კვაკერები (ინგლ. Quakers ოფიციალურად „მეგობრების რელიგიური საზოგადოება“) — პროტესტანტიზმის ერთ-ერთი მიმდინარეობის წევრები. საზოგადოება ინგლისელმა ხელოსანმა და მოხეტიალე მქადაგებელმა ჯორჯ ფოქსმა 1650-იან წლებში დააარსა. კვაკერები გამოდიოდნენ ანგლიკანური ეკლესიის წინააღმდეგ, უარყოფდნენ სამღვდელოებას, საეკლესიო საიდუმლოს (მათი მოძღვრებით ადამიანს შეუძლია უშუალოდ დაუკავშირდეს ღმერთს), ქადაგებდნენ პაციფიზმსა და ქველმოქმედებას. ანგლიკანური ეკლესიისა და ინგლისის მთავრობის მიერ დევნილი კვაკერების მრავალი თემი XVII საუკუნის 60-იან წლებში ჩრდილოეთ ამერიკაში გადავიდა. 1689 წელს ინგლისისა და ამერიკის კვაკერების მდგომარეობა ლეგალიზებულ იქნა „შემწყნარებლობის აქტით.“ თუ ადრე კვაკერების სოციალური შემადგენლობა წვრილბურჟუაზიული იყო, მოგვიანებით მათ შორის მსხვილი კაპიტალის მფლობელებიც გამოჩნდნენ. კვაკერების რაოდენობა მსოფლიოში დაახლოებით 350 ათასი ადამიანია. კვაკერების შედარებით დიდი რაოდენობა, დაახლოებით 100 ათასი ადამიანი, კონცენტრირებულია აშშ-ის ზოგიერთ ქალაქში (პენსილვანია, რიჩმონდი და სხვები), კენიაში (დაახლოებით 100 ათასი ადამიანი) და ინგლისში (დაახლოებით 18 ათასი ადამიანი), რომელთა უმეტესობა თავმოყრილია ბირმინჰემში.

პროტესტანტიზმი
რეფორმაცია

რეფორმაციამდელი მოძრაობები

ჰუსიტები  • ლოლარდები  • ვალდენსები  • ჩეხი ძმები


რეფორმაციის მოძრაობები

ანგლიკანიზმი • კალვინიზმი • ლუთერანობა • ცვინგლიანობა


ახალი რეფორმაციული მოძრაობები

ადვენტისტები • ამიშები • ანაბაპტიზმი • ახალსამოციქულო ეკლესია • ბაპტიზმი • კვაკერები • კონგრეგაციონალიზმი • მეთოდიზმი • მენონიტები • ორმოცდაათიანელობა • პიეტიზმი • პრესვიტერიანობა • პურიტანები • ხსნის არმია


XX საუკუნის პროტესტანტული მოძრაობები

პენტეკოსტალიზმი • რევივალიზმი • ევანგელიკალიზმი • ფილიპინების დამოუკიდებელი ეკლესია


„მეგობართა საზოგადოების“ სიმბოლო, რომელიც XIX საუკუნის ბოლოდან გამოიყენება.

ჯორჯ ფოქსმა 19 წლის ასაკში დატოვა მშობლიური სახლი და 4 წლის განმავლობაში მოგზაურობდა. ახალი რწმენის გავრცელებისთვის ის რვაჯერ იჯდა ციხეში. თავდაპირველად კვაკერები წარმოადგენდნენ ანგლიკანური ეკლესიის სეპარატისტულ განშტოებას. ისინი უარს ამბობდნენ სახელმწიფო ეკლესიის წევრობაზე და გადასახადების გადახდაზე, გარდა ამისა, ისინი ითხოვდნენ გამოხატვის თავისუფლებას, სქესთა შორის თანასწორობას, უარს ამბობდნენ ომში მონაწილეობაზე. 1650 წელს მოსამართლემ ჯორჯ ფოქსს დაცინვით უწოდა კვაკერი (მოკანკალე). XVII სუაკუნეში კვაკერების დიდი დევნის გადატანა მოუხდათ, მიუხედავად ამისა, მათი რიგები გაიზარდა. 1656 წლიდან კვაკერებმა დაიწყეს ემიგრაცია ამერიკაში.

XIX საუკუნეში ამერიკელ კვაკერთა შორის ორჯერ მოხდა განხეთქილება, პირველად — 1827 წელს. გამოყოფილებს უწოდეს ჰიქსიტები. მეორე განხეთქილება მოხდა 1845 წელს, როცა კვაკერების ორთოდოქსული ნაწილი დაიყო გერნიტებად და უილბურნიტებად. კვაკერიზმი ასევე გავრცელდა ბოლოვიაში, კოსტა-რიკაში, გვატემალაში, კენიასა და პერუში.

1947 წელს ორმა კვაკერულმა ორგანიზაციამ მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის განმტკიცებაში.

კვაკერებს არ ჰყავთ მღვდლები, არ აქვთ ფორმალური საღვთისმეტყველო განრიგი და სარწმუნოების სიმბოლო. კვაკერების ლოცვით შეკრებებში განსაკუთრებით დიდი ადგილი ეთმობა „ჩუმ ლოცვას“, ხოლო ყოველდღიურ ცხოვრებაში — აქტიურ სოციალურ მოღვაწეობას. კვაკერები ეწინააღმდეგებიან სიკვდილით დასჯას, სამხედრო სამსახურს და მილიტარიზმს, აზარტულ თამაშებს, ბატონის წინაშე ქუდის დახრის სოციალურ ჩვეულებას, ფიცის დადებას, ტრადიციულ კალენდარს და სეზონების დასახელებებს, მონობას, მეათედის გადახდის რელიგიურ პრაქტიკას.

გამოიყოფა რწმენის 9 პრინციპი:[1]

  1. სამყაროში არსებობს ცოცხალი, დინამიური, სულიერი დასწრება როგორც მორწმუნის შიგნით, ასევე გარეთ. მას მოიხსენიებენ აგრეთვე ნაცვალსახელებით „შინაგანი სინათლე“, „სიყვარული“, „ჭეშმარიტება“, „ქრისტე“ და ა.შ.
  2. ყოველივეში არის ღმერთის ნაწილაკები
  3. ყოველ ადამიანს შეუძლია სულის პირდაპირი და უშუალო აღქმა, დამოუკიდებლად ლიტურგიებისა და სასულიერო კასტისა.
  4. საკრებულო ხელს უწყობს ღმერთის პრინციპების გაგებასა და აღქმას
  5. ბიბლია არის მნიშვნელოვანი სულიერი რესურსი, იესოს მოძღვრება და ცხოვრება კი დღესაც აქტუალური
  6. ჭეშმარიტებათა გამოცხადების პროცესი გრძელდება;
  7. კვაკერები მიესალმებიან ჭეშმარიტებას სხვა წყაროებიდანაც;
  8. ღმერთის შინაგანი აღქმა უნდა ცვლიდეს ადამიანს და ვლინდებოდეს პატიოსან ცხოვრებასა და ქმედებებში
  9. პირადი ურთიერთობა ღმერთთან უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამა თუ იმ რელიგიის მიმართ კუთვნილება.

სოციალური მსახურება

რედაქტირება

ბრიტანელი კვაკერები რამდენჯერმე ესტუმრნენ რუსეთს. 1890-იან წლებში ეხმარებოდნენ ქვეყანას შიმშილთან მასშტაბურ ბრძოლაში. I მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ომის მსხვერპლთა დახმარების კვაკერული კომიტეტი (FWVRC, ლონდონი) ევროპის სხვა და სხვა ქვეყნის მშვიდობიან მოქალაქეებს ეხმარებოდა. ინგლისელი კვაკერები მუშაობდნე ბელგიაში, საფრანგეთში, რუსეთში, გერმანიაში, ბალკანეთში. კვაკერები ხსნიდნენ დევნილთა თავშესაფრებს, საავადმყოფოებს, ამბულატორიებს, სახელოსნოებს. ამას გარდა რუსეთში (მისია იწყება 1916 წლიდან) ისინი ანაწილებდნენ ინგლისიდან მიღებულ ტანსაცმელს; ბიჭები სახელოსნოებში სწავლობდნენ დურგლობასა და მეწაღეობას, ბაღის მოვლასა თუ მეფუტკრეობას. ქალები და გოგონები ჩაერთნენ მატყლის დამზადების, ხელსაქმისა და ქსოვის საშინაო წრეებში. კვაკერებმა სოფლებში გახსნენ ბიბლიოთეკებიც, სადაც ქიგნებს იწერდნენ მოსკოვიდან და პეტროგრადიდან.[2]

კვაკერები საქართველოში

რედაქტირება

პირველი ქართველი კვაკერი იყო ბაგრატ მამასახლისი, რომელიც ამ მიმდინარეობას ინგლისში გაეცნო 1990-იანი წლების ბოლოს. მან თბილისში 21-წევრიანი ჯგუფი ჩამოაყალიბა. 2007 წელს საქართველოში ჩავიდა სამი კვაკერი, სერგეი გრუშკო, პიტერ დაისონი და ჯულია რაიბერგი, რათა ქართველ კვაკერული ჯგუფი გაეწევრიანებინა „მეგობართა მსოფლიო საზოგადოებაში“.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 9 главных квакерских убеждений რუსული. Религиозное общество Друзей (25 ივნისი, 2019). ციტირების თარიღი: 19 ივნისი, 2021
  2. «О них велели забыть» Кто спасал русских людей от голодной смерти, пока коммунисты боролись за власть რუსული. lenta.ru. ციტირების თარიღი: 19 ივნისი, 2021