ლ’აკვილა
ლ’აქვილა (იტალ. L'Aquila /ˈlaːkwila/, ქართ. არწივი) — ქალაქი ცენტრალურ იტალიაში, აბრუცოს რეგიონში (რეგიონისა და ამავე ლ’აქვილას პროვინციის დედაქალაქი). ქალაქის მოსახლეობა 72.913 ადამიანს შეადგენს. გაშენებულია მდ. ატერნოს ხეობაში ბორცვზე, რომელსაც შუასაუკუნეების გალავანი აკრავს. გარს ერტყმის აპენინის მთები.