მაიონებელი გამოსხივება

(გადამისამართდა გვერდიდან მაიონიზირებელი გამოსხივება)

მაიონებელი გამოსხივება[1][2][3][4], მაიონიზებელი გამოსხივება[5][6][7] — გამოსხივება, რომლის ურთიერთქმედება გარემოსთან ატომებისა და მოლეკულების იონიზაციას იწვევს. მაიონებელი გამოსხივების მაგალითებია: ელექტრომაგნიტური გამოსხივება, α-ნაწილაკების, ელექტრონების, პოზიტრონების, პროტონების, ნეიტრონებისა და სხვა დამუხტული ნეიტრალური ნაწილაკების ნაკადები. ინფრაწითელი გამოსხივება, სანტიმეტრული და რადიოდიაპაზონების გამოსხივება არ არის მაიონებელი[8][9][10][11][12], რადგან მათი ენერგია არ არის საკმარისი ძირითად მდგომარეობაში ატომებისა და მოლეკულების იონიზაციისთვის.

რადიაციული საფრთხის ახალი ნიშანი

XX საუკუნის 50-იანი წლების დასასრულსა და 60-იანი წლების დასწყისში ბირთვული იარაღის ატმოსფეროში ინტენსიური გამოცდის შედეგად, საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, გარემოს დაბინძურების მაქსიმუმი 1963 წელს აღინიშნებოდა და ბუნებრივი დასხივების დონის 7% მიაღწია. ამავე წელს აიკრძალა ატმოსფეროში აფეთქებები და შესაბამისად რადიაციის დონემ დაიკლო. 1966 წლისათვის ბუნებრივი ფონის 2% შეადგენდა, ხოლო 80-იანი წლებისთვის (ჩერნობილის ავარიამდე) - 1%. რაც შეეხაბა ჩერნობილის ავარიას, მას შემდეგ განსაკუთრებით დაბინძურდა დასავლეთ საქართველოს მთიანი რეგიონები და შავი ზღვის სანაპირო. აფხაზეთსა და აჭარაში ნიადაგის დაბინძურება იოდ-131-ით შეადგენდა 5 კი/კმ², რაც ყოფილი სსრკ-ს სხვა ქვეყნებთან შედარებით მთელი რიგით მაღალი იყო. დაფიქსირდა მცენარეთა, რძისა და მისი პროდუქტების მაღალი დაბინძურება რადიოიოდით. საშუალო მონაცემებით, საქართველოს გამოკვლეული ტერიტორიის მოსახლეობის გარეგანი დასხივების საშუალო წლიური დოზა - 20% ღია ადგილებიდან, 80%- შენობებიდან, რადონის მოქმედების გარეშე. დასავლეთ საქართველოში - 1,04 მზვ/წ, აღმოსავლეთ საქართველოში - 0,99 მზვ/წ, სამხრეთ საქართველოში - 1,1 მზვ/წ, ქ. თბილისში - 1.07 მზვ/წ.

სქოლიო რედაქტირება

  1. ნინო ვეფხვაძე - პრევენციული მედიცინა, წიგნი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, თბილ. სახელმწ. სამედ. უნ-ტის გამ-ბა, 2009
  2. ტექნიკური რეგლამენტის − „მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობისადმი რადიაციული უსაფრთხოების ნორმებისა და ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ
  3. [1]
  4. [2]
  5. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 365.
  6. ერაშვილი გ., „მაიონიზირებელიგამოსხივებადამისიმოქმედების ეფექტებიცოცხალორგანიზმზე“
  7. დოზის სიმძლავრე (მაიონიზირებელი გამოსხივების რადიაციის დონე)
  8. Гусев Н. Г., Климанов В. А., Машкович В. П., Суворов А. П. Защита от ионизирующих излучений. В 2-х томах. M., Энергоатомиздат, 1989
  9. Ионизирующие излучения и их измерения. Термины и понятия. М.: Стандартинформ, 2006.
  10. Моисеев А. А., Иванов В. И. Справочник по дозиметрии и радиационной гигиене. 2-е изд., перераб. и доп. М., Атомиздат, 1974
  11. Нормы радиационной безопасности (НРБ-99/2009) Минздрав России, 2009.
  12. Российский государственный педагогический университет имени А. И. Герцена, «Обеспечение жизнедеятельности людей в чрезвычайных ситуациях. Выпуск 1: Чрезвычайные ситуации и их поражающие факторы». С.-Петербург, изд. «Образование», 1992.