გადასახადი
გადასახადი — თანხა, რომელსაც კერძო პირი და საწარმო უხდის სახელმწიფოს. აკრეფილი გადასახადები ისეთ რაიმეზე იხარჯება, რაც მთელი ქვეყნისთვის სასარგებლოა, მაგალითად, თავდაცვა, არმია, საზღვაო და საჰაერო ფლოტი, ჯანდაცვა, განათლება და გზები. ერთ-ერთი ძირითადი გადასახადი საშემოსავლო გადასახადია. მოსახლეობამ თავისი შემოსავალის(გამომუშავებული ფულის) გარკვეული პროცენტი სახელმწიფოს უნდა გადაუხადოს. დიდი შემოსავლის მოქნე ადამიანი მეტ საშემოსავლო გადასახადს იხდის. კომპანია მოგებული თანხის შესაბამის პროცენტს უხდის სახელმწიფოს. ეს იმ პირდაპირი გადასახადების მაგალითია, რომელიც სავალდებულია კერძო პირისა და საწარმოსათვის. პირდაპირი გადასახადით შეიძლება დაიბეგროს მემკვიდრეობით მიღებული ქონებაც.
არსებობს გადასახადები, რომლებიც საქონლისა და მომსახურების ფასს ემატება. ევროპაში ამგვარი გადასახადის ძირითადი სახეობა დამატებული ღირებულების გადასახადია (დღგ), ხოლო აშშ-ში — ბრუნვის გადასახადი. ასეთი გადასახადები, რომლებსაც ირიბი გადასახადები ჰქვია, ხარჯებს ბეგრავს და არა შემოსავალს. ირიბი გადასახადების მეშვეობით შესაძლოა ადამინის ქცევა შეიცვალოს. მაგალითად, თუ მთავრობას, გარემოს დაბინძურებასთან საბრძოლველად, სურს, რომ მძღოლებმა არაეთილირებული ბენზინი მოიხმარონ, იგი ეთილირებულ ბენზინზე დაწასებულ გადასახადს გაზრდის, ხოლო თუ იმით არის დაინტერესებული, რომ მოსახლეობა თამბაქოს წევას გადააჩვიოს, თამბაქოს ნაწარმზე გაზრდის გადასახადს.
წყარო
რედაქტირება- Oxford University Press 1998