აბრუცო
აბრუცო (იტალ. Abruzzo), აბრუცი (იტალ. Abruzzi) — რეგიონი იტალიაში, მთიანი რაიონი ქვეყნის ცენტრალური ნაწილის სამხრეთში. მისი დასავლეთი საზღვარი რომიდან 80 კმ-ში მდებარეობს. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება მარკეს რეგიონი, დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით — ლაციოს რეგიონი, სამხრეთ აღმოსავლეთით — მოლიზე და აღმოსავლეთით — ადრიატიკის ზღვა. მიუხედავად იმისა, რომ ის გეოგრაფიულად უფრო იტალიის ცენტრალურ რეგიონში მდებარეობს ვიდრე სამხრეთში, იტალიის სტატისტიკის სამსახურის მიერ იგი მაინც სამხრეთულ რეგიონად მიიჩნევა, ორი სიცილიის სამეფოსთან მისი ისტორიული კავშირის ნიშნად.
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
აბრუცო იტალ. Abruzzo | |||||
| |||||
ქვეყანა | იტალია | ||||
ადმ. ცენტრი | ლ’აკვილა | ||||
შიდა დაყოფა | ლ’აკვილის პროვინცია, კიეტის პროვინცია, პესკარის პროვინცია და ტერამოს პროვინცია | ||||
კოორდინატები | 42°13′00″ ჩ. გ. 13°50′00″ ა. გ. / 42.21667° ჩ. გ. 13.83333° ა. გ. | ||||
მმართველი | Marco Marsilio | ||||
ფართობი | 10831.84 კვადრატული კილომეტრი | ||||
მოსახლეობა | 1 308 451 (2019)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.regione.abruzzo.it/ | ||||
| |||||
ანტიკურ ხანაში რეგიონი დასახლებული იყო იტალიკური ტომებით, რომლებიც ხანგრძლივად უწევდნენ წინააღმდეგობას რომაელ დაპყრობლებს. XII საუკუნეში აქ ნორმანები დამკვიდრდნენ. მოგვიანებით, აბრუცო ჰოენშტაუფენების დინასტიას ემხრობოდა პაპობის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1860-1861 წლებში რეგიონი იტალიის სამეფოს ნაწილი გახდა აბრუცისა და მოლიზეს სახელით. 1965 წელს აღნიშნული რეგიონი გაიყო. აბრუცოს ეკონომიკის საფუძველი სოფლის მეურნეობაა.
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებააბრუცოს რეგიონი ადმინისტრაციულად 4 პროვინციად იყოფა:
პროვინცია | ფართობი (კმ²) | მოსახლეობა | სიმჭიდროვე (კაცი/კმ²) |
---|---|---|---|
კიეტის პროვინცია | 2,588 | 396,190 | 153.1 |
ლ'აკვილის პროვინცია | 5,034 | 308,876 | 61.3 |
პესკარის პროვინცია | 1,225 | 318,701 | 260.1 |
ტერამოს პროვინცია | 1,948 | 308,769 | 158.5 |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 37.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- Map of Abruzzo დაარქივებული 2005-11-13 საიტზე Wayback Machine.
- In the land of bears and castles, Financial Times, 29 June 2007
- Italy as it used to be
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Italian National Institute of Statistics — 1926.