ბალენის კუნძულები

ბალენის კუნძულები (ინგლ. Balleny Islands) — სამი დიდი და რამდენიმე პატარა დაუსახლებელი ვულკანური წარმოშობის კუნძულებისგან შემდგარი არქიპელაგი სამხრეთის ოკეანეში (სომოვის ზღვა), ახალი ზელანდიიდან სამხრეთით.

ბალენის კუნძულები

ბალენის კუნძულების რუკა
გეოგრაფია
66°55′ ს. გ. 163°45′ დ. გ. / 66.917° ს. გ. 163.750° დ. გ. / -66.917; -163.750
მდებარეობა ანტარქტიდა
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
კუნძულთა რაოდენობა 3 დიდი და ბევრი მომცრო კუნძული
მთავარი კუნძული სტერჟის კუნძული
ფართობი 791,9 კმ²
უმაღლესი წერტილი 1524 მ
დემოგრაფია
მოსახლეობა 0

გეოგრაფია

რედაქტირება

არქიპელაგში შედის სამი დიდი კუნძული — იანგი, ბაკლი და სტერჟი, ასევე ბევრი მომცრო კუნძულები და კლდეები.

კუნძული/კლდე ფართობი,
კმ²
უმაღლესი წერტილი,
მეტრი
იანგის ჯგუფი
იანგის კუნძული 225,4 Freeman Peak 1340
ბორადეილი 3,5 381
როუ 1,7 183
Beale Pinnacle 0,0 61
Pillar 0,0 51
Seal Rocks 0,0 15
ბაკლის ჯგუფი
ბაკლი 123,6 1238
Sabrina Island 0,2 90
The Monolith 0,1 79
Eliza Cone 0,0 67
Scott Cone 0,0 31
Chinstrap Islet 0,0
სტერჟის ჯგუფი
სტერჟის კუნძული 437,4 Brown Peak 1524
სულ 791,9 1524
 
ბალენის კუნძულები.

კუნძულების სიმაღლე აღწევს ზღვის დონიდან 1524 მეტრს, ტერიტორიის დიდი ნაწილი დაფარულია მყინვარებით. სიგრძეში არქიპელაგი გაჭიმულია დაახლოებით 160 კმ-ზე.

კუნძულებზე არსებობს ადელის პინგვინის და ანტარქტიდული პინგვინის დიდი კოლონიები.

კუნძულები შედის ანტარქტიდის შესახებ შეთანხმების მოქმედების ზონაში, მაგრამ, ახალ ზელანდიას კუნძულები შეჰყავს საკუთარი ანტარქტიკის ტერიტორიების შემადგენლობაში (როსის ტერიტორია).

კუნძულები 1839 წელს აღმოაჩინა ინგლისელმა მეზღვაურმა ჯონ ბალენმა და სახელიც მის პატივსაცემად დაერქვა.