მეთოდიზმი
მეთოდიზმი — ინგლისელი პროტესტანტების ერთი მიმდინარეობა, ანგლიკანური სექტა, დაარსებულია ძმები უესლების მიერ ოქსფორდის უნივერსიტეტში 1729 წელს. მიზანი – ბიბლიის შესწავლა მეთოდურად, წესების დაუფლება. შემდეგ ჯონ უესლი გამოვიდა ანგლიკანური ეკლესიის განახლების, რწმენის განწმენდის ქადაგებით, რეფორმის მოთხოვნით. ეკლესიამ მხარი არ დაუჭირა, მაგრამ ღია ცის ქვეშ დაიწყეს ქადაგება, მორწმუნეებს აშინებდნენ ჯოჯოხეთის სატანჯველით, მოიპოვეს ავტორიტეტი და დღეს ამერიკაში, ბალტიმორში, საეპისკოპოსო კათედრაც აქვთ (1787 წლიდან). მეთოდისტების მსოფლიო საბჭო აერთიანებს 55 ეროვნულ ეკლესიას, 10 წელში ერთხელ კონფერენციას იწვევენ.
პროტესტანტიზმი |
ჰუსიტები • ლოლარდები • ვალდენსები • ჩეხი ძმები
ანგლიკანიზმი • კალვინიზმი • ლუთერანობა • ცვინგლიანობა
ადვენტისტები • ამიშები • ანაბაპტიზმი • ახალსამოციქულო ეკლესია • ბაპტიზმი • კვაკერები • კონგრეგაციონალიზმი • მეთოდიზმი • მენონიტები • ორმოცდაათიანელობა • პიეტიზმი • პრესვიტერიანობა • პურიტანები • ხსნის არმია
პენტეკოსტალიზმი • რევივალიზმი • ევანგელიკალიზმი • ფილიპინების დამოუკიდებელი ეკლესია |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „მეთოდიზმი“ ვიკისაწყობში.
- Methodist History Bookmarks დაარქივებული 2006-02-19 საიტზე Wayback Machine.
- Pictures of Strawbridge Shrine near New Windsor, MD