ჰავაიური ენა (თვითსახელწოდება — ჰავ. ‘Ōlelo Hawai‘i [ʔoːˈlɛlo həˈvɐjʔi]) — ავსტრონეზიული ენების ოჯახის ერთ-ერთი ენა; წარსულში ჰავაის კუნძულების მთავარი ენა იყო.

ჰავაიური ენა
‘Ōlelo Hawai‘i
გავრცელებულია აშშ-ის დროშა აშშ
მოლაპარაკეთა რაოდენობა 27,160 კაცი
ლინგვისტური კლასიფიკაცია ავსტრონეზიული ენები
დამწერლობის სისტემა ლათინური დამწერლობა (ჰავაიური დამწერლობა)
ენის კოდები ISO 639-1 —
ISO 639-2 haw
ISO 639-3 haw
რუკა
  ჰავაიური ენის გავრცელების არეალი
  ჰავაიური ენის გავრცელების არეალი
  ჰავაიური ენის გავრცელების არეალი
ვიკისივრცე
ენის თარგი {{Lang-haw}}

ვიკისივრცეში არის ვიკიპედიაჰავაიური ენა

ჰავაიელების ყველაზე დიდი და ხალხმრავალი თემი, რომლის მშობლიური ენა ჰავაიურია, ცხოვრობს კუნძულ ნიჰაუზე. ჰავაიურს პირველ ენად იყენებს ჰავაის არქიპელაგის დაახლოებით ერთნახევარი მილიონი მოსახლიდან რამდენიმე ათეული ათასი. როგორც მეორე ენა, ჰავაიური კვლავ ინარჩუნებს თავის გავლენას; ის ასევე ისწავლება ჰავაის უნივერსიტეტში, სადაც არის სპეციალური პროგრამები მისი შესწავლისთვის.

ჰავაიურთან მონათესავე ენები გავრცელებულია წყნარ ოკეანეში; მასთან ყველაზე ახლომონათესავეა ტაიტიური და მარკიზული (მარკიზის კუნძულების დიალექტები), ასევე მაორი ენა. ჰავაიურთან ნაკლებად ახლოა დასავლეთ პოლინეზიის სამოური და ტონგური ენები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Крупа В. Гавайский язык. Москва: Наука, 1979. 76 с.: схемы. (Серия: Языки народов Азии и Африки). Тираж 1000 экз. Цена 70 коп.
  • Лингвистический энциклопедический словарь / редактор В. Н. Ярцева. М., 1990.
  • Elbert S. K., Pukui M. K. Hawaiian Grammar. Honolulu: UH Press, 1979.
  • Szczerbowski T. Wyspy Hawajskie: język i kultura [Гавайские острова: язык и культура]. Kraków: Wydawnictwo Naukowe Akademii Pedagogicznej, 2006, ISBN 83-7271-407-X