ლოლარდები
ლოლარდები (ინგლ. lollards)[ა] — სახალხო ერეტიკული მოძრაობის წარმომადგენლები XIV საუკუნის ბოლოსა და XV საუკუნის დასაწყისის ინგლისში. ინგლისურ წყაროებში სახელწოდება „ლოლარდები“ 1380-იანი წლებიდან გამოიყენებოდა ჯონ უიკლიფის მიმდევრების მიმართ (ლოლარდების მსგავს იდეებს 1360-იანი წლებიდან გამოთქვამდნენ მოხეტიალე მქადაგებლები, მ.შ. უოტ ტაილერის აჯანყების მონაწილე ჯონ ბოლი). თავდაპირველად ლოლარდების მოძრაობის ცენტრი ოქსფორდის უნივერსიტეტი იყო, შემდგომში იგი გავრცელდა შუა ინგლისისა და კენტის ქალაქელთა, მცირე მიწისმფლობელთა, აგრეთვე თავადაზნაურობის მცირე ნაწილს შორის. ლოლარდები ცნობდნენ მხოლოდ ბიბლიის ავტორიტეტს, ხაზს უსვამდნენ პირადი ღვთისმოსაობისა და ღმერთისათვის ადამიანის რჩეულობის მნიშვნელობას. უარყოფდნენ კათოლიკური დოქტრინის მრავალ ელემენტს (ზიარებასთან გარდმოარსების სწავლებას, ხატებისა და წმინდანთა ნაწილების თაყვანისცემას და სხვ.), გამოდიოდნენ საეკლესიო იერარქიისა და ქონების წინააღმდეგ. 1401 წელს ინგლისის მეფე ჰენრი IV-მ ლოლარდთა წინააღმდეგ მიიღო სტატუტი, რომელიც მათ, როგორც ერეტიკოსთა დაწვას ითვალისწინებდა. ლოლარდების 1414 და 1431 წლების აჯანყებები სასტიკად ჩაახშეს. მათმა იდეებმა გავლენა იქონია გვიანი შუა საუკუნეების ინგლისის ერეტიკულ მოძრაობებზე, ასევე ინგლისური რეფორმაციის რადიკალურ მიმდინარეობებზე.[1]
პროტესტანტიზმი |
ჰუსიტები • ლოლარდები • ვალდენსები • ჩეხი ძმები
ანგლიკანიზმი • კალვინიზმი • ლუთერანობა • ცვინგლიანობა
ადვენტისტები • ამიშები • ანაბაპტიზმი • ახალსამოციქულო ეკლესია • ბაპტიზმი • კვაკერები • კონგრეგაციონალიზმი • მეთოდიზმი • მენონიტები • ორმოცდაათიანელობა • პიეტიზმი • პრესვიტერიანობა • პურიტანები • ხსნის არმია
პენტეკოსტალიზმი • რევივალიზმი • ევანგელიკალიზმი • ფილიპინების დამოუკიდებელი ეკლესია |
შენიშვნები
რედაქტირება- ↑ მხ. რ. lollard; ერთ-ერთი ვერსიით, საშუალო ნიდერლანდური lollaert(d)-დან, სიტყვა-სიტყვით — მობუტბუტე.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Мереминский С. Г. Лолларды // Большая российская энциклопедия. т. 17. — М., 2011. — стр. 766.