როსის ტერიტორია
როსის ტერიტორია (ინგლ. Ross Dependency) — ანტარქტიდის სექტორი, რომელზეც პრეტენზიას აცხადებს ახალი ზელანდია, არის ახალი ზელანდიის სამეფოს ნაწილი. მოიცავს ყველა იმ ტერიტორიას, რომლებიც მდებარეობენ ს. გ. 60°-ის სამხრეთით და ა. გ. 160°-ის და დ. გ. 150°-ს შორის. ტერიტორიამ დასახელება მიიღო ბრიტანელი მეზღვაურის ჯეიმზ კლარკ როსის პატივსაცემად, რომელმაც აღმოაჩინა როსის ზღვა.
Ross Dependency როსის ტერიტორია |
|||
---|---|---|---|
|
|||
ოფიციალური ენა | ინგლისური | ||
ფართობი | |||
- | სულ | 450 000 კმ2 | |
მოსახლეობა | |||
- | შეფასებით | 159—1370 | |
დროის სარტყელი | +12 | ||
სატელეფონო კოდი | +64-2409 |
ტერიტორია მოიცავს ვიქტორიას მიწის ნაწილს, როსის შელფურ მყინვარს, ბალენის, როსის, სკოტის და რუზველტის კუნძულებს.
სამეცნიერო სადგურები
რედაქტირებაპოლარული სადგურები სკოტი (ახალი ზელანდია) და მაკ მერდო (აშშ) — ერთადერთი მთელი წლის განმავლობაში მოქმედი სადგურებია ამ სექტორში. მათი მომსახურებისთვის მოქმედებს ორი ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი, რომელიც უზრუნველყოფს გარე სამყაროსთან კავშირს მთელი წლის განმავლობაში. ზაფხულობით ტვირთები ჩადის საზღვაო გზით.
იტალიას აქვს საკუთარი სეზონური სადგური ზუკელი ტერა ნოვას უბეში, რომელიც ზაფხულში მოქმედებს. 1969 წლიდან 1995 წლის ჩათვლით ახალ ზელანდიას ასევე ჰქონდა სეზონური სადგური ვანდა მშრალ ველებში. 1987 წლიდან 1992 წლის ჩათვლით გრინპისის ორგანიზაციას ასევე ჰქონდა საკუთარი სადგური როსის კუნძულზე, მაგრამ არასაკმარისი ფინანსირების გამო მოხდა სადგურის დაკეტვა.
იურისდიქცია
რედაქტირება1841 წელს მკვლევარმა ჯეიმზ კლარკ როსმა აღმოაჩინა ვიქტორიას მიწა, რომელიც, იქვე მდებარე ტერიტორიებთან ერთად, მის მიერ გამოცხადდა დიდი ბრიტანეთის საკუთრებად. 1923 წელს დიდმა ბრიტანეთმა მმართველობაში გადასცა ეს ტერიტორია ახალ ზელანდიას. ახალი ზელანდიის გენერალ-გუბერნატორი ასევე იყო როსის ტერიტორიის გუბერნატორიც. ანტარქტიდის შესახებ შეთანხმების პირობების თანახმად, რომელზეც ახალმა ზელანდიამ ხელი მოაწერა 1959 წელს, არც ერთ სახელმწიფოს არ აქვს უფლება წამოაყენოს ახალი პრეტენზიები მოცემულ ტერიტორიაზე. ახალი ზელანდია ინარჩუნებს კონტროლს ტერიტორიაზე, მაგრამ ისეთნაირად, რომ არ შებღალოს სხვა ქვეყნების უფლებები და არ დაარღვიოს ანტარქტიდის შესახებ შეთანხმება. ახალი ზელანდიის ტერიტორიული პრეტენზიები მიღებული რომ ყოფილიყო, მაშინ ის მიიღებდა უზარმაზარ ტერიტორიას, რომელიც საკმაოდ ბევრჯერ აღემატებოდა მისსავე ტერიტორიას და იგი მთლიანად დაფარული იქნებოდა ყინულით.
დროშა
რედაქტირებადღეისათვის, მხოლოდ ეროვნული ახალი ზელანდიის დროშაა როსის ტერიტორიის ოფიციალური სიმბოლო. მეორე «ოფიციალური» დროშა, ერთ დროს იყო ახალზელანდიური საფოსტო დროშა, რომელიც აღნიშნავდა სკოტის ბაზის საფოსტო განყოფილებას. ახალზელანდიური ვექსილოლოგი ჯეიმზ დიგნანმა დააპროექტა დროშა, რომელიც ხმარებაში შევიდა ტერიტორიის აღსანიშნავად, მაგრამ არ გახდა მის ოფიციალურ სიმბოლოდ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- როსის ტერიტორიის სამმართველოდაარქივებული 2011-08-07 საიტზე Wayback Machine.
- ახალზელანდიური ანტარქტიდა
- სკოტის ბაზის 50 წლისთავი დაარქივებული 2014-03-09 საიტზე Wayback Machine.
- როსის ტერიტორიის საფოსტო მარკები დაარქივებული 2007-09-27 საიტზე Wayback Machine.
- ტერიტორიის რუკა, ცენტრალური ნაწილი დაარქივებული 2007-09-27 საიტზე Wayback Machine.