ცვინგლიანობაპროტესტანტიზმის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც აღმოცენდა შვეიცარიაში XVI საუკუნეში, რეფორმაციის დროს. რელიგიურ-ეთიკური და სოციალურ-პოლიტიკური მოძღვრება, რომელიც შეიმუშავა ულრიხ ცვინგლიმ.

პროტესტანტიზმი
95Thesen.jpg
რეფორმაცია

რეფორმაციამდელი მოძრაობები

ჰუსიტები  • ლოლარდები  • ვალდენსები  • ჩეხი ძმები


რეფორმაციის მოძრაობები
ანგლიკანიზმი •  კალვინიზმი •  ლუთერანობა •  ცვინგლიანობა • ჰუგენოტები

ახალი რეფორმაციული მოძრაობები

ანაბაპტიზმი • ბაპტიზმი • კონგრეგაციონალიზმი • პიეტიზმი • პურიტანები • მეთოდიზმი • მენონიტები • ამიშები • კვაკერები • პრესვიტერიანობა


XX საუკუნის პროტესტანტული მოძრაობები

პენტეკოსტალიზმი • რევივალიზმი • ევანგელიკალიზმი • ფილიპინების დამოუკიდებელი ეკლესია


ცვინგლიანობას ბევრი საერთო აქვს ლუთერანობასთან. ამ უკანასკნელის მსგავსად ცვინგლიაობა უარყოფდა კათოლიციზმის ძირითად დოგმას, კერძოდ, იმას, რომ ეკლესია და სამღვდელოება აუცილებელი შუამავლები არიან ადამიანსა და ღმერთს შორის, სულის ხსნის ერთადერთ გზად აცხადებდა ჭეშშმარიტ რწმენას, ქრისტიანობის განახლების საფუძვლად მიაჩნდა საღვთო წერილი, უგულვებელყოფდა ინდულგენციებს, ხატებისადმი თაყვანისცემას, მარხვას, მღვდლების უცოლობას და ა.შ. საიდუმლოთაგან დატოვა მხოლოდ ორი მთავარი — ნათლობა და ზიარება. ამასთანავე, ლუთერანობასთან შედარებით ცვინგლიანობა უფრო გაბედულად გამოდიოდა კათოლიკური კულტის წეს-ჩვეულებების წინააღმდეგ. რაციონალურად განმარტავდა ზიარებას, განიხილავდა მას არა როგორც საიდუმლოს, არამედ როგორც ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლის სიმბოლურ გახსენებას. ცვინგლიანობა ეკლესიას საერო ხელისუფლებას უმორჩილებდა.

ლიტერატურარედაქტირება

  • გ. კუტალია, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 208-209.
  • Чанышев А.Н., Протестантизм, М., 1969