ვექსილოლოგიაისტორიის დამხმარე დისციპლინა, რომელიც შეისწავლის დროშების, ალმების, ვიმპელების, ბაირაღების და მისთანათა წარმოშობასა და განვითარებას.

ვექსილოლოგიის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის დროშა.

ტერმინი „ვექსილოლოგია“ მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან „vexillum“, რაც რომაელ ლეგიონერთა დროშას ნიშნავდა. ვექსილოლოგიისადმი ფართო ინტერესი ამერიკასა და ევროპაში XX საუკუნის 60-იან წლებში გაჩნდა. მის ფართო პოპულარიზაციას ხელი შეუწყო უიტნი სმიტის გამოკვლევებმა. მალე გაჩნდა მრავალი პერიოდული გამოცემა რომელიც ჩვენს დრომდე არსებობს (მაგː ჩეხური „ვექსილოლოგია“, ინგლისური „ფლაგმასტერი“, კანადური „ფლაგსკანი“ და სხვა) უიტნის წიგნები ითარგმნა ევროპის თითქმის ყველა ენაზე.

დროშა თავისი შინაარსით მრავალგვარია, კერძოდː

  • სახელმწიფო
  • სამხედრო-საზღვაო
  • სასიგნალო
  • სავაჭრო და სხვ.

დროშა მიიჩნევა სახელმწიფო სუვერენიტეტის სიმბოლოდ.

სამხედრო დროშა სამხედრო ნაწილის სიმბოლოა. იგი, როგორც მებრძოლთა შეკრებისა და გაერთიანების ნიშანი გაჩნდა ძველი აღმოსავლეთის სახელმწიფოებში – ინდოეთში, ჩინეთში და სხვაგან.

სამხედრო-საზღვაო დროშა განსაზღვრავს, თუ რომელი სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს განეკუთვნება სამხედრო ხომალდი. იგი ძველ რომში გაჩნდა და საბოლოოდ, XVI-XVIII საუკუნეებში დამკვიდრდა.

დროშების უმრავლესობა უკავშირდება უშუალოდ სამხედრო ისტორიას, უპირველეს ყოვლისა, როგორც მოვლენათა მონაწილეს, და შემდეგ, როგორც სამხედრო დიდების მატიანეს.

დროშები წარმოადგენენ გამოყენებითი ხელოვნების ძეგლებს, რამდენადაც მასზე მოცემულია შესანიშნავი დეკორატიული გაფორმებები, ძვირფასი ნაქარგები, აპლიკაციები, მხატვრული გამოსახულებები.

დროშები ძალიან მნიშვნელოვანი წყაროა ჰერალდიკისათვის – გერბების ისტორიისათვის, რადგან მათზე ხშირად არის ასახული არა მარტო, პირადი და სახელმწიფო, არამედ, საადგილმამულო გერბებიც.

დროშები გადმოგვცემენ, ასევე, საინტერესო ისტორიებს. ამის თვალსაჩინო მაგალითია აშშ-ს, საფრანგეთის, ინგლისის დროშები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება