მშრალი სეზონი
მშრალი სეზონი — ანტიციკლონების გადაადგილების შედეგად ატმოსფერული ნალექების რამდენიმე თვის განმავლობაში ყოველწლიურად განმეორებადი შემცირება და შეწყვეტაც კი, რომელიც ხდება ეკვატორის სიბრტყეზე მზის გადაადგილებით.
ტიპური მშრალი სეზონი შეიმჩნევა სუბეკვატორულ და ტროპიკულ გეოგრაფიულ სარტყლებში. ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ მზის მოძრაობის მიხედვით ტროპიკულ დეპრესიას მოაქვს არაპროპორციულად მაღალი ნალექების რაოდენობა. მზის შესუსტების შემდეგ დგება ანტიციკლონი და ნალექები საერთოდ აღარ მოდის, ან მოდის საკმაოდ იშვიათად და ცოტა.
სუბტროპიკულ სარტყელში ასევე იცის მშრალი სეზონი, მას ადგილი აქვს ხმელთაშუაზღვის ტიპის კლიმატის დროს და გამოწვეულია მსგავსი მიზეზებით — ზაფხულში თითქმის ყოველთვის მზე, მაგრამ მაინც ზენიტში არმყოფი, ქმნის მდგრად ანტიციკლონს, ხოლო ზამთარში ინტენსიურად ქმნის ციკლონებს.
ზომიერ განედებში მშრალი სეზონი დგება მუსონური კლიმატის დროს, როდესაც ქარი დროდადრო იცვლება და ქრის ზოგჯერ მშრალი, ზოგჯერ კი ნოტიო (ხშირად ზამთარი მშრალია, ხოლო ზაფხული ნოტიო).
სუბარქტიკული და არქტიკული სარტყლების კლიმატში ნალექები მუდამ ცოტა მოდის, მაგრამ აორთქლებაც საკმაოდ დაბალია. ამიტომ ამ სარტყლებისთვის დაყოფა მშრალ და ნოტიო სეზონებად არ ხდება. შესაბამისად ცნება მშრალი სეზონი ძირითადად გამოიყენება სუბეკვატორული და ტროპიკული სარტყლების კლიმატისათვის.
ეკვატორის მიერ გაყოფილ დედამიწის ნახევარსფეროებში სეზონები სხვადასხვაა და დროდადრო იცვლება. ჩრდილოეთი ნახევარსფეროს ტროპიკულ სარტყელში მშრალი სეზონი გრძელდება ოქტომბრიდან მარტის ჩათვლით. ამ დროს წვიმები იშვიათობაა, ხოლო ამინდი — უფრო ცხელი და მზიანი. აპრილში მშრალ სეზონს ცვლის წვიმების სეზონი, რომელიც გრძელდება სექტემბრის ჩათვლით. სამხრეთ ტროპიკებში, პირიქით, დგება მშრალი სეზონი.
წყლის და საკვების მოსაძებნად გვალვა იძულებულს ხდის ცხოველებს მოახდინონ მიგრაცია. ესენია ზებრები, ანტილოპა გნუები, სპილოები. დაბალი სინოტივე ასევე ხელს უწყობს ხანძრების გავრცელებას ტყეებში და სავანებში. ამას გარდა, მშრალი სეზონი გავლენას ახდენს დაავადების გავრცელების ზრდაზე, სავარაუდოდ, იმ მიზეზით, რომ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დამთავრებას მოსდევს ადამიანების კონცენტრაციის ზრდა დასახლებულ პუნქტებში. 2008 წელს მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ წითელით დაავადების მაჩვენებელს მდინარე ნიგერის ხეობაში აქვს მნიშვნელოვანი სეზონური მერყეობა, რამდენიმეჯერ მეტი, ვიდრე ევროპაში ან ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც აღნიშნული მაჩვენებელი იყო სტაბილური.[1]
მკვლევარების მეორე ჯგუფმა გამოავლინა, რომ ატმოსფეროს მდინარე ამაზონის აუზის თავზე ოზონის დიდი შემცველობა აქვს ზუსტად მშრალი სეზონის დროს და არა წვიმების სეზონის დროს.[2]
-
…და მშრალ სეზონში (ივლისი).
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Dry Season Brings On Measles In Sub-Saharan Africa — ScienceDaily, 07.02.2008
- ↑ Ozone measurements in Amazonia: Dry season versus wet season დაარქივებული 2011-06-06 საიტზე Wayback Machine. — JOURNAL OF GEOPHYSICAL RESEARCH