ჰოენშტაუფენები
ჰოენშტაუფენები, შტაუფენები — გერმანიის მეფეთა და საღვთო რომის იმპერიის იმპერატორთა დინასტია 1138-1254 წლებში. შვაბიის მთავართა (1079-1268 წლებში შვაბიის ჰერცოგები) საგვარეულო. სახელწოდება წარმოდგება შვაბიაში მდებარე მათი საგვარეულო ციხე-დარბაზის სახელისაგან „ჰოენშტაუფენი“.
ჰოენშტაუფენები
რედაქტირება- კონრად III — 1138-1152 წწ.
- ფრიდრიხ I ბარბაროსა — 1152-1190 წწ.
- ჰაინრიხ VI — 1190-1197 წწ.
- ფილიპ შვაბიელი — 1197-1208 წწ.
- ფრიდრიხ II შტაუფენი — 1212-1250 წწ.
- კონრად IV — 1250-1254 წწ.
ჰოენშტაუფენების უკანასკნელი წარმომადგენლები იყვნენ მანფრედი (სიცილიის მეფე 1258-1266 წწ. და კონრადინი (გ. 1268 წელს)
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 45.