შეთანხმება ანტარქტიდის შესახებ

შეთანხმება ანტარქტიდის შესახებ — ხელშეკრულებაა, რომელიც ითვალისწინებს ანტარქტიდის დემილიტარიზაციას, მის მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისათვის გამოყენებას და ბირთვული იარაღისაგან თავისუფალ ზონად გადაქცევას. ხელშეკრულება დაიდო 1959 წლის 1 დეკემბერს ვაშინგტონში და ძალაში შევიდა 1961 წლის 23 ივნისს 12 პირველმონაწილე სახელმწიფოს ხელმოწერის შემდეგ.

ანტარქტიდის შესახებ შეთანხმების ემბლემა.

ხელშეკრულების მთავარი მიზანია — ანტარქტიკის მთელი კაცობრიობის ინტერესებისათვის გამოყენების უზრუნველყოფა. ასევე გათვალისწინებულია სამეცნიერო კვლევების თავისუფლება და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა. ანტარქტიდაში იკრძალება ნებისმიერი ბირთვული აფეთქებები და რადიაქტიური მასალების დამარხვა. 1982 წელს, როგორც ანტარქტიდის შესახებ შეთანხმების სისტემის ნაწილი და მისი IX სტატიის შესრულება, ძალაში შევიდა ანტარქტიკის ზღვის ცოცხალი რესურსების შენარჩუნების შესახებ კონვენცია (ანტკომი)[1]. ამ კონვენციის მუხლების პრაქტიკაში გამოყენებას არეგულირებს ანტკომის კომისია, რომლის შტაბ-ბინა მდებარეობს ავსტრალიის ტასმანიის შტატის ქალაქ ჰობარტში.

კლასიფიკაცია

რედაქტირება

2010 წლის იანვრისთვის ხელშეკრულების მონაწილეთა რიცხვში შედის 46 სახელმწიფო, რომელთაგან 28 კონსულტატიური მხარეა. ხელშეკრულებასთან მიმართებაში ექსპერტები გამოყოფენ ქვეყნების სამ ჯგუფს[2]:

ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნები

რედაქტირება

პირველმონაწილე სახელმწიფოები გამოყოფილია სქლად.

ქვეყანა სათათბირო ხმის უფლება ძალაში შესვლის თარიღი
  ავსტრალია დიახ 1961 წლის 23 ივნისი
  ავსტრია 1987 წლის 25 აგვისტო
  არგენტინა დიახ 1961 წლის 23 ივნისი
  ბელარუსი 2006 წლის 19 ივლისი
  ბელგია დიახ 1961 წლის 23 ივნისი
  ბულგარეთი დიახ 1978 წლის 11 სექტემბერი
  ბრაზილია დიახ 1975 წლის 16 მაისი
  დიდი ბრიტანეთი დიახ 1961 წლის 23 ივნისი
  ვენესუელა 1999 წლის 24 მარტი
  უნგრეთი 1984 წლის 27 იანვარი
  გვატემალა 1991 წლის 31 ივლისი
  გერმანია დიახ 1979 წლის 5 თებერვალი
  საბერძნეთი 1987 წლის 8 იანვარი
  დანია 1965 წლის 20 მაისი
  ინდოეთი დიახ 1983 წლის 19 აგვისტო
  ესპანეთი დიახ 1982 წლის 31 მარტი
  იტალია დიახ 1981 წლის 18 მარტი
  კანადა დიახ 1988 წლის 4 მაისი
  ჩინეთი დიახ 1983 წლის 8 ივნისი
  კოლუმბია 1989 წლის 31 იანვარი
  კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა 1987 წლის 21 იანვარი
  კუბა 1984 წლის 16 აგვისტო
  მალაიზია 2011 წლის 31 ოქტომბერი
  მონაკო 2008 წლის 30 მაისი
  მონღოლეთი 2015 წლის 23 მარტი
  ნიდერლანდი დიახ 1967 წლის 30 მარტი
  ახალი ზელანდია დიახ 1961 წლის 23 ივნისი
  ნორვეგია დიახ 1961 წლის 23 ივნისი
  პაკისტანი 2012 წლის 1 მარტი
  პაპუა-ახალი გვინეა 1975 წლის 16 სექტემბერი
  პერუ დიახ 1981 წლის 10 აპრილი
  პოლონეთი დიახ 1961 წლის 23 ივნისი
  პორტუგალია 2010 წლის 29 იანვარი
  სამხრეთი კორეა დიახ 1986 წლის 28 იანვარი
  რუსეთი დიახ 1961 წლის 23 ივნისი
  რუმინეთი 1971 წლის 15 სექტემბერი
  სლოვაკეთი 1993 წლის 1 იანვარი
  აშშ დიახ 1961 წლის 23 ივნისი
  თურქეთი 2006 წლის 24 იანვარი
  უკრაინა დიახ 1992 წლის 28 ოქტომბერი
  ურუგვაი დიახ 1980 წლის 11 იანვარი
  ფინეთი დიახ 1984 წლის 15 მაისი
  საფრანგეთი დიახ 1961 წლის 23 ივნისი
  ჩეხეთი დიახ 1962 წლის 14 ივნისი
  ჩილე დიახ 1961 წლის 23 ივნისი
  შვეიცარია 1984 წლის 24 აპრილი
  შვედეთი დიახ 1987 წლის 21 იანვარი
  ეკვადორი დიახ 1987 წლის 15 სექტემბერი
  ესტონეთი 2001 წლის 17 მაისი
  სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა დიახ 1961 წლის 23 ივნისი
  იაპონია დიახ 1961 წლის 23 ივნისი

აქტუალურია 2015 წლის აპრილისათვის[3]

  1. კონვენციის ტექსტი ანტკომ კონვენცია (სრული ტექსტი)[მკვდარი ბმული]
  2. Gateway House, Who Will Control the Antarctic? — Fair observer, 2013 წლის 17 იანვარი. (ინგლისური)
  3. Parties. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-22. ციტირების თარიღი: 2015-05-19.