GSM (ფრანგ. Groupe Spécial Mobile ან ინგლ. Global System for Mobile Communications) — მრავალჯერადი შეღწევის TDMA და FDMA ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მობილური ფიჭური კავშირის სისტემა.

GSM სტანდარტის ლოგოტიპი

GSM-ის ისტორია

რედაქტირება

გასული საუკუნის 80-იან წლებში ევროპაში, განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში და სკანდინავიის ქვეყნებში სწრაფი ტემპით ვითარდებოდა მობილური სატელეფონო კავშირი. თითოეული ქვეყანა ამუშავებდა თავის სისტემას, რომელიც არ იყო თავსებადი სხვა ქვეყნის სისტემებთან, როგორც აგებით, ისე ფუნქციონირების თვალსაზრისით. ეს სიტუაცია მიუღებელი იყო, რადგანაც ერთი მხრივ, მობილური მოწყობილობები (ტელეფონები) მხოლოდ ფუნქციონირებდნენ ქვეყნის შიგნით, კონკრეტული ქსელის ფარგლებში, ხოლო მეორე მხრივ, შეზღუდული იყო მოწყობილობებით ვაჭრობის ბაზარი. ამის გამო შეუძლებელი იყო ნაწარმის გასაღება, დიდი იყო მობილურ კავშირზე დანახარჯების დრო.

1982 წელს ევროპის ფოსტებისა და ტელეკომუნიკაციების კონფერენციამ (CEPT - Conference of European Post and Telecommunication) ჩამოაყალიბა სპეციალური ჯგუფი GSM (Group Special Mobile) ევროპისთვის მობილური მიწისზედა სისტემის შესწავლისა და დამუშავებისთვის. 1989 წელს ვალდებულება GSM-ის დამუშავებაზე აიღო ტელეკომუნიკაციის დარგში სტანდარტების ევროპის ინსტიტუტმა ETSI (European Telecommunication Standarts Institute). GSM-ის პირველი სპეციფიკაციები შექმნილ იქნა 1990 წელს. 1991 წელს დაიწყო პირველი ქსელების კომერციული ექსპლუატაცია, ხოლო 1993 წელს ევროპის 22 ქვეყანაში უკვე მოქმედებდა GSM ქსელი.

ტექნიკური დეტალები

რედაქტირება

GSM სტანდარტი ითვალისწინებს გადამცემების მუშაობას სიხშირეთა ორ დიაპაზონში, მაგალითად GSM-900 სისტემებში — 890-915 მგჰც სიხშირული ზოლი გამოიყენება შეტყობინებათა გადაცემისათვის მოძრავი სადგურიდან საბაზო სადგურისაკენ,ხოლო დიაპაზონი 935-960 მგჰც საწინააღმდეგო მიმართულებით. კავშირის სეანსის დროს არხების გადართვისას ამ სიხშირეებს შორის სხვაობა მუდმივია და იგი 45 მგჰც-ს შეადგენს. კავშირის მეზობელ არხებს შორის სიხშირეთა დაშორებაა 200 კჰც. ამრიგად, მიღება გადაცემისათვის გამოყოფილ სიხშირეთა 25 მგჰც-იან ზოლში განთავსდება კავშირის 124 არხი [ 3...6 ]. GSM სტანდარტში TDMA ტექნოლოგიის გამოყენების გამო შესაძლებელია ერთ გადამტან სიხშირეზე ერთდროულად 8 მეტყველების არხის განთავსება. მეტყველების გარდამქმნელად გამოიყენება RPE-LTP კოდეკი გარდაქმნის 13 კბიტი/წმ სიჩქარით.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=GSM&oldid=4078836“-დან