ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლეონიდ თიბილოვი (ოს. Тыбылты Харитъоны фырт Леонид; დ. 28 მარტი, 1951, ზემო დვანი) — რუსეთის ფედერაციის მიერ შექმნილი საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მე-3 პრეზიდენტი 2012-2017 წლებში.

ლეონიდ თიბილოვი
ლეონიდ თიბილოვი
რუსეთის ფედერაციის მიერ შექმნილი საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მე-3 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
19 აპრილი, 2012 – 21 აპრილი, 2017
წინამორბედილუდვიგ ჩიბიროვი
მემკვიდრეანატოლი ბიბილოვი

დაბადებული28 მარტი, 1951 (1951-03-28) (73 წლის)
სოფ. ზემო დვანი, ზნაურის რაიონი, სამხრეთ ოსეთის აო, საქართველოს სსრ, სსრკ
პოლიტიკური პარტიადამოუკიდებელი
განათლებასამხრეთ ოსეთის პედაგოგიური ინსტიტუტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ლეონიდ თიბილოვი დაიბადა ეროვნებით ოსი გლეხის ოჯახში. 1969 წელს დაამთავრა ავნევის საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩააბარა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1974 წელს. 1974 წლის ნოემბრიდან 1975 წლის ნოემბრამდე იგი საბჭოთა არმიის რიგებში მსახურობდა. 1975 წლიდან 1981 წლამდე მუშაობდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო განათლების სისტემაში. იყო ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებელი სკოლაში, ზნაურის საშუალო სკოლის დირექტორი.

1981 წელს ლეონიდ თიბილოვი საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის („სუკი“) თანამშრომელი გახდა. დაამთავრა საბჭოთა კავშირის სუკ-ის აკადემია ქალაქ მინსკში.

რუსეთის კონტრდაზვერვის ფედერალური სამსახურის დავალებით, 1992 წლის 14 ივლისიდან 1995 წლის 1 იანვრამდე, ასრულებდა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მყოფი შერეული სამშვიდობო ძალების უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ფუნქციას.

1998 წლის თებერვალში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პირველმა პრეზიდენტმა ლუდვიგ ჩიბიროვმა მიანიჭა გენერალ-მაიორის წოდება.

ამავე დროს, 2002 წლის თებერვლამდე იგი შერეული საკონტროლო კომისიას თანათავმჯდომარეობდა ქართულ-ოსური კონფლიქტისდარეგულირების მიზნით.

თიბილობი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მეორე მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი იყო. 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „სამედიცინო საზოგადოების საინიციატივო ჯგუფმა“ ლეონიდ თიბილოვის კანდიდატურა წამოაყენა. თიბილოვმა ხმების 0.9%-ი აიღო, მეორე ადგილზე გავიდა და ედუარდ კოკოითთან დამარცხდა, რომელიც დე ფაქტო პრეზიდენტი მეორე ვადით გახდა.

2007 წლის ივლისიდან 2009 წლის სექტემბრამდე მართავდა „პირველ რესპუბლიკურ ბანკს“, რომელიც ედუარდ კოკოითთან დაპირისპირებულ ბიზნესმენს ალბერტ ჯუსოევს ეკუთვნოდა. 2009 წელს ხელისუფლების ზეწოლის შედეგად ბანკი დაიხურა.

2012 წლის დასაწყისში იგი იყო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის მრჩეველი ქართულ-ოსური ურთიერთობის პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში.

2012 წლის თებერვალში თიბილოვი განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატად დარეგისტრირდა. 25 მარტს ხმების 42.58% აიღო და მეორე ტურში გავიდა. 9 აპრილს ჩატარებულ მეორე ტურში თიბილოვმა ხმების 54,12%-ით მისი კონკურენტი დავით სანაკოევი დაამარცხა (43%) და სამხრეთ ოსეთის რიგით მესამე დე ფაქტო პრეზიდენტი გახდა.

2017 წლის თებერვალში ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფის მიერ დასახელდა ახალი ვადით სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატად. 2017 წლის 9 აპრილს ანატოლი ბიბილოვთან დამარცხდა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში.

ლეონიდ თიბილოვს ჰყავს მეუღლე, ორი ქალიშვილი და ოთხი შვილიშვილი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება