ფუნაფუტი
ფუნაფუტი (ინგლ. Funafuti) — პატარა კუნძულოვანი სახელმწიფო ტუვალუს ატოლი-დედაქალაქი წყნარ ოკეანეში.[1][2] მისი მსახლეობა შეადგენს 6,320 ადამიანს რაც ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 60.15 პროცენტია და მას მას ტუვალუს ყველაზე მეტად დასახლებულ ატოლად აქცევს.[3] ის წარმოადგენს 20-დან 400 მეტრამდე სიგანის მიწის ვიწრო ზოლს, ის მოიცავს დაახლოებით 18 კილომეტრის სიგრძის და 14 კილომეტრის სიგანის ლაგუნას. ფუნაფუტის ლაგუნის საშუალო სიღრმეა 36.5 მეტრი. მისი ზედაპირი შეადგენს 275 კვადრატულ კილომეტრს და ტუვალუს ყველაზე დიდი ლაგუნაა. ქვეყნის 33 კუნძული ფართობი ჯამში შეადგენს 2.4 კვადრატულ კილომეტრს რაც მისი ფართობის 1 პროცენტზე ნაკლებია. სატვირთო გემებს შეუძლიათ ლაგუნაში შესვლა და პორტის ნავსადგურში გაჩერება.
დედაქალაქი | |
---|---|
ფუნაფუტი ინგლ. Funafuti | |
ატოლის ლაგუნას სანაპირო ზოლი | |
ქვეყანა | ტუვალუ |
კოორდინატები | 8°30′17″ ს. გ. 179°07′02″ ა. გ. / 8.504778° ს. გ. 179.117361° ა. გ. |
ფართობი | 2.4 კმ² |
მოსახლეობა | 6320 კაცი (2017) |
სასაათო სარტყელი | UTC+12 |
ხანდახან ქვეყნის დედაქალაქს უწოდებენ ატოლის პატარა კუნძულ ფონგაფალეს ან მის ცენტრს სოფელ ვაიაკუს,[4] თუმცა რადგან მთლიანი ფუნაფუტი წარმოადგენს ერთ ადმინისტრაციულ ერთეულს ამიტომ დედაქალატის სტატუსი მთლიან ატოლზე ვრცელდება.
გეოგრაფია
რედაქტირებაფართობი — 2,79 კმ².[5] ატოლი მოიცავს 30 მომცრო კუნძულს[6]. მათ შორის ყველაზე დიდია — ფონგაფალე (ინგლ. Fongafale), მას შემდეგ სიდიდით ყველაზე დიდია ფუნაფალა.
|
|
ატოლის შიდა ლაგუნას ჰქვია ტე-ნამო, მისი სიგრძეა დაახლოებით 20 კმ. წარმოადგენს მიწის ვიწრო ზოლს დიდი ლაგუნა ტე-ნამოს გარშემო სიგანით 20-დან 400 მეტრამდე.
ფუნაფუტის საზღვაო კონსერვაციის ზონა
რედაქტირება1996 წლის ივნისში რიფის დასავლეთ კიდის გასწვრივ საზღვაო კონსერვაციის ზონა დაფუძნდა. 6 პატარა კუნძულს მოიცავს და დაახლოებით 33 კვადრატულ კიომეტრს მოიცავს, რაც ფუნაფუტის ფართობის 20 პროცენტს შეადგენს. ზონა მოიცავს შემდეგ კუნძულებს:
- ტეპუკა ვილივილი
- ფუალოპა
- ფუაფატუ
- ვასაფუა
- ფუაკეა
- ტეფალა
კონსერვაციის ზონის ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელია ნავით. ზონა მთავარ კუნძულ ფონგაფალედან დაშორებული 15 კილომეტრით.
ფონგაფალე
რედაქტირებაატოლის უდიდესი კუნძულია ფონგაფალე, ის აერთიანებს 4 სოფელს და საზოგადოებრივ ცენტრს. ფუნაფუტი ფალეკაუპულე არის ადგილობრივი მმართველობის ორგანო, ფალეკაუპულეს აღმასრულებელს ჰქვია კაუპულე.[7] ფონგაფალეზე კაუპულე ფალეკაუპულე პასუხისმგებელია კერძო მიწაზე არებული სახლების მშენებლობის ან არსებული შენობების გაფართოების ნებართვების გაცემაზე, ხოლო მიწების მართვის კომიტეტი სახელმწიფოსგან იჯარით აღებული მიწების მარეგულირებელი ორგანოა.[8]
ტაუსოა ლიმა ფალეკაპულე არის შეხვედრების ტრადიციული სახლი ფონგაფალეზე. ტაუსომალიამ - ნიშნავს "მეგობრობის ხელს", ხოლო ფალეკაპულე - "კუნძულის ტრადიციულ შეხვედრების დარბაზს". იქვეა სასტუმრო ვაიაკუ ლაგი და სხვა სასტუმრო სახლები, ასევე საცხოვრებელი სახლებიც. სახლები ნაშენებია როგორც ტრადიციული პალმის რტოებით, ასევე შედარებით ახალი ცემენტის ბლოკებით. ატოლზე ყველაზე ღირსშესანიშნავი შენობა ტუვალუს ეკლესიის შენობა - ფეტუ-აო-ლიმაა (დილის ვარსკვლავის ეკლესია).
სხვა საინტერესო ადგილებს წარმოადგენს მეორე მსოფლიო ომის დროს ჩამოვარდნილი იაპონური თვითმფრინავი. აეროპორტი მეორე მსოფლიო ომის დროს აშენდა და ახლა ის წარმოადგენს ფუნაფუტის საერთაშორისო აეროპორტს. აეროპორტი ემსახურება ფიჯიდან განხორციელებულ ფრენებს, თუმცა ასევე წარმოადგენს სპორტული ატივობების ადგილს და რეკრეაციულ ზონას.
მთავარ სპორტულ აქტივობას წარმოადგენს - "დამოუკიდებლობის დღის სპორტული ფესტივალი", რომელიც 1 ოქტომბერს ყოველწლიურად ტარდება ბუნაფუტზე. სხვა დიდი სპორტული ღონისძიება არის ტუვალუს თამაშები, 2008 წლიდა რომელიც ყოველწლიურად ტარდება. თამაშებს მონაწილეობის მისაღებად სხვა და სხვა კუნძულებიდან ჩამოდიან გუნდები.[9] ფეხბურთს ტუვალუზე თამაშობენ, როგორც გუნდურ ასევე ეროვნული ნაკრების დონეზე. ტუვალუს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ვარჯიშობს ფუნაფუტიზე არსებულ ტუვალუს სპორტული მოედანზე და მონაწილეობს პაციფიკურ თამასებში და სამხრეთ პაციფიკურ თამაშებში.
ტუვალუს პარლამენტი მდებარეობს ფუნაფუტიზე, იქვე მდებარეობს შემდეგი სამტავრობო ოფისები და სააგენტოები: ტუვალუს ტელეკომუნიკაციების კორპორაცია, ტუვალუს ეროვნული ბანკი, ტუვალუს ფილატელისტური ბიურო, ტუვალუს მეტეოროლოგიური სამსახური, ტუვალუს ეროვნული ბიბლიოთეკა და არქივი და ტუვალუს მედია დეპარტამენტი რომელიც ახდენს ტუვალუს რადიოს ტრანსლირებას. პოლიციის სათაო ოფისი, ტუვალუს უმაღლესი სასამრთლო და ციხე მდებარეობს ფონგაფალეზე. პრინცესა მარგარიტას ჰოსპიტალი, რომელიც ერთადერთი ტუვალუე რთადერთი ჰოსპიტალია ასევე მდებარეობს ფონგაფალეზე.
კლიმატი
რედაქტირებაკიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით ფუნაფატუს მოქცეულია ეკვატორული კლიმატური სარტყელში. ის არ არის ეკვატორიალური, რადგან ხშირი ციკლონებს განიცდის. ქალაქს არ აქვს მშრალი სეზონი და წლის განმავლობაში უხვი ნალექით გამოირჩევა. სლიურად საშუალოდ მოდის 3,500 მილიმეტრი ნალექი, ხოლო ყოველ თვე მინიმუმ 200 მილი ლიტრი. როგორც ეკვატორული კლიმატისთვისაა დამახასიათებელი ფუნაფუტიზე წლის განმავლობაში ტემპერატურა მცირედით იცვლება. წლის განმავლობაში საშუალო ტემპერატურას ცელსიუსით 28 გრადუსი წარმოადგენს.
ისტორია
რედაქტირებაფუნაფუტის მოსახლეობის წინაპრები მოვიდნენ სამოადან.[10][11] ერთ-ერთი კუნძულის სახელი ფუნაფალა ნიშნავს შემდეგს: "ფუნას პანდანუსი". ფუნა - ბელადის სახელი რომლის მიხედვითაც მთლიან ატოლსაც ჰქვია სახელი - ფუნაფუტი.[12]
პრველი ევროპელი, რომელმაც ფუნაფუტი მოინახულა იყო არენტ შულერ დე პეისტერი. ბრიტანული დროშის ქვეშ მცურავი შეიარაღებული ბრიგანტინა რებაკა-ს კაპიტანი.[13][14] 1819 წლის მაისში არენტ შულერ დე პეისტერი მიცურავდა ტუვალუს სამხრეთ წყლებში საიდანაც დაინახა ფუნაფუტი, რომელსაც მან ინგლისელი პოლიტიკოსის ედუარდ ელისის (რებეკას მფლობელი პარლამენტარი) საპატივცემოდ ელისეს კუნძული უწოდა.[15]
შეერთებული შტატების გამოკვლევითმა ექსპედიციამ ჩარლს ვილკესის ხელმძღვანელობით კუნძული 1841 წელს მოინახულა.[16] გუანოს კუნძულების აქტის მიხედვით ამერიკა პრეტენზიას კუნძულზე 1979 წელს მეგობრობის შეთანხმების გაფორმებამდე აცხადებდა.
ჯონ (ასევე ცნობილი როგორც ჯეკი) ო'ბრაიენი იყო პირველი ევროპელი რომელიც კუნძულზე დასახლდა. ის სალაიზე, მთავარი ბელადის შვილზე დაქორწილნდა.[17] with his name continuing on Funafuti.[18]
1860-1900 წლებშ ფუნაფუტის მოსახლეობა მერყეობდა 280-დან 300 ადამიანამდე.[19]
ფუნაფუტის საფოსტო ოფისი გაიხსნა 1911 წელს.[20]
1942 წელს გილბერტის კუნძულების იაპონიის ოკუპაციის დროს ფუანაფუტი იყო გილბერტის და ელისის კუნძულების ცენტრი.
მოსახლეობა
რედაქტირება2002 წელს ატოლის მოსახლეობა შეადგენდა 4492 ადამიანს, ეს ყველაზე მრავალრიცხოვანი ატოლია ქვეყანაში. ატოლის ერთ-ერთ სოფელში (ვაიაკუში) მდებარეობს მთავრობა. ზოგჯერ ამბობენ, რომ ტუვალუს დედაქალაქია — ფონგაფალე ან ვაიაკუ, მაგრამ ოფიციალურად ქვეყნის დედაქალაქია მთელი ატოლი ფუნაფუტი. ფონგაფალეს, ფუნაფალას და ამატუკუს კუნძულებს ჰყავთ მუდმივი მოსახლეობა. სულ ატოლზე 9 დასახლებული პუნქტია:
ფონგაფალე
რედაქტირებაფონგაფალეს ძირითადი კუნძული
რედაქტირება- ფაკაიფუ 1007 ად.
- სენალა 589 ად.
- ალაპი 1024 ად.
- ვაიაკუ 516 ად.
ფონგაფალეს დანარჩენი კუნძულები
რედაქტირება- ლოფეაგაი 399 ად.
- ტეონე 540 ად.
- ტეკავატოეტოე 343 ად.
ფუნაფალა
რედაქტირება- ფუნაფალა 22 ად.
ამატუკუ
რედაქტირება- ამატუკუ 52 ად.
სულ 2002 წლის აღწერით ამ 9 დასახლებულ პუნქტში მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 4492 ადამიანს.
ეკონომიკა
რედაქტირებაარსებობს აეროპორტი ასაფრენ-დასაჯდომი ზოლით, სასტუმრო (Vaiaku Langi Hotel), ადმინისტრაციული შენობები, ტრადიციული სტილით — პალმის ფოთლებით და თანამედროვე — ცემენტით აშენებული საცხოვრებელი სახლები.
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებაატოლ ფუნაფუტიზე ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა — ტუვალუს ეკლესია. მეორე ღირსშესანიშნაობაა — ამერიკული თვითმფრინავის ნარჩენები, რომელიც ჩამოვარდა ფუნაფუტიზე მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი გამოიყენებოდა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ გილბერტის კუნძულების დასაცავად (დღეისათვის კირიბატის შემადგენელი ნაწილი). აშშ პრეტენზიას აცხადებდა ფუნაფუტიზე 1970-იანი წლების ბოლოს მეგობრობის ხელშეკრულების ხელმოწერამდე.
ლაგუნა
რედაქტირებაფუნაფუტის ატოლის ლაბუნის სიგრძე ჩრდილოეთიდა სამხრეთით არის 24.5 კილომეტრი, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთით 17.5 კილომეტრი. მისი ფართობი შეადგენს 275 კვადრატულ კილომეტრს. მისი სიღრმე 55 მეტრამდე აღწევს. ზედაპირიდან 6 მეტრის სიღრმეზე აქვს რამდენიმე წყალქვეშა კლდე და რიფი. ლაგუნის ჩრდილოეთ ნაწილში არის ღრმა ბასეინი, სამხრეთ ნაწილს აქვს თხელი და ვიწრო ბასეინი.[21]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Hedley, Charles (1896). „General account of the Atoll of Funafuti“ (PDF). Australian Museum Memoir. 3 (2): 1–72.
- Kench, Thompson, Ford, Ogawa and McLean. (2015) GSA DATA REPOSITORY 2015184 (Changes in planform characteristics of 29 islands located on Funafuti's atoll rim). The Geological Society of America. ციტირების თარიღი: 22 January 2017.
- Lambert, Sylvester M.. Young woman, member of the O'Brien family, Funafuti, Tuvalu. Special Collections & Archives, UC San Diego. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 თებერვალი 2017. ციტირების თარიღი: 18 November 2017.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Map of Funafuti. Tuvaluislands.com. ციტირების თარიღი: 24 ივლისი 2020.
- ↑ Lal, Andrick South Pacific Sea Level & Climate Monitoring Project - Funafuti atoll. SPC Applied Geoscience and Technology Division (SOPAC Division of SPC). ციტირების თარიღი: 24 ივლისი 2020. დაარქივებული 3 February 2014[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
- ↑ Population of communities in Tuvalu. Thomas Brinkhoff (11 April 2012). ციტირების თარიღი: 20 March 2016.
- ↑ Tuvalu country brief. Australian Department of Foreign Affairs and Trade (March 2020). ციტირების თარიღი: 3 March 2020.
- ↑ Islands of Tuvalu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-27. ციტირების თარიღი: 2015-01-09.
- ↑ Funafuti. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-30. ციტირების თარიღი: 2015-01-09.
- ↑ Funafuti Strategic Plan 2011-2015. Funafuti Falekaupule (February 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 26 April 2015.
- ↑ Pacific Aviation Investment Program (PAIP) Environmental Management Plan - Funafuti International Airport(FUN) and Road Interim Working Document. AECOM (13 November 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 18 March 2016.
- ↑ Endou, Shuuichi. (18 May 2011) Tuvalu Games 2011. Tuvalu-News.TV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ოქტომბერი 2012. ციტირების თარიღი: 31 October 2012.
- ↑ Talakatoa O'Brien (1983). Tuvalu: A History, Chapter 1, Genesis. Institute of Pacific Studies, University of the South Pacific and Government of Tuvalu.
- ↑ Kennedy, Donald G. (1929). „Field Notes on the Culture of Vaitupu, Ellice Islands“. პოლინეზიური საზოგადოების ჟურნალი. 38: 2–5. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 October 2008. ციტირების თარიღი: 14 January 2012.
- ↑ Hedley, Charles (1896) General account of the Atoll of Funafuti. Australian Museum Memoir 3(2): 1–72. დაარქივებული 15 October 2013[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
- ↑ De Peyster, J. Watts 1821-1907. Military (1776-'79) transactions of Major, afterwards Colonel, 8th or King's foot, Arent Schuyler de Peyster (with details of the discovery of the Ellice and de Peyster Islands in the Pacific Ocean, in May, 1819). Reproduction of original in: Bibliotheque nationale du Quebec. ISBN 0665040512.
- ↑ The De Peysters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ივლისი 2017. ციტირების თარიღი: 14 August 2017.
- ↑ Laumua Kofe, Palagi and Pastors, Tuvalu: A History, Ch. 15, Institute of Pacific Studies, University of the South Pacific and Government of Tuvalu, 1983
- ↑ Tyler, David B. – 1968 The Wilkes Expedition. The First United States Exploring Expedition (1838–42). Philadelphia: American Philosophical Society
- ↑ A Brief History of Tuvalu: Christianity and European Traders. Tuvaluislands.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 აგვისტო 2013. ციტირების თარიღი: 15 September 2013.
- ↑ Lambert, Sylvester M.. Young woman, member of the O'Brien family, Funafuti, Tuvalu. Special Collections & Archives, UC San Diego. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 თებერვალი 2017. ციტირების თარიღი: 25 January 2017.
- ↑ Bedford, Richard; Macdonald, Barrie; Monro, Doug (1980). „Population Estimates for Kiribati and Tuvalu“. Journal of the Polynesian Society. 89 (1): 199.
- ↑ Premier Postal History. Post Office List. Premier Postal Auctions. ციტირების თარიღი: 5 July 2013.
- ↑ EU-SOPAC Project Report 50: TUVALU TECHNICAL REPORT High-Resolution Bathymetric Survey Fieldwork undertaken from 19 September to 24 October 2004. Pacific Islands Applied Geoscience Commission c/o SOPAC Secretariat (October 2018). ციტირების თარიღი: 21 October 2019.