ნანუმანგა
ნანუმანგა (ინგლ. Nanumanga) — ტუვალუს კუნძულების შემადგენელი კუნძული წყნარ ოკეანეში, პოლინეზიაში. ტუვალუს ადმინისტრაციული ერთეული (კუნძულოვანი საბჭო).
მშობ. სახელი: ინგლ. Nanumanga | |
---|---|
გეოგრაფია | |
06°20′ ს. გ. 176°25′ ა. გ. / 6.333° ს. გ. 176.417° ა. გ. | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები |
კოორდინატები: განედი არ არის მითითებული |
ფართობი | 2,78 კმ² |
საბჭო | ნანუმანგას კუნძულოვანი საბჭო |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 589 (2002) |
სიმჭიდროვე | 211,871 ად. /კმ² |
გეოგრაფია
რედაქტირებანანუმანგას აქვს ოვალის ფორმა. ფართობი — 2,78 კმ²[1][2] კუნძულს აქვს სამი ლაგუნა, მათგან ყველაზე დიდია ვაიატოა, რომელსაც აქვს ოთხი კუნძული. ხმელეთი დაფარულია მშრალი მცენარეულობით, სანაპიროზე არსებობს მანგროს ტყეები.
ისტორია
რედაქტირებანანუმანგა 1781 წლის 5 მაისს აღმოაჩინა ესპანელმა მოვაჭრემ ფრანსისკო მაურელემ (ესპ. Francisco Maurelle). 1986 წელს არქეოლოგებმა კუნძულზე აღმოაჩინეს გამოქვაბულები, რომლებშიც შენარჩუნებულია ნანუმანგას ისტორიამდელი მოსახლეობის ცეცხლის კვალი.
მოსახლეობა
რედაქტირება2002 წლის აღწერის მონაცემებით ნანუმანგას მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 589 ადამიანს. კუნძულის ერთადერთი დასახლებული პუნქტებია — სოფლები ტონგა (308 ად.) და ტოკელაუ (281 ად.).
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Islands of Tuvalu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-27. ციტირების თარიღი: 2015-01-10.
- ↑ Nanumaga. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-15. ციტირების თარიღი: 2015-01-10.