ტუვალუ
ტუვალუ (ინგლ. Tuvalu, წარსულში ცნობილი როგორც ელისის კუნძულები[1]) — სახელმწიფო წყნარ ოკეანეში, პოლინეზიის რეგიონში, ჰავაისა და ავსტრალიას შორის. ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ესაზღვრება კირიბატის, აღმოსავლეთიდან ტოკელაუს, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან სამოას და უოლისი და ფუტუნას, სამხრეთიდან ფიჯის, დასავლეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან სოლომონის კუნძულების ტერიტორიულ წყლებს. სანაპირო ზოლის სიგრძეა — 21 კმ. ტუვალუ განთავსებულია 5 ატოლსა და 4 კუნძულზე. ქვეყნის ხმელეთის საერთო ფართობი 26 კმ²-ია და ამ მხრივ მსოფლიოს მეოთხე ყველაზე პატარა ქვეყანაა, უსწრებს მხოლოდ ვატიკანს (0,44 კმ²), მონაკოს (1,95 კმ²) და ნაურუს (21 კმ²). მისი მოსახლეობა 2011 ივლისის მონაცემებით 10 544 ადამიანს შეადგენს[2], ხოლო 2012 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის წინასწარი მონაცემებით 10 782 ადამიანს[3] და წარმოადგენს მსოფლიოს მესამე ყველაზე მცირედ დასახლებულ სახელმწიფოს, უსწრებს მხოლოდ ვატიკანსა და ნაურუს. ქვეყნის დედაქალაქია — ფუნაფუტი.
ტუვალუ | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
დევიზი: Tuvalu mo te Atua | ||||||
ჰიმნი: Tuvalu mo te Atua |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | ფუნაფუტი 08°31′ ს. გ. 179°13′ დ. გ. / 8.517° ს. გ. 179.217° დ. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ტუვალური ენა, ინგლისური ენა | |||||
მთავრობა | კონსტიტუციური მონარქია | |||||
- | მეფე | ჩარლზ III | ||||
- | გენერალ-გუბერნატორი | ტოფიგა ვაევალუ | ||||
- | პრემიერ-მინისტრი | კაუსეა ნატანო | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 26 კმ2 (192-ე) | ||||
- | წყალი (%) | 0 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2021 შეფასებით | 11,900 (225-ე) | ||||
- | 2017 აღწერა | 10,645 | ||||
- | სიმჭიდროვე | 475.88 კაცი/კმ2 (27-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2016 შეფასებით | |||||
- | სულ | $39.00 მილიონი (226-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $3,566 (156-ე) | ||||
აგი (2021) | 0.641 (61-ე) | |||||
ვალუტა | ტუვალუს დოლარი ავსტრალიური დოლარი ( TUD ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+12:00 | |||||
ქვეყნის კოდი | TUV | |||||
Internet TLD | .tv | |||||
სატელეფონო კოდი | 688 |
ტუვალუ პირველად პოლინეზიელი ხალხებით იყო დასახლებული. იგი 1568 წელს ესპანელმა მეზღვაურმა ალვარო დე მენდანიამ აღმოაჩინა, როდესაც ის სამხრეთ მიწას (Terra Australis) ეძებდა. XIX საუკუნის გვიანდელ წლებში კუნძულები ბრიტანეთის გავლენის ქვეშ იყო. სახელი ელისი აქ ჩატარებული სამუშაოების შემდეგ ინგლისელმა ჰიდროგრაფმა ალექსანდრ ჯორჯ ფინდლეიმ (1812–1876) უწოდა ცხრა კუნძულს. 1892-1916 წლებში ელისის კუნძულები წარმოადგენდა ბრიტანეთის პროტექტორატს ადგილობრივი რწმუნებულის მმართველობით; ამ პერიოდში იგი შედიოდა ბრიტანეთის დასავლეთ ოკეანეთის ტერიტორიებში, 1916-1974 წლებში კი წარმოადგენდა გილბერტისა და ელისის კუნძულების კოლონიის ნაწილს. 1974 წელს ელისის კუნძულებმა ხმა მისცა ბრიტანეთზე დამოკიდებულებისგან გასვლას ტუვალუს სტატუსით და გამოეყო მიკრონეზიულ გილბერტის კუნძულებს, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კირიბატის სახელმწიფოს ნაწილი გახდა. 1978 წლის 1 ოქტომბერს, ტუვალუ სრულიად დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა ერთა თანამეგობრობის ფარგლებში. 2000 წლის 5 სექტემბერს კი იგი გაეროს წევრი, რიგით 189 ქვეყანა გახდა. ტუვალუ ასევე სამხრეთ წყნარი ოკეანის კომისიის და წყნარი ოკეანის კუნძულების ფორუმის წევრია.
დასახელება
რედაქტირებასაკუთარი თანამედროვე დასახელება არქიპელაგმა მიიღო მხოლოდ 1975 წელს, რომელიც ტუვალური ენიდან თარგმანში ნიშნავს „რვა ერთად მდგომი“[4] (იგულისხმება ტუვალუს ტრადიციული რვა დასახლებული კუნძული; მეცხრე — ნიულაკიტაზე — დასახლება გაჩნდა შედარებით ახლო პერიოდში). პირველმა ევროპელმა კუნძულის აღმომჩენმა, ალვარო დე მენდანიამ, არქიპელაგს დაარქვა „ლაგუნის კუნძულები“, ხოლო 1819 წელს მას უწოდეს „ელისის კუნძულები“, რომელიც გამოიყენებოდა თითქმის მთელი კოლონიალური ეპოქის განმავლობაში.
ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება
რედაქტირებაგეოგრაფიული მდგომარეობა
რედაქტირებაპოლინეზიური სახელმწიფო ტუვალუ წარმოადგენს ატოლების და კუნძულების ჯგუფს, რომლებიც მდებარეობენ წყნარ ოკეანეში ეკვატორის ცოტა სამხრეთით. ქვეყნის დედაქალაქი, ქალაქი-ატოლი ფუნაფუტი, მდებარეობს 1050 კმ-ით ჩრდილოეთით ქალაქ სუვადან, ფიჯის დედაქალაქიდან, და 4000 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით ავსტრალიის ყველაზე დიდ ქალაქ — სიდნეიდან[5]. უახლოესი არქიპელაგებია — ტუვალუს კუნძულებიდან ჩრდილო-დასავლეთით მდებარე კირიბატის კუთვნილი გილბერტის კუნძულები და სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე საფრანგეთის კუთვნილი უოლისი და ფუტუნას კუნძულები.
ტუვალუს ხმელეთის ფართობი სულ შეადგენს 26 კმ²-ს[6], მაშინ, როდესაც ლაგუნებით დაკავებული ტერიტორიების ფართობი შეადგენს — 494 კმ²-ზე მეტს. ქვეყანა განლაგებულია 5 ატოლზე (ნანუმეა, ნუი, ნუკულაელაე, ნუკუფეტაუ, ფუნაფუტი), 3 დაბლობ მარჯნულ კუნძულზე (ნანუმანგა, ნიულაკიტა, ნიუტაო) და ერთ ატოლურ/რიფულ კუნძულზე (ვაიტუპუ)[7], რომლებიც გადაჭიმულნი არიან ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ 595 კმ-ზე[5] არქიპელაგის ყველაზე დიდი კუნძულია (მხოლოდ ხმელეთის ფართობიდან გამომდინარე, და არა ლაგუნის წყლის ზედაპირის) ატოლი ვაიტუპუ (5,09 კმ²), ხოლო ყველაზე პატარა — ნიულაკიტა (0,4 კმ²).[8]. ყველა კუნძული დაბლობია, ხოლო ატოლები ძირითადად შედგებიან რამდენიმე კუნძულებისაგან, ანუ მოტუებისაგან, რომლებიც განიცდიან ნეგატიურ ზემოქმედებას სანაპირო ეროზიისგან (უპირატესად კუნძულების ოკეანისკენ მიმართული დასავლეთი მხარე[9]). ქვეყნის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან აღწევს სულ 5 მეტრს[6].
ტუვალუს ყველაზე ჩრდილოეთი კუნძულია ატოლი ნანუმეა, ხოლო ყველაზე სამხრეთი — ნიულაკიტა. უმოკლესი მანძილი არქიპელაგის ორ კუნძულს შორის შეადგენს 67 კმ-ს(ნუკუფეტაუ/ვაიტუპუ), ხოლო ყველაზე დიდი — 172 კმ (ნუი/ვაიტუპუ)[10].
გეოლოგია
რედაქტირებატუვალუს ცხრა კუნძულიდან ხუთი — ატოლია (დანარჩენი კუნძულები წარმოადგენენ ამოწეულ ატოლებს). ჩარლზ დარვინის თეორიის თანახმად, ატოლების ჩამოყალიბება ხდებოდა ვულკანური კუნძულების ჩაძირვის შედეგად, რომელთა ზედაპირთანაც თანდათან იზრდებოდა მარჯანი. ხდებოდა გაქვავებული რიფების ჩამოყალიბება, ხოლო შემდგომში ბარიერული რიფების, რომლებსაც თანდათან აშენდებოდა მარჯანი. შედეგად წარმოიქმნა ატოლის ხმელეთი[11]. მარჯნის და წყალმცენარეების ზრდა ხდებოდა განსაკუთრებით აქტიურად ოკეანისკენ მიმართულ რიფის რაიონში, შედეგად რიფის ეს გარე მხარე მწიფდებოდა ვულკანური კუნძულის ჩაჯდომასთან ერთად. კუნძულის შიდა რაიონი კი პირიქით, იძირებოდა წყალქვეშ. შედეგად ამ ადგილებში მოხდა წყალმეჩხერი ლაგუნების ფორმირება.
რიფების ზედაპირზე თანდათან გროვდებოდა ქვიშა, რომელიც ყალიბდებოდა ტალღებისა და დინებების ზემოქმედებით, განსაკუთრებით ძლიერი მოქცევისა და მიქცევის დროს. პლაჟის მოქცევის ზონაში ჩამოყალიბდა სანაპირო ჯიში, ქვის გარე დახრის პლასტისაგან. შედეგად მცენარეებს მიწაზე გაუჩნდა საფუძველი, რომელზეც მათ შეეძლოთ გაზრდილიყვნენ. კუნძულზე კი ჩამოყალიბდა მაღალი შემცველობის მარილებთან შეგუებული მცენარეულობა, რომელიც თავისი ფესვებით ამყარებდა სხვადასხვა მჯდომარე ჯიშებს და წინააღმდეგობას უწევდა წყლის და ქარის ეროზიას. ასე ჩამოყალიბდნენ ატოლის ქვიშოვანი კუნძულები, ანუ მოტუები[11].
ამოწეული ატოლი წარმოადგენს ამოწეულ ვულკანურ კუნძულს, რომელიც ჩამოყალიბებულია მარჯნული პლატფორმის აწევის შედეგად, რომელიც გარს ერტყმის ვულკანურ პლატოს კუნძულის ცენტრში.
კლიმატი
რედაქტირებატუვალუს კლიმატი ცხელია, ტროპიკულია, იმყოფება სამხრეთ-აღმოსავლეთი პასატების გავლენის ქვეშ.[6] მკაფიოდ გამოირჩევა ორი სეზონი: წვიმიანი და მშრალი სეზონი. წვიმიანი სეზონი, რომლის დროსაც მოდის ნალექების 60 %-მდე, გრძელდება ნოემბრიდან აპრილის ჩათვლით, ხოლო მშრალი — მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით.[12] ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 3000 მმ, თუმცა ზოგჯერ ამ ციფრმა შეიძლება მიაღწიოს 4000 მმ-მდე. შედეგად, ტუვალუა კლიმატი უფრო ნოტიოა, ვიდრე მისგან ჩრდილოეთით მდებარე გილბერტის კუნძულებზე და სამხრეთით მდებარე ფიჯის კუნძულებზე. ქვეყნის ჩრდილოეთ კუნძულებზე კლიმატი უფრო მშრალია, ვიდრე სამხრეთის კუნძულებზე[13], და მათზე უფრო ხშირად ხდება გვალვები, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს სამ თვემდე.[14] ჰაერის ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში რჩება მაღალი და მერყეობს 26 °C-დან 32 °C-მდე.[14]
ტუვალუს კუნძულები მდებარეობს წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთი პასატების ზონაში ეკვატორული ზონის წყნარი ამინდის საზღვარზე.[12] ქარის უპირატესი მიმართულებაა — ჩრდილო-აღმოსავლეთის ან სამხრეთ-აღმოსავლეთის. აღმოსავლეთის/სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი ჭარბობს მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით.[12]
ტუვალუ განიცდის ტროპიკული ციკლონების ნეგატიურ ზემოქმედებას, რომლებიც ხშირად აღწევენ დამანგრეველ ძალას. მაგალითად, ციკლონ „ბებეს“ შედეგად კუნძულებზე დაინგრა თითქმის ყველა საცხოვრებელი შენობა; ხეების 90 %-ზე მეტი მიწიდან ამოიგლიჯა, ხოლო დანარჩენი 10 % საკმაოდ დაზარალდა; ორი ადამიანი დაიღუპა; ორი გემი ქიმზე შეჯდა. მხოლოდ უცხოეთის სახელმწიფოების ფინანსური დახმარებით ტუვალუმ შეძლო არსებული ინფრასტრუქტურის აღდგენა.[14]
გლობალური კლიმატის ცვლილება
რედაქტირებაქვეყნის მომავალისათვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს გლობალური დათბობა, მათ შორის, მასთან დაკავშირებული ზღვის დონის აწევა, რის შედეგადაც დაბლობი კუნძულები არა უმეტეს 5 მეტრისა შეიძლება აღმოჩნდეს წყლის ქვეშ. 1993 წლიდან 1999 წლამდე პერიოდში ოკეანის წყლები ყოველწლიურად უტევდნენ ხმელეთს 22 მმ სიჩქარით, ხოლო 1995 წელს — 40 მმ, რაც მნიშვნელოვნად სჭარბობდა მთელი მსოფლიოს მაჩვენებელს.[15]
კლიმატის ცვლილების სხვა ნეგატიურ მოვლენებს შორისაა — სანაპირო ეროზია, გაქვავებული რიფების ეროზია, მლაშე ინტრუზია, სასმელი წყლის უკმარისობა, გრუნტის წყლების მდგომარეობის გაუარესება, ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაციის გაუარესება (მათ შორის, სოფლის მეურნეობაზე შეტევა), მოსახლეობის ჯანმრთელობის რისკის გაზრდა.[16] ქვეყნის მთავარ კუნძულ ფუნაფუტიზე ცუდი ცხოვრების პირობები, რომელიც გამოწვეულია ატოლის მოსახლეობის ზრდით, დაუფიქრებელი მიწის გამოყენებით, სასმელი წყლის დეფიციტით და მთელი რიგი სხვა ფაქტორებით, მხოლოდ ამწვავებს არსებულ სიტუაციას. ტუვალუს მოსახლეობისადმი რეალური საფრთხის შემთხვევაში განიხილება გეგმები მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ (შესაძლო ქვეყნებია: ახალი ზელანდია, ავსტრალია ან ფიჯი).[17]
მიუხედავად ამისა ყველა მეცნიერი არ იზიარებს არქიპელაგის სწრაფი ჩაძირვის თვალსაზრიზს, რომელიც ფართედ გავრცელებულია საზოგადოებაში და გაზვიადებულია მასმედიაში.[18] ერთ-ერთი თვალსაზრისით, მსოფლიო ოკეანის დონის აწევა ტუვალუს რაიონში შეიძლება იყოს დროებითი მოვლენა, რომელიც განისაზღვრება კლიმატური, ოკეანოგრაფიული, გეოლოგიური და მთელი რიგი სხვა პარამეტრებით. თანაც, ატოლების მოტუს სანაპირო ზოლის ცვლილება გამოირჩევა მაღალი დინამიურობით: მიწა, რომელიც უკან იხევს ოკეანის წინაშე კუნძულის ერთ ნაწილში, შეიძლება გაიზარდოს მეორეში, რაც შეინიშნებოდა, მაგალითად, კუნძულ ვაიტუპუზე.[18]
ნიადაგი
რედაქტირებატუვალუს ნიადაგს აქვს მარჯნული წარმოშობა. გრუნტი ძირითადად ჩამოყალიბებულია რიფული მასალის ნარჩენებისაგან, მარჯნისაგან, ფორამინიფერებისაგან და მოლუსკებისაგან, ამიტომ ადგილობრივი ნიადაგის შემადგენლობა ძირითადად კარბონატულია.[19] ის გამოირჩევა მაღალი ტუტიანობით, ფორიანობით (რის გამოც საკმაოდ ცუდად იკავებს ტენს) და დაბალი ნაყოფიერებით.[8] ამასთან ნაყოფიერება დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე: უპირველეს ყოვლისა, ორგანული მასალების შემადგენლობასა და პროპორციებზე, ასევე მარჯანის მასალის წილზე. ტუვალუს ნიადაგში მინერალური ნივთიერებების რაოდენობა დაბალია, კალციუმის გამოკლებით. კუნძულებზე ასევე არსებობს ფოსფატური და ჰუმუსური ნიადაგი (ეს უკანასკნელი — მანგროს ტყეების ადგილებში).[20]
ჰიდროლოგია
რედაქტირებატუვალუს კუნძულების მცირე ფართობის, დაბალი სიმაღლის და ნიადაგის ფორიანობის გამო არ არსებობს რაიმე მდინარეები.[12] ამის მაგივრად, წყალი, ჟონავს მიწის სიღრმეში და წარმოქმნის მსუბუქად მლაშე წყლის ლინზას.[21] ამიტომ ადგილობრივი მოსახლეობა იძულებულია შეაგროვოს წვიმის წყალი შენობების სახურავებიდან და ის შეინახოს ბეტონის ცისტერნებში. ძველად კუნძულელები სამეურნეო საჭიროებისთვის წყალს იღებდნენ ამოთხრილი ჭებიდან, მაგრამ მიწისქვეშა ლინზებში მლაშე ზღვის წყლის და ნაწრეტი წყლის შერევის გამო გრუნტის წყლები დაჭუჭყიანდა.[22]
ფლორა და ფაუნა
რედაქტირებაატოლების მცენარეთა სამყარო საკმაოდ ერთფეროვანია. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ კუნძულების ხმელეთის მნიშვნელოვან ნაწილზე დარგულია ქოქოსის პალმები და სხვა საკვები მცენარეები.[23] სანაპიროებზე იზრდებიან მზის მოყვარული სცევოლები (ლათ. Scaevola), ტურნეფორციები, პანდანუსები. კუნძულის შიდა ნაწილში — გვიმრები (რომელთა შორის გამოირჩევა დიდი Asplenium nidus), კანავალეზიები, მანგროს ტყეები, სხვა ბუჩქოვანი მცენარეები, ქოქოსის პალმები, პურის ხეები, ბანანის პლანტაციები. ხშირად გვხვდება ფართეფოთლებიანი ხეების ჯიშები — ოქროზია, გუეტარდა, კალოფილუმი და სხვა. სულ ტუვალუში დარეგისტრირებულია ჭურჭლოვანი მცენარეების 86 სახეობა, რომელთაგან 44 ადგილობრივია. არცერთი მათგანი არ არის ენდემური.[24]
ქვეყნის ცხოველთა სამყარო საკმაოდ ღარიბია და უპირატესად წარმოდგენილია გარედან შემოყვანილი სახეობებით. ძუძუმწოვრებიდან გვხვდება ღორები, ვირთხები, ძაღლები და კატები. კუნძულებზე ზღვის ფრინველების პოპულაცია უმნიშვნელოა, რადგანაც ტრადიციულად მათ იჭერენ ადგილობრივი მაცხოვრებლები.[24] ადამიანის მიერ ხელშეუხებელ მოტუებში ბუდობენ ფრეგატები, ბაკლანები (ლათ. Phalacrocorax), ქარიშხალები. ფართედ გავრცელებულია პატარა ხვლიკები, გველები, ფეხითმავალი კიბორჩხალები, კიბო-განდეგილები.
ტუვალუა საზღვაო გარემო წარმოდგენილია ეკოსისტემის ექვსი ძირითადი ტიპით: ოკეანური, გარე რიფების, ლაგუნის რიფების, ლაგუნის ფსკერის, იზოლირებული რიფების და ბუნებრივი არხების, რომელიც აერთებს ოკეანის და ლაგუნის წყლებს. სულ სანაპირო წყლებში ცხოვრობს თევზების დაახლოებით 350 სახეობა და მარჯანის 30 სახეობა.[25]
ისტორია
რედაქტირებაარქიპელაგის ადრეული ისტორია საკმაოდ ცუდადაა შესწავლილი. ტუვალუს კუნძულები, სავარაუდოდ, დასახლებული იყო ჩვენი წელთაღრიცხვით 300—500 წლებში ტონგას კუნძულებიდან და სამოას არქიპელაგიდან წამოსული ხალხით. მიუხედავად ამისა ნანუმანგას კუნძულზე აღმოჩენილი გამოქვაბული კოცონის კვალით შეიძლება ამტკიცებდეს იმას, რომ არქიპელაგი უფრო ადრე იყო კოლონიზირებული.
ტუვალუს პირველი ევროპელი აღმომჩენი გახდა ესპანელმა ზღვაოსანმა ალვარო დე მენდანიამ, რომელმაც კუნძულების გვერდით გაცურა 1568 წელს. მოგზაურმა არქიპელაგს სახელად დაარქვა „ლაგუნის კუნძულები“. XVIII საუკუნემდე ტუვალუ რჩებოდა შეუმჩნეველი სხვა მეზღვაურებისთვის. მხოლოდ 1788 წელს კუნძულების ნაწილი აღმოაჩინეს ინგლისელმა კაპიტნებმა ტომას გილბერტმა და ჯონ მარშალმა. 1819 წელს ტუვალუს კუნძულები გამოკვლეული იქნა კანადის გემ „რებეკას“ ბორტიდან, რომლის კაპიტანმა არქიპელაგს სახელად დაარქვა „ელისის კუნძულები“, გემის მფლობელის პატივსაცემად.
XIX საუკუნის პირველ ნახევარში კუნძულების გვერდით ცურვა დაიწყეს ვეშაპების დამჭერმა გემებთან, მაგრამ მოსახერხებელი ადგილის არყოფნის გამო უცხოელების დასახლებები ვერ დაარსდა. XIX საუკუნის მეორე ნახევარში არქიპელაგს ხშირად სტუმრობდნენ პერუელი მონათვაჭრები, რომლებმაც 1862 წლიდან 1864 წლამდე პერიოდში ფუნაფუტის და ნუკულაელაეს ატოლებიდან გაიყვანეს 400 ადამიანზე მეტი. 1865 წელს ტუვალუს კუნძულებზე გადასხდნენ პირველი ქრისტიანი მისიონერები ლონდონის მისიონერთა საზოგადოებიდან.
1892 წელს არქიპელაგი გახდა ბრიტანეთის იმპერიის პროტექტორატის ნაწილი ელისის კუნძულები, ხოლო 1916 წელს — ბრიტანეთის კოლონია გილბერტის და ელისის კუნძულების ნაწილი. მეორე მსოფლიო ომის წლებში ტუვალუს კუნძულებზე განლაგებული იყო მოკავშირეთა სამხედრო ბაზა.
1974 წელს არქიპელაგზე ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის შედეგადაც ელისის კუნძულები, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ პოლინეზიელები, გამოეყო გილბერტის კუნძულებს, რომელზეც უპირატესად ცხოვრობდნენ მიკრონეზიელები. მომდევნო წელიწადს ელისის კუნძულები გახდა ბრიტანეთის ცალკე კოლონია ტუვალუ, რომელმაც დამოუკიდებლობა მიიღო 1978 წელს.
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაადმინისტრაციულად ტუვალუ დაყოფილია 7 კუნძულოვან (ნანუმეა, ნიუტაო, ნანუმანგა, ნუი, ვაიტუპუ, ნუკულაელაე და ნუკუფეტაუ) და 1 საქალაქო (ფუნაფუტი) საბჭოდ.[26]
№ | კუნძულოვანი საბჭო (ქართ.) | კუნძულოვანი საბჭო (ინგლ.) | ადმინისტრაციული ცენტრი | ფართობი, კმ² |
მოსახლეობა, ად. (2002) |
სიმჭიდროვე, ად./კმ² |
---|---|---|---|---|---|---|
1 | ვაიტუპუ | Vaitupu | ასაუ | 5,60 | 1591 | 284,11 |
2 | ნანუმანგა | Nanumanga | ტონგა | 2,78 | 589 | 211,87 |
3 | ნანუმეა | Nanumea | ლოლუა | 3,87 | 664 | 171,58 |
4 | ნიუტაო | Niutao | კულია | 2,53 | 698 | 275,89 |
5 | ნუი | Nui | ტანრაკე | 3,25 | 548 | 168,62 |
6 | ნუკულაელაე | Nukulaelae | ფანგაუა | 1,82 | 393 | 215,93 |
7 | ნუკუფეტაუ | Nukufetau | სავავე | 2,99 | 586 | 195,99 |
8 | ფუნაფუტი | Funafuti | ვაიაკუ | 2,79 | 4492 | 1610,04 |
სულ | 25,63 | 9561 | 373,04 |
მოსახლეობა
რედაქტირებარაოდენობა და განლაგება
რედაქტირებატუვალუს მოსახლეობა[27] | |
---|---|
მოსახლეობის სტრუქტურა | |
მოსახლეობის რაოდენობა | 12 177 ად. (2008 წელი, შეფასება) |
მოსახლეობის სიმჭიდროვე | 468 ად./კმ² (2008 წელი) |
საშუალო ასაკი | საერთო: 25,2 მამაკაცები: 24,2 ქალები: 26,4 (2008 წელი) |
ასაკობრივი სტრუქტურა | 0-14 წელი: 29,4 ‰ 15-64 წელი: 65,4 ‰ 64 წელზე უფროსი: 5,2 ‰ (2008 წელი) |
ქალაქის მოსახლეობის წილი | 47 % (2002 წელი) |
შობადობა | |
ფერტილობის საერთო კოეფიციენტი | 2,94 ‰ (2008 წელი) |
მოსახლეობის ზრდის ტემპი | 1,577 % (2008 წელი) |
სიკვდილიანობა | |
ბავშვთა სიკვდილიანობა 1000 დაბადებულზე |
საერთო: 18,97 ‰ (2008 წელი) ბიჭები: 21,56 ‰ (2008 წელი) გოგონები: 16,25 ‰ (2008 წელი) |
საერთო სიკვდილიანობა 1000 ადამიანზე |
საერთო: 6,98 ‰ (2008 წელი) |
ბოლო 2002 წლის აღწერის თანახმად ტუვალუს მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 9561 ადამიანს[28] (ტურისტების და დროებით მომუშავეების ჩათვლით; მუდმივი მოსახლეობის რაოდენობაა — 9359 ადამიანი[28]). 2008 წლისთვის ეს ციფრი გაიზარდა 12 177 ადამიანამდე (შეფასება),[6] ხოლო 2012 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის წინასწარი მონაცემებით 10 782 ადამიანს[3] მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის ზრდის ტემპი 1991-2002 წლებში 0,6 %-დან გაიზარდა 2008 წელს 1,577 %-მდე, ტუვალუს მოსახლეობის ზრდა რჩება საკმაოდ დაბალი ოკეანეთის სხვა ქვეყნების ფონზე. ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია მოსახლეობის ემიგრაცია.[29] 2001 წელს ახალ ზელანდიაში (უპირატესად ქალაქებში ოკლენდი და უელინგტონი) ცხოვრობდა ტუვალუს მოსახლეობის 1960 წარმომადგენელი (ოკეანეთის ხალხის რაოდენობის 1 %-ზე ცოტა ნაკლები, რომლებიც ცხოვრობენ ახალი ზელანდიის ტერიტორიაზე).[30] ტუვალუდან წამოსულთა დიასპორა ასევე არსებობს ფიჯიში (კუნძულ კიოაზე, რომელიც არენდირებული იყო კუნძულ ვაიტუპუს მოსახლეობის მიერ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ), სამოაში, კირიბატიში (ძირითადად ესენი არიან კუნძულ ბანაბას ტუვალუელი მომუშავეების შთამომავლები), ნაურუში (ნაურუს ფოსფატების კორპორაციაში მომუშავენი).[31]
ტუვალუს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ცხოვრობს ქვეყნის დედაქალაქში და ერთადერთ ქალაქში — ფუნაფუტიში — 47 %.[29] მოსახლეობის შიდა მიგრაცია, რომელიც გამოიხატება დაშორებული კუნძულებიდან მოსახლეობის ატოლ ფუნაფუტიზე გადმოსახლებით, ერთ-ერთი ძირითადი ტენდენციაა, რომელიც აღინიშნება ტუვალუზე. მაგალითად, 1992 წელს ატოლზე ცხოვრობდა ქვეყნის მოსახლეობის 42 %, ხოლო 1979 წელს — სულ 29 %.[32] ეს ზრდის დატვირთვას კუნძულის რესურსებზე და მიწაზე, იწვევს სანაპიროს ეროზიას, ნეგატიურად აისახება ადგილობრივ ეკოსისტემაზე. ერთადერთი დაშორებული კუნძულები, სადაც 2002 წელს დაფიქსირდა მოსახლეობის ზრდა, იყო ვაიტუპუ (ზრდა 389 ადამიანით 1992 წელთან შედარებით) და ნუკულაელაე (ზრდა 40 ადამიანით).[33] ყველა დანარჩენ ატოლებზე დაფიქსირდა დეპოპულაცია: ყველაზე მნიშვნელოვანი — კუნძულ ნუკუფეტაუზე (მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა 165 ადამიანით). 2002 წელს ყველაზე დიდი მოსახლეობის სიმჭიდროვე დარეგისტრირდა ატოლ ფუნაფუტიზე — 1610 ადამიანი კმ²-ზე, მაშინ როდესაც ქვეყანაში ეს ციფრი შეადგენდა 373 ადამიანს კმ²-ზე (ყველაზე დაბალი სიმჭიდროვე — ატოლ ნიულაკიტაზე, 83 ადამიანი კმ²-ზე).[33]
2002 წელს მამაკაცები შეადგენდნენ მთლიანი მოსახლეობის 49,3 %-ს (4614 ად.), ქალები — 50,7 %-ს (4745 ად.).[34] ქალაქის მოსახლეობის წილი — 47 %, სოფლის — 53 %.[28]
2008 წელს ბუნებრივი მატების დონემ შეადგინა 1,577 %.[6] 2002 წელს 15 წლამდე ბავშვთა წილი იყო — 36,4 %, უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი 15-დან 59 წლამდე — 55 %, 60 წელზე უფროსი ასაკის — 8,6 %, შესაბამისად, მოსახლეობის საშუალო ასაკი შეადგენდა 23,6 წელს (1991 წელს — 25,1 წელი).[28] 2008 წლის შეფასებით მამაკაცების საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა იყო — 66,7 წელი, ქალების — 71,36 წელი.[6]
ეთნიკური შემადგენლობა
რედაქტირება2002 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის 94 %-ზე მეტი პოლინეზიის მკვიდრი მოსახლეობის ტუვალუელი ხალხის წარმომადგენელია, 4,6 % — ტუვალუელების და სხვა ხალხის შერეული ქორწინების წარმომადგენლები, და მხოლოდ 168 ადამიანი (ანუ 1,8 %) იყო უცხოელი (უპირველეს ყოვლისა, წყნარი ოკეანის სხვა კუნძულებიდან წამოსულები, მათგან უმრავლესობა — მიკრონეზიელი ხალხის წარმომადგენლები — კირიბატელები).[35]
ენები
რედაქტირებაინგლისურ ენასთან ერთად ქვეყნის ოფიციალური ენაა ტუვალუს ენა, რომელიც მიეკუთვნება პოლინეზიურ ენებს. მასში ბევრია სამოური ენიდან ნასესხები სიტყვები, რომლებსაც ადრე იყენებდნენ ქრისტიანი მისიონერები. მიუხედავად ამისა ამ ორ ენაზე მოლაპარაკენი ერთმანეთს ვერ უგებენ. ყველაზე ახლო მდგომი ენაა ტოკელაუს ენა.[36] ტუვალუს ენაზე მოლაპარაკეთა საერთო რაოდენობა 1998 წელს შეადგენდა დაახლოებით 10 670 ადამიანს[36]
11 თანხმოვანი და 5 ხმოვანი ასოს დასაწერად გამოიყენება ლათინური ანბანი. სულ გამოყოფენ ტუვალუს ენის შვიდ დიალექტს, რომლებიც იყოფა ორ დიალექტურ ზონად: ჩრდილოეთის (გავრცელებულია კუნძულებზე: ნანუმეა, ნანუმანგა, ნიუტაო და ნიულაკიტა) და სამხრეთის (ენის ოფიციალური ვარიანტი; გავრცელებულია კუნძულებზე: ფუნაფუტი, ვაიტუპუ, ნუკუფეტაუ და ნუკულაელაე).[36][37]
ქვეყანაში ცხოვრობს ხალხი, რომლებიც ლაპარაკობენ წყნარი ოკეანის სხვა ენებზე: სამოურ ენაზე და კირიბატულ ენაზე.[6] განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს ატოლი ნუი, რომელიც რამდენიმე საუკუნის განმავლობაში იმყოფებოდა მეზობელი გილბერტის კუნძულების მიკრონეზიული კულტურის ძლიერი გავლენის ქვეშ, რომლის მეომრებმაც დაიპყრეს კუნძული XVII—XVIII საუკუნეებში.[38] ატოლ ნუის მოსახლეობა ლაპარაკობს ტუვალუს ენის ერთ-ერთ დიალექტზე, რომელიც კირიბატული, სამოური და ტუვალუს ენების ნარევია.[38]
რელიგიური შემადგენლობა
რედაქტირებატუვალუს კუნძულებზე გაბატონებული რელიგიაა ქრისტიანობა, რომელიც არქიპელაგზე შემოიტანა მღვდელმსახურმა ელეკანამ (ინგლ. Elekana) მანიჰიკის კუნძულიდან 1861 წელს.[39] ტუვალუს კუნძულებზე ოთხი თვის ყოფნის შემდეგ, იგი სამისიონერო საქმის შესასწავლად გაემგზავრა სამოაზე. შემდგომში ელეკანა დაბრუნდა არქიპელაგზე, ხოლო თვითონ კუნძულები შევიდა ლონდონის მისიონერული საზოგადოების გავლენის სფეროში. 1969 წელს ამ მისიონერულ საზოგადოებას გამოეყო ტუვალუს ეკლესია (ინგლ. Te Ekalesia Kelisiano Tuvalu).[39]
2002 წელს პროტესტანტების წილი (ტუვალუს ეკლესიის კონგრეგაციონალისტები) შეადგენდა 91 %-ს (8521 ადამიანი), მეშვიდე დღის ადვენტისტების — 2 %-ს (183 ადამიანი). მათ შემდეგ მოდიან ბაჰაიზმის წარმომადგენლები — 2 %-ს (177 ადამიანი), ძმების ასამბლეის (ინგლ. Brethren Assembly) — ახალი პროტესტანტული მიმდინარეობის წარმომადგენლები — 2 %-ს (166 ადამიანი).[40] კუნძულებზე ასევე წარმოდგენილია სხვა რელიგიური მიმდინარეობები, მაგრამ მათი მომხრეების რაოდენობა მცირეა.
ტუვალუს ყველა კუნძულზე არსებობენ ტრადიციული ბელადები, რომლებიც იმავდროულად ტუვალუს ეკლესიის წევრები არიან. სხვა რელიგიების წარმომადგენლების დიდი ნაწილი ცხოვრობს ატოლ ფუნაფუტიზე (კუნძულ ნანუმეას გამოკლებით, სადაც დარეგისტრირებულია ბაჰაიზმის მიმდევართა დიდი ნაწილი).[41]
ქვეყნაში რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლება კონსტიტუციით გარანტირებულია.[41]
პოლიტიკური მოწყობა
რედაქტირებასახელმწიფო წყობა
რედაქტირებატუვალუ — სუვერენული დემოკრატიული სახელმწიფოა.[42] 1978 წლის 1 ოქტომბერს მიღებული კონსტიტუცია, აწესებს მონარქიული მმართველობის ფორმას პარლამენტარიზმის ვესტმინსტერული სისტემით.[43]
ქვეყნის ზოგი პრემიერ-მინისტრი (საუფატუ სოპოანგა, მაატია ტოაფა) ტუვალუში მონარქიული სახელმწიფო წყობის რესპუბლიკურით შეცვლის მომხრეები იყვნენ, რომელსაც უხელმძღვანელებდა პრეზიდენტი (დღეისათვის ქვეყანა შედის ერთა თანამეგობრობის შემადგენლობაში და სახელმწიფოს ოფიციალური მეთაურია ბრიტანეთის მონარქი). მაგრამ 2008 წლის 30 აპრილს გამართულ რეფერენდუმზე მონარქიის შენარჩუნებას ხმა მისცა 1260 ადამიანმა, ხოლო მხოლოდ 679 ადამიანმა მხარი დაუჭირა რესპუბლიკურ მართველობაზე გადასვლას.[44]
საკანონმდებლო ხელისუფლება
რედაქტირებაქვეყნის საკანონმდებლო ორგანოა ერთპალატიანი პარლამენტი, ანუ ფალე ი ფონო (ტუვალუს ენა — Fale I Fono) (ასევე ჰქვია ასამბლეის პალატა), რომელიც შედგება არა ნაკლებ 12 დეპუტატისაგან[45], და ირჩევა ოთხწლიანი ვადით.[43] დეპუტატები ირჩევიან საყოველთაო აქტიური საარჩევნო უფლების საფუძველზე მაჟორიტარული სისტემით შედარებითი უმრავლესობით მრავალმანდატიან და ერთმანდატიან ოლქებში. პარლამენტის დეპუტატად არჩევის უფლება აქვს 21 წელს მიღწეულ ტუვალუს ყველა მოქალაქეს[46] (ამასთან არსებობენ მთელი რიგი გამონაკლისები, რომლის დროსაც კანდიდატებს უარს ეუბნებიან რეგისტრაციაზე[47]). პარლამენტის არჩევნების დამთავრებისთანავე პარლამენტის წევრები თავისი წევრებიდან ირჩევენ სპიკერს.[48] სახელმწიფოს მეთაურს უფლება აქვს დაითხოვოს პარლამენტი იმ შემთხვევაში, თუ პრემიერ-მინისტრის ადგილი ვაკანტური რჩება ან თუ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში (ის განისაზღვრება სახელმწიფოს მეთაურის გონივრული განსჯის მიხედვით) პრემიერ-მინისტრი მაინც ვერ იქნა არჩეული.[49]
ტუვალუს პარლამენტი უფლებამოსილია გამოსცეს კანონები, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან ქვეყნის კონსტიტუციას.[50] პარლამენტის თითოეულ წევრს უფლება აქვს განსახილველად შეიტანოს კანონპროექტი, წინადადება პარლამენტში დებატების შესახებ, შეიტანოს პეტიცია პარლამენტში.[51] როგორც პასუხისმგებლობის და კონსულტაციის ერთ-ერთი ფორმა ყველა კანონპროექტი პარლამენტში პირველი წაკითხვის შემდეგ იგზავნება ადგილობრივ მთავრობებში (ანუ ფალეკაუპულე) განხილვაზე და კომენტირებაზე. ამ წესიდან გამონაკლისია ის კანონპროექტები, რომლებსაც თავდებად დაუდგა ტუვალუს გენერალ-გუბერნატორი, ასევე ის კანონპროექტები, რომლებსაც არა აქვთ საზოგადოებრივი მნიშვნელობა.[51] ამ შემთხვევებში გენერალ-გუბერნატორი ვალდებულია იმოქმედოს მინისტრთა კაბინეტის რეკომენდაციებით.
აღმასრულებელი ხელისუფლება
რედაქტირებატუვალუს კონსტიტუციის თანახმად ქვეყნის მონარქი და სახელმწიფოს მეთაურია მისი უდიდებულესობა დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III.[52] სახელმწიფოს მეთაურის პოსტი ტუვალუს ერთიანობის და თვითმყოფადობის სიმბოლოა.[53] სახელმწიფოს მეთაური ვალდებულია იმოქმედოს მხოლოდ მინისტრთა კაბინეტის, პრემიერ-მინისტრის ან მინისტრთა კაბინეტის მიერ მინიჭებული საერთო ან სპეციალური უფლებამოსილების მქონე მეორე მინისტრის რეკომენდაციით.[54]
ტუვალუში სახელმწიფოს მეთაურს წარმოადგენს გენერალ-გუბერნატორი, რომელიც ინიშნება პრემიერ-მინისტრის რჩევით (ამასთან პრემიერ-მინისტრმა მანამდე კონსულტაცია უნდა ჩაატაროს პარლამენტის სხვა წევრებთან)[55] ოთხი წლის ვადით.[56] გენერალ-გუბერნატორი შეიძლება გახდეს მხოლოდ ის ადამიანი, რომელმაც მიაღწია 50 წლის ასაკს. მაგრამ ის არ უნდა იყოს 65 წელზე უფროსი.[57] გენერალ-გუბერნატორი ასრულებს სახელმწიფოს მეთაურის ფუნქციებს, თუ ის იმყოფება ტუვალუს ფარგლებს გარეთ ან მისი ასაკი საკმაოდ დიდია, ან არაუფლებამოსილია.[58]
სახელმწიფოს მეთაურთან და გენერალ-გუბერნატორთან ერთად, რომლებსაც ტუვალუს კონსტიტუციის თანახმად მინიჭებული აქვთ აღმასრულებელი ხელისუფლება[59], არსებობს მინისტრთა კაბინეტი, რომელიც კოლექტიურად პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე ქვეყნის მთავრობის აღმასრულებელი ფუნქციების შესრულებაზე.[60] მინისტრთა კაბინეტი შედგება პრემიერ-მინისტრისაგან და სხვა მინისტრებისაგან[61], რომლებიც უნდა იყვნენ პარლამენტარების საერთო რაოდენობის არა უმეტეს 1/3[62] და რომლებიც იმავდროულად არიან პარლამენტის წევრები.[63] მინისტრთაგან ერთი, ტუვალუს პრემიერ-მინისტრის გარდა, პრემიერ-მინისტრის მოადგილეა, რომელიც ინიშნება სახელმწიფოს მეთაურის მიერ პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციით.[64] პრემიერ-მინისტრი ირჩევა ფარული კენჭისყრით პარლამენტის წევრების მიერ თავისივე შემადგენლობიდან.[65] პრემიერ-მინისტრის და სხვა მინისტრების პასუხისმგებლობის სფეროს განსაზღვრავს სახელმწიფოს მეთაური, რომელმაც უნდა იხელმძღვანელოს პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციით.[66] მთლიანად, პრემიერ-მინისტრი პასუხისმგებელია მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წინაშე, კონსტიტუციურ და პოლიტიკურ საკითხებზე, სახელმწიფოებრივ სამსახურზე, მთავრობის კოორდინაციაზე, სასამართლო და იურიდიულ საკითხებზე, რელიგიურ საკითხებზე, ეროვნულ არჩევნებზე და საგარეო პოლიტიკაზე, პოლიციაზე, ციხეებზე, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურზე, ტელერადიომაუწყებლობაზე და ინფორმაციაზე, იმიგრაციაზე.[67]
სასამართლო ხელისუფლება
რედაქტირებატუვალუს სასამართლო ორგანოების სისტემა მოიცავს ლონდონში საიდუმლო საბჭოს (ინგლ. Sovereign in Council) იურიდიულ კომიტეტს, სააპელაციო სასამართლოს (ინგლ. Court of Appeal for Tuvalu), უზენაეს სასამართლოს (ინგლ. High Court of Tuvalu) და სხვა სახეობის სასამართლოებს (მათ შორის: მაგისტრატურ სასამართლოებს და კუნძულის სასამართლოებს).[68]
ტუვალუს უზენაესი სასამართლო — წერითი წარმოების უმაღლესი სასამართლოა[69], კონსტიტუციით დადგენილი სისხლის სამართლის და სამოქალაქო საქმეების განხილვის პირველი ინსტანციის სასამართლო.[68] ის შედგება თავმჯდომარე და სხვა მოსამართლეებისაგან, რომელთა რაოდენობა განსაზღვრულია მიმდინარე კანონმდებლობით.[70] თავმჯდომარე მოსამართლეს ნიშნავს სახელმწიფოს მეთაური მინისტრთა კაბინეტის რეკომენდაციით[71], დანარჩენ მოსამართლეებს — სახელმწიფოს მეთაური თავმჯდომარე მოსამართლესთან კონსულტაციების შემდეგ მინისტრთა კაბინეტის რეკომენდაციით.[72] მოსამართლეები შეიძლება გახდნენ მხოლოდ ის პირები, რომლებიც იყვნენ ან ყოფილი მოსამართლეები ნებისმიერი ქვეყნის სისხლის სამართლის და სამოქალაქო საქმეების შეუზღუდავი იურისდიქციის სასამართლოებში, რომელთა კანონმდებლობა ტუვალუს კანონმდებლობასთან მსგავსია, ან სასამართლოებში, რომლებიც განიხილავენ აპელაციებს მსგავსი სასამართლოებისგან.[73] ასევე აუცილებელი პირობაა ხუთწლიანი პრაქტიკის ქონა ბარისტერის ან სოლისიტორის რანგში.[74] ტუვალუს უზენაესი სასამართლოს იურისდიქციაში შედის: იმ საკითხების განხილვა, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის კონსტიტუციაში არსებული უფლებების ბილის უზრუნველყოფასთან; პარლამენტის წევრობის საკითხებთან; სხვა საკითხებთან, რომლებიც დაკავშირებულია კონსტიტუციის გამოყენებასთან და ინტერპრეტაციასთან[75]; ქვემდგომი სასამართლოების გადაწყვეტილებებზე აპელაციების განხილვასთან.[76]
ტუვალუს სააპელაციო სასამართლო დაკავებულია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე აპელაციების განხილვით იმისგან დამოუკიდებლად, არის თუ არა ეს საერთო ან აპელაციური იურისდიქციის გადასაწყვეტი.[77] საიდუმლო საბჭო განიხილავს აპელაციებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე.[78]
საარჩევნო ოლქები
რედაქტირებააქტიური საარჩევნო უფლება აქვს ყველა 18 წელს მიღწეულ ტუვალუს მოქალაქეს.[79] არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ გააჩნიათ ტუვალუს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ერთა თანამეგობრობის ნებისმიერი ქვეყნის სასამართლოს მიერ მისჯილი აქვთ სიკვდილით დასჯა ან პატიმრობაში ყოფნა 12 თვეზე მეტი ვადით და შემდგომში არ იქნენ შეწყალებულები; არიან გონებაშეზღუდულები; ამოღებულები არიან საარჩევნო სიიდან იმ შეურაწყოფების გამო, რომლებიც დაკაცშირებულია არჩევნებთან.[80] პატიმრობაში ყოფნის შემთხვევაში ტუვალუს მოქალაქეს შეუძლია არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ განთავისუფლებიდან სამი წლის შემდეგ.[81]
ქვეყანა დაყოფილია 8 საარჩევნო ოლქად.[82] ვაიტუპუს, ნანუმეას, ნიუტაოს, ფუნაფუტის ოლქები პარლამენტში წარმოადგენენ ორ დეპუტატს; ნანუმანგას, ნუის, ნუკუფეტაუს, ნუკულაელაეს ოლქები — ერთ დეპუტატს.[83]
ადგილობრივი თვითმმართველობა
რედაქტირებაპირველად კუნძულებზე ადგილობრივი მმართველობა შემოღებული იქნა კოლონიალურ პერიოდში 1960-იანი წლების შუაში კუნძულების საბჭოების, კუნძულების სასამართლოების და კუნძულების მიწის სასამართლოების დაარსების შემდეგ. ამ სისტემის შემოღებით ადმინისტრაციამ არ მიანიჭა განსაკუთრებული მნიშვნელობა მმართველობის ტრადიციულ ფორმებს კუნძულოვან დონეზე, ამიტომ მთელი რიგი ფუნქციები, რომელსაც ასრულებდნენ ტრადიციული ლიდერები, მოხდა ახლადარჩეული კუნძულების საბჭოების იურისდიქციაში, რომლებიც, არ სარგებლობდნენ ავტორიტეტით ადგილობრივ მაცხოვრებლებში.[84]
ადგილობრივი მმართველობის ტრადიციულ ფორმაზე დაბრუნება მოხდა 1997 წელს, როდესაც ფალეკაუპულეს შესახებ კანონის მიღებით ოფიციალურად იქნა აღიარებული ფალეკაუპულე (ტუვალუს ენა — Falekaupule), ანუ ტრადიციული შეკრება, რომელიც არსებობდა ტუვალუს ყველა კუნძულზე. მათთვის იმ ფუნქციების გადაცემის შემდეგ, რომელსაც ადრე ასრულებდა ადგილობრივი მთავრობის საბჭოები, ფალეკაუპულემ მიიღო დიდი კონტროლი კუნძულების საქმეებზე და მოღვაწეობაზე, რომლებიც, თავის მხრივ, გახდნენ უფრო დამოუკიდებლები შიდა საკითხების გადასაწყვეტად.[85] სულ არსებობს რვა ფალეკაუპულე (ვაიტუპუს, ნანუმანგას, ნანუმეას, ნიუტაოს, ნუის, ნუკუფეტაუს, ნუკულაელაეს, ფუნაფუტის კუნძულებზე), რომელთაგან თითოეულში შედის ექვსი ადამიანი.[86] ფალეკაუპულეს აღმასრულებელი ქვედანაყოფებია კაუპულეები (ტუვალუს ენა — Kaupule), რომლებიც ასრულებენ სხვადასხვა კანონით მინიჭებულ ფუნქციებს, გარდა: კაუპულეს პულეს (ხელმძღვანელი) არჩევისა, კუნძულის ბიუჯეტის დამტკიცებისა, კაუპულეში მომუშავე მოსამსახურეების დანიშვნისა.[87]
პოლიტიკური პარტიები
რედაქტირებატუვალუში არ არსებობენ პოლიტიკური პარტიები, თუმცა არსებობს არაოფიციალური ოპოზიციური ჯგუფი, რომელიც შედგება ადამიანებისაგან, რომლებიც არ ემხრობიან მთავრობის კურსს.[88]
შეიარაღებული ძალები და პოლიცია
რედაქტირებატუვალუში არ არსებობენ მუდმივი შეიარაღებული ძალები, ამიტომ ქვეყნის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული ჯარის შენახვის ხარჯები.
მაგრამ ტუვალუში არსებობს პოლიციური ძალები (ინგლ. Tuvalu Police Force), რომლებიც მოიცავს საზღვაო სივრცის მეთვალყურეობის (მათ ამოცანაში შედის მოკვლევისა და დახმარების მისია, დაზვერვითი ოპერაციები[89]), საბაჟოს, ციხეების და საემიგრაციო ქვედანაყოფებს. მათი მთავარი ამოცანაა კანონისა და წესრიგის დაცვა, მშვიდობის შენარჩუნება, სიცოცხლისა და საკუთრების დაცვა, დანაშაულის აღკვეთა და გამოძიება.[90] 2007 წელს ქვეყნის პოლიციაში მსახურობდა 81 ადამიანი.[91] ტუვალუს პოლიციას ხელმძღვანელობს პირი, რომელსაც ნიშნავს გენერალ-გუბერნატორი სახელმწიფო სამსახურის საკითხებზე არსებული კომისიის რეკომენდაციით, რომელმაც მანამდე კონსულტაცია უნდა გაიაროს მინისტრთა კაბინეტთან.[92]
2003 წელს ქვეყანაში ჩადენილია 2345 დანაშაული (2002 წელს — 2370). მათ შორის: ადამიანის პიროვნების წინააღმდეგ — 1666, ქურდობის — 591.[93]
ტუვალუს საგარეო პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები
რედაქტირებატუვალუს დამყარებული აქვს დიპლომატიური ურთიერთობა 28 ქვეყანასთან, მათ შორის ტაივანთანაც.[94]
ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს საკუთარი საელჩო ტუვალუს დედაქალაქ ფუნაფუტიში, არის ტაივანი.[95]. ტუვალუს ერთადერთი დიპლომატიური წარმომადგენლობა მდებარეობს ფიჯიში. ქვეყანას ასევე ჰყავს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში და საპატიო კონსულები ახალ ზელანდიაში, ავსტრალიაში, გერმანიაში, იაპონიაში, დიდ ბრიტანეთში, შვეიცარიაში და ტაივანში.
ტუვალუს საგარეო პოლიტიკის მოღვაწეობის ძირითადი რეგიონი წყნარი ოკეანეა, მაგრამ უკანასკნელ წლებში ქვეყანამ დაიწყო აქტიური მონაწილეობა არა მარტო რეგიონალურ, არამედ საერთაშორისო ფორუმებში, რომელთა ძირითადი თემაა გლობალური კლიმატის ცვლილების პრობლემა. ტუვალუ — გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (2000 წლის 5 სექტემბერს გახდა 189-ე წევრი ქვეყანა[96]), ერთა თანამეგობრობის, წყნარი ოკეანის თანასაზოგადოების თავმჯდომარეობის, წყნარი ოკეანის კუნძულების ფორუმის, სამხრეთ წყნარი ოკეანის კომისიის, აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრია.
ტუვალუ და საქართველო
რედაქტირებასაქართველოსა და ტუვალუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2011 წლის 7 თებერვალს დამყარდა. იმავე წლის სექტემბერში ტუვალუმ ოკუპირებული აფხაზეთის (18 სექტემბერი) და ე.წ. სამხრეთ ოსეთის (19 სექტემბერი) დამოუკიდებლობა აღიარა. ამ მოვლენებიდან სულ ერთი თვის შემდეგ 2011 წლის 22 ოქტომბერს დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობა ტუვალუსა და რუსეთს შორის[97]. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის თებერვლის №113 ბრძანებულებით საქართველომ ტუვალუსთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.[98][99]
2014 წლის 31 მარტს, ტუვალუმ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება უკან წაიღო, რის შედეგადაც აღდგა 2011 წლის 7 თებერვალს ამ ორ ქვეყანას შორის დამყარებული დიპლომატიური ურთიერთობა[100].
ეკონომიკა
რედაქტირებასაერთო დახასიათება
რედაქტირებატუვალუს ეკონომიკა[27] | ||
---|---|---|
ვალუტა | 1 ავსტრალიური დოლარი (AUD) = 100 ცენტი, 1 ტუვალუს დოლარი = 100 ცენტი (იხმარება მხოლოდ მონეტები) | |
საბიუჯეტო წელი | კალენდარული წელი | |
სავაჭრო ორგანიზაციები | ? | |
სტატისტიკა | ||
ადგილი მსოფლიოში (მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (მუპ) მიხედვით) | 229-ე (2006 წელი) | |
მთლიანი შიდა პროდუქტი (მუპ) | $14,94 მილიონი (2002 წელი, შეფასება) | |
მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა | 3 % (2006 წელი) | |
მშპ ერთ სულ მოსახლეზე (მუპ) | $1600 (2002 წელი, შეფასება) | |
ინფლაცია | 3,8 % (2006 წელი, შეფასება) | |
მუშა ძალა | 3615 (2004 წელი, შეფასება) | |
უმუშევრობა | NA | |
მეურნეობის მთავარი დარგები | სოფლის მეურნეობა, ტურიზმი | |
სავაჭრო პარტნიორები | ||
ექსპორტი | $1 მილიონი (2004 წელი, შეფასება) | |
მთავარი პარტნიორები (ექსპ.) | გერმანია, იტალია, ფიჯი | |
იმპორტი | $12,91 მილიონი (2005 წელი) | |
მთავარი პარტნიორები (იმპ.) | ფიჯი, იაპონია, ჩინეთი, ავსტრალია, ახალი ზელანდია | |
სახელმწიფო ფინანსები | ||
ბიუჯეტის შემოსავლები | $21,54 მილიონი (2006 წელი) | |
ბიუჯეტის გასავლები | $23,05 მილიონი (2006 წელი) |
დახასიათებები, რომლებიც განსაზღვრავენ ტუვალუს ეკონომიკურ სიტუაციას, არაფრით არ განსხვავდება ოკეანეთის სხვა ქვეყნებისგან: უზარმაზარი განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა, შეზღუდული ბუნებრივი სიმდიდრე, მსოფლიოს ძირითადი გასაღების ბაზრებიდან დაშორება, მაღალკვალიფიკაციური სპეციალისტების დეფიციტი. ამასთან ძირითადი ფაქტორები, რომლებსაც შეუძლიათ ხელი შეუშალონ კუნძულებზე ეკონომიკურ სტაბილურობას, არის საერთაშორისო ინვესტიციების არასტაბილურობა, გემების ლიცენზირებისგან შემოსავლების შემცირება, ბუნებრივი კატასტროფები და მსოფლიო ბაზარზე ფასების მერყეობა.[101]
კუნძულებზე ეკონომიკა საბაზრო-ნატურალურია: ბაზარზე ორიენტირებული ეკონომიკური მოღვაწეობა ძირითადად თავმოყრილია დედაქალაქ ფუნაფუტიში, მაშინ როდესაც დაშორებულ კუნძულებზე ჭარბობს ნატურალური მეურნეობა.[101] ტუვალუ ეკუთვნის ეკონომიკურად ყველაზე განუვითარებელ ქვეყნებს, ანუ ყველაზე ღარიბებს მსოფლიოში.[102]
ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია სახელმწიფო სექტორზე, რომელიც შეადგენს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დაახლოებით 60 %-ს.[103] ეკონომიკის ძირითადი დარგები 1998 წლის მდგომარეობით არიან: სახელმწიფო მომსახურება (25 %), მშენებლობა (16 %), ვაჭრობა და სახელმწიფო საწარმოების მომსახურებები, რომელიც არ ეკუთვნის საბინაო-კომუნალურ მეურნეობას (15 %), სოფლის მეურნეობა და თევზჭერა (13 %), საბაზისო ეკონომიკური მოღვაწეობა (31 %).[103]
მნიშვნელოვანი ფულადი შემოსავლები ყოველწლიურად ხორციელდება ტუვალუს ტრასტული ფონდიდან (ინგლ. Tuvalu Trust Fund), რომელიც საერთაშორისო ფონდია, რომელიც 1987 წელს დააარსეს ავსტრალიამ, დიდმა ბრიტანეთმა და ახალმა ზელანდიამ სამხრეთ კორეის და იაპონიის მხარდაჭერით. ინვესტიციების დახმარებით 2006 წელს ფონდის კაპიტალი გაიზარდა პირველადი USD$17 მილიონიდან USD$77 მილიონამდე.[6]
მიუხედავად დიდი რაოდენობით ისეთი ფაქტორების არსებობისა, რომლებიც ხელს უშლიან ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ეკონომიკურ სფეროში უკანასკნელ წლებში მიღწეული იქნა გარკვეული წარმატებები, რომლის ახსნასაც აქვს რამდენიმე მიზეზი: უცხოურ გემებზე მომუშავე ტუვალუს მოქალაქეებისგან ფულადი გზავნილების ზრდა, უცხოური გემებისათვის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში თევზის დაჭერის უფლების ლიცენზიების გაცემისგან მიღებული კარგი შემოსავლებით, ზედა დონის ეროვნული დომენის (.tv) გაყიდვისგან მიღებული მნიშვნელოვანი ფულადი შემოსავლებით, უცხოური სახელმწიფოების ფინანსური დახმარების ზრდით.[104]
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მონაცემების თანახმად 2002 წელს ქვეყნის მშპ შეადგენდა დაახლოებით $14,94 მილიონს, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე — $1600.[6] ამასთან მისი ზრდა უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში იყო საკმაოდ არათანაბარი. მაგალითად, 1998 წელს ის აღწევდა 19 %-ს, 2000 წელს — 14 %-ს, ხოლო 1996 და 1999 წლებში ჰქონდა უარყოფითი მაჩვენებლები: −1 % და −6 %.[105]
სოფლის მეურნეობა
რედაქტირებატუვალუს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი სექტორია სოფლის მეურნეობა. მიუხედავად ამისა ამ დარგის ფანვითარებაზე ნეგატიურად მოქმედებს ადგილობრივი ნიადაგის დაბალი ნაყოფიერება, ფორიანობა, ასევე სიმლაშე (განსაკუთრებით მაღალი მოქცევებისა და ციკლონების შემდეგ), რის გამოც ნიადაგის უმრავლესობა უვარგისია დამუშავებისთვის.[9] ასეთი მიწების დიდი ნაწილი თავმოყრილია არქიპელაგის ჩრდილოეთის კუნძულებზე, სადაც კლიმატი ასევე უფრო მშრალია, ვიდრე სამხრეთის კუნძულებზე.
ძირითადი სასოფლო სამეურნეო კულტურაა ქოქოსის პალმა, რომელსაც აქვს საკმაოდ ფართე გამოყენება. ადგილობრივი მაცხოვრებლები მას იყენებენ საკვებად, როგორც თავისთვის ასევე შინაური ცხოველებისათვის (ძირითადად ღორებისთვის). ქოქოსის რძეს ხმარობენ ალკოჰოლური სასმელის — პალმის ღვინო ტოდის დასამზადებლად. მცენარის სხვა ნაწილები, უპირველეს ყოვლისა, ფოთლები, მიდის ქსოვილების, კალათების და სხვა ნაკეთობების მოსაქსოვად. ქოქოსის პალმის მერქანი მოიხმარება მთავარ სამშენებლო მასალად, ასევე შეშად. ამ მცენარის კაკლების ზეთოვანი ენდოსპერმისაგან ამზადებენ კოპრას — ქვეყნის ძირითად საექსპერტო საქონელს. მაგრამ უკანასკნელ წლებში მისი წარმოება მნიშვნელოვნად შემცირდა (უპირატესად დაბალი მსოფლიო ფასების გამო).[106] სხვა ფართედ გავრცელებული სასოფლო სამეურნეო კულტურებია: პანდანუსი, პურის ხე, ბანანი, ნესვის ხე. მოსახლეობა ასევე თხრის პატარა ორმოებს, რომლებშიც მოჰყავთ გიგანტური ჭაობის ტარო (ინგლ. Cyrtosperma chamissonis).
საკუთარი მოხმარებისათვის კუნძულელები ამრავლებენ ღორებს, ქათმებს და იხვებს.
თევზჭერა
რედაქტირებათევზი — ტუვალუს ერთ-ერთი ეროვნული სიმდიდრეა, რომელიც საკმაოდ მთავარ როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკაში და ცხოვრებაში და შეადგენს ადგილობრივი მაცხოვრებლების საკვები რაციონის საფუძველს. ქვეყანას აქვს უზარმაზარი განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა (გეზ), რომლის ფართობი შეადგენს 518 670 კმ²-ს.[7] განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში თევზჭერის უფლებაზე მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შეთანხმებების დახმარებით ტუვალუში უზრუნველყოფილია მნიშვნელოვანი თანხების მოზიდვის პროცესი (მაგალითად, 2000 წელს ლიცენზიების გაცემაზე შემოსულმა თანხამ შეადგინა AUD$ 9,7 მილიონი ანუ მთელი სახელმწიფო შემოსავლების 44 %[103]). ოკეანეში უფრო მეტად იჭერენ სკუმბრიასებრთა ოჯახის თევზებს, განსაკუთრებით ლათ. Katosowonuspelamis-ის სახეობის თინუსს. ტუვალუს ძირითადი პარტნიორები თევზჭერის სფეროში არიან აშშ, იაპონია და ჩინეთი.
ტუვალუს უფროსი ასაკის მოსახლეობის დაახლოებით 15 % მუშაობს უცხოეთში მეზღვაურებად სავაჭრო გემებზე, და მათ მიერ განხორციელებული ფულადი გზავნილები ქვეყნის შემოსავლების მთავარი წყაროა: 2006 წელს მათ შეადგინეს დაახლოებით $4 მილიონი.[6]
ტრანსპორტი
რედაქტირება2002 წელს ტუვალუს ავტოგზების სიგრძემ სულ შეადგინა 8 კმ.[6] ქვეყანაში არ არსებობს რკინიგზის ტრანსპორტი.
ტუვალუში ავიაგადაფრენებს ახორციელებენ ავიაკომპანიები „Air Fiji“ (ფრენები სუვადან, ფიჯის დედაქალაქი) და „Air Pacific“ (ფრენები ნანდიდან (ქალაქი ფიჯიში)).[107] 2007 წელს ქვეყანაში სულ მოქმედებდა 1 აეროპორტი — ფუნაფუტის საერთაშორისო აეროპორტი.[6]
კუნძულ ფუნაფუტიზე მოქმედებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მაგრამ ტრანსპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა ტაქსი. ქვეყნის ერთადერთი პორტია დედაქალაქი ფუნაფუტი. მიუხედავად ქვეყნის მცირე ფართობისა, ამ ქვეყნის ფლოტი შეადგენს 74 გემს.[6]
მასმედია
რედაქტირებატუვალუს პრესას წარმოადგენს სულ ორი გამოცემა: მთავრობის საინფორმაციო ბიულეტენი „Sikuleo o Tuvalu“ გამოიცემა ტუვალუს ენაზე; ტუვალურ-ინგლისური გაზეთი[108] „Tuvalu Echoes“ სამთავრობო ტუვალუს მედია კორპორაციის (ინგლ. Tuvalu Media Corporation) საკუთრებაა, რომელსაც ასევე ეკუთვნის ახალი ამბების ინტერნეტ-პორტალი „Tuvalu News“.[109]
კუნძულებზე მაუწყებლობს ერთი FM-სადგური: „Radio Tuvalu“. ქვეყანაში ეროვნული სატელევიზიო არხები არ არსებობს; მიუხედავად ამისა, ადგილობრივი მაცხოვრებლები იყენებენ თანამგზავრულ ტელევიზიას.[108]
ტუვალუში არსებობს სხვადასხვა სახეობის ტელეკომუნიკაციური მომსახურება: ტელექსი, ტელეფონი, ინტერნეტი. 2005 წელს ქვეყანაში ხმარებაში იყო 900 სახლის ტელეფონი და 1300 მობილური ტელეფონი.[6] 2002 წელს ტუვალუში ინტერნეტით სარგებლობდა 1300 ადამიანი.[6]
1990-იანი წლების დასაწყისში ინტერნეტის განვითარებასთან დაკავშირებით ტელესაკომუნიკაციო კომპანიებს შორის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ტუვალუს ეროვნულმა დომენმა .tv-მა (ინგლისურიდან თარგმანში „ტელევიზია“) 1998 წელს ტუვალუს მთავრობამ იგი მიჰყიდა კანადურ კომპანია „Information.ca“-ს, რომელიც იმედოვნებდა მაღალი შემოსავლების მიღებას და USD$50 მილიონის გადახდას.[110] მაგრამ მალე შეთანხმება ჩაიშალა, ხოლო დომენი მიეყიდა ამერიკულ კომპანია „The .tv Corporation International“-ს, რომელიც შემდგომში შევიდა კომპანია „Idealab! Internet Incubator“-ის შემადგენლობაში (შტაბ-ბინა კალიფორნიაში). ახალი კონტრაქტის თანახმად, ტუვალუმ მიიღო ახალი კომპანიის აქციების 20 % და მინიმალური შემოსავალი USD$50 მილიონის რაოდენობით (თანხა უნდა გადახდილიყო 12,5 წლის განმავლობაში თითოეულ კვარტალში USD$1,0 მილიონის რაოდენობით).[110] 2000 წელს ქვეყანამ მიიღო დამატებითი ერთდროული თანხა USD$12,5 მილიონის რაოდენობით. მაგრამ დომენში რეგისტრაციის პოტენციალი იყო საკმაოდ აწეული, და 2001 წლის ბოლოს „The .tv Corporation International“-მა მიჰყიდა დომენი USD$45 მილიონად მეორე ამერიკულ კომპანია „Verisign Corporation“-ს, რომელიც დაკავებული იყო საიტების რეგისტრაციით დომენებში .com, .net და .org.[111] კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ ტუვალუმ დამატებით მიიღო USD$10 მილიონი. ახალი შეთანხმების თანახმად ქვეყნის მთავრობას გარანტია მიეცა ყოველწლიური შემოსავალი USD$2,2 მილიონის რაოდენობით და 5 % დომენში რეგისტრაციიდან ყოველწლიური შემოსავლისა, ხოლო კომპანია „Verisign Corporation“-მა მიიღო უფლება დომენზე 2016 წლამდე.[112]
1990-იანი წლების დასაწყისიდან 2000 წლის ჩათვლით ტუვალუ ასევე აძლევდა საკუთარ სატელეფონო კოდს 688-ს სხვადასხვა კომპანიებს, რომლებიც სპეციალიზირებულები იყვნენ ტელეფონით სექს-მომსახურებაზე. ამასთან სატელეფონო კოდიდან ფულადი შემოსავლები პატარა ქვეყნისათვის იყო საკმაოდ საგრძნობი: 1999 წელს მათ შეადგინეს AUD$ 3 მილიონი (ანუ USD$ 1,6 მილიონი). მაგრამ რელიგიური და მორალური მიზეზებით ტუვალუს მთავრობა იძულებული იყო უარი ეთქვა შემოსავლების ამ წყაროსათვის.[113]
სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების დამატებითი წყაროა საფოსტო მარკებისა და მონეტების გამოშვება და გაყიდვა. ტუვალუს ფილატელისტური ბიურო შეიქმნა 1978 წელს, რომელიც 1980-იანი წლების დასაწყისში გახდა დასაქმების სფეროში მესამე ტუვალუში. ქვეყანაში საფოსტო მარკების გამოშვების და გაყიდვის პიკი განეკუთვნება 1980-1981 წლებს, როდესაც შემოსავლებმა ამ სფეროში შეადგინა სახელმწიფო ბიუჯეტის 20 %-მდე.[114] მაგრამ სახელმწიფოს მიერ აღებულმა გზამ, გაეზარდათ მარკების გამოშვების მოცულობა ისეთი თემებით, როგორიცაა: „მსოფლიო ლიდერები“, „ავტომობილები“, „მატარებლები“ და „ფეხბურთელები“, გამოიწვია მთელი მსოფლიოს ფილატელისტების ინტერესის მკვეთრი დაცემა.[115] ამის შემდეგ ტუვალუმ ვერ შეძლო აღედგინა საკუთარი პოზიციები და დღეისათვის მარკების გაყიდვიდან შემოსავალი მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე იყო ადრე.
ტურიზმი
რედაქტირებატუვალუს ეკონომიკის ტურისტული სექტორი საკმაოდ ცუდად არის განვითარებული, ხოლო ქვეყანაში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა რჩება საკმაოდ მცირე ოკეანეთის სხვა ქვეყნებთან შედარებით. ამის მიზეზი შეიძლება იყოს რამდენიმე ფაქტორი, რომელთაგან ძირითადია ცუდი საჰაერო კავშირი მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან და გადაფრენების მაღალი ფასი, გაწეული მომსახურების დაბალი ხარისხი (მათ შორის, სასტუმროების ქსელის დაბალი დონე).[116] მიუხედავად ამისა ტუვალუში არსებობს წინაპირობები ეკოტურიზმის განვითარებისთვის.
2007 წელს კუნძულები მოინახულა 1130 ადამიანმა (მაგალითად, 1998 წელს — 1006 ადამიანმა, 2003 წელს — 1377 ადამიანმა).[117] ტურისტების ძირითადი ნაკადი მიემგზავრება ატოლ ფუნაფუტიზე, სადაც მდებარეობს ქვეყანაში ერთადერთი სასტუმრო[118] და ტურისტების განთავსების სხვა ადგილები. 2002 წელს ტუვალუს მთლიანი შიდა პროდუქტის 13,46 %-ს შეადგენდა ტურიზმიდან შემოსავლები.[119] არქიპელაგს უპირატესად სტუმრობენ იაპონიის, ფიჯის, ავსტრალიის და ახალი ზელანდიის მოქალაქენი.[120]
საგარეო ეკონომიკური კავშირები
რედაქტირებატუვალუს ექსპორტის ძირითადი დარგებია კოპრა, ქოქოსის კაკალი, ბანანი, გაყინული თევზი, ბოსტნეული კულტურები, ხელნაკეთი ნაკეთობანი, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ქვეყანა დამოკიდებულია საკვების, საწარმოო საქონლის, მანქანების და საწვავის იმპორტზე. იმპორტი ბევრად სჭარბობს ექსპორტს. 2006 წელს ექსპორტის მოცულობამ შეადგინა AUD$ 13 033 348, ხოლო იმპორტისამ — AUD$ 16 838 622.
2006 წელს ძირითადი პარტნიორები იმპორტის სფეროში იყვნენ: ფიჯი (46,1 %), იაპონია (18,9 %), ჩინეთი (18,2 %), ავსტრალია (7,7 %), ახალი ზელანდია (4,1 %). ძირითადი პარტნიორები ექსპორტის სფეროში — გერმანია (60,5 %), იტალია (20,1 %), ფიჯი (6,9 %).[6]
ფულადი სისტემა და ფინანსები
რედაქტირებატუვალუს ფულადი ერთეულებია — ტუვალუს დოლარი და ავსტრალიური დოლარი. 1966 წლიდან 1976 წლამდე პერიოდში ქვეყანაში ბრუნვაში იმყოფებოდა მხოლოდ ავსტრალიური დოლარი, მაგრამ 1976 წლიდან შემოიღეს ტუვალუს დოლარიც, რომელიც არსებობს მხოლოდ მონეტების სახით. ის არ არის დამოუკიდებელი ვალუტა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, აქვს საკუთარი კოდი ISO 4217. ფულად ეკვივალენტში ტუვალუს დოლარი გათანაბრებულია ავსტრალიურ დოლართან.
2006 წლის ბიუჯეტით ხარჯებმა შეადგინა 23,05 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო შემოსავლებმა — 21,54 მილიონი აშშ დოლარი.[6] ამასთან ტუვალუს მთავრობის ხარჯები რჩება საკმაოდ მაღალი: 1999 წლიდან 2003 წლამდე მათი შეფარდება ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან მერყეობდა 150—220 %-ის ფარგლებში.[121] აქედან გამომდინარეობს, რომ მთავრობის ხარჯები ტუვალუს ეკონომიკური აქტიურობის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ კერძო სექტორი იმყოფება მხოლოდ ჩანასახობრივ მდგომარეობაში, და სათუოა მან შეძლოს გახდეს ეკონომიკის წამყვანი სექტორი მრავალი ფაქტორების გამო, რომელიც აფერხებს მის განვითარებას.[121]
ქვეყნის ბიუჯეტის შევსების მთავარი წყაროა ასევე საფოსტო მარკები, რომლებიც მთელი მსოფლიოს ფილატელისტების ინტერესს იწვევს.
ქვეყანაში არ არსებობს ცენტრალური ბანკი, ხოლო ტუვალუს შიდა საბანკო სისტემა წარმოდგენილია სულ ერთი ბანკით — ტუვალუს ეროვნული ბანკით, რომელიც იმყოფება მთავრობის საკუთრებაში.[122]
სოციალური სფერო
რედაქტირებაჯანდაცვა
რედაქტირება1978 წელს მიღებული დამოუკიდებლობის შემდეგ ტუვალუს მთავრობა გეგმავდა აეშენებინა ყველა დაშორებულ კუნძულზე მაღალხარისხიანი სამედიცინო დაწესებულებები, მაგრამ სახსრების არქონის გამო, ბოლოს და ბოლოს, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ყველა არსებული რესურსების თავმოყრის შესახებ ქვეყნის ერთადერთი მსხვილი სამედიცინო ობიექტის — პრინცესა მარგარეტის საავადმყოფოს (ინგლ. Princess Margaret Hospital) მოდერნიზაციისათვის, რომელიც მდებარეობს ატოლ ფუნაფუტიზე. საავადმყოფოს ახალი თანამედროვე შენობა გაიხსნა 2003 წელს (მშენებლობა მიმდინარეობდა იაპონიის დახმარებით).[123] ტუვალუს დედაქალაქის ფარგლებს გარეთ არ არიან მუდმივი და ხშირად მომუშავე ექიმები, ხოლო ქვეყანაში ყველა სამედიცინო მომსახურებას ახორციელებს ჯანმრთელობის სამინისტრო.[123] ექიმების ვიზიტები დაშორებულ კუნძულებზე იშვიათად ხდება, რაც ნეგატიურად აისახება ადამიანების ჯანმრთელობაზე.
ტუვალუში დაავადებების ძირითადი მიზეზებია სხვადასხვა ინფექციური დაავადებები: ყოველწლიურად რეგისტრირდება კანის დაავადებების, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების და თვალის ინფექციების საგანგაშო რაოდენობა[124] (ყველაზე გავრცელებულია: სასუნთქი გზების დაავადებები, უპირველეს ყოვლისა, გრიპი და გაცივება).[125]
მას შემდეგ, რაც ტუვალუს სახელმწიფო გახდა მსოფლიო ეკონომიკური პროცესების მონაწილე, იქ ჩვეულებრივი გახდა ცხოვრების არასწორი წესისგან გამოწვეული დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია ადგილობრივი მაცხოვრებლების რაციონში ბრინჯის, შაქრის, კონსერვების და სხვა არატრადიციული პროდუქტების გაზრდით.[123] მათ განეკუთვნება: შაქრის დიაბეტი, ჰიპერტონია და სიმსუქნე. ბავშვები ხშირად ავადდებიან დიარეით, გასტროენტერიტით.[124] უკანასკნელ წლებში განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები. ყველაზე უფრო ფართედ ის გავრცელებულია ადგილობრივ მეზღვაურებს შორის, რომლებიც მუშაობენ უცხოურ გემებზე. ტუვალუს მოსახლეობის დაახლოებით 20 %-ის ორგანიზმში ნაპოვნია ნემატოდები, რომლებიც ფილარიატოზის აღმგზნებია.[123]
2002 წლის აღწერის თანახმად ატოლ ფუნაფუტის მამაკაცების 49 % და ქალების 3 % რეგულარულად ხმარობდა სხვადასხვა ალკოჰოლურ სასმელს (დაშორებულ კუნძულებზე ეს ციფრი ცოტათი დაბალია — მამაკაცების 45 % და ქალების 1 %).[126] ფართედ გავრცელებულია თამბაქოს მოწევა: ფუნაფუტის მოსახლეობის მამაკაცების ორი მესამედი და ქალების ერთი მეოთხედი თამბაქოს მწეველია (დაშორებულ კუნძულებზე — 60 % და 25 % შესაბამისად).[126]
განათლება
რედაქტირებატუვალუში 6-დან 15 წლამდე ბავშვებისათვის განათლება სავალდებულო და უფასოა. ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემა მოიცავს რამდენიმე საფეხურს: ორწლიანი სკოლამდელი განათლება, რვაწლიანი დაწყებითი განათლება და ოთხწლიანი საშუალო განათლება.[127]
სულ ტუვალუში დარეგისტრირებულია 17 სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელთა მართვას ახორციელებენ მშობელთა სხვადასხვა ასოციაციები, რომლებიც საკუთარი სახსრებით ქირაობენ აღმზრდელებს.[127] ისტორიულად მთავრობა არასდროს არ მონაწილეობდა ამ დაწესებულებების მოღვაწეობის ორგანიზებაში, მაგრამ უკანასკნელ წლებში მთავრობამ დაიწყო მათთვის დიდი ყურადღების მიქცევა, მაგალითად, სამ კვალიფიკაციურ აღმზრდელს თითოეული დარეგისტრირებული სკოლამდელი დაწესებულებიდან გამოეყოფა ყოველწლიური გრანტები, ასევე ეწევა სხვა მატერიალური დახმარებები, რომელიც მიმართულია ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისკენ და ტექნიკურ აღჭურვისკენ.[127]
დაწყებით სკოლებში სწავლობენ ბავშვები 6-დან 13 ასაკამდე. სახელმწიფო გამოცდის ჩაბარების შემდეგ მოსწავლეები აგრძელებენ სწავლას საშუალო სკოლაში, ამასთან მოსწავლეებს ეძლევათ უფლება ხელმეორედ ჩააბარონ გამოცდა უარყოფითი ნიშნის შემთხვევაში.[128] 2006 წელს დაწყებით სკოლებში სწავლობდა 2067 ბავშვი (მათ შორის: 1102 ბიჭი და 965 გოგო), მასწავლებელთა რაოდენობაა — 103 ადამიანი.[129]
სულ ქვეყანაში მოქმედებს ერთი საშუალო სკოლა: 1998 წლამდე მათი რაოდენობა იყო ორი, რომელთაგან ერთი იმყოფებოდა ტუვალუს ეკლესიის კონტროლის ქვეშ. მაგრამ მაღალი ხარჯების გამო ეკლესია იძულებული იყო გადაეცა სკოლა მთავრობის საკუთრებაში, რომელმაც, თავის მხრივ, გადაწყვიტა იგი დაეხურა.[128]
საშუალო სკოლის შემდეგ შემდგომი განათლების მიღება შეიძლება 1978 წელს დაარსებულ ტუვალუს საზღვაო სკოლაში (ინგლ. Tuvalu Marine School, რომელშიც ისწავლება საზღვაო საქმე[130]), ასევე სამხრეთ წყნარი ოკეანის უნივერსიტეტში, რომლის კამპუსი მდებარეობს ფუნაფუტიში.[131]
ბევრი უცხოური სახელმწიფო, უპირველეს ყოვლისა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, კანადა, იაპონია და საფრანგეთი, ტუვალუს საკმაოდ მნიშვნელოვანი სახის დახმარებას უწევენ, აფინანსებენ ქვეყნის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებს. ზოგიერთი პედაგოგი იმაღლებს საკუთარ კვალიფიკაციას საზღვარგარეთის სასწავლო დაწესებულებებში.[132]
კულტურა
რედაქტირებასოციალური ორგანიზება
რედაქტირებატუვალუში ჯერ კიდევ ევროპელების გამოჩენამდე ადგილობრივი მოსახლეობა დაყოფილი იყო ცალკეულ ჯგუფებად, რომელთა წევრები ფლობდნენ განსაზღვრულ უფლებებს და მოვალეობებს. ისტორიულად არქიპელაგის თითოეული კუნძული პოლიტიკურად დამოუკიდებელი იყო, თუმცა ფუნაფუტის, ნუკუფეტაუს, ნუკულაელაეს და ვაიტუპუს ატოლებს შორის არსებობდა მჭიდრო ურთიერთობა, რომელიც დაფუძნებული იყო საერთო წინაპრის პატივისცემაზე და რიტუალურ იერარქიაზე.[133]
ტრადიციული საზოგადოების აღიარებული ლიდერები, როგორც პოლიტიკური, ასევე რელიგიური თვალსაზრისით, იყვნენ ალიკები (ტუვალუს ენა — aliki), ანუ ბელადები, რომელთა ხელისუფლება გადაიცემოდა მემკვიდრეობით. უზარმაზარი ავტორიტეტის გამო, ისინი ხელმძღვანელობდნენ კუნძულელთა ცხოვრებას. ტუვალუს ხალხის წარმოდგენის თანახმად ზებუნებრივ სამყაროსა და ალიკებს შორის არსებობდა მჭიდრო ურთიერთობა: ბელადი იყო უფრო მძლავრი და ყოვლის მპყრობელი არსების აჩრდილი, რომელსაც ემორჩილებოდა მთელი სამყარო.[134] ალიკის ნებისმიერი გადაწყვეტილება იყო საბოლოო და შეუცვლელი, ამიტომ ყოველი კუნძულელი მოვალე იყო დამორჩილებოდა მას, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე შეიძლება მისულიყო სიკვდილით დასჯამდე. ალიკის დამხმარეებს და მასთან ახლო მდგომ პირებს ეძახდნენ ტაო-ალიკებს (ტუვალუს ენა — tao aliki). ისინი კონსულტაციას უწევდნენ უზენაეს ბელადს მეურნეობის მართვის საკითხებში, აფრთხილებდნენ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, იყვნენ შუამავლები მოსახლეობასა და ალიკებს შორის, ორგანიზებას უწევდნენ მიწისა და საჭმლის განაწილებას თემის წევრებს შორის.[134] განსაკუთრებული პატივით სარგებლობდნენ თემების უხუცესი მეთაურები. მათ შეეძლოთ შენიშვნა მიეცათ ალიკებისთვის (ძირითადად პროდუქტებით უზრუნველყოფაში და ომისათვის მზადებაში) და ხშირად კონსულტაციებს უწევდნენ მათ. ქალები დაკავებულები იყვნენ საშინაო მეურნეობით, ქსოვდნენ ქსოვილებს, კალათებს, აკეთებდნენ სამკაულებს. ტუვალუს თითოეული ოჯახი, ანუ სოლოგა (ტუვალუს ენა — sologa), თემში დაკავებული იყვნენ განსაზღვრული საქმით: ზოგი აშენებდა სახლს, ზოგი კანოეს და ასე შემდეგ.[134]
მუსიკა და ცეკვები
რედაქტირებატუვალუს ხალხის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მუსიკას და ცეკვებს, რომლებიც მჭიდრო ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან.
ტუვალუს მუსიკალური სტილი ვითარდებოდა ვითარდებოდა რამდენიმე საუკუნის განმავლობაში და ის შეიძლება შევაფასოდ, როგორც „პოლინეზიის მუსიკალური მიკროკოსმი, სადაც თანაარსებობს თანამედროვე და უფრო ძველი სტილი“.[135] მიუხედავად ამისა ბევრი მუსიკალური და საცეკვაო ტრადიციებიდან არ შემორჩა.[135] ამ მხრივ ნეგატიური გავლენა იქონია ტუვალუში ქრისტიანი მისიონერების გამოჩენამ, რომლებიც კუნძულელებს შორის ავრცელებდნენ რელიგიური შინაარსის და ევროპული მელოდიის სიმღერებს და კრძალავდნენ ბევრ ტრადიციულ ცეკვებს ეთიკური მიზეზების გამო.[136] მაგალითად, კუნძულებზე მისიონერთა გამოჩენამდე ტრადიციული მუსიკას თან სდევდა სიმღერა, რომელიც ჰგავდა მონოტონურ კითხვას, მაგრამ შემდგომში ეს ტრადიცია გაქრა, როგორც განსაკუთრებული სიმღერები, რომლებიც სრულდებოდა ქალების მიერ კაცების მუშაობის დროს.[135] სიმღერების თემატიკა იყო საკმაოდ ნაირფეროვანი: ძირითადად მასში გამოიხატებოდა კუნძულელების ყოველდღიური ცხოვრება, მათი გრძნობები და ემოციები. არსებობდა სიმღერები მითოლოგიურ თემათიკაზე.[137]
გასართობი ფუნქციის გარდა, ტუვალუს ორ ტრადიციულ ცეკვას ფაკანაუს (ტუვალუს ენა — fakanau) და ფაკასეასეას (ტუვალუს ენა — fakaseasea) ჰქონდა მეორე მთავარი მნიშვნელობა: ისინი სრულდებოდა ხელმძღვანელი ბელადების ან გამოჩენილი კუნძულელების პატივსაცემად, რომლებმაც თავი გამოიჩინეს კანოეს დამზადებაში, თევზჭერაში, ვაჟკაცობაში.[138] მაგრამ ამ ორი ცეკვიდან შემონახულია მხოლოდ ფაკასეასეა.
ფაკანაუ წარმოადგენდა მჯდომარე ცეკვას, რომელსაც თან ახლდა ხელების და ტანის ზედა ნაწილის მოძრაობა. ის ფართედ იყო გავრცელებული ნიუტაოს და ნუკუფეტაუს კუნძულებზე და უპირატესად ასრულებდნენ მამაკაცები, რომლებიც ისხდნენ წრეზე.[139] ცენტრში როგორც წესი იმყოფებოდა ბაბუა, რომელიც ითვლებოდა ყველაზე უფრო გამოცდილად ცეკვის შესრულებისას და თვალყურს ადევნებდა ტაქტს.[140] ნიუტაოზე ცეკვას ზოგჯერ სრულდებოდა მუხლებზე დამჯდარი ან ფეხზე მდგომი. მიუხედავად ფაკანაუს პოპულარობისა, კუნძულებზე მოსულმა მისიონერებმა ეს ცეკვა ჩათვალეს საკმაოდ ეროტიკულად და ის აკრძალეს.[138] აკრძალვა კიდევ იმით იყო განპირობებული, რომ ფაკანაუს ჰქონდა რელიგიური მნიშვნელობაც.
ნიუტაოს კუნძულზე ტრადიციული ქალთა ცეკვა იყო ოგა, ან ონგა (ტუვალუს ენა — oga, onga), რომელიც სრულდებოდა ან დამჯდარი, ან მუხლებზე მდგომი.[139] ფაკასეასეას ფაკანაუსგან განსხვავებით თან ახლდა უფრო ნელი მელოდია, ხოლო სრულდებოდა ერთი ან ორი მოცეკვავით. დანარჩენი დამსწრენი ან ცეკვავდნენ ან ხელს უწყობდნენ ტაქტის შენარჩუნებას.
ტუვალუს როგორც მუსიკის, ასევე ცეკვის ყველაზე უფრო ცნობილი სახეა ფატელე (ტუვალუს ენა — fatele), რომელშიც გამოკვეთილია ევროპული მელოდიურობისა და ჰარმონიულობის ძლიერი გავლენა, ხოლო ლირიზმი მთავარი მახასიათებელია.[135] მოცეკვავეები ფატელეს შესრულებისას სხედან ორ ან უფრო მეტ რიგად, ისე რომ მათ შორის საუკეთესოები იმყოფებიან წინ ცენტრში. ნახევარწრეზე, სახით მოცეკვავეებისკენ, სხედან მამაკაცები და ახალგაზრდობა, რომლებიც შეადგენენ მომღერლებს და ხელს უწყობენ ტაქტს.[141]
ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც იხმარებოდა ცეკვის მუსიკალური გაფორმებისათვის, იყო პატარა ნასვრეტებიანი გონგი, რომელსაც ერქვა ან ნაფა (ტუვალუს ენა — nafa), ან პატე (ტუვალუს ენა — pātē, ის უფრო პატარაა, ვიდრე ნაფა).[142] მელოდია უფრო ხშირად გამოდიოდა მარაოს ხელის გულებზე მსუბუქი დარტყმით. ფაკასეასეას ან ფატელეს შესრულებისას მომღერლებში ქალები და მამაკაცები ძლიერად ურტყავდნენ ქსოვილებს, რომლებზეც ისინი ისხდნენ, რომ ასეთი სახით შეენარჩუნებინათ სიმღერის ტაქტი, ხოლო ოგას შესრულებისას — უკრავდნენ ტაშს.[141]
სპორტი
რედაქტირებატუვალუში არსებობს საკუთარი ტუვალუს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები. მაგრამ ეროვნული ფედერაცია არ შედის ფიფაში, ამასთან იგი რჩება ოკეანეთის ფეხბურთის კონფედერაციის ასოცირებულ წევრად. პირველი საერთაშორისო მატჩი ტუვალუს ეროვნული ნაკრების მონაწილეობით ფეხბურთში შედგა 1979 წლის 29 აგვისტოს, რომელშიც ტუვალუს ნაკრებმა წააგო ტაიტის ნაკრებთან ანგარიშით 0:18 (ეს გახდა ნაკრების ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება).[143] ტუვალუს ნაკრებმა ყველაზე დიდი ანგარიშით 5:3 მოუგო ტონგის ნაკრებს 1979 წლის 31 აგვისტოს სამხრეთ წყნარი ოკეანეთის თამაშებზე ფიჯიში.[143] 2007 წელს ტუვალუს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები გახდა მსოფლიოში პირველი ნაკრები, რომელიც არ შედიოდა ფიფაში და მონაწილეობა მიიღო მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში.[144]
ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ჩამოყალიბდა 2004 წელს და ოფიციალურად იქნა აღიარებული საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ 2007 წელს.[145] სულ ქვეყანაში არსებობს 11 მოქმედი ეროვნული სპორტული ფედერაცია, რომელთაგან ექვსში საერთაშორისო ფედერაციების წევრია: ბადმინტონში, კალათბურთში, ფრენბურთში, ძალოსნობაში, ჩოგბურთში და მაგიდის ჩოგბურთში.[146] 2008 წელს ტუვალუს ნაკრები პირველად მონაწილეობდა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში, რომელიც გაიმართა პეკინში (თუმცა იქ ვერანაირი მედალი ვერ მოიპოვა). იქ იგი წარდგენილი იყო სპორტის ორ სახეობაში — მძლეოსნობაში და ძალოსნობაში. ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ქვეყანას მონაწილეობა არასდროს არ მიუღია.
დღესასწაულები
რედაქტირებატუვალუს დღესასწაულებია[147]:
თარიღი | დასახელება (ქართ.) | დასახელება (ინგლ.) |
---|---|---|
1 იანვარი | ახალი წელი | New Year’s Day |
აღდგომის წინა პარასკევი | დიდი პარასკევი | Good Friday |
აღდგომის მეორე დღე | ნათელი ორშაბათი | Easter Monday |
მარტის მეორე ორშაბათი ან სხვა დანიშნული თარიღი | თანამეგობრობის დღე | Commonwealth Day |
მაისის მეორე კვირის ორშაბათი | სახარების დღე | Gospel Day (Te Aso o te Tala Lei) |
ივნისის მეორე შაბათი ან სხვა დანიშნული თარიღი | მონარქის იუბილეის დღესასწაულის დღე | The day appointed for the celebration of the Anniversary of the Birthday of the Sovereign |
აგვისტოს პირველი ორშაბათი | ბავშვთა ეროვნული დღე | National Children’s Day |
1 და 2 ოქტომბერი | ტუვალუს დღე | Tuvalu Day |
ნოემბრის მეორე ორშაბათი ან სხვა დანიშნული თარიღი | მონარქის კორონაციის დღესასწაულის დღე | The day appointed for the celebration of the Anniversary of the Birthday of the Heir to the Throne |
25 დეკემბერი | ქრისტეს შობა | Christmas Day |
26 დეკემბერი | საჩუქრების დღე | Boxing Day |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Tuvalu, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- Chief of State and Cabinet Members დაარქივებული 2010-05-28 საიტზე Wayback Machine.
- Tuvalu entry at The World Factbook დაარქივებული 2016-07-01 საიტზე Wayback Machine.
- Tuvalu at the Open Directory Project დაარქივებული 2008-05-09 საიტზე Wayback Machine.
- ტუვალუს ატლასი ვიკიმედიისგან
- ოფიციალური ტურისტული ვებ-გვერდი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-02-21. ციტირების თარიღი: 2011-09-23.
- ↑ The World Factbook (CIA). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-01. ციტირების თარიღი: 1 Sept. 2011.
- ↑ 3.0 3.1 2012 წლის აღწერა (წინასწარი მონაცემები)
- ↑ Timeline: Tuvalu. BBC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 24 ივლისი 2008.
- ↑ 5.0 5.1 Tuvalu. Location, size, and extent. Encyclopedia of the Nations. ციტირების თარიღი: 12 ივლისი 2008.
- ↑ 6.00 6.01 6.02 6.03 6.04 6.05 6.06 6.07 6.08 6.09 6.10 6.11 6.12 6.13 6.14 6.15 6.16 Tuvalu. CIA. The World Fact Book.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-01. ციტირების თარიღი: 12 ივლისი 2008.
- ↑ 7.0 7.1 Ministry for Natural Resources and Environment., Sustainable Integrated Water Resources and Wastewater Management for Tuvalu. Diagnostic Report, 2007.
- ↑ 8.0 8.1 Tuvalu. Oceandots. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 12 ივლისი 2008.
- ↑ 9.0 9.1 Ministry of Natural Resources, Environment, Agriculture and Lands of Tuvalu., 2.1.1. Physiographic conditions // Tuvalu’s National Adaptation Programme of Action, მაისი 2007.
- ↑ Ministry for Natural Resources and Environment., 1.2.2 Geography // Tuvalu Initial National Communication Under the United Nations Framework Convention On Climate Change, 1999.
- ↑ 11.0 11.1 Darwin C., The structure and distribution of coral reefs, London, 1842.
- ↑ 12.0 12.1 12.2 12.3 Ministry for Natural Resources and Environment., Sustainable Integrated Water Resources and Wastewater Management for Tuvalu. Diagnostic Report, 2007.
- ↑ Ministry for Natural Resources and Environment., 1.2.4 Climate // Tuvalu Initial National Communication Under the United Nations Framework Convention On Climate Change, 1999.
- ↑ 14.0 14.1 14.2 Ministry of Natural Resources, Environment, Agriculture and Lands of Tuvalu., 2.0 Background information on Tuvalu // Tuvalu’s National Adaptation Programme of Action, მაისი 2007.
- ↑ Ministry for Natural Resources and Environment., 1.2.5 Sea level rise // Tuvalu Initial National Communication Under the United Nations Framework Convention On Climate Change, 1999.
- ↑ John Connell., Losing ground? Tuvalu, the greenhouse effect and the garbage can // Asia Pacific Viewpoint, Victoria University of Wellington, August 2003, ტ. 44, № 2.
- ↑ John Connell., Losing ground? Tuvalu, the greenhouse effect and the garbage can // Asia Pacific Viewpoint, Victoria University of Wellington, August 2003, ტ. 44, № 2.
- ↑ 18.0 18.1 John Connell., Losing ground? Tuvalu, the greenhouse effect and the garbage can // Asia Pacific Viewpoint, Victoria University of Wellington, August 2003, ტ. 44, № 2.
- ↑ Ministry for Natural Resources and Environment., Sustainable Integrated Water Resources and Wastewater Management for Tuvalu. Diagnostic Report, 2007.
- ↑ Ministry for Natural Resources and Environment., Sustainable Integrated Water Resources and Wastewater Management for Tuvalu. Diagnostic Report, 2007.
- ↑ Tuvalu. Topography. Encyclopedia of the Nations.. ციტირების თარიღი: 13 ივლისი 2008.
- ↑ Ministry of Natural Resources, Environment, Agriculture and Lands of Tuvalu., 2.0 Background information on Tuvalu // Tuvalu’s National Adaptation Programme of Action, მაისი 2007.
- ↑ Ministry of Natural Resources & Environment., United Nations Convention to Combat Desertification. First National Report for Tuvalu, April 2000.
- ↑ 24.0 24.1 RAMSAR.. Wetlands in Tuvalu. RAMSAR. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 22 ივლისი 2008.
- ↑ Ministry of Natural Resources & Environment., United Nations Convention to Combat Desertification. First National Report for Tuvalu, April 2000.
- ↑ Administrative Divisions of Countries. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 25 ივლისი 2008.
- ↑ 27.0 27.1 2008 წლის 19 ივნისის აშშ-ის ცსს-ს მონაცემების და ტუვალუს მთავრობის სტატისტიკის განყოფილების მონაცემები.
- ↑ 28.0 28.1 28.2 28.3 Census of Population and Housing and sample Surveys. Tuvalu Central Statistics Division. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 13 ივლისი 2008.
- ↑ 29.0 29.1 Ministry of Natural Resources, Environment, Agriculture and Lands of Tuvalu., 2.1.2 Demographic situation // Tuvalu’s National Adaptation Programme of Action, მაისი 2007.
- ↑ Tuvaluan people in New Zealand.. New Zealand's official statistics agency.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-06-10. ციტირების თარიღი: 24 ივლისი 2008.
- ↑ Niko Besnier., Tuvaluan. A Polynesian Language of the Central Pacific, London: Routldege, 2000, ISBN 0415024560.
- ↑ United Nations Development Programme. Government Of Tuvalu., Millennium Development Goals Report 2006, 2006.
- ↑ 33.0 33.1 Secretariat of the Pacific Community., Tuvalu 2002: Population and Housing Census. Volume 1. Analytical report, 2002.
- ↑ Analytical report // Tuvalu 2002: Population and Housing Census, ტ. 1, Secretariat of the Pacific Community, 2002.
- ↑ Secretariat of the Pacific Community., Tuvalu 2002: Population and Housing Census. Volume 1. Analytical report, 2002.
- ↑ 36.0 36.1 36.2 Languages of Tuvalu. Ethnologue. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 18 ივლისი 2008.
- ↑ Niko Besnier., Tuvaluan. A Polynesian Language of the Central Pacific, London: Routldege, 2000, ISBN 0415024560.
- ↑ 38.0 38.1 Niko Besnier., Tuvaluan. A Polynesian Language of the Central Pacific, London: Routldege, 2000, ISBN 0415024560.
- ↑ 39.0 39.1 Te Ekalesia Kelisiano Tuvalu.. Reformed online. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 18 ივლისი 2008.
- ↑ Secretariat of the Pacific Community., Tuvalu 2002: Population and Housing Census. Volume 1. Analytical report, 2002.
- ↑ 41.0 41.1 Tuvalu. International Religious Freedom Report 2007.. Bureau of Democracy, Human Rights, and Labor. U.S. State Department. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 17 ივლისი 2008.
- ↑ ტუვალუს კონსტიტუცია, ნაწილი 1, თავი 1, სტატია 1.
- ↑ 43.0 43.1 Tuvalu System of Government Information. Government of Tuvalu. University of the South Pacific. PacLII. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 17 აგვისტო 2008.
- ↑ Tuvalu votes to maintain monarchy. ABC. Radio Australia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-08-18. ციტირების თარიღი: 13 ოქტომბერი 2008.
- ↑ ტუვალუს კონსტიტუცია, ნაწილი 6, თავი 84 (4), სტატია 82 (4).
- ↑ ტუვალუს კონსტიტუცია, ნაწილი 6, თავი 3, სტატია 91 (1 ა, ბ).
- ↑ ტუვალუს კონსტიტუცია, ნაწილი 6, თავი 3, სტატია 95 (1).
- ↑ ტუვალუს კონსტიტუცია, ნაწილი 6, თავი 4, სტატია 104 (2).
- ↑ ტუვალუს კონსტიტუცია, ნაწილი 6, თავი 7, სტატია 115 (1).
- ↑ ტუვალუს კონსტიტუცია, ნაწილი 6, თავი 2, სტატია 84 (ა).
- ↑ 51.0 51.1 ტუვალუს კონსტიტუცია, ნაწილი 6, თავი 5, სტატია 111 (1).
- ↑ ტუვალუს კონსტიტუცია, ნაწილი 4, თავი 1, სტატია 48.
- ↑ ტუვალუს კონსტიტუცია, ნაწილი 4, თავი 1, სტატია 50.
- ↑ ტუვალუს კონსტიტუცია, ნაწილი 4, თავი 1, სტატია 52 (1).
- ↑ ტუვალუს კონსტიტუცია, ნაწილი 4, თავი 2, სტატია 55 (1).
- ↑ ტუვალუს კონსტიტუცია, ნაწილი 4, თავი 2, სტატია 55 (3).
- ↑ ტუვალუს კონსტიტუცია, ნაწილი 4, თავი 2, სტატია 55 (2).
- ↑ ტუვალუს კონსტიტუცია, ნაწილი 4, თავი 2, სტატია 58 (1).
- ↑ ტუვალუს კონსტიტუცია, ნაწილი 5, თავი 1, სტატია 61 (1).
- ↑ ტუვალუს კონსტიტუცია, ნაწილი 5, თავი 3, სტატია 74.
- ↑ ტუვალუს კონსტიტუცია, ნაწილი 5, თავი 3, სტატია 73 (2).
- ↑ ტუვალუს კონსტიტუცია, ნაწილი 5, თავი 1, სტატია 62 (3).
- ↑ ტუვალუს კონსტიტუცია, ნაწილი 5, თავი 1, სტატია 62 (5).
- ↑ ტუვალუს კონსტიტუცია, ნაწილი 5, თავი 1, სტატია 62 (4).
- ↑ ტუვალუს კონსტიტუცია, ნაწილი 5, თავი 1, სტატია 63 (1).
- ↑ ტუვალუს კონსტიტუცია, ნაწილი 5, თავი 3, სტატია 75 (1 ა).
- ↑ ტუვალუს კონსტიტუცია, დანართი 5.
- ↑ 68.0 68.1 Tuvalu Courts System Information. University of the South Pacific. PacLII. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 17 აგვისტო 2008.
- ↑ ტუვალუს კონსტიტუცია, ნაწილი 7, თავი 2, სტატია 120 (2).
- ↑ ტუვალუს კონსტიტუცია, ნაწილი 7, თავი 2, სტატია 120.
- ↑ ტუვალუს კონსტიტუცია, ნაწილი 7, თავი 2, სტატია 122 (2).
- ↑ ტუვალუს კონსტიტუცია, ნაწილი 7, თავი 2, სტატია 123.
- ↑ ტუვალუს კონსტიტუცია, ნაწილი 7, თავი 2, სტატია 124 (ა).
- ↑ ტუვალუს კონსტიტუცია, ნაწილი 7, თავი 2, სტატია 124 (ბ).
- ↑ ტუვალუს კონსტიტუცია, ნაწილი 7, თავი 2, სტატია 130 (1).
- ↑ ტუვალუს კონსტიტუცია, ნაწილი 7, თავი 2, სტატია 132.
- ↑ ტუვალუს კონსტიტუცია, ნაწილი 7, თავი 3, სტატია 135 (1).
- ↑ ტუვალუს კონსტიტუცია, ნაწილი 7, თავი 4, სტატია 136 (1).
- ↑ ტუვალუს კონსტიტუცია, ნაწილი 6, თავი 3, სტატია 91 (1).
- ↑ ტუვალუს კონსტიტუცია, ნაწილი 6, თავი 3, სტატია 92 (1).
- ↑ ტუვალუს კონსტიტუცია, ნაწილი 6, თავი 3, სტატია 92 (2 ბ).
- ↑ Electoral Provisions (Parliament) Ordinance. Part II. 3. — С. 8.. Government of Tuvalu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 17 აგვისტო 2008.
- ↑ Electoral Provisions (Parliament) Ordinance. Schedule 1 (Section 3). — С. 35.. Government of Tuvalu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 17 აგვისტო 2008.
- ↑ Transparency International Country Study Report., Tuvalu, 2004
- ↑ Transparency International Country Study Report., Tuvalu, 2004
- ↑ Falekaupule Act 1997. — С. 60.. Government of Tuvalu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 18 აგვისტო 2008.
- ↑ Falekaupule Act 1997. — С. 12.. Government of Tuvalu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 18 აგვისტო 2008.
- ↑ Transparency International Country Study Report., Tuvalu, 2004
- ↑ Country Context. Tuvalu. World Health Organization Regional Office for the Western Pacific. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 5 ნოემბერი 2008.
- ↑ Police Ordinance. ნაწილი 2, სტატია 6. — С. 9.. Government of Tuvalu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 18 აგვისტო 2008.
- ↑ Biannual Statistical Report. Tuvalu. С. 27. Government of Tuvalu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 5 ნოემბერი 2008.
- ↑ Police Ordinance. ნაწილი 3, სტატია 12. — С. 10.. Government of Tuvalu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 18 აგვისტო 2008.
- ↑ Crime Statistics. Tuvalu Central Statistics Division. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 18 აგვისტო 2008.
- ↑ General Profile of the Tuvalu. Office of the President. Republic of China. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 18 აგვისტო 2008.
- ↑ Embassies in Marshall Tuvalu. GoAbroad.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 18 აგვისტო 2008.
- ↑ Tuvalu at the United Nations. Tuvalu Islands. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 18 აგვისტო 2008.
- ↑ „რუსეთის ფედერაციასა და ტუვალუს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შესახებ“. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ციტირების თარიღი: 2011-10-25.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-24. ციტირების თარიღი: 2012-02-17.
- ↑ http://tribuna.ge/index.php?option=com_content&task=view&id=7621&Itemid=1[მკვდარი ბმული]
- ↑ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საქართველოსა და ტუვალუს შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-31. ციტირების თარიღი: 2014-03-31.
- ↑ 101.0 101.1 Tuvalu — European Community., Country Strategy Paper And National Indicative Programme for the period 2002—2007.
- ↑ Tuvalu — European Community., Country Strategy Paper And National Indicative Programme for the period 2002—2007.
- ↑ 103.0 103.1 103.2 Tuvalu — European Community., Country Strategy Paper And National Indicative Programme for the period 2002—2007.
- ↑ Asian Development Bank., Country Partnership Strategy. Tuvalu 2008-2012, 2008.
- ↑ United Nations Development Programme. Government Of Tuvalu., Millennium Development Goals Report 2006, 2006.
- ↑ Ministry for Natural Resources and Environment., Sustainable Integrated Water Resources and Wastewater Management for Tuvalu. Diagnostic Report, 2007.
- ↑ Air Travel Arrangements. Tuvalu Official Tourism Website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 20 ივლისი 2008.
- ↑ 108.0 108.1 Tuvalu Publications. Tuvalu Echoes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 20 ივლისი 2008.
- ↑ Country profile: Tuvalu. BBC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 20 ივლისი 2008.
- ↑ 110.0 110.1 Stephen Boland, Brian Dollery., The value and viability of sovereigntyconferred rights in MIRAB economies: the case of Tuvalu // Pacific Economic Bulletin, 2006, ტ. 21, № 2.
- ↑ VeriSign Acquires The .tv Corporation.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2008.
- ↑ Stephen Boland, Brian Dollery., The value and viability of sovereigntyconferred rights in MIRAB economies: the case of Tuvalu // Pacific Economic Bulletin, 2006, ტ. 21, № 2.
- ↑ Tuvalu says no to telephone sex. Tuvalu News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 17 ივლისი 2008.
- ↑ Stephen Boland, Brian Dollery., The value and viability of sovereigntyconferred rights in MIRAB economies: the case of Tuvalu // Pacific Economic Bulletin, 2006, ტ. 21, № 2.
- ↑ Stephen Boland, Brian Dollery., The value and viability of sovereigntyconferred rights in MIRAB economies: the case of Tuvalu // Pacific Economic Bulletin, 2006, ტ. 21, № 2.
- ↑ Bruce Knapman, Malcolm Ponton, and Colin Hunt., Tourism Development // Tuvalu. 2002 Economic and Public Sector Review, Published by the Asian Development Bank in consultation with the Government of Tuvalu and with support from the Australian Agency for International Development, November 2002, ISBN 971-561-459-0.
- ↑ Tourism and Migration Statistics. Tuvalu Central Statistics Division. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 22 ივლისი 2008.
- ↑ Vaiaku Lagi Hotel. Tuvalu Timeless. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 22 ივლისი 2008.
- ↑ Gross Domestic Product (GDP) (curent) Estimates: Value A$. Tuvalu Central Statistics Division. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 22 ივლისი 2008.
- ↑ Tourism and Migration Statistics. Visitor Arrivals by Nationality. Tuvalu Central Statistics Division. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 22 ივლისი 2008.
- ↑ 121.0 121.1 Asian Development Bank., Country Partnership Strategy. Tuvalu 2008-2012, 2008.
- ↑ Tuvalu Investment Climate Statement 2006. US Department Of State. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-02-15. ციტირების თარიღი: 25 ივლისი 2008.
- ↑ 123.0 123.1 123.2 123.3 Tuvalu National Strategies for Sustainable Development 2005-2015, The University of the South Pacific, 2004.
- ↑ 124.0 124.1 Ministry for Natural Resources and Environment., Sustainable Integrated Water Resources and Wastewater Management for Tuvalu. Diagnostic Report, 2007.
- ↑ Country Health Information Profiles. Tuvalu. — С. 354.. WHO. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 28 ივლისი 2008.
- ↑ 126.0 126.1 Secretariat of the Pacific Community., Tuvalu 2002: Population and Housing Census. Volume 1. Analytical report, 2002.
- ↑ 127.0 127.1 127.2 Tuvalu National Strategies for Sustainable Development 2005-2015, The University of the South Pacific, 2004.
- ↑ 128.0 128.1 Education for all. 2000 assessment country report. Name of Country: TUVALU. World Education Problem. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 18 ივლისი 2008.
- ↑ Tuvalu. Student enrolemnts. Tuvalu Central Statistics Division. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 18 ივლისი 2008.
- ↑ Tuvalu National Strategies for Sustainable Development 2005-2015, The University of the South Pacific, 2004.
- ↑ Tuvalu. Education. Encyclopedia of the Nations. ციტირების თარიღი: 18 ივლისი 2008.
- ↑ Tuvalu. Education Encyclopedia - StateUniversity.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-09. ციტირების თარიღი: 18 ივლისი 2008.
- ↑ Tuvalu. Sociopolitical Organization. World Culture Encyclopedia. ციტირების თარიღი: 20 აგვისტო 2008.
- ↑ 135.0 135.1 135.2 135.3 Frederick Dorian, Simon Broughton, Mark Ellingham, Orla Duane, Rough Guides (Firm), Richard Trillo., World Music, Rough Guides, 1999, ISBN 9820203147.
- ↑ Gerd Koch, Guy Slatter., Songs of Tuvalu, University of the South Pacific Institute of Pacific Studies, 2000, ISBN 9820203147.
- ↑ Gerd Koch, Guy Slatter., Songs of Tuvalu, University of the South Pacific Institute of Pacific Studies, 2000, ISBN 9820203147.
- ↑ 138.0 138.1 Tuvalu Fatele. Jane's Oceania Page. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 19 აგვისტო 2008.
- ↑ 139.0 139.1 Gerd Koch, Guy Slatter., Songs of Tuvalu, University of the South Pacific Institute of Pacific Studies, 2000, ISBN 9820203147.
- ↑ Mervyn McLean., Songs of Tuvalu, Auckland University Press, 1999, ISBN 186940212X.
- ↑ 141.0 141.1 Gerd Koch, Guy Slatter., Songs of Tuvalu, University of the South Pacific Institute of Pacific Studies, 2000, ISBN 9820203147.
- ↑ Mervyn McLean., Songs of Tuvalu, Auckland University Press, 1999, ISBN 186940212X.
- ↑ 143.0 143.1 World Football Elo Ratings: Tuvalu. Tuvalu Football. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 11 აგვისტო 2008.
- ↑ Road to 2010 World Cup Begins Tomorrow. Road to 2010 World Cup Final. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 15 აგვისტო 2008.
- ↑ Tuvalu Association of Sports and National Olympic Committee. Official site of the Olympic Movement. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 15 აგვისტო 2008.
- ↑ Two new National Olympic Committees on board!. Official site of the Olympic Movement. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 15 აგვისტო 2008.
- ↑ Public Holidays Ordinance. Tuvalu Legislation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 14 აგვისტო 2008.