ახალი ზელანდიის სამეფო
ახალი ზელანდიის სამეფო (ინგლ. Realm of New Zealand) — ტერიტორია რომლის ხელმძღვანელადაც ითვლება ახალი ზელანდიის მეფე. სამეფო მოიცავს: ახალ ზელანდიას, კუკის კუნძულებს, ნიუეს, ტოკელაუს და როსის ტერიტორიას ანტარქტიკაში.[1] სამეფოს მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 4 400 000 ადამიანს (ახალი ზელანდიის გარეშე — 18 000 ადამიანს), ხოლო საერთო ფართობია 719 188 კმ² (როსის ანტარქტიდული ტერიტორიის (450 000 კმ²) და ახალი ზელანდიის გარდა (268 680 კმ²) — 508,2 კმ²).
2022 წლის 8 სექტემბრიდან ახალი ზელანდიის მონარქია მეფე ჩარლზ III.
რადგანაც ახალი ზელანდიის მონარქი ერთდროულად კიდევ 15 სხვა სახელმწიფოს მეთაურია, რომლებიც ცნობილია თანამეგობრობის სამეფოების სახით, ახალ ზელანდიაში უშუალოდ მონარქს წარმოადგენს გენერალ-გუბერნატორი. 2011 წლის აგვისტოდან ეს თანამდებობა უკავია ჯერი მატეპარაის.
თანამეგობრობის სხვა სამეფოებისგან განსხვავებით, ახალი ზელანდიის სამეფო არ არის სახელმწიფო და არ აქვს საერთაშორისო სახელმწიფოებრივი აღიარება. ტერმინს «ახალი ზელანდიის სამეფო» აქვს კონცეფსუალური, სიმბოლური ხასიათი, რომელიც მიუთითებს სხვადასხვა ქვეყნების და სახელმწიფოების ისტორიის და მორალური ფასეულობების ერთიანობისკენ და სახელმწიფოს ერთი მეთაურის აღიარებისკენ.
დროშა | გერბი | ტერიტორია | რეგიონი | ფართობი, კმ² |
მოსახლეობა, ად. (2011) |
დედაქალაქი | სტატუსი |
---|---|---|---|---|---|---|---|
ახალი ზელანდია* | წყნარი ოკეანე | 268 680 | 4 404 400 | უელინგტონი | სუვერენული სახელმწიფო | ||
კუკის კუნძულები | წყნარი ოკეანე | 236,7 | 14 974 | ავარუა | თვითმართვადი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი | ||
ნიუე | წყნარი ოკეანე | 261,46 | 1611 | ალოფი | თვითმართვადი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი | ||
ტოკელაუ | წყნარი ოკეანე | 10 | 1411 | ნუკუნონუ | დამოკიდებული ტერიტორია | ||
როსის ტერიტორია** | ანტარქტიდა | 450 000 | 0 | — | დამოკიდებული ტერიტორია** | ||
სულ | 719 188 | 4 422 396 | |||||
* კერმადეკის კუნძულების, ჩატემის კუნძულების, ასევე ახალი ზელანდიის სუბანტარქტიკული კუნძულების ჩათვლით. ** ანტარქტიდის შესახებ შეთანხმების თანახმად არ სცნობს საერთაშორისო თანამეგობრობა. |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Letters Patent constituting the office of Governor-General of New Zealand დაარქივებული 2003-10-03 საიტზე Wayback Machine.
- "Cook Islands" დაარქივებული 2012-11-03 საიტზე Wayback Machine.
- "Niue"დაარქივებული 2011-07-21 საიტზე Wayback Machine.
- "New Zealand and the Tokelau Islands" დაარქივებული 2010-06-05 საიტზე Wayback Machine.
- "Ross Dependency" დაარქივებული 2007-07-14 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ New Zealand's Constitution, New Zealand government, retrieved 20 November 2009