება