ტოკელაუ (ინგლ. Tokelau) — ახალი ზელანდიის მმართველობის ქვეშ არსებული ტერიტორია, რომელიც შედგება სამი მარჯნის ატოლისაგან და მდებარეობს წყნარ ოკეანეში ახალ ზელანდიასა და ჰავაის კუნძულებს შორის. საერთო ფართობი შეადგენს 10 კმ²-ს, ხოლო აქ ცხოვრობს 1411 კაცი (2011)[2][3] (2011 წლის აღწერა). ატოლის ჩრდილოეთით მდებარეობს სამოას, აღმოსავლეთით ტუვალუს, სამხრეთით ფენიქსის კუნძულების, დასავლეთით ლაინის კუნძულების (ფენიქსის და ლაინის კუნძულები მიეკუთვნება კირიბატის) ტერიტორიული წყლები. იგი შედის ახალი ზელანდიის სამეფოში. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ტოკელაუ არა-თავისუფალ ტერიტორიად მიიჩნია.[4][5].დასავლელების მიერ ეს სახელმწიფო ზოგჯერ ძველი კოლონიური სახელით, კავშირის კუნძულებით მოიხსენიება.

ტოკელაუ
ინგლ. Tokelau
ტოკელაუ
ტოკელაუს
დევიზი: "Tokelau mo te Atua"
ტოკელაუს მდებარეობა
დედაქალაქიატაფუ
09°10′ ს. გ. 171°50′ ა. გ. / 9.167° ს. გ. 171.833° ა. გ. / -9.167; 171.833
უდიდესი ქალაქი ფაკაოფო
ოფიციალური ენა ტოკელაური[1]
ინგლისური
მთავრობა კონსტიტუციური მონარქია
 -  მეფე ჩარლზ III
 -  ადმინისტრატორი დეივიდ პეიტონი
ფართობი
 -  სულ 10 კმ2 (228)
მოსახლეობა
 -  2011 შეფასებით 1411 (220-ე)
 -  სიმჭიდროვე 141,10 კაცი/კმ2 (86)
მშპ (მუპ) 1993 შეფასებით
 -  სულ $1.5 მილიონი (227)
 -  ერთ მოსახლეზე $1,035 
ვალუტა ახალ ზელანდიური დოლარი (NZD)
დროის სარტყელი UTC+13:00
Internet TLD .tk
სატელეფონო კოდი 690

დასხელება რედაქტირება

დასახელება «ტოკელაუ» პოლინეზიურიდან თარგმანში ნიშნავს «ჩრდილოეთის ქარი». ეს ტერიტორია აღმოაჩინეს ევროპელმა მკვლევარება და მას სახელად დაარქვეს «გაერთიანებული კუნძულები». სახელი ტოკელაუ მიღებულ იქნა 1946 წელს, ხოლო ოფიციალურად დამტკიცდა 1976 წლის 9 დეკემბერს.

გეოგრაფია რედაქტირება

 
ტოკელაუს რუკა.

ტოკელაუს კუნძულები შედგება სამი ატოლისაგან — ატაფუ, ნუკუნონუ და ფაკაოფო. გეოგრაფიულად ტოკელაუს მიეკუთვნება ატოლი სუეინსიც, რომელიც ადმინისტრაციულად შედის ამერიკის სამოას შემადგენლობაში. ატოლები შედგებიან დიდი რგოლისებური წყლისქვეშა რიფებისაგან, რომლებზეც აღმართულია ბევრი პატარა მარჯნის კუნძულები. პატარა კუნძულები ოკეანის ზედაპირიდან ამოწეულია მხოლოდ 3—4 მეტრით.

კუნძულების ზედაპირი შედგება მარჯნის ნატეხებისაგან და მარჯნის ქვიშისაგან. ღარიბ კირქვიან ნიადაგზე იზრდებიან მხოლოდ პანდანუსები, ქოქოსის პალმები და ბუჩქები.

ტოკელაუს კლიმატი მუდმივად ცხელია, პასატურია და ნესტიანია. დეკემბერ-მარტში იშვიათობას არ წარმოადგენს ქარიშხლები.

ისტორია რედაქტირება

1889 წელს ტოკელაუს კუნძულებმა მიიღეს დიდი ბრიტანეთის პროტექტორატი.

1916 წლიდან ისინი შევიდნენ ბრიტანეთის კოლონიის გილბერტის და ელისის კუნძულები შემადგენლობაში. 1925 წელს გადაეცა ახალ ზელანდიას მმართველობაში.

2002 წლიდან ტოკელაუს ხელისუფლებამ გაერო-ს დეკოლონიზაციის კომიტეტთან და ასევე ახალი ზელანდიის ხელისუფლებასთან ერთად შეიმუშავეს გეგმა ტოკელაუს დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის შესახებ ახალ ზელანდიასთან თანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე. ტოკელაუს პარლამენტმა ხმა მისცა დამოუკიდებლობას, მაშინ როცა ახალი ზელანდიის პარლამენტმა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გადადო მიღებული გადაწყვეტილება ამ საკითხზე მოსახლეობაში რეფერენდუმის ჩატარებამდე.

ტოკელაუსათვის თვითგამორკვევის სტატუსის მიცემა ახალ ზელანდიასთან თავისუფალი ასოციაციის ფორმით გამოტანილი იყო რეფერენდუმზე 2006 წლის 11 თებერვალს, რომელიც ჩატარდა გაეროს მეთვალყურეობის ეგიდით. რეფერენდუმის პირობებით, თავისუფალი ასოციაციის სასარგებლოდ არჩევისათვის აუცილებელი იყო ხმების 66 % მიღება (615 ადამიანი), მაგრამ ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა რეფერენდუმში მონაწილეთა მხოლოდ 60 %. მეორე რეფერენდუმი, ჩატარდა 2007 წლის 20-დან 24 ოქტომბრამდე გაეროს მეთვალყურეების თანდასწრებით, მიუხედავად თითქმის ასპროცენტიანი შედეგების მოლოდინისა თვითგამორკვევას ხმა მისცა მხოლოდ რეფერენდუმში მონაწილეთა 64,5 % (დააკლდა მხოლოდ 16 ხმა აუცილებელი 2/3-სთვის). შესაბამიმისად, ტოკელაუმ შეინარჩუნა ძველი სტატუსი არათვითმართვადი ტერიტორია სხვისი მართველობის ქვეშ.

დღეისათვის ტოკელაუ წარმოადგენს ახალი ზელანდიის სამფლობელოს, იმართება 1948 წლის ტოკელაუს აქტისა და 1963—1999 წლებში მასში შესული შესწორებების საფუძველზე. ამ დოკუმენტის თანახმად ახალი ზელანდია უზრუნველყოფს ტოკელაუს კუნძულების თავდაცვას.

პოლიტიკური სტრუქტურა რედაქტირება

სახელმწიფოს მეთაურია — ახალი ზელანდიის მონარქი, რომელიც წარდგენილია ქვეყანაში ადმინისტრატორით. 2022 წლის 8 სექტემბრიდან ახალი ზელანდიის მონარქია მეფე ჩარლზ III.

მთავრობის ხელმძღვანელი მეთაურობს ეგრეთ წოდებულ ფაიპულეს საბჭოს, რომელშიც შედიან ატოლის სამი ბელადი. საბჭო ასრულებს მთავრობის ფუნქციებს. მასში ასევე შედიან სამივე დასახლების უხუცესები.

ადმინისტრატორს ნიშნავს ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი, ხოლო მთავრობის მეთაური ინიშნება ერთ-ერთი ატოლის სამი ბელადისგან ერთი წლის ვადით.

საკანონმდებლო ხელისუფლება ეკუთვნის ერთპალატიან პარლამენტს (20 ადგილი) — General Fono. პარლამენტში ატოლების უხუცესთა საბჭოები (Taupulega) ირჩევენ წარმომადგენლებს 3 წლის ვადით.

ადმინისტრაციული დაყოფა რედაქტირება

ტოკელაუ იყოფა სამ ატოლად: ატაფუ, ნუკუნონუ და ფაკაოფო. თითოეულ მათგანს აქვს შესაბამისად იგივე დასახელების ადმინისტრაციული ცენტრი.

ატოლი ადმინისტრაციული ცენტრი მიწის ფართობი,
კმ²
ლაგუნის ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,
ად. (2011)
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
კოორდინატები
1 ატაფუ ატაფუ 2,03 17 482 237,44 8°33′06″ ს. გ. 172°30′03″ დ. გ. / 8.55167° ს. გ. 172.50083° დ. გ. / -8.55167; -172.50083 (Atafu)
2 ნუკუნონუ ნუკუნონუ 5,46 98 397 72,71 9°10′06″ ს. გ. 171°48′35″ დ. გ. / 9.16833° ს. გ. 171.80972° დ. გ. / -9.16833; -171.80972 (Nukunonu)
3 ფაკაოფო ფაკაოფო 2,63 50 490 186,31 9°21′55″ ს. გ. 171°12′54″ დ. გ. / 9.36528° ს. გ. 171.21500° დ. გ. / -9.36528; -171.21500 (Fakaofo)
სულ 10,12 165 1369 139,43

შენიშვნა: 42 ტოკელაუს მოქალაქე აღწერისას იმყოფებოდა სამოაში.

მოსახლეობა რედაქტირება

რაოდენობა და განსახლება რედაქტირება

ტოკელაუს მოსახლეობა[3]
მოსახლეობის სტრუქტურა
მოსახლეობის რიცხვი 1411 (2011, აღწერა)
მოსახლეობის სიმჭიდროვე 141,10 ად./კმ² (2011, აღწერა)
საშუალო ასაკი საერთო:
ასაკობრივი სტრუქტურა 0-19: 35 % (2011)
20-69: 60 % (2011)
70-ზე უფროსი: 5 % (2011)
ქალაქის მოსახლეობის წილი
შობადობა
ფერტილობის საერთო კოეფიციენტი
შობადობის საერთო კოეფიციენტი
სიკვდილიანობა
ჩვილთა სიკვდილიანობა 1000
დაბადებულზე (ასაკი 1 წლამდე)
ბავშვთა სიკვდილიანობა (1-დან 4 წლამდე)

მოსახლეობის 2011 წლის აღწერის თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის რიცხვი შეადგენს 1411 ადამიანს. აქედან 701 კაცია და 710 ქალი.[3]

ატოლ ატაფუს მოსახლეობა შეადგენს 482 ადამიანს (225 კაცი და 257 ქალი), ატოლ ნუკუნონუს მოსახლეობაა 397 ადამიანი (222 კაცი და 175 ქალი), ხოლო ატოლ ფაკაოფოზე ცხოვრობს 490 ადამიანი (234 კაცი და 256 ქალი). აღწერის დროს სამოაში იმყოფებოდა 42 ადამიანი (20 კაცი და 22 ქალი).[3]

19 წლის ჩათვლით ახალგაზრდების წილი 2011 წელს შეადგენს 35 %-ს (497 ადამიანი), უფროსი ასაკის მოსახლეობა 20-დან 69 წლის ჩათვლით — 60 %-ს (850 ადამიანი), 70 წლის და უფრო უფროსები — 5 %-ს (64 ადამიანი).[3]

ეთნიკური შემადგენლობა რედაქტირება

მოსახლეობის 2011 წლის აღწერის თანახმად რეზიდენტი მოსახლეობის 65,6 % (ანუ 746 ადამიანი) ტოკელაუელია (მკვიდრი პოლინეზიელი მოსახლეობა), 8,8 % (100 ადამიანი) — ტოკელაუელისა და სამოელის შთამომავალი, 6,9 % (79 ადამიანი) — ტოკელაუელისა და ტუვალუელის შთამომავალი, 6,8 % (77 ადამიანი) — სამოელი, დანარჩენი რეზიდენტი მოსახლეობის რიცხვია — 11 % (141 ადამიანი) (უპირატესად მეტისები — 88 ადამიანი, სხვა წყნარი ოკეანის კუნძულელები — 32 ადამიანი, ტუვალუელები — 13 ადამიანი, ევროპელი — 1 ადამიანი, სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები — 2 ადამიანი და 5-მა ადამიანმა არ დაასახელა თავისი ეთნიკური წარმომავლობა).[3]

ენები რედაქტირება

ინგლისურ ენასთან ერთად ქვეყნის ოფიციალური ენაა ტოკელაური.

მოსახლეობის 2011 წლის აღწერის თანახმად, კუნძულების მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა (94,1 %) ამტკიცებს, რომ ისინი რეგულარულად საუბრობენ ტოკელაურ ენაზე. რესპოდენტთა 59,2 % საუბრობს ინგლისურ ენაზე. 45,8 %-მა იცის სამოას ენაზე, ხოლო 11,7 %-მა იცის ტუვალუს ენაზე საუბარიც.[3]

რელიგია რედაქტირება

ტოკელაუს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ქრისტიანია. მოსახლეობის 2011 წლის აღწერის თანახმად, კუნძულელთა 58,5 % კონგრეგაციონალისტური ქრისტიანული ეკლესიის მიმდევარია (ინგლ. Congregational Christian Church), 36,8 % — კათოლიკე, 1,8 % — პრესვიტერიანელები, 3,9 % — ასევე სხვა ქრისტიანული სარწმუნეობის მიმდევრები.[3]

ეკონომიკა რედაქტირება

კუნძულების მოსახლეობა ცხოვრობს მეთევზეობისა და საზღვარგარეთიდან ნათესავებისგან გამოგზავნილი თანხების ხარჯზე. კუნძულებს მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას უწევს ახალი ზელანდია. გარკვეულ შემოსავალს იძლევა საფოსტო მარკების და სუვენირული მონეტების გამოშვება. ქვეყნის შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი შეადგენს ეროვნული დომენის ზონა .tk. ამ დომენის ზონის სარეკლამო შემოსავლები შეადგენს კუნძულების მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 20 %-ს[6].

კუნძულებზე მოჰყავთ ქოქოსის პალმა, ნესვის ხე, პურის ხე, ბანანი. ასევე მოშენებული ჰყავთ ღორები, თხები, შინაური ფრინველები.

2012 წლამდე ელექტროენერგია გამომუშავდებოდა დიზელის ელექტროსადგურების საშუალებით. დიზელის საწვავის შეძენაზე დანახარჯები შეადგენდა დაახლოებით 1 მილიონ დოლარს წელიწადში. ნოემბრიდან ტოკელაუს კუნძულები მთლიანად გადავიდა მზის ენერგიაზე. პროექტის ღირებულებამ შეადგინა 8,5 მილიონი დოლარი, რომლიდანაც შვიდი მილიონი გამოყო ახალი ზელანდიის ხელისუფლებამ.

ცსს-ს ანგარიშგების საფუძველზე 2001 წელს, ტოკელაუს მსოფლიოში უკავია ბოლო ადგილი მშპ-ს პარიტეტულ მოცულობაში[7].

სქოლიო რედაქტირება

  1. http://www.tokelau-info.tk/
  2. მოსახლეობის აღწერა (2011)
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 3.7 ტოკელაუს მოსახლეობის აღწერა (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2014-07-26.
  4. Official site for the Tokelau Council of Ongoing Government. ციტატა: „The basis of Tokelau's legislative, administrative and judicial systems is the Tokelau Islands Act 1948 and its amendments. (See the link "LAW") In November 1974 the administration of Tokelau was transferred from the Mäori and Island Affairs Department to the Ministry of Foreign Affairs. From then until September 1980, when the Tokelau administration regulations were amended, the New Zealand Secretary of Foreign Affairs was the administrator of Tokelau. New regulations then came into force whereby the Minister of Foreign Affairs was empowered to appoint a suitable person to be the Administrator of Tokelau. The New Zealand flag is used and the anthem is God Save the Queen.“ ციტირების თარიღი: 2007-11-04.
  5. Tokelau. New Zealand Ministry of Foreign Affairs and Trade. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2008-12-23.
  6. ქვეყნის შემოსავლები / «Expert Online» 2013-04-12. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-14. ციტირების თარიღი: 2014-07-28.
  7. The World Factbook. ცსს (2001). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-04. ციტირების თარიღი: 2013-03-04.