ფილიპ შვაბიელი (გერმ. Philipp von Schwaben; დ. აგვისტო 1177 — გ. 21 ივნისი, 1208, ბამბერგი) — ვიურცბურგის ეპისკოპოსი (1190–1191), ტოსკანის მარკგრაფი (1195–1197), შვაბიის ჰერცოგი (1196–1208), გერმანიის მეფე (1198—1208), საღვთო რომის იმპერიის იმპერატორის, ფრიდრიხ I ბარბაროსასა და ბურგუნდიის პფალცგრაფის, ბეატრის I ბურგუნდიელის უმცროსი ვაჟი. კარგად განათლებული და პატივცემული მმართველი, მან თავისი ცხოვრების ათი წელი გაატარა საღვთო რომის იმპერიის გვირგვინისთვის ბრძოლაში, მაგრამ საბოლოოდ დაიღუპა თავისი ქალიშვილის უკუგდებული საქმროს ხელით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება