ტელეკომუნიკაცია
ტელეკომუნიკაცია, იგივე ელექტრული კავშირგაბმულობა ან ელექტრული კავშირი — ინფორმაციის გადაცემა გარკვეულ მანძილზე ელექტრომაგნიტური სიგნალების გამოყენებით. ინფორმაციის გადასაცემად ძირითადად გამოიყენება ელექტრული ან ოპტიკური კაბელები და რადიოკავშირი.
უძველესი დროიდან ადამიანები შეტყობინების გადასაცემად იყენებდნენ ოპტიკურ მოვლენებს (სიგნალებს), მაგალითად კოცონებს. ამ სიგნალების თანამედროვე სახეებია ოპტიკური სიგნალები, რომლებიც ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებით გადაიცემა. ელექტროობის აღმოჩენის შემდეგ შეტყობინებები გადაიცემა ელექტრული სიგნალების საშუალებით, ეს სიგნალები გაივლიან ძირითადად ელექტრულ სადენებს (კაბელებს) ან რადიო სარელეო არხებს. ელექტრული კავშირგაბმულობა ახდენს ინფორმაციის მიღება-გადაცემას ტელეგრაფის, ტელეფონის, რადიომაუწყებლობის, ტელევიზიისა და სხვათა მეშვეობით. განასხვავებენ ასევე საფოსტო კავშირს, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა წერილობითმა ინფორმაციამ, საფოსტო კავშირი ინფორმაციის მიღება-გადაცემას ფოსტის საშუალებით ახდენს.