გილბერტის კუნძულები
გილბერტის კუნძულები (ინგლ. Gilbert Islands) — კუნძულების ჯგუფი წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, მიკრონეზიაში. შედიოდა დიდი ბრიტანეთის კოლონიის გილბერტისა და ელისის კუნძულების შემადგენლობაში. დღეისათვის შედის კირიბატის შემადგენლობაში. შედგება მარჯნის 16 ატოლისაგან. ფართობი 279,23 კმ². მოსახლეობა 93 496 კაცს შეადგენს (2010)[1]. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბაირიკი.
მშობ. სახელი: ინგლ. Gilbert Islands | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 3°17′ ჩ. გ. 2°38′ ა. გ. / 3.283° ჩ. გ. 2.633° ა. გ. |
კუნძულთა რაოდენობა | 16 |
მთავარი კუნძული | ტაბიტეუეა |
ფართობი | 279,23 კმ² |
კირიბატი | |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 93 496 (2010) |
სიმჭიდროვე | 334,83 ად. /კმ² |
გეოგრაფია
რედაქტირებაკლიმატი ეკვატორულია, ცხელი და ნოტიო, თუმცა სამხრეთი, ხოლო ნაწილობრივ ჯგუფის ცენტრალური კუნძულები განიცდიან პერიოდულ გვალვებს. იზრდება ბუჩქოვანი მცენარეულობა. მოჰყავთ ქოქოსის პალმა, ბოსტნეული კულტურები, ხილი.
გილბერტის კუნძულები
რედაქტირებაშენიშვნა: ატოლი ტარავა დაყოფილია სამ საარჩევნო ოლქად:
- სამხრეთი ტარავა ანუ Teinainano Urban Council (ბაირიკიდან ბონრიკიმდე);
- ბეტიო ანუ Betio Town Council;
- ჩრდილოეთი ტარავა ანუ Tarawa Ieta.
ისტორია
რედაქტირებაგილბერტის კუნძულები აღმოაჩინეს ინგლისელმა საზღვაო ოფიცრებმა 1764 და 1824 წლებს შორის. სახელი ეწოდა ჯ. გილბერტის პატივსაცემად, რომელიც ესტუმრა ამ კუნძულებს 1788 წელს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 154.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Kiribati Census Report 2010 Volume 1. National Statistics Office, Ministry of Finance and Economic Development, Government of Kiribati. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-30. ციტირების თარიღი: 2014-09-25.