ალან გაგლოევი
აღნიშნული სტატია აღწერს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში არსებულ პიროვნებას. ტექსტში შესაძლოა გამოყენებული იყოს ტერმინები, რომლებიც გამოიყენება საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
ქართული ვიკიპედიის მიდგომა ოკუპირებული ტერიტორიების თემატიკასთან დაკავშირებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მოვლენების აღწერა საჭიროა აკადემიური/სამეცნიერო მიზნებიდან და ვიკიპედიის მისიიდან - შეიქმნას სრული, მიუკერძოებელი, საავტორო უფლებებისაგან თავისუფალი ენციკლოპედია - გამომდინარე. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ცხინვალის რეგიონი საქართველოს შემადგენლობაში შემავალი ტერიტორიული ერთეულია, რასაც იზიარებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაც. ნებისმიერი პოლიტიკურ-სამართლებრივი სისტემა, რომელიც ცხინვალის ოკუპირებული ზონის ტერიტორიაზეა ფორმირებული არის არალეგიტიმური და არაღიარებული საქართველოს ხელისუფლებისა და სუვერენული სახელმწიფოების სრული უმრავლესობის მიერ. |
ალან ედუარდის ძე გაგლოევი (ოს. Гаглойты Эдуарды фырт Алан; რუს. Алан Эдуардович Гаглоев; დ. 6 თებერვალი, 1981) — ოსი პოლიტიკოსი, ოსური ე. წ. „კგბ“-ს ყოფილი მუშაკი,[1] „სამხრეთ ოსეთის“ არჩეული „პრეზიდენტი“.[2] მისი ინაუგურაცია 2022 წლის 24 მაისს შედგება.[3] 2020 წლის თებერვლიდან არის პარტია „ნიხასის“ თავმჯდომარე.[4]
ალან გაგლოევი | |
რუსეთის ფედერაციის მიერ შექმნილი საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მე-5 პრეზიდენტი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 24 მაისი, 2022 |
წინამორბედი | ანატოლი ბიბილოვი |
„ნიხასის“ თავმჯდომარე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
თებერვალი 2020 – დღემდე | |
დაბადებული | 6 თებერვალი, 1981 ცხინვალი |
პოლიტიკური პარტია | ნიხასი |
შვილები | 2 |
ბიოგრაფია
რედაქტირება2002 წელს დაამთავრა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ამავე წელს დაიწყო მუშაობა „სამხრეთ ოსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროში“, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისა და ანტი-მონოპოლური პოლიტიკის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად. 2003 წელს კურსები გაიარა ქალაქ ვლადიკავკაზში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში. [5] 2004 წელს შეუერთდა „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს“ სადაც ოფიციალური ინფორმაციით 2022 წლამდე მუშაობდა.[6]
გაგლოევი მონაწილეობას იღებდა „სამხრეთ ოსეთში“ ჩატარებულ ორ საპრეზიდენტო არჩევნებში (2017, 2022). 2017 წლის არჩევნებში მან 3 291 ხმა მიიღო და ბოლო, მესამე ადგილი დაიკავა (10,17%). [7]
2022 წლის არჩევნების პირველ ტურში მიიღო 36,9% და დაიკავა პირველი ადგილი.[8] ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურში 15 867 ხმითა და 54,2%-ით დაამარცხა მოქმედი ე.წ. „პრეზიდენტი“ ანატოლი ბიბილოვი.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Непростой кандидат. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-05. ციტირების თარიღი: 2017-04-06.
- ↑ 2.0 2.1 Бибилов признал поражение во втором туре выборов президента Южной Осетии ru. ციტირების თარიღი: 2022-05-08
- ↑ Inauguration of the new head of South Ossetia Gagloev is planned for May 24 - CEC head en (2022-05-11). ციტირების თარიღი: 2022-05-11
- ↑ Alan Gagloyev: Candidate for President of South Ossetia. Elections 2022 (2022-03-20).
- ↑ ვინ არის ალან გაგლოევი - qartli.ge
- ↑ Непростой кандидат. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-05. ციტირების თარიღი: 2017-04-06.
- ↑ South Ossetia
- ↑ Opposition Candidate Takes Lead in First Round of S. Ossetia Polls (2022-04-14).