ნიუე (ინგლ. Niue [ˈnjuːeɪ]; ნიუე. Niuē-fekai, ძველი სახელწოდება სევიჯი Savage) — კუნძულოვანი სახელმწიფო სამხრეთ წყნარ ოკეანეში. მდებარეობს ახალი ზელანდიის ჩრდილოეთით. ტერიტორიის საერთო ფართობი შეადგენს 261,46 კმ², ხოლო აქ ცხოვრობს 1611 ადამიანი[1] (2011), მოსახლეობის ძირითად ნაწილს პოლინეზიელები შეადგენენ. ეს ტერიტორია პირველად ჯეიმზ კუკმა აღმოაჩინა 1774 წელს. 1900 წელს ნიუე გახდა ბრიტანეთის იმპერიის პროტექტორატი, ხოლო 1901 წლიდან იგი ანექსირებულ იქნა ახალი ზელანდიის მიერ. 1974 წელს ნიუე გახდა თვითმართვადი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი ახალი ზელანდიის შემადგენლობაში.

ნიუე
ინგლ. Niue
ნიუე. Niuē-fekai
ნიუე
ნიუეს
ჰიმნი: Ko e Iki he Lagi
ნიუეს მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ალოფი
19°03′ ს. გ. 169°55′ ა. გ. / 19.050° ს. გ. 169.917° ა. გ. / -19.050; 169.917
ოფიციალური ენა ნიუეური
ინგლისური
მთავრობა კონსტიტუციური მონარქია
 -  მეფე ჩარლზ III
 -  პრემიერი დალტონ ტაგელაგი
ფართობი
 -  სულ 261,46 კმ2 
მოსახლეობა
 -  2011 შეფასებით 1611 (218-ე)
 -  სიმჭიდროვე 6,16 ად. კაცი/კმ2 
მშპ (მუპ)  შეფასებით
 -  სულ $ 7.6 მილიონი 
აგი  0.000 
ვალუტა ახალ ზელანდიური დოლარი (NZD)
დროის სარტყელი UTC +11სთ.
Internet TLD .nu
სატელეფონო კოდი 683

ნიუე არის ახალ ზელანდიასთან ასოცირებული წევრი, ამ ტერიტორიას გააჩნია საკმაოდ დიდი ავტონომიური უფლებები. ნიუეს მმართველია გაერთიანებული სამეფოს მონარქი ჩარლზ III.

2003 წელს, ნიუე გახდა მსოფლიოში პირველი „WiFi ერი“.

დასახელება რედაქტირება

კუნძულის მთლიანი თანამედროვე სახელი — ნიუე-ფეკაი (ნიუე. Niuē-fekai) გამოიყენება მხოლოდ ოფიციალურ შემთხვევებში, სიმღერებში. ის შედგება ორი შემადგენელი ნაწილისაგან: სიტყვა niue წარმოიქმნა არსებითი სახელისგან — niu და ითარგმნება როგორც «აი ქოქოსის პალმა»; fekai ითარგმნება როგორც «კანიბალი», თუმცა კანიბალიზმი კუნძულზე არ არსებობდა[2].

მაგრამ ნიუეს ყველაზე ძველი სახელია — ნუუკ-ტუ-ტაჰა (ნიუე. Nuku-tu-taha), რომელიც ადგილობრივი ლეგენდების მიხედვით დაარქვა კუნძულის პირველმა აღმომჩენმა სახელად ჰუანაკიმ (ნიუე. Huanaki) და რომელიც შეიძლება ნიუეს ენაზე ვთარგმნოთ როგორც «ეულად მდგომი კუნძული»[3]. სხვა ისტორიული სახელებია — მოტუ-ტე-ფუა (ნიუე. Motu-te-fua, რომელიც ითარგმნება, როგორც «კუნძული ხილის გარეშე»), ფაკაჰოა-მოტუ (ნიუე. Fakahoa-motu), ნუკუ-ტულუეა (ნიუე. Nuku-tuluea). ყველა ეს დასახელება ხმარებიდან გამოსულია, ისინი მხოლოდ გვხვდება ნიუეს ლეგენდებში და სიმღერებში[3].

ნიუეს მეორე ისტორიული სახელია — სავიჯი (ინგლ. Savage Island), რომელიც დაკავშირებულია განთქმული ინგლისელი ზღვაოსნის ჯეიმზ კუკის სახელთან, რომელიც პირველი ევროპელი ნიუეს კუნძულის აღმომჩენია. ინგლისური ენიდან თარგმანში ეს სახელი ითარგმნება როგორც «ველურების კუნძული». ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ინგლისელ მოგზაურს მტრულად დახვდნენ ადგილობრივი აბორიგენები[4].

გეოგრაფია რედაქტირება

 
ნიუეს რუკა.

ნიუეს სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი შედგება ნიუეს ამოწეული მარჯნის ატოლისაგან და სამი წყლისქვეშა რიფისაგან, რომლებიც განლაგებულია წყნარ ოკეანეში, პოლინეზიაში ეკვატორსა და სამხრეთ ტროპიკს შორის. ნიუეს კუნძული მდებარეობს დაახლოებით 480 კმ-ში ტონგას კუნძულებიდან აღმოსავლეთით, 930 კმ-ში კუნძულ რაროტონგადან (კუკის კუნძულების მთავარი კუნძული) დასავლეთით, და დაახლოებით 2400 კმ-ში ქალაქ ოკლენდიდან (ახალი ზელანდიის ყველაზე დიდი ქალაქი) ჩრდილო-აღმოსავლეთით. უახლოესი არქიპელაგებია — კუნძულ ნიუედან დასავლეთით მდებარე ტონგა, რომელიც ეკუთვნის იგივე დასახელების სახელმწიფოს და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სამოა, რომელიც ეკუთვნის სამოას და ამერიკის სამოას.

ნიუეს საერთო ფართობია — 261,46 კმ², რის გამოც იგი ერთადერთი უდიდესი აწეული ატოლია მსოფლიოში. კუნძულის უმაღლესი წერტილია უსახელო ამაღლებული ადგილი დასახლებულ პუნქტ მუტალაუს შორიახლოს — 68 მ.[5]

ნიუეს რიფები რედაქტირება

დასახელება კოორდინატები აღწერა
ბევერიჯი (ინგლ. Beveridge Reef) 20°00′ ს. გ. 167°47′ დ. გ. / 20.000° ს. გ. 167.783° დ. გ. / -20.000; -167.783 წყალქვეშა მთა. სიგრძე ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ — 9,5 კმ, სიგანე დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ — 7,5 კმ. საერთო ფართობი — 56 კმ². ლაგუნას სიღრმე — 11 მ.
ანტიოპი (ინგლ. Antiope Reef) 18°14′ ს. გ. 168°20′ დ. გ. / 18.233° ს. გ. 168.333° დ. გ. / -18.233; -168.333 ოვალური პლატო დიამეტრით 400 მ. მინიმალური სიღრმე — 9,5 მ. პირველად შენიშნეს 1886 წელს ბრიტანული გემიდან «Antiope».
ჰერენსი (ინგლ. Harans Reef) 21°32′ ს. გ. 168°54′ დ. გ. / 21.533° ს. გ. 168.900° დ. გ. / -21.533; -168.900 პირველად შენიშნეს 1848 წელს გემიდან «Thomas Dickenson».

გეოლოგია რედაქტირება

ნიუე მდებარეობს წყნარი ოკეანის პლიტის ლიტოსფერულ პლიტაზე და მუდმივ მოძრაობაშია ჩრდილო-დასავლეთი მიმართულებით (დაახლოებით 1 სმ წელიწადში). როცა კუნძული ჯერ კიდევ იყო აქტიური ვულკანი, დაახლოებით 2—3 მილიონი წლის წინ, ნიუე მდებარეობდა დაახლოებითв 20 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთში დღევანდელი ადგილმდებარეობიდან[6]. მდებარეობს რა კერმადეკის და ტონგას ღარიდან მცირე მანძილზე, კუნძული მუდმივად მოძრაობს ტონგას ღარის მიმართულებით და რამდენიმე მილიონი წლის შემდეგ ნიუე მთლიანად იქნება მის მიერ შთანთქმული[6].

კუნძულს აქვს ძალიან მდიდარი გეოლოგიური ისტორია. შორეულ წარსულში ნიუე წარმოადგენდა მოქმედ ვულკანს, რომელიც დაახლოებით 3 მილიონი წლის წინ ჩაქრა, ხოლო მისმა ზედა ნაწილმა, რომელიც ოკეანის დონის ზემოთ იმყოფებოდა, განიცადა ძლიერი ეროზია ბუნებრივი ფაქტორებისაგან (წვიმა, ოკეანის ტალღები)[7]. ამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მოხდა მარჯნული რიფისმუტალაუს ფორმირება, რომელსაც დაერქვა კუნძულის უმაღლესი წერტილის სახელი, ხოლო ვულკანის კონუსმა გამყინვარების პერიოდის დაწყებამდე პლეისტოცენის დროს მოიკლო სიდიდეში ეროზიის შედეგად, ასევე მოხდა ვულკანის შიდა ნაწილის გაცივება და შეკუმშვა[7]. დაახლოებით 1,6 მილიონი წლის წინ დედამიწაზე დაფიქსირდა გამყინვარების პერიოდის დადგომის გამო ოკეანის დონის დაწევა, ამ დროს ჩამოყალიბდა ნიუეს მარჯნული წარმონაქმნების მნიშვნელოვანი ნაწილი, კუნძულის ცენტრში დაშრა ლაგუნა[7].

კუნძული ნიუე შედგება აწეული კირქვიანი პლატოსაგან, რომელიც მდებარეობს წყალქვეშ ჩაძირული ვულკანის მწვერვალზე[8]. ამ პლატოს აქვს გორაკიანი რელიეფი: მისი ნაპირები მდებარეობს 68 მ სიმაღლეზე, ხოლო ცენტრალური ნაწილი — 30 მ-ზე. ეს ამტკიცებს იმას, რომ უძველეს დროში კუნძულის ამ ნაწილში მდებარეობდა ლაგუნა, რომელიც შემდგომში გაქრა კუნძულის აწევის შედეგად[8]. ცენტრალური პლატო გარშემორტყმულია ვიწრო ტერასით, რომლის სიგანეა 100—200 მ (სიმაღლე — დაახლოებით 28 მ). ტერასების ფერდოები საკმაოდ დახრილია გაშიშვლებული მარჯნის ჯიშებით, რომელიც დაფარულია წყლისგან გაჩენილი ეროზიისგან გამოწვეული დიდი ბზარებით[9]. ნიუეს სანაპირო ძალიან კლდიანია, დაკიდული კლდეებით და გამოქვაბულებით[10]. ფერდოების არსებობა მეტყველებს იმაზე, რომ აწეული კუნძულები წარმოიშვა ორ ეტაპად[8]. კუნძული გარშემორტყმულია რიფებით[9].

სასარგებლო წიაღისეულის მნიშვნელოვანი მარაგის არსებობა ნიუეს განსაკუთრებულ სანაპირო ეკონომიკურ ზონაში ნაკლებად სავარაუდოა, რადგანაც სედიმენტაციის პროცესი ამ რაიონში მიმდინარეობს ძალიან ნელა[11]. მაგრამ თვითონ კუნძულზე შეიძლება რადიოაქტიური ელემენტების საბადოების არსებობა. მიუხედავად ამისა არანაირი ძიება ამ მომენტისათვის არ მიმდინარეობს[12].

კლიმატი რედაქტირება

ნიუეს კლიმატი ცხელია და ზომიერად ტენიანია. მთების არარსებობით და პატარა ფართობით კლიმატური პირობები მთელ კუნძულზე პრაქტიკულად ერთნაირია. მკაფიოდ გამოირჩევა ორი ძალიან განსხვავებული სეზონი: ცხელი ტენიანი სეზონი ნოემბრიდან მარტის ჩათვლით, რომელსაც ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, ტენიანობით და სეზონური ციკლონური პერიოდით, და უფრო ცივი მშრალი სეზონი აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით თბილი მზიანი დღეებით, გრილი ღამეებით და ძლიერი ბრიზებით[13].

ნიუეზე საშუალო წლიური ტემპერატურა მერყეობს უმნიშვნელოდ. დღის მაქსიმალური ტემპერატურა იანვარ—თებერვალში შეადგენს 30 °C, ივლის-აგვისტოში — 26 °C. საშუალო წლიური ნალექების რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 2180 მმ-ს, თუმცა წვიმიან სეზონში ზოგჯერ შეიძლება მიაღწიოს 3300 მმ მაჩვენებელს, ხოლო გვალვიან თეებში 80—140 მმ-ს[14]. ნალექების ძირითადი წილი მოდის იანვარ—მარტში[13]. სხვადასხვა ხანგრძლივობის გვალვები ხდება წლის ნებისმიერ დროს, მაგრამ უმრავლესობა მოდის გვალვიან სეზონზე. ხანგრძლივი დროით ქარი ქრის აღმოსავლეთიდან სამხრეთისაკენ და იმყოფება სამხრეთ-აღმოსავლეთის პასატების ზონის ზემოქმედების ქვეშ, რომელიც მდებარეობს ტროპიკული ციკლონების ზოლის ნაპირას.[15]

ნიუეს კუნძული მდებარეობს ტროპიკული ციკლონის სამხრეთი ნაწილის ზოლში და სამხრეთ-აღმოსავლეთის პასატების ზონაში, რის შედეგადაც აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით კუნძულზე შეიმჩნევა ძლიერი შტორმები[16]. ყოველ ათ წელიწადში ნიუეს თავს ატყდება დამანგრეველი ციკლონები[16].

ნიადაგი და ჰიდროლოგია რედაქტირება

ნიუეს ნიადაგები არ გამოირჩევა ნაყოფიერებით, რაც ძირითადად აიხსნება ქვენაფენი ქანების არაღრმა განლაგებით, ზედაპირზე გამოსული კირქვითა და კაჭარის დიდი რაოდენობით.[13] კუნძულის ნიადაგის სხვა გამორჩეული ნიშნებია: წყალბადის მაჩვენებელის მაღალი დონე, ფოსფორის, კალციუმის და მაგნიუმის მაღალი შემცველობა და თუთიის დაბალი შემცველობა[13]. საერთოდ ნიადაგი ფორმირებულია დამჯდარი ჯიშებით და შედგება ვულკანური მასალისაგან მცირე აბისალური თიხის შემცველობით. ნიუეზე გამოარჩევენ ნიადაგის შემდეგ ოთხ ტიპს:

ნაკლებ ნაყოფიერი ნიადაგი ღრმა კვალს ტოვებს სოფლის მეურნეობის შეზღუდულ განვითარებაზე. ნიადაგის ზოგიერთ ადგილებში მაღალი შემცველობით ისეთი რადიოაქტიური ელემენტების არსებობა, როგორიცაა ურანი და თორიუმი, ამტკიცებს იმას, რომ ძველად ეს ნიადაგი რამდენიმე ხნის განმავლობაში იმყოფებოდა ზღვის წყალთან კონტაქტში[18].

ნიუეს კუნძულზე არ არსებობს რაიმე მსხვილი წყლის ნაკადი ან ნაკადულები, რაც გამოწვეულია ნიადაგის მაღალი გამოფიტულობით[10], რის გამოც ხდება წვიმის წყლის გრუნტში შეწოვა. კუნძულის გეოლოგიურმა კვლევებმა დაგვანახა, რომ ნიუეზე ასევე არ არსებობს კლასიკური წყლის ლინზა[19]. მის ადგილას კუნძულის ცენტრში არის მტკნარი წყლის პლასტი სისქით 40—80 მ და წყლის პლასტი ყოფილი ატოლის ნაპირების ქვეშ სისქით 50—170 მ, რომლებსაც აქვთ ტოროიდული ფორმა[19]. რადგანაც ნიუეზე არც მდინარეებია და არც ტბები, საყოფაცხოვრებო მოხმარებისათვის საჭირო მტკნარი წყალი მიიღება რამდენიმე ჭაბურღილიდან[10].

ფლორა და ფაუნა რედაქტირება

კუნძულ ნიუეზე იზრდება ჭურჭლოვანი მცენარეების 629 სახეობა, რომელთაგან 175 ენდემებია[20]. საერთოდ კუნძულზე შეიძლება გამოიყოს გამოკვეთილი მცენარეულობის ორი დიდი ზონა: ნიუეს შიდა რაიონების ჯუნგლები და სანაპირო ფლორა. კუნძულის მნიშვნელოვანი ნაწილი დაფარულია ბუჩქებით, მხოლოდ მიწის რამდენიმე ჰექტარი დაფარულია ხელშეუხებელი ტყეებით.

ნიუეს მცენარეული საფარი განიცადა მნიშვნელოვანი ანთროპოგენური ზემოქმედება[21]. ხელშეუხებელი ტყეები შემორჩა მხოლოდ კუნძულის ცენტრალურ ნაწილში, აღმოსავლეთში და სამხრეთ-აღმოსავლეთში. აქ ძირითადად იზრდება მაღალი ხეები, იშვიათი რაოდენობის ბუჩქებით და ბალახის საფარით ტყის დაბალ იარუსებში. კუნძულის ყველაზე დიდი ტყეს ჰქვია ჰუვალუ, მასზე ადამიანის ნებისმიერი ზემოქმედება კატეგორიულად აკრძალულია[21]. ნიუეს მნიშვნელოვანი სივრცე დაფარულია მეორადი ტყეებით, რომელშიც იზრდება დიდი რაოდენობით ფლორის წარმომადგენელი, ვიდრე ხელშეუხებელი ტყეებში. იმ ადგილებში, სადაც მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, წარმოიშვება პატარა ტყეები[21].

შიდა ტყეებში ხის ყველაზე გავრცელებული ჯიშებია Syzgium inophylloides და Syzgium richii[22]. სხვა მცენარეებიდან ყველგან გვხვდება Dysoxylum forsteri, Planchonella torricellensis, Pomentia pinnata, Macaranga seemanii და Fiscus prolixa. მცენარეთა ქვედა იარუსში ჭარბობს Polyscias multijuga, Streblus anthropophagorum, Merremia peltate და სხვადასხვა სახის გვიმრანაირნი[22].

სანაპირო ზონაში ძირითადად იზრდება იგივე მცენარეები, რაც ნიუეს შიდა რაიონებში. მაგრამ მათი განმასხვავებელი თვისებებია დაბალი სიმაღლე[22]. სანაპიროზე გვხვდება ბევრი ბუჩქნარები, როგორებიცაა: Barringtonia asiatica, Capparis cordifolia, Timonius polygamu, Ochrosia oppositifolia, Pandanus tectorius, Scaeveola taccada და Messerchmidia argentea[22].

ხმელეთის ძუძუმწოვრებს წარმოადგენენ უპირატესად ადამიანის მიერ ჩაყვანილი ცხოველები: ძაღლები, ღორები და კატები. ნიუეზე ერთადერთი ადგილობრივი ხმელეთის ძუძუმწოვარაა ტონგის მფრინავი მელია (Pteropus tonganus), რომელიც მთავარ როლს თამაშობს კუნძულის ეკოსისტემაში: ის ამტვერიანებს ადგილობრივი მცენარეების მნიშვნელოვან ნაწილს. მაგრამ ტყეების მოჭრა და არასანქცირებული ნადირობა იწვევს ამ ცხოველის რაოდენობის შემცირებას.

კუნძულზე ბუდობს ფრინველთა 31 სახეობა, რომელთაგანაც არც ერთი არაა ენდემიკი[23], მაგრამ (Lalage maculosa)-ის და (Aplonis tabuensis)-ის ქვესახეობები არიან Lalage maculosa whitmeei-ის და Aplonis tabuensis brunnescens-ის ენდემები[24].

ნიუეს სანაპირო წყლებში ასევე ბინადრობს ენდემური შხამიანი ბრტყელკუდიანი გველი — Laticauda schystorhyncha[7] (ადგილობრივი სახელი— კატუალი).

ნიუეს მთავრობა მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ბუნების დაცვას, კუნძულის ტერიტორიაზე მდებარეობს რამდენიმე ნაკრძალი. მათ შორის ყველაზე დიდია — ჰუვალუს ტყის ბუნების დაცვის ზონა, რომელიც მდებარეობს კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში სოფელ ლიკუსა და სოფელ ჰაკუპუს შორის და რომლის ტერიტორიაზეც ბინადრობს დაახლოებით 188 ათასი ცხოველი. ნაკრძალის ფართობია — 54 კმ²[7]. სოფელ ჰაკუპუდან სამხრეთით მდებარეობს ჰაკუპუს კულტურის პარკი და მემკვიდრეობის ობიექტი (ინგლ. Hakupu Heritage and Cultural Park), რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს ძველი ნიუელების სასაფლაოები და ნასახლარები, ასევე მფრინავი მელიების დამცავი ზონა «ტაუგა-პეკა» (ნიუე. Tauga Peka)[7]. კონცხ მაკაპუს სამხრეთით მდებარეობს ანონოს საზღვაო ნაკრძალი (ადრე ცნობილი, როგორც ნამოუი). ნაკრძალის ფართობია — 27,67 ჰა[7].

ისტორია რედაქტირება

ისტორიკოსების აზრით, კუნძულ ნიუეზე დასახლება დაიწყო ძველი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის ბოლო ასწლეულში პოლინეზიელებით ტონგას კუნძულებიდან, სამოას კუნძულებიდან და ატოლ პუკაპუკადან (კუნძული კუკის კუნძულების ჩრდილოეთის ჯგუფიდან)[25]. ამასთან ერთად, ღრმა წარსულში კუნძულზე ორი მტრულად განწყობილი ტომის არსებობა ადასტურებს, რომ ნიუეს ადამიანებით დასახლება ხდებოდა ორ ეტაპად. შესაძლოა მოტუს ტომის ხალხი იყვნენ პირველნი ნიუეზე და მოცურდნენ სამოას კუნძულებიდან. ტაფიტის ტომის ხალხი შესაძლოა ნიუეზე დასახლდა მოგვიანებით. მიუხედავად ამისა დოკუმენტალური ისტორია ნიუეზე იწყება მხოლოდ XVIII საუკუნის შუა პერიოდიდან.

ევროპელთაგან პირველმა კუნძული აღმოაჩინა ბრიტანელმა მეზღვაურმა ჯეიმზ კუკმა 1774 წელს. იმის გამო, რომ მას აბორიგენი მოსახლეობა საკმაოდ მტრულად შეხვდა კუნძულს მან დაარქვა სევიჯის კუნძული (თარგმანი ინგლისურიდან «ველურების კუნძული»).

საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ევროპელები კუნძულ ნიუეს საერთოდ არ აქცევდნენ ყურადღებას. მხოლოდ 1830 წელს კუნძულზე ჩავიდა ლონდონის მისიონერთა საზოგადოების წევრი ჯონ უილიამსი. ნიუეს ისტორიაში დაიწყო მისიონერული პერიოდი. მნიშვნელოვანი როლი ადგილობრივი მოსახლეობის გაქრისტიანებაში შეიტანა მისიონერმა პენიამინამ, რომელმაც მომზადება გაიარა სამოას კუნძულებზე. უკვე დაახლოებით XIX საუკუნის შუა პერიოდში ნიუელებმა მიიღეს ქრისტიანობა.

1900 წლის 21 აპრილს კუნძულზე გამოცხადდა დიდი ბრიტანეთის პროტექტორატი, მაგრამ უკვე 1901 წელს ნიუეს ანექსია მოახდინა ახალმა ზელანდიამ და კუნძული ადმინისტრაციულად დაექვემდებარა კუკის კუნძულებს. 1974 წელს ნიუე გახდა თვითმართვადი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი თავისუფალ ასოციაციაში ახალ ზელანდიასთან.

1974 წლის 19 ოქტომბერს ნიუეზე მიიღეს კონსტიტუცია, რომელმაც ახალ ზელანდიასთან დაამყარა ახალი ფორმის ურთიერთობა. ახალი კონსტიტუციის თანახმად ნიუე გახდა დამოუკიდებელი შიდა პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტაში, ხოლო საკანონმდებლო ხელისუფლება გადავიდა ნიუეს საკანონმდებლო ასამბლეის ხელში (ნიუე. Fono Ekepule). იმავდროულად ნიუეს მოსახლეობას შეუნარჩუნდა ახალი ზელანდიის მოქალაქეობა.

პოლიტიკური წყობა რედაქტირება

სახელმწიფო წყობა რედაქტირება

მოქმედი კონსტიტუციის ტექსტი ინგლისურ და ნიუეს ენაზე, რომელიც ძალაში შევიდა 1974 წლის 19 ოქტომბერს, დაფიქსირებულია 1974 წლის კანონის «ნიუეს კონსტიტუცია» დანართში № 1 და 2. 23-ე (4) სტატიის თანახმად, დოკუმენტის ტექსტს ორივე ენაზე აქვს ერთნაირი იურიდიული ძალა. ამ კანონში, რომელშიც წერია კონსტიტუციის ტექსტი, კანონია, როგორც ახალი ზელანდიისთვის, ისევე ნიუესათვის. ამასთანავე ნიუესათვის კონსტიტუცია უმაღლესი იურიდიული ძალის ნორმატიულ-სამართლებრივი აქტია, ხოლო ახალი ზელანდიისთვის — სტატუტი. კონსტიტუცია ადგენს მონარქიული მმართველობის ფორმას ვესტმინსტერული სისტემის პარლამენტარიზმით, მსგავსი, რომელიც მოქმედებს ახალ ზელანდიაში[26] ნიუე — თვითმართვადი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნია თავისუფალ ასოციაციაში ახალ ზელანდიასთან. ეს გულისხმობს ნიუეს დამოუკიდებლობას შიდა საკითხების გადაწყვეტაში, ახალი ზელანდიის სამეფოს შემადგენლობაში ყოფნა, რომელსაც მართავს ახალი ზელანდიის მონარქი მეფე ჩარლზ III, და ნიუეს მოსახლეობისათვის ახალი ზელანდიის მოქალაქეობის მინიჭება. ახალი ზელანდია, თავის მხრივ, პასუხისმგებელია კუნძულის თავდაცვაზე და საგარეო პოლიტიკაზე, ასევე ნიუეს უწევს ადმინისტრაციულ და ეკონომიკურ დახმარებას.

ნიუეს კონსტიტუცია შედგება 8 განყოფილებისა და 82 სტატიისაგან და მიეკუთვნება «უხეში» კონსტიტუციების რიცხვს, ესე იგი მისი შეცვლისათვის საჭიროა ზოგიერთი პირობის შესრულება. კონსტიტუციაში და 1974 წლის «ნიუეს კონსტიტუციის შესახებ» კანონში ცვლილებების შეტანისთვის საჭიროა კანონის მიღება, რომელსაც ხმას მისცემს მეორე და მესამე წაკითხვის დროს ნიუეს საკანონმდებლო ასამბლეის წევრების ორი მესამედი. კანონის საბოლოო წაკითხვა უნდა მიმდინარეობდეს არანაკლებ 13 კვირის შემდეგ წინა წაკითხვიდან. საკანონმდებლო ასამბლეის მიერ მიღებული კანონის შემდეგ ის მოწონებული უნდა იქნეს საყოველთაო რეფერენდუმზე და მას მხარი უნდა დაუჭიროს, როგორც ბევრ შემთხვევაში, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნამდვილი ხმების ორმა მესამედმა. კონსტიტუციის ზოგიერთი მუხლების შესაცვლელად საჭიროა მისი მხარდაჭერა უბრალო ხმათა უმრავლესობით. იმის გამო, რომ კონსტიტუცია არის «უხეში», ცვლილებები მასში შევიდა მხოლოდ ერთხელ — 1992 წელს. კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტის საკანონმდებლო ასამბლეის თანხმობის შემდეგ 1992 წლის მაისში ის გატანილი იქნა რეფერენდუმზე. ივნისში გამართულ კენჭისყრაზე მონაწილეობა მიიღო კუნძულის ამომრჩეველთა 86 %-მა, მათგან 67 %-მა მხარი დაუჭირა კონსტიტუციის ცვლილებებს. საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაში შევიდა 1992 წლის ივლისში.[27]

კონსტიტუციის ცვლილების შედეგად გაჩნდა ნიუეს უმაღლესი სასამართლო და ნიუეს სააპელაციო სასამართლო, რომლებმაც შეცვალეს შესაბამისი ახალზელანდიური სასამართლო ინსტანციები. გაუქმდა მიწის სასამართლო და სააპელაციო სასამართლო მიწის საკითხზე; მათ მაგივრად შეიქმნა მიწის განყოფილება უმაღლესი სასამართლოს შემადგენლობაში. ცვლილებები ასევე შეეხო საარჩევნო უფლებას: კანდიდატის არჩევნებში მონაწილეობისათვის შემოვიდა მოთხოვნა ახალი ზელანდიის მოქალაქეობის შესახებ. ამას გარდა, გაუქმდა სტატია 31, რომლის თანახმადაც ნებისმიერი კანონპროექტის მიღებისას, რომელიც ეხებოდა სისხლის სამართალს და ადამიანის სტატუსს, საჭირო იყო უმაღლესი მოსამართლის წერილობითი დასტური (აუცილებელია აღინიშნოს, რომ ნიუეს კონსტიტუციაში არ არსებობს ადამიანის ძირითადი უფლების და თავისუფლების ჩამონათვალი, ასევე მისი მოვალეობები).[28]

საკანონმდებლო ხელისუფლება რედაქტირება

საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოა — ნიუეს ერთპარტიული საკანონმდებლო ასამბლეა, რომელიც შედგებაиз 20 დეპუტატისაგან. 14 ასამბლეის წევრი წარმოადგენენ ნიუეს 14 საარჩევნო ოლქს (ერთი ოლქიდან ერთ დეპუტატს). ასამბლეის 6 წევრი ირჩევა საერთო სიიდან. ასამბლეის უფლებამოსილების ვადაა — სამი წელი. პარლამენტის პირველ სხდომაზე დეპუტატები ირჩევენ ასამბლეის სპიკერს. ასამბლეის კლერკია ნიუეს სამთავრობო სამსახურის წარმომადგენელი. თუ ასამბლეის სპიკერის პოსტზე არ არსებობს შესაბამისი პიროვნება, მაშინ ყველა ფუნქციას, რომელიც აუცილებელია ასამბლეის სხდომის ჩატარებისათვის, ასრულებს კლერკი.

ნიუეს კონსტიტუციის შესაბამისად, საკანონმდებლო ასამბლეა დაკავებულია საკანონმდებლო აქტების მიღებით. იმისათვის, რომ კანონპროექტი გახდეს კანონი, აუცილებელია მას მხარი დაუჭიროს ასამბლეის წევრებმა სამი წაკითხვით, ამასთან წაკითხვის დროს პარლამენტის სხდომას უნდა ესწრებოდეს ყველაზე ცოტა 10 პარლამენტარი. ყველა კანონპროექტი, რომლის განხილვაც ხდება ასამბლეაში, და ყველა კანონი, რომელსაც იგი იღებს, ქვეყნდება ინგლისურ და ნიუეს ენებზე. ნებისმიერი კანონპროექტი ფინანსურ და საგადასახადო ნაწილში მოითხოვს პრემიერის ნებართვას.

ასამბლეის წევრების პრივილეგიები და იმუნიტეტი ასევე რეგლამენტირებულია ნიუეს კონსტიტუციით. მის თანახმად, არც სპიკერს, არც პარლამენტის წევრებს ასამბლეაში თავის უფლებამოსილებასთან შეფარდებაში არ შეეხებათ ნიუეს არც ერთი სასამართლოს იურისდიქცია. ამას გარდა, ისინი არ ექვემდებარებიან სასამართლო ძიებას ასამბლეაში, ან მის რომელიმე კომიტეტში თავიანთი გამონათქვამებისთვის.

აღმასრულებელი ხელისუფლება რედაქტირება

ნიუეს კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფოს მეთაურად ითვლება მისი უდიდებულესობა დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III, რომლის წარმომადგენელი კუნძულზე არის ახალი ზელანდიის გენერალ-გუბერნატორი. მაგრამ რეალობაში ნიუეზე აღმასრულებელ ხელისუფლებას ასრულებს მინისტრთა კაბინეტი, რომელიც შედგება პრემიერისაგან და სამი მინისტრისაგან.

მთავრობის მეთაურია პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ირჩევს საკანონმდებლო ასამბლეის წევრები თავისი შემადგენლობიდან საპარლამენტო არჩევნებიდან პირველივე სხდომაზე, ან ნებისმიერ სხვა დროს, როდესაც პრემიერის თანამდებობა ვაკანტურია. არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელმაც მიიღო არჩევნებზე მყოფი პარლამენტარების ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა. პრემიერის თანამდებობა ითვლება ვაკანტურად, თუ პრემიერი კარგავს თავის მანდატს საკანონმდებლო ასამბლეაში, ტოვებს თანამდებობას თავისი სურვილით, ან იძულებულია გადადგეს, გამომდინარე შესაბამისი კონსტიტუციური მდგომარეობის გათვალისწინებით. აუცილებლობის შემთხვევაში ნებისმიერი სხვა მინისტრი შესაძლებელია დაინიშნოს საკანონმდებლო ასამბლეის სპიკერად პრემიერის მოვალეობის შემსრულებელ პოსტზე. პრემიერის უფლებამოსილების ვადაა — სამი წელი.

ნიუეს საკანონმდებლო ასამბლეის წევრებიდან მინისტრის კანდიდატურებს ქვეყნის პრემიერი წარუდგენს პარლამენტის სპიკერს, რომელიც ნიშნავს მინისტრებს. მინისტრთა კაბინეტი აღმასრულებელი ორგანოა და პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე.

სასამართლო ხელისუფლება რედაქტირება

ნიუეს სასამართლო სისტემა შედგება სამი სასამართლოსგან: უმაღლესი სასამართლო (ინგლ. High Court), სააპელაციო სასამართლო და მაგისტრატურის სასამართლო.

ნიუეს უმაღლესი სასამართლო არის საერთო იურისდიქციის სასამართლო, ესე იგი განიხილავს სისხლის სამართლის და სამოქალაქო სამართლის საქმეებს. ის შედგება ერთი ან რამდენიმე მოსამართლისაგან. თუ იქ ქარმოდგენილია მხოლოდ ერთი მოსამართლე, მაშინ მას ჰქვია უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე. თავმჯდომარე და უმაღლესი სასამართლოს სხვა მოსამართლეები ინიშნება გენერალ-გუბერნატორის მიერ მინისტრთა კაბინეტის წარდგენით. უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე შესაძლებელია გადაყენებული იქნეს თანამდებობიდან გენერალ-გუბერნატორის მიერ მინისტრთა კაბინეტის რჩევით ასამბლეის გადაწყვეტილების შესაბამისად. უმაღლესი სასამართლო იყოფა სამოქალაქო საქმეთა განყოფილებად, სისხლის სამართლის განყოფილებად, მიწის საქმეთა განყოფილებად. მინისტრთა კაბინეტს შეუძლია დანიშნოს უმაღლესი სასამართლოს კომისარი, რომელიც ასრულებს უმაღლესი სასამართლოს მოსამართლის იმ ფუნქციებს, რომლებიც განსაზღვრულია სპეციალურ აქტში მის დანიშვნაზე.

ნიუეს ქვედა სასამართლო ორგანოებია მაგისტრატურის სასამართლოები. მაგისტრატურის მოსამართლეებს ნიშნავს მინისტრთა კაბინეტი, რომელიც ასევე ადგენს მათი უფლებამოსილების ვადას. ორი მაგისტრატურის მოსამართლე აღჭურვილია იგივე უფლებამოსილებით, რომლითაც უმაღლესი სასამართლოს კომისარი.

ნიუეს სააპელაციო სასამართლო შედგება თავმჯდომარისაგან და უმაღლესი სასამართლოს სხვა მოსამართლეებისაგან. ამის გარდა, მის შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ სხვა პირები, რომელსაც ნიშნავს გენერალ-გუბერნატორი მინისტრთა კაბინეტის რჩევით. სააპელაციო სასამართლო განიხილავს აპელაციებს უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე.

საარჩევნო ოლქები რედაქტირება

ნიუეზე 14 საარჩევნო ოლქია[26]. საარჩევნო უფლება აქვს ნიუეს ყველა მოქალაქეს, რომლებმაც მიაღწიეს 18 წელს[29].

ადგილობრივი თვითმმართველობა რედაქტირება

ნიუეს კუნძულზე ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა წარმოდგენილია სასოფლო საბჭოებით, რომელთა მოქმედება რეგულირდება 1967 წლის კანონით «სასოფლო საბჭოების შესახებ». სასოფლო საბჭოების შექმნის უფლება აქვს მინისტრთა კაბინეტს.[30] მასვე შეუძლია შეცვალოს საბჭოების საზღვრები ნებისმიერი ცვლილებების თანახმად, რომელიც ეხება საარჩევნო ოლქების საზღვრებს, მათ სახელწოდებას ან შემადგენლობას.[31] სასოფლო საბჭოების წევრები ირჩევა ფარული კენჭისყრის დროს.[32] მათი წევრების უფლებამოსილების ვადაა სამი წელი.[33][34]

სასოფლო საბჭოების კომპეტენციაში შედის მომარაგება, მშენებლობა, მომსახურება, სასოფლო გზების მართვა, რეგულირება და მათი გაწმენდა (ავტოსტრადების გარდა); პარკები, ბაღები, დასვენების ადგილები და სხვა საზოგადოებრივი ადგილები; ჯანმრთელობის დაცვა; შენობები; ბაზრები და კომერციული წარმოებები; წყალმომარაგება და ადგილობრივი მნიშვნელობის სხვა საკითხები.[35]

პოლიტიკური პარტიები რედაქტირება

1974 წელს თვითმმართველობის მიღებიდან ორი ათეული წლის განმავლობაში ნიუეზე არ არსებობდა რაიმე პოლიტიკური პარტია. მხოლოდ 1990 წელს გამოჩნდა პირველი პარტია, რომელიც მოღვაწეობდა ძალიან მოკლე ხანს, რადგანაც პარტიაში გაჩნდა აზრთა სხვადასხვაობა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის კანდიდატურასა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის გამო[34]. მაგრამ უკვე 1996 წელს საპარლამენტო არჩევნებზე პირველად მიიღო მონაწილეობა «ნიუეს სახალხო პარტიამ» (ინგლ. Niue People's Party), რომელმაც უკვე 1999 წელს მოიგო არჩევნები. 2005 წლის მდგომარეობით ეს ერთადერთი პარტიაა ქვეყანაში.

შეიარაღებული ძალები რედაქტირება

ნიუეს კონსტიტუციის თანახმად ქვეყნის თავდაცვაზე პასუხისმგებელია ახალი ზელანდია. მაგრამ პრაქტიკაში ამ ფუნქციის შესრულება ხდება მხოლოდ ნიუეს მთავრობის მოთხოვნით.

საგარეო პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობა რედაქტირება

ნიუეს საგარეო პოლიტიკის საკითხები ახალი ზელანდიის ხელისუფლების დაქვემდებარებაშია. მაგრამ შიდა თვითმმართველობის მიღებისთანავე თვითმართვადი ტერიტორიის საგარეო პოლიტიკური საქმიანობა იღებს უფრო და უფრო მეტ დამოუკიდებლობას. ნიუეს ხელისუფლება ახალი ზელანდიისგან დამოუკიდებლად ხელს აწერს სხვადასხვა საერთაშორისო კონვეციას და შედის საერთაშორისო ორგანიზაციებში[22]. მიუხედავად ამისა, ნიუე არ არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი.

ნიუეს დამყარებული აქვს მჭიდრო ურთიერთობა წყნარი ოკეანის ბევრ ქვეყანასთან, მათ შორის, არის წევრი მთელი რიგი რეგიონალური ორგანიზაციებისა, მაგალითად, წყნარი ოკეანის კუნძულების ფორუმისა.

ადმინისტრაციული დაყოფა რედაქტირება

 
ნიუეს ოკრუგები.

კუნძული ნიუე დაყოფილაი 14 სოფლად (მუნიციპალიტეტი), რომელთა ადმინისტრაციული ცენტრები თვითონ სოფლებია. მუნიციპალიტეტეტბი ატარებენ შესაბამისი სოფლის სახელს.[36].

მუნიციპალიტეტის დასახელება
(ქართ.)
მუნიციპალიტეტის დასახელება
(ინგლ.)
მოსახლეობა,[1]
ად. (2011)
ფართობი,
კმ²
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
მოტუ (ისტორიული ჩრდილოეთი რეგიონი)
1 ლაკეპა Lakepa 51 21,58 2,36
2 ლიკუ Liku 70 41,64 1,68
3 მაკეფუ Makefu 69 17,13 4,03
4 მუტალაუ Mutalau 94 26,31 3,57
5 ნამუკულუ Namukulu 14 1,48 9,46
6 ტოი Toi 23 4,77 4,82
7 ტუაპა Tuapa 97 12,54 7,74
8 ჰიკუტავაკე Hikutavake 40 10,17 3,93
ტაფიტი (ისტორიული სამხრეთი რეგიონი)
9 ავატელე Avatele 139 13,99 9,94
10 ალოფი (სამხრეთი ნაწილი) Alofi South 424 46,48 13,75
11 ალოფი (ჩრდილოეთი ნაწილი) Alofi North 215
12 ვაიეა Vaiea 89 5,40 16,48
13 ტამაკაუტოგა Tamakautoga 157 11,93 13,16
14 ჰაკუპუ Hakupu 129 48,04 2,69
სულ 1611 261,46 6,16

მოსახლეობა რედაქტირება

რაოდენობა და განსახლება რედაქტირება

ნიუეს მოსახლეობა[1]
მოსახლეობის სტრუქტურა
მოსახლეობის რიცხვი 1611 (2011, აღწერა)
მოსახლეობის სიმჭიდროვე 6,16 ად./კმ² (2011, აღწერა)
საშუალო ასაკი საერთო: 32,8 (2011)
ასაკობრივი სტრუქტურა 0-15: 27 % (2011)
15-65: 61 % (2011)
65-ზე უფროსი: 12 % (2011)
ქალაქის მოსახლეობის წილი 39 % (2008)
შობადობა
ფერტილობის საერთო კოეფიციენტი 2,176 ‰ (2011)
შობადობის საერთო კოეფიციენტი 18,46 ‰ (2001)
სიკვდილიანობა
ჩვილთა სიკვდილიანობა 1000
დაბადებულზე (ასაკი 1 წლამდე)
29,4 ‰ (2001)
ბავშვთა სიკვდილიანობა (1-დან 4 წლამდე) — (2001)

მოსახლეობის 2011 წლის აღწერის თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის რიცხვი შეადგენს 1611 ადამიანს (მოხდა მთელი მოსახლეობის აღწერა, რომლებიც იმყოფებოდა კუნძულზე აღწერის დროს, რეზიდენტების და არარეზიდენტების ჩათვლით; თუ რეზიდენტები იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ, მაშინ ისინი არ აღირიცხებოდნენ აღწერაში). აქედან 802 კაცია და 809 ქალი[1].

სტატისტიკური მიზნებისათვის მოსახლეობის აღწერა ხდება დასახლებული პუნქტების მიხედვით. 2011 წელს მოსახლეობის რაოდენობის მხრივ ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტია ალოფი, რომელიც აერთიანებს ორ სოფელს: სამხრეთ ალოფის (424 ადამიანი) და ჩრდილოეთ ალოფის (215 ადამიანი)[1]. მოსახლეობის რაოდენობის მხრივ მეორეა — სოფელი ტამაკაუტოგა (157 ადამიანი). ნამუკულუ — კუნძულის ყველაზე პატარა სოფელია (სულ 14 ადამიანი)[1]. მხოლოდ ხუთ დასახლებულ პუნქტში დაფიქსირდა მოსახლეობის ზრდა 2006 წელთან შედარებით: ჩრდილოეთ ალოფი (68 ადამიანი), მაკეფუ (7 ადამიანი), მუტალაუ (9 ადამიანი), ლიკუ (8 ადამიანი) ვაიეა (30 ადამიანი). ნამუკულუში და ტამაკაუტოგაში მოსახლეობის რიცხვი იგივე იყო რაც 2006 წელს. სხვა დასახლებულ პუნქტებში გამოვლინდა მოსახლეობის კლება: სამხრეთ ალოფი (10 ადამიანი), ტუაპა (23 ადამიანი), ჰიკუტავაკე (16 ადამიანი), ტოი (8 ადამიანი), ლაკეპა (21 ადამიანი), ჰაკუპუ (33 ადამიანი) და ავატელე (25 ადამიანი)[1]. როგორც ადრე, დეპოპულაციის ძირითადი მიზეზია ემიგრაცია ახალ ზელანდიაში.

ნიუედან ემიგრირებულთა ყველაზე დიდი დიასპორა ცხოვრობს ახალ ზელანდიაში. 2001 წელს ამ ქვეყანაში დარეგისტრირებული იყო 20 100 ნიუელი (ოკეანეთის ხალხთა რაოდენობის დაახლოებით 9 %, რომლებიც ცხოვრობენ ახალი ზელანდიის ტერიტორიაზე). მათგან ყველაზე ბევრი (78 %) ცხოვრობს ქალაქ ოკლენდში, 5 % — უელინგტონში[37].

15 წლამდე ბავშვების წილი 2011 წელს შეადგენს 27 %-ს, უფროსი ასაკის მოსახლეობა 15-დან 65 წლამდე — 61 %-ს, 65 წელზე უფროსები — 12 %-ს[1]. 1997 წელს მოსახლეობის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობაა 69,5 წელი[38].

ეთნიკური შემადგენლობა რედაქტირება

მოსახლეობის 2011 წლის აღწერის თანახმად რეზიდენტი მოსახლეობის 66,5 % (ანუ 971 ადამიანი) ნიუელია (მკვიდრი პოლინეზიელი მოსახლეობა), 13,4 % (195 ადამიანი) — შერეული ნიუელი (ერთ-ერთი მშობელი მაინც ნიუელი) და 20,1 % (294 ადამიანი) — არანიუელი, მათ შორის ოკეანიის სხვა კუნძულებიდან ჩამოსულები — 8 % (111 ადამიანი) (უპირატესად ტონგელები — 38 ადამიანი, ფიჯელები — 29 ადამიანი, ტუვალუელები — 24 ადამიანი, სამოელები — 18 ადამიანი და ოკეანეთის სხვა კუნძულის წარმომადგენლები — 2 ადამიანი), 12 % — ევროპელი და 1,1 % — აზიელი[1].

ენები რედაქტირება

ინგლისურ ენასთან ერთად ქვეყნის ოფიციალური ენაა ნიუეური, ერთ-ერთი იმ მრავალრიცხოვანი ავსტრონეზიული ენების პოლინეზიური ჯგუფიდან, ჰავაიურთან, მაორიულთან, სამოურთან, ტაიტურთან და სხვასთან ერთად. ტონგურთან ერთად ნიუეური შეადგენს პოლინეზიური ჯგუფის ტონგური ქვეჯგუფის ენებს. ენის დამწერლობა შეიქმნა ლათინური ანბანის მიხედვით XIX საუკუნის პირველ ნახევარში ქრისტიანი მისიონერების მიერ წარმოშობით სამოადან. ტონგურ ენაზე მოლაპარაკე ადამიანთა საერთო რაოდენობა 1998 წელს შეადგენდა 7990 ადამიანს[39].

ნიუეს ენა შედგება მოდიფიცირებული ლათინური ანბანისაგან, რომელიც შედგება მხოლოდ 17 ასოსაგან: 5 ხმოვანი და 12 თანხმოვანი. დიდ როლს თამაშობს ხმოვანი ასოების დიდი დროით წარმოთქმა, რასაც შეუძლია სიტყვის მნიშვნელობის შეცვლა. წერის დროს იგი აღინიშნება მაკრონით. ნიუეურ ენაში ორი დიალექტია: მოტუ (დიალექტი კუნძულის ჩრდილოეთის ნაწილისა) და ტაფიტი (დიალექტი კუნძულის სამხრეთის ნაწილისა)[40]. მათ შორის სხვაობა ძირითადად გამოიხატება სიტყვაწარმოების და ლექსიკის ხერხში (მაგალითად, kautoga მოტუს დიალექტზე და lala ტაფიტის დიალექტზე ნიშნავს «გუავა»ს (ლათ. Psídium)).

მოსახლეობის 2006 წლის აღწერის თანახმად, კუნძულის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა (72 %) ამტკიცებს, რომ ისინი რეგულარულად საუბრობენ ნიუეურ ენაზე. რესპოდენტთა 18 % აღნიშნავს, რომ ამ ენას ხმარობენ ხშირად, და მხოლოდ 3 % — ამ ანაზე საერთოდ არ ლაპარაკობს. ამასთან ერთად მოსახლეობის ორი მესამედისთვის ნიუეური ენა მათი პირველი ენაა, რომელიც მათ ბავშვობიდან იციან, კუნძულელთა 12 %-მა ბავშვობიდან იცის, როგორც ნიუეური, ასევე ინგლისური, და მხოლოდ ნიუელთა 9 %-სათვის ინგლისური ენაა პირველი. შიდა ურთიერთობაში მოსახლეობის (43 %) საუბრობს, როგორც ნიუეურზე, ისევე ინგლისურზე[41].

რელიგია რედაქტირება

კუნძულ ნიუეზე მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ქრისტიანია. მოსახლეობის 2011 წლის აღწერის თანახმად, კუნძულელთა 67 % (980 ადამიანი) ნიუეს კონგრეგაციონალისტური ქრისტიანული ეკლესიის მიმდევარია (ინგლ. Congregational Christian Church of Niue), 10 % (143 ადამიანი) — მორმონები, 10 % (141 ადამიანი) — კათოლიკე, 2 % (38 ადამიანი) — იეჰოვას მოწმეები, 1 % (14 ადამიანი) — პრესვიტერიანელები, 1 % (11 ადამიანი) — მეთოდისტები, 1 % (9 ადამიანი) — მეშვიდე დღის ადვენტისტები, სხვა მორწმუნეებს შორის (დაახლოებით მოსახლეობის 6 %) გვხვდება ბაჰაისტები, სიქჰები, ინდუსები, ასევე სხვა ქრისტიანული სარწმუნეობის მიმდევრები. მოსახლეობის 2 % (34 ადამიანი) აღნიშნავს, რომ ისინი არიან ათეისტები[1].

ნიუეს კონგრეგაციონალისტური ქრისტიანული ეკლესია (ინგლ. Congregational Christian Church of Niue) — ყველაზე დიდი ქრისტიანული ეკლესიაა ნიუეში, რომელიც ლონდონის მისიონერთა საზოგადოების ადგილობრივი განყოფილებაა და გახდა ავტონომიური 1970 წელს[42]. 1996 წელს მან გახსნა თავისი წარმომადგენლობა ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდში, სადაც ცხოვრობს ნიუელების ყველაზე დიდი დიასპორა[43].

ეკონომიკა რედაქტირება

საერთო დახასიათება რედაქტირება

ნიუეს ეკონომიკა
ვალუტა 1 ახალზელანდიური დოლარი (NZD) = 100 ცენტი
საბიუჯეტო წელი კალენდარული წელი
სავაჭრო ორგანიზაციები SPARTECA, წყნარი ოკეანის კუნძულების ფორუმი
სტატისტიკა
მდგომარეობა მსოფლიოში (მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (მუპ) მიხედვით) 230-ე (2005)
მთლიანი შიდა პროდუქტი (მუპ) $7,6 მლნ (2006)
მშპ-ს ზრდა
მშპ ერთ სულ მოსახლეზე (მუპ) NZD$ 10 048 (2003)
ინფლაცია
მუშა ძალა 747 ად. (2001)
უმუშევრობა 2,8 % (2001)
მეურნეობის მთავარი დარგები სოფლის მეურნეობა
სავაჭრო პარტნიორები
ექსპორტი NZD$ 182 997 (2003)
მთავარი პარტნიორები (ექს.) ახალი ზელანდია
იმპორტი NZD$ 3,66 მლნ (2003)
მთავარი პარტნიორები (იმპ.) ახალი ზელანდია 97,6 %, ავსტრალია 0,28 %
სახ. ფინანსები
ბიუჯეტის შემოსავლები NZD$ 24,01 მლნ (2005)
ბიუჯეტის გასავლები NZD$ 24,35 მლნ (2005)

ახალი ზელანდიის ხელისუფლება აგრძელებს ნიუესათვის მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების გაწევას და შედეგად კუნძულზე საკმაოდ მაღალი ცხოვრების დონეა ოკეანეთის სხვა ქვეყნებთან შედარებით[44]. ნიუეზე პერიოდულად აღინიშნება საქონლის წარმოების ზრდა, უპირატესად სოფლის მეურნეობის სექტორში. მიუხედავად ამისა ამას არ აქვს ხანგრძლივი ეფექტი[44]. სამრეწველო წარმოება ნიუეზე პრაქტიკულად მთლიანად არ არსებობს. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ხარჯები ტრანსპორტზე საკმაოდ მაღალია, ხოლო თვითონ კუნძული მდებარეობს საკმაოდ შორს გასაღების ძირითადი ბაზრებიდან[45].

ნიუეს ეკონომიკა ძირითადად დამოკიდებულია სახელმწიფო სექტორის შემოსავლებზე, რომელიც უპირატესად ფინანსდება ახალი ზელანდიის ხელისუფლების მიერ[46].

ბოლო წლებში ნიუეს ეკონომიკის სტრუქტურებში გამოიკვეთა ცვლილებები: სახელმწიფო სექტორის წვლილი ნელ-ნელა კლებულობს (თუმცა 2005 წელს იქ მუშაობდა დაახლოებით კუნძულის შრომისუნარიანი მოსახლეობის 59 %), დაიწყო ტურიზმის განვითარება, იზრდება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი (ძირითადად ტარო)[46]. მთავრობის მუშაობის ძირითადი მიმართულება ეკონომიკის სფეროში ბოლო ათწლეულში არის კერძო სექტორის წვლილის გაზრდა და ეკოტურიზმის განვითარება[45]. ამ მიზნების მიღწევა ხორციელდება სამუშაო ადგილების გაზრდით და შრომითი მოწყობის სხვა შესაძლებლობებით, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარებით, როგორც ქვეყნის უცხოურ ფინანსურ დახმარებაზე დამოკიდებულების შემცირების მექანიზმი[45].

ხშირი დამანგრეველი ტროპიკული ციკლონები და გვალვები უარყოფით გავლენას ახდენს ნიუეს ეკონომიკაზე. მაგალითად, 2005 წელს კუნძული მნიშვნელოვნად დაზარალდა ციკლონისგან «გეტა», რომელმაც პრაქტიკულად მთლიანად დაანგრია ნიუეს ინფრასტრუქტურა[45].

სოფლის მეურნეობა რედაქტირება

ნიუეს გეოლოგიური აგებულების თავისებურებები, ნიადაგის დაბალი ნაყოფიერება, მდინარეების არ არსებობა ამყარებს კუნძულის სოფლის მეურნეობის განვითარებაზე დიდ შეზღუდვებს[47]. მაგრამ მიუხედავად ამისა, ნიუეს მნიშვნელოვანი ნაწილი მუდამ იმყოფებოდა ინტენსიური მიწადმოქმედების ქვეშ.

კუნძულის მთელი ხმელეთის 30-დან 40 %-მდე სოფლის მეურნეობისათვის უვარგისია, ხოლო იმ მიწებზე, რომლებზეც რაღაცა მაინც კულტივირებს, მოდის უმნიშვნელო მოსავალი, რომელიც პრაქტიკულად მთლიანად მიდის ქვეყნის შიდა მოხმარების დასაკმაყოფილებლად[47]. ნიუეს მთავარი სასოფლო-სამეურნეო მცენარეა ტარო, რომელთა ნაწილი ექსპორტირდება ახალ ზელანდიაში[47]. სასოფლო-სამეურნეო კულტურებს შორის შეიძლება გამოვყოთ: მანიჰოტი, ბატატი და იამსი. შიდა ბაზრისათვის მცირე რაოდენობით მოჰყავთ: ბანანი, ხილი, ლაიმი, ქოქოსი და ბოსტნეული კულტურები. ბოლო წლებში ცდილობენ ნიუეზე მოიყვანონ ვანილი. კუნძულზე ასევე ამრავლებენ: ქათმებს, ღორებს, მცირე რაოდენობით შინაურ ცხოველებს[47].

თევზჭერა რედაქტირება

თევზჭერა ნიუეზე კუნძულის ნაპირზე შეზღუდული თევზეულის რესურსების გამო მცირედ განვითარებულია. თევზჭერისთვის სხვა წინააღმდეგობაა ძალიან გაძნელებული კავშირი ოკეანესთან სანაპიროზე ძალიან მკვეთრი დაფერდების გამო, ბუნებრივი უბეების და ლაგუნების არ არსებობა[47].

ტრანსპორტი რედაქტირება

ცუდი სატრანსპორტო მეურნეობა მნიშვნელოვნად ზღუდავს სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას ოკეანეთის ქვეყნებთან და მთელ მსოფლიოსთან, ასევე ტურიზმის განვითარებას.

კუნძულის სანაპიროს გასწვრივ გადაჭიმულია 64-კილომეტრიანი ავტოგზა, რომელიც გზაზე გაივლის ნიუეს 13 სოფელს. კუნძულის ცენტრისკენ ასევე გადის ორი მთავარი ავტოგზა (საერთო სიგრძე შეადგენს დაახლოებით 230 კმ-ს). ავტოგზების უმრავლესობას აქვთ მაგარი საფარი და მათ მოვლას ახორციელებენ საგზაო სამსახურები საკმაოდ მაღალ დონეზე[48].

კუნძულზე არ აესებობს ბუნებრივი უბეები. მიუხედავად ამისა სოფელ ალოფისთან არის ნავთსაყუდელი, რომლითაც შეუძლიათ ისარგებლონ მხოლოდ მცირე გემებს[12].

1970 წელს ნიუეზე აშენდა ჰანანის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც შემდგომში 1994 წელს გაფართოვდა ასაფრენ ზოლზე თვითმფრინავ ბოინგ-737-ის ასაფრენ-დასაფრენად[12]. რეგულარულ ავიაკავშირს კუნძულთან უზრუნველყოფს ახალზელანდიური ავიაკომპანია «Air New Zealand».

კუნძულზე არ არსებობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი[12], მაცხოვრებელთა უმრავლესობა კუნძულზე გადაადგილდება საკუთარი მანქანებით.

კავშირგაბმულობა რედაქტირება

ყველა საფოსტო და სატელეკომუნიკაციო მომსახურებას ეწევა ფოსტის და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტი («ტელეკომ ნიუე»). ინტერნეტით მომსახურება ნიუეზე პირველად დაიწყო 1997 წელს. დღეისათვის ამ მომსახურებას ეწევა კომპანია «Niue Internet User Society». კუნძულზე მოქმედებს ინტერნეტ-კაფე, მნიშვნელოვან ადგილებში უფასოა WiFi-ით მომსახურება[49].

ნიუეს ინტერნეტის პირველადი დომენი.nu, ძალიან პოპულარულია შვედეთის, დანიის და ნიდერლანდების მომხმარებლებს შორის, რადგან სიტყვა «nu» ითარგმნება, როგორც «ახლავე».

ნიუეზე მოქმედებს მხოლოდ ერთი სატელემაუწყებლო კომპანია[49]. 1992 წლამდე ნიუეს მთავრობა უშვებდა გაზეთს «Tohi Tala Niue». კერძო გაზეთი, «Niue Star», გამოვიდა 1993 წლის შუახანებში და მას შემდეგ გამოიცემა ორ კვირაში ერთჯერ[50].

2010 წლიდან კუნძულზე დამონტაჟდა სისტემა OpenBTS — პირველი თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც პროტოკოლის სტეკის GSM საწარმოო სტანდარტით მუშაობის შესაძლებლობას იძლევა. OpenBTS-ს თვითღირებულება და სტრუქტურა ნიუესთვის ოპტიმალური გამოდგა, რადგანაც კუნძულზე აუცილებელი იყო სწრაფად განხორციელებულიყო მობილური ტელეფონებით მომსახურება, მაგრამ პოტენციური კლიენტების რაოდენობა არ იყო იმდენად საკმარისი, რომ გამართლებულიყო GSM-ს სტანდარტის ჩვეულებრივი რეტრანსლიაციური საბაზო სადგურების ყიდვა და შენახვა.

ტურიზმი რედაქტირება

თუმცა ტურიზმი ნიუეზე იმყოფება ჩანასახობრივ მდგომარეობაში, კუნძულზე ტურიზმის განვითარება ქვეყნის მთავრობის მოქმედების ერთ-ერთი უპირატესი მიმართულებაა. ტურიზმის განვითარების ძირითადი შემზღუდავი პირობებია ძალიან ცუდი ავიაკავშირები მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან, პრაქტიკულად მთლიანი არქონა განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურისა[51].

2002 წელს ნიუეზე იმყოფებოდა 3155 ტურისტი[52]. კუნძულს უპირატესად სტუმრობენ ახალი ზელანდიის, ავსტრალიის, ევროპის ქვეყნების, აშშ-ს და კანადის მოქალაქეები.

საგარეო ეკონომიკური კავშირები რედაქტირება

ძირითადი პროდუქციის გასაღების ბაზრებიდან დაშორება, სასარგებლო წიაღისეულის მსხვილი მარაგის არქონა მნიშვნელოვნად ზღუდავს წარმოებას სამრეწველო მასშტაბებში. მთავარი თავისებურება ნიუეს საერთაშორისო ვაჭრობისათვის არის ექსპორტის ძალიან დაბალი და იმპორტის ძალიან მაღალი მაჩვენებლები[53]. იმპორტულია საკვები პროდუქტები, სამრეწველო საქონელი, მანქანები, საწვავი, სამედიცინო დანადგარები და წამლები. ექსპორტულია სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. საერთაშორისო ვაჭრობაში ძირითადი პარტნიორია ახალი ზელანდია[53].

1996 წლიდან 2004 წლამდე პერიოდში იმპორტის მოცულობა მერყეობდა NZD$3,7 მლნ-დან NZD$11,9 მლნ-მდე. ამასთან იმპორტის საშუალო მაჩვენებელი ახალი ზელანდიიდან 1996 წლიდან 2001 წლამდე პერიოდში შეადგენდა NZD$4,5 მლნ. ექსპორტი ბოლო წლებში მცირდება: 2004 წელს მოცულობამ შეადგინა NZD$264 240 (1996 წელს — NZD$316 536)[53].

ფულადი სისტემა და ფინანსები რედაქტირება

ნიუეს ფულადი ერთეულია — ახალზელანდიური დოლარი. კოლექციონერული მიზნებისათვის უშვებენ ნიუეს დოლარს.

2005 წლის ბიუჯეტში ხარჯებმა შეადგინა NZ$21,9 მლნ, ხოლო შემოსავლებმა — NZ$21,5 მლნ.[54]. შემოსავლებს შორის ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს შემოსავლებს გადასახადებიდან და ბეგარისაგან, ახალი ზელანდიის ფინანსური დახმარებისაგან. ქვეყნის ბიუჯეტის შევსების მთავარი წყაროა ასევე საფოსტო მარკები და საკოლექციო მონეტები.

სოციალური სფერო რედაქტირება

ჯანმრთელობის დაცვა რედაქტირება

ნიუეს დანარჩენი მსოფლიოსგან იზოლირების გამო კუნძულზე არ არსებობს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი, მალარია[55]. იშვიათად ხდება ჰეპატიტით, ტუბერკულოზით და ტროპიკული ციებ-ცხელებით დაავადების შემთხვევები. კუნძულზე სამედიცინო მომსახურება უფასოა ნიუეს ყველა მოქალაქისათვის (უცხოელთათვის — ფასიანია). 2002 წელს ნიუეს ცენტრალურ საავადმყოფოს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია.

2001 წელს შეფარდება ექიმებსა და ნიუეს მაცხოვრებლებს შორის შეადგენდა 1 : 434, მედდებთან — 1 : 145[55].

განათლება რედაქტირება

განათლების სისტემა ნიუეში დაფუძნებულია ახალზელანდიურ მოდელზე და ძირითადად აქვს იგივე სასწავლო გეგმა[56]. განათლება სავალდებულოა ბავშვებისათვის 5-დან 14 წლამდე[56]. განათლების დონე ქვეყანაში ძალიან მაღალია: ნიუეს მთავრობის მონაცემების თანახმად იგი აღწევს 99 %-ს[56]. 1989 წლიდან დაწყებული ყველა დაწყებითმა სკოლამ თავი მოიყარა ალოფიში, რაც დაკავშირებულია მოსახლეობის კლებასთან. ქვეყანაში მოქმედებს მხოლოდ ერთი საშუალო სკოლა, რომელიც მდებარეობს ალოფის განაპირას.

ნიუეზე ასევე მოქმედებს სამხრეთ წყნარი ოკეანის უნივერსიტეტის ფილიალი, რომელიც ქვეყანაში ერთადერთი სასწავლო დაწესებულებაა, სადაც შესაძლებელია სწავლის გაგრძელება საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ. ნიუელების მნიშვნელოვანი ნაწილი განათლებას იღებს საზღვარგარეთ: ახალ ზელანდიაში, ავსტრალიაში, ფიჯიზე[56].

კულტურა რედაქტირება

ნიუეს მცხოვრებთა კოლონიამდელი ორგანიზაცია რედაქტირება

მაორიული პრეფიქსები ტომების სახელებთან ნგატი-, ნგაი- და ატი-, რომლებიც ითარგმნება, როგორც «ვინმეს შთამომავლები», ნიუეში არ გამოიყენებოდა. ნგატის- ნაცვლად კუნძულზე გამოიყენებოდა სიტყვა ტამა (ნიუე. Tama) ან ფაგაი (ნიუე. fagai)[57]. მაგალითად, ახლო ნათესავების გაერთიანებას ეწოდებოდა ტამა-ჰამუა (ნიუე. Tama-hamua), ტამა-კაუტონგა (ნიუე. Tama-kautonga), ტამა-ჰატო-კულა (ნიუე. Tama-hato-kula). ფაგაი ასევე წარმოადგენდა ადამიანთა გაერთიანებას, რომლის მთავარი ფაქტორი იყო არა ნათესაური კავშირი, არამედ «გამოკვების» მიზნით ერთობლივი თანაცხოვრება[57].

შორეულ წარსულში ნიუეზე წარმოდგენილი იყო მართვის განსაკუთრებული სისტემა, რომელიც განსხვავდებოდა ოკეანეთის სხვა კუნძულების მოდელისგან. ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი იყო უმაღლესი ბელადის ან მეფის არჩევითობა, რომლის ტიტულიც არ იყო მემკვიდრეობითი[58]. ნიუეზე მეფის ან პატუ-იკი-ს (ნიუე. patu-iki) ინსტიტუტი, (თარგმანში «ბელადების ბელადი»), რომელიც ალბათ შემოტანილი იყო ტონგას ან სამოას კუნძულებიდან (მის შემოტანამდე კუნძულზე არსებობდა მხოლოდ ოჯახის მეთაურები)[58]. პირველად მეფე ირჩეოდა კუნძულის წამყვანი ოჯახების წევრებისაგან. შემდგომში მეფის დანიშვნა გახდა გამარჯვებული სოფლის მოსახლეობის პრეროგატივა (მაგრამ არჩეული მეფეს მაინც უნდა მიეღო სხვა სოფლების მოსახლეობის თანხმობა)[59].

პატუ-იკის ფუნქციების შესახებ ძალიან ცოტაა ცნობილი. მასთან ყოველთვის არსებობდა საბჭო, ანუ ფონო (ნიუე. fono), რომლის წარმომადგენლებიც მუდმივად ეკონტაქტებოდნენ ადგილობრივ მცხოვრებლებს. ნიუეს ყოველ სოფელში ასევე იმყოფებოდა მეფის წარმომადგენელი, რომელსაც ერქვა ალაგა-ვაკა (ნიუე. Alaga-vaka)[60]. ასევე არსებობდა მთავარი ალაგა-ვაკა, ანუ ალაგა-ვაკა ნე-მუა (ნიუე. Alaga-vaka ne-mua) (თანამედროვე პრემიერ-მინისტრის მსგავსი), რომელიც ნიუეზე ძალიან ხშირად იპყრობდა უმაღლეს ხელისუფლებას და მართავდა ქვეყანას ერთპიროვნულად (მასთან იმყოფებოდა თანაშემწე, რომელსაც ერქვა ჰაგაი ნიუე. hagai)[60].

კუნძულზე ასევე არსებობდნენ სხვა ბელადები, რომლებსაც ერქვათ იკი (ნიუე. iki) და პატუ (ნიუე. patu). იკი, სავარაუდოდ, სანამ გახდებოდა ბელადი, იყო მეომარი. პატუ იყო ოჯახის მეთაური და ხელმძღვანელობდა ფაგაის. იკისთან ერთად ის ასრულებდა მოსამართლის, ანუ ფაკაფილი-ს (ნიუე. fakafili) და პოლიციის, ანუ ლეოლეო-ს (ნიუე. leoleo) ფუნქციებს. მათგან ფორმირდებოდა ფონო — ყოველი კუნძულის სოფლის საბჭო. შორეულ წარსულში პატუ ასევე მეთაურობდა ჯარს ომის დროს, შეეძლო ყოფილიყო მეომარი[61].

მუსიკა და ცეკვები რედაქტირება

როგორც მთელ პოლინეზიაში მუსიკა და ცეკვები ნიუელების ცხოვრებაში მთავარი ადგილი ეკავა. მიუხედავად ამისა ერთ-ერთი თავისებურება ტრადიციული ნიუეური მუსიკისა არის ის, რომ ბევრ შემთხვევაში მას არ აქვს მუსიკალური თანხლება. ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ცეკვების დროს, არის ხის ბარაბანი, ნიუეზე ცნობილი, როგორც პალაუ (ნიუე. palau) ან ნაფა (ნიუე. nafa).

კუნძულის მთავარი ცეკვა, რომელსაც ასრულებენ ქორწილიზე და დაბადების დღეს არისტამე (ნიუე. tame). ცეკვის დროს ქალები ძირითადად სხედან, ხოლო კაცები ცეკვავენ მათ გარშემო.

სპორტი რედაქტირება

ნიუეს ჰყავს თავისი ეროვნული ნაკრები ფეხბურთში, ხოლო თვითონ ქვეყანა ოკეანეთის ფეხბურთის კონფედერაციის ასოცირებული წევრია, მაგრამ არ არის ფიფას წევრი, რის გამოც ნიუეს ნაკრებს არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატში და ოკეანეთის ფეხბურთის კონფედერაციის ერთა თასზე. პირველი საერთაშორისო მატჩი ფეხბურთში ნიუეს ნაკრებმა (სულ ორი მატჩი) ჩაატარა 1983 წლის 1 სექტემბერს, სადაც ნიუემ წააგო ტაიტის ნაკრებთან ანგარიშით 0:14. ყველაზე დიდი წაგება ნაკრებმა განიცადა უკვე შემდეგ დღეს, პაპუა-ახალი გვინეის ნაკრებთან 0:19[62].

მაგრამ კუნძულზე ყველაზე პოპულარული თამაშია რაგბი. სპორტის ამ სახეობში ნიუეს ასევე ჰყავს თავისი ეროვნული ნაკრები. პირველი საერთაშორისო მატჩი ნიუეს სარაგბო ნაკრების მონაწილეობით შედგა 1983 წლის 11 სექტემბერს, რომელშიც ნიუემ წააგო ფიჯის ნაკრებთან ანგარიშით 4:124.

ნიუეს არასდროს არ მიუღია მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში. 2002 წელს ნიუემ პირველად მიიღო მონაწილეობა თანამეგობრობის თამაშებზე.

დღესასწაულები რედაქტირება

თარიღი დასახელება დასახელება (ინგლ.)
1 იანვარი ახალი წელი New Year’s Day
2 იანვარი ტაკაის ტრადიციული დღე Takai Commission Holiday
6 თებერვალი ვაიტანგის დღე Waitangi Day
აღდგომის წინა პარასკევი დიდი პარასკევი Good Friday
აღდგომის მეორე დღე ნათელი ორშაბათი Easter Monday
25 აპრილი ანზაკის დღე ANZAC Day
ივნისის პირველი ორშაბათი დედოფლის ოფიციალური დაბადების დღე Queen’s Birthday
16 ოქტომბერი კონსტიტუციის დღე Constitution Day
27 ოქტომბერი პენიამინის დღე Peniamina Gospel Day
25 დეკემბერი ქრისტეს შობა Christmas Day
26 დეკემბერი საჩუქრების დღე Boxing Day

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 მოსახლეობის აღწერა (2011)
  2. A short history of Niue. Seafriends web site. Dr J Floor Anthoni (2004—2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 7 იანვარი 2010.
  3. 3.0 3.1 Percy Smith. Niue-fekai (or Savage) Island and its People // The Journal of the Polynesian Society, 1902, ტ. 11.
  4. Percy Smith. Niue-fekai (or Savage) Island and its People // The Journal of the Polynesian Society, 1902, ტ. 11.
  5. Niue. CIA. The World Fact Book. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-26. ციტირების თარიღი: 7 თებერვალი 2010.
  6. 6.0 6.1 Anthoni, Floor. Niue in the Pacific Ocean. Seafriends web site. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2010-01-06.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 7.6 Anthoni, Floor. Niue's distant past. Seafriends web site. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2010-01-06.
  8. 8.0 8.1 8.2 2.1.1 Geology and landforms // National Biodiversity Strategy and Action Plan of Niue, Government of Niue, 2001, ISBN 0473080095.
  9. 9.0 9.1 Niue Meteorological Service., 2.2. Geography // Initial National Communication Of Niue Island Under The United Nations Framework Convention On Climate Change, June 2000.
  10. 10.0 10.1 10.2 Felicia A Nemaia., Country Profile. Geography // Niue’s Third National Report on the Implementation in compliance with the United Nations Convention to Combat Desertification, 2006.
  11. Government of Niue with assistance from SPREP consultants Dr. Cynthia Lowry and Mr. Joseph Smith., Offshore Minerals // Niue Country Report for the United Nations Conference on Environment and Development (UNCED) Brazil, 1-12 June 1992, 30 July 1991.
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 Government of Niue with assistance from SPREP consultants Dr. Cynthia Lowry and Mr. Joseph Smith., Mining/Uranium // Niue Country Report for the United Nations Conference on Environment and Development (UNCED) Brazil, 1-12 June 1992, 30 July 1991.
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 Felicia A Nemaia., Country Profile. Environmental context // Niue’s Third National Report on the Implementation in compliance with the United Nations Convention to Combat Desertification, 2006.
  14. Niue Meteorological Service., 2.4.1. Rainfall // Initial National Communication Of Niue Island Under The United Nations Framework Convention On Climate Change, June 2000.
  15. Niue Meteorological Service., 2.4.3 Weather Systems Affecting Niue // Initial National Communication Of Niue Island Under The United Nations Framework Convention On Climate Change, June 2000.
  16. 16.0 16.1 Felicia A Nemaia., Country Profile. Climate // Niue’s Third National Report on the Implementation in compliance with the United Nations Convention to Combat Desertification, 2006.
  17. 2.1.3 Soils // National Biodiversity Strategy and Action Plan of Niue, Government of Niue, 2001, ISBN 0473080095.
  18. Felicia A Nemaia. Anomalous Hg contents in soils of Niue Island, South Pacific // Geochemical Journal, 1990, ტ. 24.
  19. 19.0 19.1 Government of Niue with assistance from SPREP consultants Dr. Cynthia Lowry and Mr. Joseph Smith., Groundwater lens // Niue Country Report for the United Nations Conference on Environment and Development (UNCED) Brazil, 1-12 June 1992, 30 July 1991.
  20. Niue Meteorological Service., 2.8.1. Flora // Initial National Communication Of Niue Island Under The United Nations Framework Convention On Climate Change, June 2000.
  21. 21.0 21.1 21.2 Government of Niue with assistance from SPREP consultants Dr. Cynthia Lowry and Mr. Joseph Smith., Vegetation // Niue Country Report for the United Nations Conference on Environment and Development (UNCED) Brazil, 1-12 June 1992, 30 July 1991.
  22. 22.0 22.1 22.2 22.3 22.4 Niue Meteorological Service., 2.8.2. Forests // Initial National Communication Of Niue Island Under The United Nations Framework Convention On Climate Change, June 2000.
  23. Niue. Fatbirder. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2010-07-01.
  24. Niue Meteorological Service., 2.8.3. Fauna // Initial National Communication Of Niue Island Under The United Nations Framework Convention On Climate Change, June 2000.
  25. Joslin Annelies Heyn.. (May 2003) Migration and Development of Niue Island. Стр. XV.. The University of Montana. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-09-01. ციტირების თარიღი: 14-01-2008.
  26. 26.0 26.1 2.1.5. Government structure // National Biodiversity Strategy and Action Plan of Niue, Government of Niue, 2001. — P. 12, ISBN 0473080095.
  27. Levine, Stephen. Niue in Review: Issues and Events, 1 July 1991 to 30 June 1992 // 1, 1993, ტ. 5, ISSN 1043-898X.
  28. A. H. Angelo. The Niue Constitution // Pacific Constitutions.
  29. CIA.. (2000) The World Factbook. Niue.. Copyright by the Niue Climate Change Project - Niue Meteorological Service. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 22-01-2008.
  30. კანონი სასოფლო საბჭოების შესახებ, ნაწილი 3, სტატია 8.
  31. კანონი სასოფლო საბჭოების შესახებ, ნაწილი 3, სტატია 10.
  32. კანონი სასოფლო საბჭოების შესახებ, ნაწილი 3, სტატია 15.
  33. კანონი სასოფლო საბჭოების შესახებ, ნაწილი 3, სტატია 16.
  34. 34.0 34.1 Niue. Transparency International Country Study Report. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2010-01-23.
  35. კანონი სასოფლო საბჭოების შესახებ, დანართი.
  36. Environment Statistics - Land in Niue. Staitistics of Niue. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2010-01-07.
  37. Niuean People in New Zealand. New Zealand's official statistics agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2010-01-07.
  38. Niue Meteorological Service., 2.5.1a. Population // Initial National Communication Of Niue Island Under The United Nations Framework Convention On Climate Change, June 2000. — გვ. 20.
  39. Languages of Niue. Ethnologue. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2010-01-08.
  40. Wolfgang B. Sperlich., Tohi vagahau Niue, University of Hawaii Press, 1997. — P. 25, 595 p, ISBN 0824819330.
  41. Niue Population Profile Based on 2006 Census of Population and Housing. A Guide for Planners and Policy-makers, Secretariat of the Pacific Community, 2008. — P. 17—18, ISBN 9789820002357.
  42. New Members. Pacific. Ekalesia Niue. World Council of Churches. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2010-01-08.
  43. Congregational Christian Church of Niue. World Council of Churches. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2010-01-08.
  44. 44.0 44.1 Niue Country Report for the United Nations Conference on Environment and Development (UNCED) Brazil, 1-12 June 1992.. (30 July 1991) Patterns of Economic Growth. General Economic Situation. Prepared by Government of Niue with assistance from SPREP consultants Dr. Cynthia Lowry and Mr. Joseph Smith. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 აგვისტო 2011. ციტირების თარიღი: 29-11-2007.
  45. 45.0 45.1 45.2 45.3 Third National Report on the Implementation of the UNCCD within Niue.. (2006) Economy. Compiled by Felicia A Nemaia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 25-11-2007.
  46. 46.0 46.1 Initial National Communication Of Niue Island Under The United Nations Framework Convention On Climate Change.. (2000) Economy. Copyright by the Niue Climate Change Project - Niue Meteorological Service. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 25-11-2007.
  47. 47.0 47.1 47.2 47.3 47.4 Initial National Communication Of Niue Island Under The United Nations Framework Convention On Climate Change.. (2000) Agricultural Sector. Copyright by the Niue Climate Change Project - Niue Meteorological Service. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 25-11-2007.
  48. Initial National Communication Of Niue Island Under The United Nations Framework Convention On Climate Change.. (2000) Transport. Copyright by the Niue Climate Change Project - Niue Meteorological Service. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 25-11-2007.
  49. 49.0 49.1 Niue Internet User Society.. Internet Access While On Niue. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-06-24. ციტირების თარიღი: 08-12-2007.
  50. World Press Trends.. Niue. World Association of Newspapers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 08-12-2007.
  51. Initial National Communication Of Niue Island Under The United Nations Framework Convention On Climate Change.. (2000) Tourism Sector. Copyright by the Niue Climate Change Project - Niue Meteorological Service. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 25-11-2007.
  52. Niue Census of Population and Households: 2001, Secretariat of the Pacific Community, 2008. — P. 17.
  53. 53.0 53.1 53.2 Department os Statistics.. Statistics of Niue. Niue Merchandise Trade.. ციტირების თარიღი: 23-01-2008.
  54. Niue Statistics Office.. Niue Government Finance - Summary.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-05-10. ციტირების თარიღი: 23-01-2008.
  55. 55.0 55.1 Niue Abstracts.. Part 1 A (General Information).. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 22-01-2008.
  56. 56.0 56.1 56.2 56.3 Initial National Communication Of Niue Island Under The United Nations Framework Convention On Climate Change.. (2000) Education. Copyright by the Niue Climate Change Project - Niue Meteorological Service. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 25-11-2007.
  57. 57.0 57.1 Smith. გვ. 34.
  58. 58.0 58.1 Smith. გვ. 36.
  59. Smith. გვ. 37.
  60. 60.0 60.1 Smith. გვ. 41.
  61. Smith. გვ. 44.
  62. Niue Football.. World Football Elo Ratings: Niue.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 23-01-2008.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ნიუე&oldid=4498526“-დან