მთავარი მენიუს გახსნა

ნესვის ხე, პაპაია (ლათ. Carica papaya) — ტროპიკული მცენარე პაპაიასებრთა ოჯახისა. ხისებრი ბალახოვანი მცენარეა. გარეგნულად პალმას წააგავს. მისი ღეროს სიმაღლე 4-8 აღწევს. წვერზე ჯგუფად სხედან გრძელყუნწიანი, თათისებრ განკვეთილი დიდი ფოთლები. ნაყოფი ნესვს მოგვაგონებს; მწიფეს ხმარობენ ხილად, მკვახეს — ბოსტნეულად. სწრაფად იზრდება, დიდხანს არ ცოცხლობს, ნიადაგს ნაკლებად ირჩევს, ყინვას ვერ უძლებს.

ნესვის ხე
Carica papaya dsc07806.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  Brassicales
ოჯახი:  პაპაიასებრნი
სახეობა:  ნესვის ხე
ლათინური სახელი
Carica papaya
დაცვის სტატუსი
Status none DD.svgen:Data Deficient
არასრული მონაცემები
IUCN Data Deficient : 20681422

ცნობილია მხოლოდ კულტურაში, ძირითადად ტროპიკებში როგორც ხეხილი. ტროპიკულ ამერიკასა და აზიაში ველურდება. ნაყოფის რძეწვენისაგან იღებენ ფერმენტ პაპაინს.

ლიტერატურარედაქტირება