ამიშები
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ამიშები}} |
ამიშები (ინგლ. Amish [ˈɑːmɪʃ], გერმ. Amische) — რელიგიური მოძრაობა. წარმოადგენდნენ მენონიტების რელიგიური საზოგადოებრივი ჯგუფის ერთ-ერთ განშტოებას, რომლის მიმდევრებიც გამოირჩევიან უჩვეულო ჩაცმულობით, მარტივი ცხოვრების წესით და ყოველგვარი ტექნოლოგიის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებით. 1693 წელს შვეიცარიაში ეკლესიური განხეთქილების შემდგომ შვეიცარელების ნაწილმა და ალზასელმა ანაბაპტისტებმა, რომლებსაც იაკობ ამანი ხელმძღვანელობდა, ჩამოაყალიბეს ახალი სექტა, რომელსაც შემდგომში იაკობ ამანის პატივსაცემად ამიშური ეკლესია ეწოდა. 1720-1775 წლების გადასახლების შემდეგ მათი დიდი ნაწილი ამერიკაში, პენსილვანიის შტატში დასახლდა. მას შემდგომ ამიშების სექტაში ჩამოყალიბდა 8 მიმდევრობა მათ შორისაა: ახალი ორდენი, ძველი ორდენი, შვარცენთრუბერისა და სხვა ორდენები.
ამიშები დღემდე აგრძელებენ მარტივი, მაგრამ მკაცრი ცხოვრების წესით ცხოვრებას; ამიშების დასახლებაში ვერ შენიშნავთ ვერანაირ ტექნიკას, ეწევიან ძირითადად მიწათმოქმედებას, გააჩნიათ პაციფისტური შეხედულებანი და ცხოვრობენ უმთავრესად ბიბლიური კანონებით. ძალიან დაბალია კრიმინალის დონე.
წარმოშობის ისტორია
რედაქტირებაამიშები წარმოადგენდნენ მენონიტების რელიგიური საზოგადოებრივი ჯგუფის ერთ-ერთ განშტოებას, რომლის მიმდევრებიც გამოირჩევიან უჩვეულო ჩაცმულობით, მარტივი ცხოვრების წესით და ყოველგვარი ტექნოლოგიის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებით.
1993 წელი დასახელებულია, როგორც ამიშების ცხოვრების მე-300 წელიწადი. ისინი გაქრნენ თავიანთი ევროპული სამშობლოდან, დღესდღეობით ისინი ცხოვრობენ 22 სახელმწიფოს 200-ზე მეტ დასახლებასა და ონტარიოში (პროვინცია კანადაში). ამიშები არიან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და კულტურულად მრავალფეროვანი დაჯგუფება ამერიკული პლურალიზმის სპექტრში. ავტომობილების უარფოფა, გადასაადგილებლად ცხენების გამოყენება და განსხვავებული ტანსაცმელი გამოარჩევს მათ მაღალტექნოლოგიური თანამედროვე ცხოვრების კულტურისგან.
ამიშური ფესვები სათავეს იღებს მეთექვსმეტე საუკუნის ევროპიდან. სწრაფად მიმდინარე პროტესტანტულ რეფორმებთან ერთად, ახალგაზრდა რეფორმატორებმა ციურიხში, შვეიცარიაში ერთმანეთის მონათვლით განარისხეს რელიგიური ხელისუფლება 1525 წლის იანვარში. იმ დროისათვის ზრდასრული ადამიანის ხელახალი მონათვლა ითვლებოდა დანაშაულად, რომელიც სიკვდილით ისჯებოდა. ზრდასრული ადამიანის ნათლობას დისიდენტების აზრით მნიშვნელობა ჰქონდა მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თავისივე ნებით ირწმუნებდნენ სარწმუნოებას. რადგანაც ისინი ჩვილ ასაკში უკვე მონათლულები იყვნენ კათოლიკურ ეკლესიაში, მათმა ოპონენტებმა ანაბაპტისტები ან ხელმეორედ მონათლულები უწოდეს. ანაბაპტიზმი ასავე ცნობილია, როგორც რადიკალური რეფორმაცია, გავრცელებული გერმანიისა და შვეიცარიის ოლქებში. ანაბაპტისტების სწრაფი გავრცელება საფრთხეს უქმნიდა სამოქალაქო და რელიგიურ ხელისუფლებას. ანაბაპტისტებზე მონადირეები მალევე მიადგნენ რეფორმატორებს. პირველი მოწამე ჩამოახრჩეს 1527 წელს. მომდევნო რანდენიმე ათწლეულის განმავლობაში ათასობით ანაბაპტისტი დაწვეს კოცონზე, დაახრჩვეს მდინარეებში ან თავი მოკვეთეს.
შვეიცარიელი ანაბაპტისტები, მტრების სიყვარულით,შეურაცხყოფის პატიებით და მეორე ლოყის შეშვერით, ცდილობდნენ თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში გაჰყოლოდნენ იესოს გზას. ზოგი ანაბაპტისტი მიმართავდა ძალადობას, მაგრამ ბევრმა უარყო ეს და გადაწყვიტა ეცხოვრა მშვიდობიანად, მოწინააღმდეგეებთან ერთადაც კი. უხეშმა დევნამ აიძულა ანაბაპტისტები მიწისქვეშა და სოფლის სამალავებში დამალვა. შვეიცარიულმა ანაბაპტიზმმა ფესვები გაიდგა სოფლის მიწაზე. თუმცა ანაბაპტისტების აზროვნებაში დევნამ ფართო საზოგადოება და ეკლსია ერთამენთს დააშორა. ანაბაპტისტებს სჯეროდათ, რომ ამ სამყაროს სახელმწიფოებს წინ უძღვებოდა ღმერთის მშვიდობიანი სამყარო. 1660 წლისთვის ოზგი შვეიცარიელი ანაბაპტისტი გადასახლდა ჩრდილოეთით დღევანდელი საფრანგეთის ტერიტორიაზე, რომელიც ესაზღვრება სამხრეთ-დასავლეთ გერმანიას.ამიშები ინტერესის სფეროში მოექცნენ 1693 წელს,როდესაც შვეიცარიული და გერმანული ანაბაპტისტები გაიყვნენ ორ ნაკადად: ამიშები და მენონიტები.
შვეიცარიელი ამიშები
რედაქტირებაშვეიცარილი ამიშები გაერთიანებული არიან ამიშების ეთნიკურ ქვეჯგუფში. ეს ტერმინი მიემართება ამიშებს, რომლებიც ამერიკაში ჩავიდა მე-19 საუკუნის ადრეულ წლებში. მათი წეს-ჩვეულებები, ენა, გვარები განასხვავებს მათ პენსილვანიის გერმანელი წარმომადგენლებისგან.
ყველაზე ცნობილი შვეიცარიელი ამინების დასახლება არის ადამსისა და ალენის საგრაფოში, ინდიანაში. ეს ორი საგრაფო ერთმანეთისგან განსხვავდება გარკვეულ საკითხებში. ალენის საგრაფოში აგურით ნაშენები სახლები და კარგად მოვლილი ეტლები ადამსის საცხოვრებლებთან შედარებით უფრო მოწესრიგებულად გამოიყურება და ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ აქ უფრო მეტი სიმდიდრეა.
განსხვავებები შვეიცარიელ ამიშებსა და პენსილვანიის გერმანელ წარმომადგენლებს შორის:
1. ენა;
2. სიმღერის მანერა, რომელიც გერმანელ წარმომადგენლებს არ ახასიათებთ;
3. დაკრძალვის ტრადიცია;
4. ეტლი (შვეიცარიელი ამიშები მხოლოდ თავღია ეტლებს იყენებენ);
5. ტექნოლოგიასთან დამოკიდებულება (შვეიცარიელები უფრო კონსერვატულები არიან ამ საკითხთან დაკავშირებით);
6. გვარები.
შვეიცარიელი ამიშები გერმანელი წარმომადგენლებისგან განსხვავებული დიალექტით საუბრობენ. პენსილვანიის გერმანული დიალექტი წარმოიშვა გერმანული დიალექტების შერევით, შვეიცარიული დიალექტი წარმოიშვა ევრობაში, შვეიცარიელი ამიშების სამშობლოდან.
სიმღერის მანერა
რედაქტირებაშვეიცარიელი ამიშების კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანი არის ფალცეტით სიმღერა, ისინი ასრულებენ ფოლკლორულ სიმღერებს, რომელთა შორის ყველაზე პოპულარულია „ჩემი მამა აპენზელიდანაა“ ან დარდიანი სიმღერები ალპებზე. გერმანელი ამიშებისთვის მსგავსი სიმღერის მანერა არ არის დამახასიათებელი.
დაკრძალვის ტრადიცია
რედაქტირებაკიდევ ერთი სპეციფიურობა, რაც შვეიცარიელ ამიშებს ახასიათებთ ეს არის დაკრძალვის ტრადიცია, მათისაფლავი მონიშნულია მხოლოდ ხის ძელით, რომელზეც გარდაცვლილის ინიციალებია ამოტვიფრული. დროთა განმავლობაში საფლავის ეს დეკორაცია ქრებოდა, რაც მიუთებდა ცხოვრების სწრაფწარმავლობასა და პიროვნების უმნიშვნელობაზე.
პენსილვანიის ამიშები კი იყენებენ ჩვეულებრივ საფლავის ქვებს, მას სრულად აწერია გარდაცვლილის სახელი და გვარი, დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები.
თავღია ეტლები
რედაქტირებაშვეიცარიელ ამიშებს არ აქვთ უფლება იარონ თავდახურული ეტლებით, ამ ეტლებს აქვს სპეციალური „საბავშვო ყუთი“, სადაც სვამენ ბავშვებს უამინდობის შემთხვევაში, უფროსები კი სუსხიანი ამინდისგან თავს ქოლტებით იცავენ.
ტექნოლოგია
რედაქტირებაშვეიცარიელი ამიშები უფრო შეზღუდულნი არიან თანამედროვე თექნოლოგიებთან მიმართებაში. სხვადასხვა წყარო აღნიშნავს, რომ ისინი ტრადიციულ გზებს სხვადასხვა რესურსის მოსაპოვებლად. მაგ. ქარის წისქვილები. ფლიგელებსაც შეიძლება შევხვდეთ შვეიცარიელი ამიშების ეზოებში.
გვარები
რედაქტირებაშვეიცარიელ ამიშებს აქვთ განსხვავებული გვარები, რომლებიც არ გვხვდება სხვა ამიშებში. ეს გვარებია: შვარცი, ვიტმერი, ლენგახერი და ა.შ. შვეიცარიელი და გერმანელი ამიშები ძირითადად ერთმანეთზე არ ქორწინდებიან.
როგორც უკვე ვთქვით, ამიშები ინტერესის სფეროში მოექცნენ 1693 წელს,როდესაც შვეიცარიული და გერმანული ანაბაპტისტები გაიყვნენ ორ ნაკადად: ამიშები და მენონიტები. ჯეიკობ ამანი, ალსაიტური ეკლესიის უხუცესი, 1693 წელს ცდილობდა რომ კვლავ გამოეცოცხლებინა ანაბაპტისტური მოძრაობა. მან წამოაყენა ინიციატივა რომ ზიარება მიეღოთ წელიწადში ორჯერ განსხვავებით შვეიცარიელი ანაბაპტისტებისა რომლებიც ზიარებას წელიწადში ერთხელ ღებულობდნენ. ის ეწინააღმდეგებოდა ქრისტიან ანაბაპტისტებს იმაში , რომ ქრისტეს შესაბამისად მათ ერთმანეთისთვის ფეხები უნდა დაებანათ, რომ ზიარება მიეღოთ. ხელი რომ შეეწყო დოგმატური სიწმინდისთვისა და სულიერი დისციპლინისთის მან აკრძალა მოდური ტანსაცმელი და წვერის გაპარსვა და მან დაამყარა მკაცრი დისციპლინა თავის დაჯგუფებებში. ახალი აღთქმის წინააღმდეგ ამანმა მხარი დაუჭირა აღკვეთილი წევრებისგან თავის არიდებას. ამანის მიმდევრები ამიშები მალევე ჩამოყალიბდნენ ახალ სექტად ანაბაპტისტურ ოჯახში.
პოლიტიკური სტაბილურობისა და რელიგიური თავისუფლების ძიებაში ამიშები ორ ტალღად ჩავიდნენ ჩრდილოეთ ამერიკაში - ჯერ 1700-იანების შუახანებში, შემდეგ კი 1800-იანების პირველ ნახევარში. მათ პირველი დასახლება იყო ჩრდილო-დასავლეთ პენსილვანიაში. შემდეგ ისინი გაუყვნენ ოჰაიოს, ინდიანას და შუა დასავლეთთან დაკავშირებულ შტატებს. დღესდღეობით ამიშური დასახლებები განლაგებულია შეერთბული შტატების ცენტრალურ-ატლანტიკურ და შუა-დასავლეთ რეგიონებში. ძალიან ცოტა ამიში ცხოვრობს მისისიპის დასავლეთში.
ამიშების ემიგრაციაგამოწვეული იყო მათი დევნით პაციფიზმის გამო.ამიშები ცხოვრებენ „ამიშების ქარტიისა“ და წესდების მიხედვით, რომელიც ძირითადად ზეპირად გადაეცემა. ნათლობისას, როცა ამიშები მიაღწევენ ზრდასრულ ასაკს, ისინი დებენ ფიცს, რომ არ დაარღვევენ წესებს. მათი აზრით, ყველაზე მთავარია უბრალოება და ახლობლებისადმი მზრუნველობა, პაციფიზმი, ხორციელი სამყაროსგან გამიჯვნა და უნარი, შეცვალო საკუთარი ხედვები და სული ღვთისადმი მორჩილების შესაბამისად. ღვთისმსახურება სრულდება ორ კვირაში ერთხელ, კვირაობით, ერთ-ერთი თანამოძმის სახლში და გრძელდება დაახლოებით 4 საათი. ცოდვილი ამიში მთელი გაერთიანების წინაშე აღიარებს საკუთარ დანაშაულს. წესდების მიხედვით, ყოველ კრებაზე უნდა იყოს „სრული მსახური“, რომელიც ამავდროულად კრების წინამძღოლია, 2 მსახური და დიაკონი. მათ ირჩევს მთელი გაერთიანება ხმის მიცემის შედეგად და ისინი არანაირი პრივილეგიებით არ სარგებლობენ. არჩეულის მსახურები პერიოდულად იკრიბებიან და განიხილავენ რწმენისა და საყოფაცხოვრებო საკითხებს. ამიშები ინგლისურს სწავლობენ სკოლაში დანარჩენებთან საკონტაქტოთ, მათ აქვთ საკუთარი სკოლები, სადაც დაწყებით განათლებას იღებენ,მაგრამ ეს სკოლებიც კი არის ერთ ოთახში მოთავსებული კლასები და სასწავლო პროცესიც განსხვავებულია.
ძველი ყაიდის ამიშები არ იყენებენ ელექტრობას, არ ყავთ ავტომობილები და მობილური ტელეფონები.მამაკაცები ატარებენ წვერს, შავ ქუდებსა და მუქი ფერის სამოსს, ქალებს კი გრძელი, სადა კაბები. გაერთიანების წევრებს შორის ქორწინება აკრძალულია, აკრძალულია ფოტოების გადაღებაც. 60-იან წლებში ძველი ყაიდის ამიშებს გამოეყო ახალი ყაიდის ამიშები, რომლებიც იყენებენ ელექტროობას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას.
ამიშები დღემდე აგრძელებენ მარტივი, მაგრამ მკაცრი ცხოვრების წესით ცხოვრებას,მაგრამ რამდენადაც სახელმწიფო დასაქმების სისტემაში არ არიან ჩართულები, არც პენსიას იღებენ, არც სოციალურ დახმარებას. ამიშებს არც სამედიცინო დაზღვევა გააჩნიათ, თემი თავად ზრუნავს მოხუცსა და დავდრომილ წევრებზე. საჭიროების შემთხვევაში კი ყველა ეხმარება მკურნალობის ხარჯების დაფარვაში. ეს არის საზოგადოება, სადაც რეალიზებულია პრინციპი – „ერთი ყველასათვის, ყველა – ერთისათვის“ სწორედ ამით არიან ისინი უნიკალურები და გამოირჩევიან თანამედროვე საზოგადოებისგან.
კულტურა
რედაქტირებაამიში ოჯახები,როგორც წესი არიან კონსერვატები და ცდილობენ შეინარჩუნონ ტრადიციული თანაცხოვრების სტილი, რომელიც გამოიხატება არქაული ურთიერთობებით ოჯახში. დაქორწინება ამიშებს შეუძლიათ მხოლოდ სხვა ამიშებთან, იშვიათ შემთხვევაში მენონითებთანაც. ოჯახები,როგორც წესი, მრავალშვილიანები არიან. თავიანთ წევრ მოხუცებს და ავადმყოფებს ცდილობენ დაეხმარონ თავიანთივე ძალებით. სოციალური დახმარებასა და სხვა ორგანიზაციების დახმარებაზე უარს ამბობენ. ძველი თაობის ამიშები ასევე ცნობილები არიან თავიანთი არასასურველი დამოკიდებულებით თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართ.
თავიანთი ბავშვების განათლებაზე თვითონვე ზრუნავენ. ბავშვებს განათლებას აძლევენ სახლებში და ასევე აქვთ თავიანთ სოფლებში სკოლები. ამიშების ბავშვები სწავლობენ საჯარო სკოლებში, ამ შემთხვევაში კატეგორიული უაროფა არ არსებობს. როგორც წესი, მათი განათლება შემოიფარგლება რვა კლასით (ამერიკის კანონმდებლობით სავალდებულოა რვა კლასის განათლება). აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მათ აქვთ სწრაფვა შეინარჩუნონ ტრადიცია სოფლად ცხოვრების და ბავშვებს პატარა ასაკიდან აჩვევენ მუშობას სახლში და ფერმაში. იმის გამო, რომ ძირითადად შვილები რჩებიან ამ საზოგადოებასთნ და აგრძელებენ მშობლების საქმეს, ფორმალური აკადემიურ განათლებას მათთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
რთული მატერიალური ან ფსიქოლოგიური სიტვაციის დროს, ამიშები ეყრდნობიან საკუთარი ოჯახების,ნათესავებისა და რელიგიური თანამოძმეების დახმარებას. ისინი ძირითადად არ იღებენ პენსიებს, ჯანმრთელობის ან სოციალურ დახმარებებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი ხნის დაარსებულ ამიშების თანამეგობრობები თავისუფლდებიან ვალდებულებისგან გადაიხადონ სოციალური დაზღვევის გადასახადი, რადგან ისინი ფაქტობრივად არ იყენებებ ამ მომსახურეობას. (თავიანთ თანამოძმეებს საკუთარი ძალებით მკურნალობენ).
როგორც სხვა ანაბაპტისტები, ამიშებიც არიან პაციფისტური აღმსარებლობის და უარს ამბობენ ყველა სახის სამხედრო სამსახურზე, და ასევე თავდაცვით მოქმედებებზეც, რომელიც ძალადობით გამოიხატება. ასევე ამიშები სასამართლოსაც იშვიათად მიმართავენ საკუთარი სიმართლის დასაცავად. სამხედრო სავალდებული სამსახურზე უარის თქმის გამო, ამიშებს დევნიდნენ და ამიტომაც ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი მათი მასობრივი ემიგრაციის ევროპიდან ამერიკაში. დღევანდელ დღეს ამიშები ძირითადად ცხოვრობენ ამერიკაში და კანადაში, სადაც სავალდებულო სამხედრო სამსახური გაუქმებულია, არმია არის მთლიანად პროფესიული. ჯარის მხრივ ამიშების მოთხოვნები გათვალისწინებულია, მაგრამ მათ უსიამოვნება აქვთ მეზობლებთან (არაამიშებთან). ყოფილა შემთხვევები,როდესაც ამიშების ეტლებს ქვებს ესროდნენ.
ამიშებს აქვთ წესი, როდესაც მოზარდს შეუსრულდება 16 წელი მას აქვს ორი გზა: ან უნდა მოინათლოს გააზრებულად ამიშების ტაძარში, ან უარი უნდა თქვას მონათვლაზე და დატოვოს ამიშების საზოგადოება. მოზარდს ამ ასაკში ჰქვია „რუმსპრინგი“. მოზარდს შეუძლია ნახოს ყველა ასპექტი სამყაროსი, როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური, როგორც სასიამოვნო მოვლენები ასევე საშიშროება და გაჭირვება. ამის შემდეგ კი მიიღოს გააზრებული გადაწყვეტილება იცხოვროს „სამყაროში“ თუ ამიშების რელიგიურ თანამეგობრობაში. ამის გააზრება მნიშვნელოვანია მათთვის: რაც არ უნდა უცნაური იყოს სხვა ადამიანებისთვის მათი ცხოვრების სტილი, თითოეულმა ამიშმა ეს გზა თვითონ აირჩია, როდესაც ჰქონდათ სხვა ალტერნატივაც. ამ გზის არჩევის შემდეგ, ამიში უნდა წავიდეს კომპრომისებზე სხვა სამყაროსთან - ეს საკითხი ამიშების სხვადასხვა ჯგუფებში განსხვავებულად წყდება.
სათემო, ოჯახური და პირადი ცხოვრება
რედაქტირებაოჯახი
რედაქტირებაბავშვების ყოლა, მათი აღზრდა და თანაცხოვრება მეზობლებთან და ნათესავებთან ერთად- ეს არის მთავარი ფუნქცია ამიში ოჯახების. მათ სჯერათ, რომ ღმეთის კურთხეულია დიდი ოჯახები. ძირითადი დანიშნულება ოჯახის შეიძლება იყოს ილუსტრილებული სხვადასხვა გზით ამიშების კულტურაში. ოჯახს აქვს ძალაუფლება ინდივიდთან არა მხოლოდ ბავშვობაში ან ახალგაზრდობაში, არამედ მთელი ცხოვრება. საეკლესიო რეგიონის წევრთა რაოდენობას ითვლიან ხშირ შემთხვევაში ოჯახების რაოდენობით, და არა მონათლული ადამიანების მიხედვით. მშობლები თვლიან საკუთარ თავს ვალდებულად ღმერთის წინაშე შვილების სულიერი კეთილდღეობის და მათი სწორი აღზრდის გამო. ოჯახი უზრუნველყოფს თავისი წევრის სტატუსს როგორც სახლში ასევე თემში. ადამიანი აღიქმება, პირველ რიგში როგორც ოჯახის წევრი და არა, როგორც პიროვნება. ყველას აქვს თვისი სამუშაო, პოზიცია, ვალდებულება და სტატუსი. ყოველდღიური საოჯახო საქმიანობა ტრადიციულად განაწილებულია კაცსა და ქალს შორის. ამიშების ტრადიცილული ოჯახი აძლევს დიდ განათლებას და ცოდნას თავის შვილს. მაგრამ ფორმალურად განათლება მთავრდება რვა კლასის შემდეგ, ბიჭებს თუ გოგონებს უწევთ იმ საქმიანობის შესწავლა, რასაც ისინი მომავალში გააკეთებენ. ბიჭები მუშაობენ მამებთან სიახლოვეში, ძირითადად მინდორში ან საჯინიბოში. ხოლო გოგონები დედებთან ერთად საქმიანობენ სახლში ან ბაღში. პრაქტიკულად სამუშაოს კეთების უნარ-ჩვევებს ასწავლიან ოჯახში, როგორც ეს იყო მრავალი საუკუნის განმვალობაში მათ საზოგადოებაში. საბოლოო ჯამში, ახალგაზრდა ამიშების მისდევენ თავიანთი მშობლების ტრადიციებს და ცდილობენ იყვნენ ფიზიკურად დატვირთულნი და პროდუქტიულები.
„ქმრის უფროსი - ქრისტეა, ცოლის კი ქმარი. ერთ-ერთი ყველაზე საჭირო მოთხოვნა ჩვენი დროის - ეს არის კაცი, რომელიც თავის მხრებზე აიღებს იმ ვალდებულებას, რომელსაც უფალი დაადებს მას მხრებზე. არ აიღო ეს ვალდებულება ნიშნავს ღმერთის ნების დარღვევას“.
ბავშვების დისციპლინა
რედაქტირებაამიშები ბავშვებისგან ითხოვენ მკაცრ მორჩილებას. ისინი ემორჩილებიან მშობლებს და მქადაგებლებს. ბიბლიაში არსებული რამდენიმე ეპიზოდი არის ბავშვებთან ასეთი ფორმით აღზრდის საფუძველი. მათ ბავშვებს, როგორც სხვა ბავშვებს შეუძლიათ არ დაეთანხმნონ მშობლებს, მაგრამ ჩხუბი, ყვირილი და დაუმორჩილებლობა აქ იშვიათად გვხვდება, იმიტომ რომ, აქ ძალიან მძიმე ფიზიკური სასჯელია, ბავშვებმაც იციან ამიშ შესახებ. ყველანაირი სახის უკმაყოფილება ახალგაზრდებს შეუძლიათ გამოხატონ სიტყვიერად.
ყრმობა და ახალგაზრდობა
რედაქტირებაახალგაზრდობის პერიოდი ამიშებში არის ასევე მთავარი გადაწყვეტილების მისაღებია პერიოდიც. მოზარდს ამ პერიოდში ამიშები ეძახიან „რუმსპრინგს“. ეს სიტყვა თვითონ მოდის გერმანული ენის პენსილვარიული დიალექტიდან, რომელიც გახდა მნიშვნელოვანი ტერმინი, რომელიც გამოიყენაბ ამიშების ცხოვრებაში. პენსილვანიურიდან Rumspringa (ვარიანტები: Rumschpringe, Rumshpringa), გამომდინარეობს, RUM – ირგვლივ, გარშემო და SPRINGEN - ხტომა. ანუ საბოლოო ჯამში ვღებულობთ „ირგვლივ მორბენალი“. ამ სიტყვას კი იყენებენ იმისთვის რომ ახალგაზრდის მდგომარეობა გამოხატონ როგორც, გაურკვეველი, დაეჭვებული, მერყევი ახალგაზრდა კანდიდატი ამიშების ეკლესიის, რომელსაც არააქ გადადგმული საბოლოო ნაბიჯი მონათვლასთან დაკავშირებით.
რუმსპრინგობის პერიოდი ყმაწვილს ეწყება პირველ სიყვარულთან ერთად, ანუ პირველი სერიოზული ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, როდესაც ყმაწვილი იწყებს ზრუნვას მეორე ნახევრისთვის. როგორც არაამიშურ ოჯახებში, აქაც ესმით, რომ ამ ასაკში შეუქცევადია მათი ნორმებისგან გადახვევა, მაგრამ ამიშებთან ეს მომენტი იგნორირდება. ამ პერიოდის გავლის შემდეგ გაზრდილი ამიში იღებს მონათვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას. იმ შემთხვევაში თუ მოისურვებს მონათვლას ხდება ეკლესიის წევრი და მალე ქორწინდება, რადგან დაქორწინება შეუძლიათ მხოლოდ ამიშებთან. ახალგაზრდა თუ გადაწყვეტს, რომ არ უნდა მონათვლა, ის ტოვებს ამიშებს და ასევე შეუძლია არაამიშელი ცოლის მოყვანაც.
ასაკს რაც შეეხება, როდესაც უკვე შესაძლებელია სხვა ადამიანეზე ზრუნვა ამიშებში იწყება 16 წლიდან ბიჭებში, ხოლო 14 წლიდან გოგონებში. ამიში ქალ-ვაჯები ერთმანეთს იცნობენ ძირითადად მათ მიერ ჩატარებულ ღონისძიებიდან, რომელიც იმართება ორ კვირაში ერთხელ და ისინი სიმღერით ირთობენ თავს. საღამოობით ძირითადად მღერიან იმ შენობაში ან სახლში, სადაც დილით ჩატარებული იყო ღვთისმსახურება. ახალგაზრდებს ასევე შეუძლიათ ასევე ჩამოვისნენ მეზობელი რაიონებიდანაც, რათა ერთმანეთში ჰქონდეთ უფრო ახლო ურთიერთობა. ამ დღეს ახალგაზრდა იცმევს სადღესასწაულო კოსტიუმს, წმენდს ცხენს და ორთვალას. მასთან ერთად წამოსვლა შეუძლია მის დას და დის მეგობარს. ძირითად შემთხვევაში ვაჯს მისი მეგობარი გოგოს წამოყვანა არ შეუძლია. სიმღერის დროს ყმაწვილები დგანან ერთად მაგიდის ერთ-ერთ მხარეს, გოგონები კი მაგიდის მეორე მხარეს დგანან. თითოეულ მონაწილეს შეუძლია აარჩიოს თუ რას იმღერებენ, ხოლო გაითვალისწინებენ იმის აზრს, ვინც პირველი იტყვის სიმღერის სათაურს. სიმღერებს ფორმალურად ამთავრებენ ათი საათისთვის, ხოლო შემდეგ დგება დრო პირადი საუბრებისთვის, ხუმრობებისთვის და ვიზიტებისთვის. ამის შემდეგ ახალგაზრდა აკითხავს მეგობარ გოგონას ღია ორთვალით. თუ 16 წლამდე ახალგაზრდა ყმაწვილი გაბედავს მისვლას ამ ღონისძიებაზე, მას მიახვედრებენ, რომ მისი ადგილი იქ არ არის. ბიძაშვილ მამიდაშვილის ცოლად მოყვანა ამიშებს არ შეუძლიათ.
ხანდაზმულობა
რედაქტირებაამიშებს არ აქვთ ფიქსირებული ასაკი, როდესაც მოხუცი უნდა გავიდეს საქმიდან პენსიაზე. ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი და მისი ოჯახის საჭიროებები- თანამშობს ძალიან დიდი როლს იმის გარკვევაში, როდის უნდა გავიდეს მოხუცი პენსიაზე. საშუალოდ ეს ასაკი მერყეობს ორმოცდა ათი სამოცდა ათ წლებს შორის. მოხუცი ამიშები არ მიდიან სახელმწიფო მოხუცთა დაწესებულებაში, ისინი რჩებიან თავიანთ სახლში. მაგრამ ამიშების სოფლებშ გვხვდება „ბაბუების სახლი“ (Groosdaadi Haus), სადაც ბებიები და ბაბუები ერთად ცხოვრობენ. საქმიდან გამოცილებულები მაინც ეხმარებიან შეძლებისდაგვარად თავიანთ ოჯახის წევრებს ფერმაში ან სახლში. ეს ფაქტორი მათ აძლევს პირველ რიგში დამოუკიდებლობას, და ოჯახთან ახლოს რჩება ხანდაზმული. ხანდაზმული საზმიდან გასვლის შემდეგ ინარჩუნებს ურთიერთობას ოჯახთან. მათ არ აქვთ მარტოობის პრობლემა, რადგან ისინი ინარჩუნებენ სოციალურ კონტაქტს სხვა ამიშებთან მონაწილეობის მიღებით სხვადასხვა ღონისძიებებში, თამაშებში, ქორწილებში ან აუქციონებში.
მოხუცებულის დაავადების შემთხვევაში, მას უვლის ოჯახი, ისევრ როგორც ის უვლიდა ბავშვობაში მის შვილებს. ამიშებმა შემოიტოვეს ტრადიციული ურთიერთობები თაობებს შორის. ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, და ზოგადადად დასავლეთში საზოგადოებაში არსებული ტენდენციებისგან გასხვავებით ამიშები თავიანთი მოხუცებს თვითონ უვლიან.
ტრადიციები, წესები და რწმენები
რედაქტირებაერთი შეხედვით, ამიშების ყველა დაჯგუფება ჩრდილოეთ ამერიკის მასშტაბით ერთი და იმავე კულტურული ფორმიდან იღებს სათავეს. ხოლო საქმეში ჩარღრმავება აჩვენებს, რომ სხვადასხვა ჯგუფში ბევრი განსხვავებაა. მაგალითად, ზოგიერთი გაერთიანება კრძალავს რძის საწველი მოწყობილობის გამოყენებას მაშინ, როცა სხვა გაერთიანებები დამოკიდებულია მასზე. მექანიკური თივის შემგრივებელი მოწყობილობებიც ხშირად გამოიყენება გარკვეულ სექტებში, ხოლო დანარჩენებში ტაბუდადებულია. ასევე, ზოგიერთ დაჯგუფებაში ამიშები ატარებენ მხოლოდ შავი ან ნაცრისფერი ფერის ზედატანს, როცა სხვა დაჯგუფებებში მიღებულია თეთრი ან ყვითელი ფერი. ღილები სამოსზე არ არის ყველგან დაშვებული. ზოგი ეპისკოპოსი ტელეფონის ქონის ნებართვას აძლევს მრევლს პატარა მაღაზიებში, ზოგი კი - არა. რამდენიმე გაერთიანებაში მამაკაცები მხოლოდ ფერმერებად მუშაობენ, მაგრამ სხვაგან მოზარდებიც მუშაობენ პატარა მაღაზიებსა და კოტეჯების ინდუსტრიაში. სხვა სექტაში ამიშები მუშაობენ სოფლის ქარხნებში იმ ადამიანებზე, რომლებიც ამიშები არ არიან. საეკლესიო წესები განსხვავებულია მიუხედავად საერთო შეთანხმებისა.
ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრები ძველი ყაიდის ამიშების ძირითად ტრანსპორტს ცხენების საშუალებით მოძრავი ეტლი წარმოადგენს. მინდორში სამუშაოდ კი ისევ ცხენი და ხარი გამოიყენება. მათი სამოსის ყველა ვარიანტი გამოირჩევა უბრალოებით. მამაკეცების წვერი კი გრძელი და სწორია, მაგრამ ულვაშის გარეშე. ქალები მრევლისთვის დამახასიათებელ ჩაჩს ატარებენ, საუბრობენ პენსილვანიის გერმანულ დიალექტზე, ლოცულობენ სახლებში, მერვე კლასამდე სწავლობენ სამრევლო ადგილობრივ სკოლებში, უარყოფენ ელექტროენერგიის საჭიროებას და აკრძალული აქვთ ტელევიზია და კომპიუტერი.
ამიშების ცხოვრების აზრი ავტორიტეტზე და საკუთარ თავზე უარის თქმაში და სხვა ადამიანების საკუთარ თავზე წინ დაყენებაში მდგომარეობს. ამიში უნდა იყოს მშვიდი სულის პატრონი, კეტილდღეობაზე უარის მთქმელი, თანამგრძნობი. ამიშების რელიგიის თანახმად, ადამიანს უნდა შეეძლოს სათუთად ხელის ჩამორთმევა, დაბალი ხმით საუბარი, ნელი სიარული, თავდაჭერილი და შეზღუდული ცხოვრებით არსებობა.
სხვა წყაროების თანახმად, „JOY” ინიციალების არსებობა ქმნის სისტემას, რომლის თანახმად J-Jesus (იესო) არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა ადამიანების ცხოვრებაში, ხოლო Y-Yourself (შენ) ნაკლებად მნიშვნელოვანი. ამ ორს შორის კი მოთავსებულია O-Others (სხვები), რაც არც იესოზე წინ არ უნდა დააყენო, მაგრამ არც საკუთარ თავზე უკან.
მნიშვნელოვანია ამიშების წარმოდგენები სიამაყეზე. ამ გრძნობის თავიდან ასაცილებლად ამიშებს აკრძალული აქვთ მაკიაჟის, სამკაულების, მაჯის საათების, ნიშნობის ბეჭდების და მსგავსი ნივთების ტარება.
სიმარტივე ყველაზე მნიშვნელოვანია ამიშების ცხოვრებაში. სიმარტივე ჩაცმის სტილში, სახლის დეკორაციებში, არქიტექტურაში, თანასწორობაში, სისუფთავეში. რადგან მოდური ნივთები აახლოვებს ადამიანს სიამაყესთან.
კვება
რედაქტირებაამიშების ოჯახების უმეტესობა საუზმეზე მიირთმევს კვერცხს, შემწვარ კარტოფილს, ტოსტს, ხოლო ზოგ საზოგადოებაში მიღებულია ასევე ხორბლის „ფანტელები“. პენსილვანიაში ასევე ხშირად საუზმობენ ყავაში ან რძეში ამოვლებული მსუბუქი ნამცხვრებით, ასევე თბილ რძეში მოშუშული კრეკერებით, სოსისებით, პუდინგით. პუდინგი კეთდება ღორის ან ძროხის ღვიძლისგან, გულისგან და თირკმელებისგან. ეს ინგრედიენტები ფქვილის და ხორბლის გამოყენებით მზადდება.
ფერმერთა ოჯახებისთვის სადილი ყველაზე გრძელი პურობაა. სადილის ან ვახშმობის დროს ოჯახი ძროხის ან ქათმის ხორცს მიირთმევს. ასევე სეზონურ ბოსტნეულს საკუთარი ბაღიდან. პიურე მოთუშული ძროხის ხორცით, ქათმის ნამცხვარი, მწვანე ლობიო, სტაფილო - ამიშების საყვარელი საჭმელია. დესერტებიდან ხშირია პუდინგები, ვაშლის სოუსი, ტაპიოკი, სეზონური ხილის ნამცხვრები, გოგრა და ვაშლის ჩირისგან დამზადებული ნამცხვარი. სასმელებიდან ამიშების მაგიდაზე ხშირია ვაშლის წვენი, სახლში დამზადებული ლუდი და სხვადასხვა ხილისგან დამზადებული მიქსები.
კვება, ასევე, რელიგიური რიტუალების გამუყოფელი ნაწილია. ერთ რაიონში მცხოვრები ოჯახები იყოფენ სამუშაოს და ყველას მოაქვს გარკვეული რაოდენობის კერძები. თითოეულ დაჯგუფებას, ასევე, აქვს განსხვავებული მენიუ, რომელიც გასათვალისწინებელია როგორც რელიგიური დღესასწაულების, ისე წორწილების და დაკრძალვების დროს.
ამიში ქალის ერთ-ერთ ფუნქციას პურის ცხობა წარმოადგენს, მაგრამ ზოგიერთ თანამედროვე დაჯგუფებაში, მოსახლეობის მხოლოდ ნახევარი მიირთმევს სახლში გამომცხვარ პურს. გასაყიდ საჭმელზე მოთხოვნა იმატებს, რის შედეგადაც ოჯახები ტოვებენ ფერმებს, ხოლო ქალები სამეწარმეო ბიზნესში ინტენსიურ დასაქმებას იწყებენ.
ჩაცმის სტილი
რედაქტირებაამიშების სამოსის საერთო თვისებას უბრალოება და მორიდებულობა წარმოადგენს. სამოსი არ უნდა იქცევდეს ყურადღებას ჩაჭრილი დეტალებით, ფერების მრავალფეროვნებით ან რაიმე აქსესუარებით. ქინძისთავები ან ნაჭრის შესაკრავები უფრო ხშირად გამოიყენება ვიდრე ღილები ან შესაკრავი ელვა. ბრტყელი ღილები გამოიყენება სამუშაო სამოსის შესაკრავად. შესაკრავების რაოდენობაში შეზღუდულობა ტრადიციის ნაწილია, ასევე სამოსით ტრაბახის გამორიცხვისთვისაა საჭირო. ესთეტიურ ძვირფასეულობას მხოლოდ უბრალოება უსვამს ხაზს. ამიშების ერთი კატეგორია მიზანშეწონილად მიიჩნევს მხოლოდ შავ ქვედატანს და თეთრ ზედატანს, მაშინ როცა სხვები აღიარებენ სხვა მაგრამ მაინც ნაკლებად თვალშისაცემ ფერებს. სამოში მუქი ლურჯი ჯინსისგანაც ხშირად გამოიყენება ზოგიერთი გაერთიანების მიერ, ხოლო ძველი ყაიდის ამიშები მხოლოდ საკუთარი ხელით შეკერილ სამოსს იცვამენ, ხოლო სამუშაოდ ძველ ტანსაცმელს იყენებენ. ქალები ატარებენ გრძელ (მუხლქვემოთ ან სულაც კოჭებამდე) ერთ ფერში შესრულებულ უბრალო ნაჭრის კაბებს. წინსაფარს (გაუთხოვარ ქალებს ხშირ შემთხვევაში თეთრი ფერის, ხოლო გათხოვილ ქალებს შავი) ხშირად ატარებენ სახლში, მაგრამ ყოველთვის ატარებენ ღვთისმსახურების დროს. მოზარდობის ასაკიდან მოყოლებული ამიშები ატარებენ მანდილს (სამკუთხედის ფორმის ნაჭერს) რომელსაც ქინძისთავებით ამაგრებენ წინსაფარზე. ასევე ატარებენ ჩაჩს ან რაიმე სხვა თავსაბურავს. ზამთარში ქალებისთვის ნებადართულია ბამბის გრძელი პლაშის ტარება. მძიმე ქუდების ტარება შეიძლება მანდილის ზემოდან, თუ ქალი ახალი გამოჯანმრთელებულია და ცივი ამინდია(მაგრამ, ნებრასკის ამიშებს არ აქვთ ქუდის ტარების უფლება). ზოგიერთ ადგილას ცხრა წლამდე გოგოებისთვის ნებადართულია ფერადი ქუდის ტარება, ხოლო უფროსი გოგოები და გათხოვილი ქალები შავი ფერის თავსაბურავს ატარებენ. გოგოები რვა წლიდან იწყებენ მანდილის ტარებას ღვთისმსახურებისას და სხვა მსგავსი შემთხვევების დროს. ზოგიერთი ქალი ამიში ოცდაათ წლამდე აგრძელებს თეთრი მანდილის ტარებას ღვთისმსახურების დროს, ხოლო ქალები ორმოცი წლის ზემოთ მხოლოდ შავი ფერის მანდილს ატარებენ. თბილ ამინდებში ამიში ბავშვები ხშირად ფეხშიშველები დადიან სკოლაშიც კი.
მამაკაცი ამიშები მუქი ფერის შარვალს ატარებენ, ხანდახან ჟილეტებს ან მოსაცმელსაც იცვამენ. ასევე უკეთიათ ქამრები და ატარებენ განიერ (ცილინდრისმაგვარ) ქუდებს. ახალგაზრდებს აქვთ უფლება ქუდზე უარი თქვან საკუთარი ინდივიდუალურობის ხაზგასასმელად. დაქორწინებული მამაკაცები და ყველა მამაკაცი ორმოცი წლიდან ატარებენ წვერს, ხოლო ულვაშის ტარება აკრძალულია, რადგან ულვაში მათთვის ასოცირდება ევროპელ ოფიცრებთან ან სულაც მილიტარიზმთან. წვერი კი მამაკაცის დაქორწინებულობაზე მიუთითებს ისევე, როგორც სხვა საზოგადოებაში ნიშნობის ბეჭედია.
ქორწილი
რედაქტირებაქორწილები წესისამებრ, ტარდება სამშაბათობით და ხუთშაბათობით ნოემბერსა და დეკემბრის დასაწყისში, მოსავლის აღების შემდეგ. პატარძალს აცვია ახალი ლურჯი კაბა, რომლის გამოყენება მერეც შეუძლია სხვადასხვა ღონისძიების დროს. ამიშები არ იყენებენ მაკიაჟს და არ ატარებენ ნიშნობის ბეჭდებს, რადგან რელიგია კრძალავს პერსონალური სამკაულების ტარებას ისევე როგორც ზოგადად აქსესუარების გამოყენებას. ქორწილის ცერემონია შესაძლოა გრძელდებოდეს რამდენიმე საათი, რასაც შემდგომ მოყვება საზოგადოების შეკრება, ბანკეტი, სიმღერა და საუბარი. ახლადდაქორწინებულები პირველ ღამეს ატარებენ პატარძლის მშობლების სახლში. ნიახური - ახლადდაქორწინებულების სიმბოლური საჭმელია. ნიახური ასევე გამოიყენება სახლის მოსართავად. მცენარე ყვავილების მაგივრობას უწევს ოჯახს. დიდი ალბატობით, ახლადდაქორწინებულები რამდენიმე დღეს გაატარებენ ნათესავების და მეგობრების სახლში ყოფნით, რომლებიც ქორწილზე იმყოფებობდნენ, ხოლო შემდეგ შეუდგებიან ოჯახურ ცხოვრებას და მუშაობას.
ენა
რედაქტირებაინგლისურის გარდა, ამიშები ასევე საუბრობენ გერმანულ დიალექტზე, რომელიც პენსილვანიის გერმანული დიალექტის სახელითაა ცნობილი. ეს დიალექტი წარმოიშვა მე-18 საუკუნის პფალცის საკურფიურსტოდან. ენაზე იმოქმედა ამერიკულმა ინგლისურმა და იგი დიდად განსხვავდება ანაბაფტისტების სხვა დიალექტებისგან. თავდაპირველად, პენსილვანიის დიალექტზე საუბრობდნენ გერმანელ-ამერიკელი იმიგრანტები პენსილვანიაში და მის გარშემო ტერიტორიაზე., განსაკუთრებით 1800 წლამდე ჩამოსულები. ახლა ამ დიალექტზე მხოლოდ ძველი ყაიდის ამიშები და მენონიტები საუბრობენ. ზოგიერთ ამიშების საკმაოდ დიდ გაერთიანებებში (ხშირ შემთხვევაში ძველი ყაიდის ამიშების) საუბრობებ გერმანულის შვეიცარიულ დიალექტზე. იმ ამიშების კატეგორია, რომელიც დაიბადა 1960 წელს და გვიან, სახლში სასაუბროდ იყენებს ინგლისურ ენას. არსებობს პატარა განსხვავებები სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრები ამიშების დიალექტებს შორის. ამიშებს გათვითცნობიერებული აქვთ განსხვავება დიალექტებს შორის, ხშირად ეს განსხვავება ხალს უშლის მათ ერთმანეთთან საუბარში.
ამიშების მუსიკა
რედაქტირებაამიშების მუსიკა, ძირითადად, სათავეს გერმანული მუსიკისგან იღებს და უძველესი სიმღერის სტილს ინარჩუნებს, მაგრამ ამასთანავე გერმანულ დიალექტზე შესრულებულ ახალ ჰიმნებსაც მოიცავს. უძველესი ამიშების ჰიმნები ერთხმიანია, გაწელილი ტონებით და ნელა წარმოთქმული ორნამენტიკებით. ჰარმონია ხშირ შემთხვევაში არ არსებობს, ხოლო ახალ ჰიმნებს ეტყობა აფროამერიკული და ბრიტანული მუსიკის ზეგავლენა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ამიში სწავლობს ტრადიციულ საკრავზე დაკვრას, მაგალითად აკორდეონზე ან ჰარმონიკაზე, სახალხოდ დაკვრა მაინც აკრძალულია. შესაბამისად, სიმღერას თან არ ახლავს საკრავის ხმა. ღვთისმსახურების დროს მღერიან გერმანულად, ხოლო სხვა ღონისძიებების დროს ინგლისურად. სიმღერა ღვთისმსახურების დროს საკმაოდ მნიშვნელოვანია, ზოგი სიმღერა თხუთმეტ წუთსაც კი გრძელდება. „დიფირამბი“ - ამიშების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერაა. ღვთისმსახურებისას იგი რიგით მეორე სრულდება, ასევე ხშირია ქორწილების მსვლელობის დროს. სიმღერის საღამოები ტარდება ხოლმე ღვთისმსახურების შემდეგ და ამ პროცესს გასათხოვარი და დასაქორწინებელი ახალგაზრდები ესწრებიან. ეს პროცესი საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ამიშ ქალებზე ზრუნვის ერთადერთი საშუალებაა.
რელიგია
რედაქტირებამოძღვრება და რელიგიური საქმიანობა ამიშებში
რედაქტირებაისინი ბიბლიას განმარტავენ მკაცრად და ბუკვალურად. ამიშები ელოდებიან იესოს მეორდედ მოსვლას და მის ათას წლიან გამეფებას. ძირითადი რელიგიური საკითხები ამიშებს თავმოყრილია აქვთ ერთ-ერთ დეკლარაციაში. ამიში ეკლესიის წევრი ხდება მონათვლის შემდეგ. მონათვლა 16 დან 25 წლამდე წლამდე ასაკში უნდა მოხდეს მაგრამ არსებობს გამონაკლისებიც სადაც მონათვლის ასაკი 12-15 წლამდე მერყეობს. ქორწინების აუცილებელი პირობაა იყოს ამიშა მონათლული და შეუძლია იქორწინოს მხოლოდ ერთ მორწმუნე ქრისტიანთან სასურველია ისევ ამიშთან. ამიშების უმეტესობა არ იშენებს ტაძრებს და სხვა საკულტტო ნაგებობებს, ისინი ძირითადად ატარებენ თავის შეკრებებს და რიტუალებს წინასწარ არჩეულ წევრის სახლში.
კონგრეგაციები და ოლქები
რედაქტირებაძირითადად ამიშები წირვებს ატარებენ კერძო სხლებში ასეთ ამიშებს ეძახიან შინაურ ამიშებს. ასეთი პრაქტიკა ეფუძნება ახალი აღთქმის მოძვრებას სადაც ნათქვამია, რომ ღმერთმა შექმნა სამყარო და ღმერთი არ ცხოვრობს ადამიანის ნაშენ ეკლესიებში ის ყველგანაა. განსხვავებით ევანგელისტებისგან, ჰარიზმატებისგან და ბაფტისტებისგან რომლებშიც ნებისმიერ მსურველს შეეძლო გაწევრიანება ამიშების შემთხვევაში ეს ესე არ იყო და აუცილებელი იყო სახლები და მიწის ნაკვეთები ერთ ტერიტორიაზე ქონოდათ. თითო კონგრეგაციაში საშუალოდ 25-30 ფერმისგან ან ნათესაური ოჯახისგან შედგებოდა იყო შედარებით დიდი კონგრეგაციები ამერიკიაში. ამიშებს არ შეეძლოთ სხვა ეკლესიებში ლოცვა კურთხევა ასე რომ, ერთ და იმავე კონგრეგაციებში უწევდათ ურთიერობა. ეს ეხმარებოდა ამიშებს ყოფილიყვნენ ერთმანეთან მჭიდრო და ადამიანურ ურთიერთობაში. კონგრეგაციის წევრები იკრიბებიან ყოველ ორ კვირაში ერთხელ. კვირას დღეს იკრიბებიან მთელი დღის განმავლობაში რომელიმე წევრის საოჯახო ფერმაში. წლის განმავლობაში აუცილებელია ჩატარდეს შეკრება კონგრეგაციის ყველა ოჯახში. კონგრეგაციის განკარგულებაშია საერთო საკუთრება მაგალითად: სკამები, მაგიდები და გადაადგილების საშუალებები (იგულისხმება ეტლები,ცხენები და სხვა). კონგრეგაციის ხელმძღვანელობა შედგება ეპისკოპოსისგან, დიაკვანისგან და მდივნისგან. კონგრიგაციები მეტნაკლებად განსხვავდებიან მოძღვრებით და შესაძლებელია იყოს ყოველდღიური საქმიანობაშიც განსსხვავებები მაგალითად პროტოკოლში განსხვავებები ან სხვადასხვა ნაერი დრესკოტი.
თავმდაბლობა
რედაქტირებაარის ორი ძირითადი კონცეფცია ესენია რომელსაც ამიშებინ უარყოფენ და ეკრძალებათ მაგალითად: სიამაყე, ამპარტავნება, ქედმაღლობა. ასევე ამიშეისთვის მაღალ ღირებულებად ითვლება: მორჩილება, სიმშვიდე, საკუთარი თავის ფლობა. ამიშები არიან კოლექტივიზაციის მომხრეები და მათ ურჩენნიათ იყონ კოლექტივებში ვიდრე ინდივიდუალურად იცხოვრონ. ამიტომაც ისინი გაურბიან თანამედროვე ტექნოლოგიებს. ისინი თვლიან რომ თანამედროვე ტექნიკა დააშორებთ მათ ერთმანეთისგან, რადგან ერთმანეთისთვის ნაკლებად საჭიროები გახდებიან.
ცივილიზებული სამყაროსგან გამოყოფა
რედაქტირებაცივილიზებული სამყაროდან გამოყოფა ჭირდებათ იმისთვის რომ გახდნენ რჩეულები და დაერქვათ ღმერთის ერი. ისინი თვლიან რომ თანამედროვე სმყარო ღვთის სიტყვის წინააღმდეგ მიდის, ამიტომ ისინი თვლიან რომ უნდა იყვნენ გამოყოფილი თანამედროვე სამყაროსგან. მიუხედავად იმისა რომ ამიშები აქვთ ასეთი ორთოდოქსალური დამოკიდებულება მათ მაინც უწევთ ცივილიზებულ სამყაროსთან ურთიერთობა. მაგალითად მშენებლობებზე მუშაობა ან ტურისტებისთვის ხელნაკეთი სუვენირების შექმნა. მათი აზრით სუვენირები შეიძლება გახდეს ცოდვის მიზეზი რადგან ადამიანმა შეიძლება იამაყოს თავის შექმნილი პროდუქტით რაც ამიშებში უდიდესი ცოდვაა. ამიტომ ძველი ყაიდის ამიშები ცდილობენ მაქსიმალურად იზოლირებულად იცხოვრონ თანამედროვე სამყაროსგან.
ამიშების ცხოვრების წესი შეიძლება განსხვავდებოდეს ფუნდამენტალურად ასევე შეიძლება განსხვავდებოდეს უმნიშვნელოდ ერთმანეთისგან. მაგალითად ბჩში მაცხოვრებელ ამიშებს აქვთ უფლება გამოიყენონ ავტომობილი, მაგრამ მხოლოდ შავი ფერის. ზოგ კონგრეგაციაში განსაზღვრულია როგორი ქამრები უნდა ჰქონდეთ მამაკაცებს ან რამდენი ნაკეცი უნდა ჰქონდეს ქალბატონის ქუდს და საერთოდ შეიძლება იხმაროს თუ არა ქალბატონმა ქუდი. მიუხედავად იმისა რომ ბევრ კონგრეგაციაში არ შეიძლება სხვა კონგრეგაციის ამიშებთან ქორწინება არსებობ გამონაკლისებიც რათა არ ჰქონდეთ გენეტიკასთან დაკავშირებული პრობლემები. ზოგიერთ კონგრეგაციებში დაშვებულია ტელეფონის გამოყენება სამუშაო ადგილას. უფრო მკაცრი კონგრეგაციებში როგორებიცაა: ნებრასკის ამიშები, ტროერას ამიშები და შვარცენბრუბერის ამიშები შედიან ძველი ყაიდის ამიშების გაერთიანებაში. ისინი მეტყველებენ გერმანული ენის პენსილნანურ დიალექტზე ან გერმანული ენის შვეიცარულ დიალექტზე. ბიჩში მაცხოვრებელი ამიშებისთვის ნორმაა ინგლუსური ენა მესებისთვის და სახლში ისევ გერმანულად ლაპარაკობენ.
ეკლესიიდან მოკვეთის პრაქტიკა
რედაქტირებაეკლესიის წევრები რომლებიც შესცოდავენ და დაარღვევენ წესებს ისინი აღსარებას ამბობენ და თუ არ გამოსწორდებიან ისინი მოიკვეთებიან ეკლესიიდან. ეკლესიიდან მოკვეთილს ამიშების საზოგადოება ზურგს აქცევს რათა იგრძნოს დანაშაული ინანონ და შემდეგ უკან დაბრუნდნენ. კონგრეგაციის წევრებს შეუძლიათ დაელაპარაკონ განდენილს და დაეხმარონ მას მაგრამ მათ არ შეუძლიათ გამოართვან მას რამე ასევე ხელი ჩამოართვან ან მისი დახმარებით რამე გააკეთონ. გასულ საუკუნეში ამიშებს კონფლიქტი და დავა ჰქონდათ ერთმანეთში ეკლესიიდან მოკვეთის პრაქტიკის გამო. მოკვეთილი წევრი შეიძლება დაბრუნდეს თუ აღიარებს თავის დანაშაულს.
რელიგიური რიტუალები
რედაქტირებაძველი ყაიდის ამიშები ყოველ მეორე კვირას ატარებენ კერძო სახლებში წირვას. სხვა კვირა დღეს როდესაც წირვა არ არის ისინი ერთმანეთს ხვდებიან და ისვენებენ. ზოგიერთი აწყობს საკვირაო სკოლას. ტიპურ კონგრიგაციები შედგება 80 ზდასრული წევრისგან და 90 ბავშვისგან. ღვთისმსახურება იწყება მოკლე ქადაგებით რომელსაც წარადგენს რიგითი ღვთის მსახური ან თვითონ ეპოსკოპოსი. ამის შემდეგ იწყება წმინდა წერილების კითხვა და ლოცვა. შემდეგ მოყვება შედარებით გრძელი ქადაგება. ქადაგებას შემდეგ აკონპანიმენტის გარეშე გალობა. გალობა დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში სრუოლდება თუმცა არის 30 წუთიანი გალობებიც. წმინდა წერილებს კითხულობენ ან ზეპირად ამბობენნ მარტინ ლუთერის თარგმანიდან. ამიშ შემდეგ იწყება ლანჩი და საუბარი სხვადასხვა თემებზე. ღვთის მსახურება ტარდება გერმანული ენის პენსილვანიურ დიალექტზე. ღვთის მსახურები და დიაკვანები ირჩევიან კონგრეგაციიდან რომელშიც მოუწევთ ღვთისმსახურება. ისინი ირჩევიან სამუდამოდ. ძველი ყაიდის ამიშები არ შრომობენ კვირა დღეს გამონაკლისია ცხოველების მოვლა. ზოგიერთ კონგრიგაციებში იკრძალება კვირა დღეს ვაჭრობა და ფულის გაცვლა ასევე იკრძალება ტრანსპორტის გამოყენება გარდა სგანგებო მდგომარეობისა.
ნათლობა და წევრობა
რედაქტირებაამიშები თვლიან რომ ბავშვს არ შეუძლია გადაწყვითოს ისეთი საკითხი როგორიცაა მონათვლა ხოლო როცა ის გაზდება და გახდება გარკვეული ასაკის მას შეეძლება მიიღოს ნებაყოფლებითი და გააზრებული გადაწყვეტილება. ვინც მოდის მოსანათლად ისინი სხდებიან და მათ მარჯვენა ხელს სახეზე სახეზე იფარებენ რაც მორჩილებას ნიშნავს. მოსანათლ მოზარდებს უსმევენ სამ კითხვას. ესენია 1) შეგიძლია უარყო ეშმაკი სამყარო და საკუთარი თავი ? 2) შეგიძლია თუ არა ემსახურო ქრისტეს ეკლესიას და დარჩე მათი ერთგული სიკვდილამდე და მის შემდეგ? 3) შეგიძლია თუ არა შეასრულო ეკლესიის ყველა წესი და იყო მორჩილი ღვრთის და ყველანაერად დაეხმარო ეკლასიას?
დიაკვანი ეპისკოპოს წყალს პეშვში უსხამს. შემდეგ ეპისკოპოსი აშხურებს ნაკურთხ წყალს და ლოცავს მოზარდს. ნათლისღება არის ეკლესიის მსახურების შეუცვლელი წესი. 5-6 თვით ხანდახან 1 წლით ადრე კანდიდატებთან ატარებენ მეცადინეობებს რომლებსაც უხსნიან თუ რა რთული გზა ელოდებათ მათ. შაბათს აძლევენ გადაფიქრების საშუალებას და უნმარტავენ თუ რა რთული გზით მოუწევთ ცხოვრება და უკვე კვირას ნათლავენ. ისინი ვინც მოინათლებიან და შემდეგ გადაუხვევენ ეკლესიის გზას ისინი განიდევნებიან ეკლესიიდან და ოჯახებიდანაც. ისინი ვინც არ მოინათლებიან მათ არ ეხებათ განდევნა ოჯახიდან. ამიშების მისიონერობას არ ეწევიან ასერომ ეკლესიის წევრების რაოდენობა იზრდება მათი ოჯახების გარავლების ხარჯზე.
პანაშვიდი
რედაქტირებაამიშები პანაშვიდს ატარებენ მიცვალებულის სახლში. იმის ნაცვლად რომ დაიტირონ მიცვალებული ისინი თავს იმხნევებენ ბიბლიური სამყაროს შექმნის ისტორიით და იმედოვნებენ თავს შეპირებული აღდგომით. ამერიკის ზოგიერთ შტატში მაცხოვრებელი ამიშები იყენებენ ხის ნიშნებს მიცვალებულის საფლავზე. პანაშვიდის შემდეგ კათაპალკის მეშვეობით მიაბრძანებს მიცვალებულს სასაფლაოზე და სადაც წაიკითხავენ ნაწყვეტებს ბიბლიიდან ან წაიკითხავენ რელიგიურ ჰიმნს და მამაოჩვენოს. ამიშები არა ყოველთვის მაგრამ ზიგჯერ ქმნიან თავის სასაფლაოს ყიდულობენ ბრტყელ მოკრძალებულ და ერთფეროვან ქვებს. თანამედროვე ამიშებმა დაიწყეს საფლავის ქვებზე ინგლისურ ენოვან წარწერებს კეთება. მიცვალებულს როგორც მამაკაცს ასევე ქალბატონს შემოსავენ თეთრ ტანისამოსში. ასევე ყველა ოჯახის წევრი იცმევს თეთრ ტანისამოს. ქლბატონებს ამის გარდა აცმევენ თეთრ წინსაფარს რომელიც ეცვა საქორწინო კაბასთან ერთად. დაკრძალვის შემდეგ იკრიბებიან ტრაპეზზე.
ამიშების ცხოვრება დღევანდელ დღეს
რედაქტირებარაც დრო გავიდა, ამიშებმა შენიშნეს ზეწოლა თანამედროვე სამყაროსგან. მათი ტრადიციული ცხოვრება დღითიდღე იცვლება დღევანდელ დღესთან მიმართებაში. ამიშები გადაწყვეტილებებს ჯანდაცვაზე, განათლებასა და ურთიერთობაზე აკეთებენ ბიბლიური ტექსტების მიხედვით.
განათლება
რედაქტირებაამიშები თავიანთ შვილებს მერვე კლასამდე აძლევენ განათლებას. მათი აზრით, ზოგადი განათლება, რომელსაც ბავშვები მერვე კლასამდე იძენენ, საკმარისია ამიშური ცხოვრების დასაკმაყოფილებლად. თითქმის არცერთი ამიში არ სწავლობს უნივერსიტეტსა და კოლეჯში. ბევრ ამიშურ საზოგადოებაში, ხალხს აქვს თავიანთი სკოლები, რომლებიც ერთოთახიანი პატარა სახლებია. მასწავლებლები ხშირად ახალგაზრდა გაუთხოვარი ქალები არიან. ამ სკოლებში ბავშვებს ბევრი ხელობის სწავლა შეუძლიათ, რაც ადგებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. არიან ამიში ბავშვები, რომლებიც საჯარო სკოლებში სწავლობენ. მაგალითად, ყოფილან ამიში ბავშვები, რომლებიც ლიდსბურგის სკოლაში სწავლობდნენ, ქალაქ ლიდსბურგ, შტატ ინდიანაში, რადგან მათი ოჯახები სკოლის მახლობლად ცხოვრობდნენ. წარსულში, სერიოზული კონფლიქტები მომხდარა ამიშებსა და გარე პირებს შორის ბავშვების განსწავლის საკითხებთან დაკავშირებით. ეს კონფლიქტები გადაიჭრა და აღმზრდელობითი ორგანიზაციები აძლევენ ამიშებს უფლებას თავიანთი ხერხებით და ტრადიციებით აღზარდონ ბავშვები.
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება
რედაქტირებაამიშები ცნობილები არიან თანამედროვე ტექნოლოგიების გამოუყენებლობით. ამიშები ტექნოლოგიებს „ბოროტად“ არ მიიჩნევენ, ამიშ ხალხს განცხადებების და პეტიციების გაკეთება შეუძლია რის მიხედვითაც გარკვეული მოწყობილებები და ტექნოლოგიები შეიძლება ამიშურ საზოგადოებაში გამოყენებული იქნას. პენსილვანიის შტატში, ყოველ გაზაფხულს, ამიშ ეპისკოპოსებს შეხვედრა აქვთ და დისკუსიებს მართავენ ახალი ტექნოლოგიების გარშემო. აქ გადაწყვეტილებებს იღებენ გამოიყენონ თუ არა ეს ტექნოლოგიები და საბოლოო აზრის მიღების შემდეგ, ინფორმაციას სხვა შტატებსა და ქალაქებში ავრცელებენ.
ელექტროენერგიის გამოყენება აკრძალულია, მაგრამ სხვადასხვა სიტუაციებში ხდება მისი დახმარებით პრობლემების გადაჭრა. მაგალითად, ბატარეების გამოყენება შესაძლებელია, როდესაც ისინი სამუშაო იარაღებს ესაჭიროება. ელექტრონულ გენერატორებს იყენებენ შედუღების ტექნიკის გამოსაყენებლად. ხშირია გაზონის-სათიბების გამოყენებაც. ზოგ ამიშურ საზოგადოებაში მზის ენერგიასაც იყენებენ.
ამიშურ საზოგადოებებში ხანდახან გვხვდება სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების გამოყენება. მაგალითად, მიწის სასუქი და პესტიციდები. საქონლის ხელოვნული განაყოფიერებაც არის ხშირი.
ტექნოლოგიების აკრძალვა და მათ მიმართ მკაცრი დამოკიდებულება არ უნდა წარმოადგენდეს ამიშებისთვის სერიოზულ სირთულეებს. შეზღუდული შესაძლებლობის პირებს შეუძლიათ მოტორიზებული ეტლების გამოყენება გადასაადგილებლად. ელექტროენერგიის გამოყენება შეიძლება მედიცინური მოწყობილებების სამართავადაც.
იმისდა მიუხედავად, რომ ამიშები არ სარგებლობენ ავტომობილებით, ისინი ხანდახან დაიქირავებენ მძღოლებს და ფურგონებს, რათა შორ მანძილზე გადაადგილდნენ, მაგრამ ესეც რეგულაციების და კანონების მიხედვით, ყველა საზოგადოებაში არ არის ნებადართული. ავტომობილებით გადაადგილება ამიშებისთვის ამარტივებს ახალი დასახლებების შექმნას და მათ გავრცობას. გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს, როდესაც ეტლით გადაადგილება დიდ დროს მოითხოვს, ამიშებს შეუძლიათ მატარებლის გამოყენება.
ამიშები ზღუდავენ ტელეფონით სარგებლობას, რადგან ეს მათ გარე სამყაროსგან იზოლაციას ხელს უშლის. ლანკასტერის საგრაფოში, შტატ პენსილვანიაში, ამიშები გამოიყენებენ ტელეფონს მხოლოდ შორ დისტანციაზე დასარეკად. ეს ტელეფონი აუცილებლად უნდა იყოს სახლის გარეთ, ოჯახისგან მოშორებით, ჯიხურის სახით. ამ ტელეფონებს ბევრი ოჯახი იყენებს, რაც ამიშებს საშუალებას აძლევს გააკონტროლონ როგორც შემოსული ასევე გასული ზარები. დღევანდელ დღეს, როდესაც მობილური ტელეფონებით სარგებლობა ძალიან პოპულარულია, ამიშების უმეტესობა კრძალავს მათ გამოყენებას, მაგრამ ისეთ ამიშებს, რომლებსაც ბიზნესის მართვა უწევთ, მხოლოდ მინიმალურად სარგებლობენ მობილური ტელეფონებით.
გარე სამყაროსთან ურთიერთობა
რედაქტირებადროის გასვლასთან ერთად, ამიშებისთვის უფრო გართულდა თანამედროვე სამყაროსთან შეგუება და მორგება. მაგალითად, ბავშვების მუშაობასთან დაკავშირებული კანონები ეწინააღმდეგება და ემუქრება ამიშების მიერ დაწესებულ ტრადიციებსა და ცხოვრების სტილს და წამოჭრა საკითხები, რომლებიც კითხვის ქვეშ აყენებს ამიშურ საზოგადოებებში ბავშვების ცხოვრებას. გარე სამყაროსგან ასევე ნეგატიური შეხედულებები არის იმის შესახებ, თუ როგორ აღიქვამენ ამიშები დაავადებებსა და სამედიცინო მომსახურების არსს. ამიშები ზოგ დაავადებას უყურებენ, როგორც „ღმერთის სურვილს“, რაც დიდ განხეთქილებებს იწვევს განვითარებულ საზოგადოებაში. ამიშები იშვიათად იღებენ დახმარებებს თანამედროვე საავადმყოფოებიდან და კლინიკებიდან, მაგრამ ამიშური საზოგადოების მცირე ნაწილი ინარჩუნებს კონტაქტს გარე სამყაროსთან საგანგებო, სიცოცხლისთვის სახიფათო სიტუაციების თავიდან ასაცილებლად.
ამიშურ საზოგადოებაში, ხალხი დამოკიდებულია ერთმანეთზე. ამიშები, ნებისმიერი პრობლემის დროს, ერთმანეთს მაქსიმალურად ეხმარებიან. ისინი გარე სამყაროსგან მიღებულ დახმარებებს უარყოფენ და არ იყენებენ. არ სარგებლობენ დაზღვევით და ჯანდაცვის სხვადასხვა პროგრამებით.
1961 წელს, ამერიკის შიდა სახელმწიფო შემოსავლების სამსახურმა გამოაცხადა, რომ რახან ამიშები უარყოფენ სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებს და დაზღვევას, არ უწევთ ამ სფეროებში გადასახადების გადახდა. 1965 წელს, ეს პოლისია შევიდა ძალაში, როგორც კანონი.
რადგან ამიშებს პაციფისტური დამოკიდებულება აქვთ ომთან, ისინი ხშირად ყოფილან ამის გამო უარყოფითად გაკრიტიკებულნი. მე-20 საუკუნეში, მსოფლიო ომების მიმდინარეობის დროს, ამიშების პაციფიზმმა წარმოშვა ბევრი ძალადობის ინციდენტი და ახალგაზრდა ამიში მამაკაცები იძულებით იყვნენ ამერიკის შეერთებულ შტატების არმიაში მოთავსებულნი. 1988 წელს მომხდარი ძალადობის ინციდენტის დროს, ხალხმა ქვები დაუშინა ამიშების ეტლს, რის შედეგადაც 6 თვის ბავშვი გარდაიცვალა. ამიშების მიმართ აგრესიის გამოხატვის იდეა ნაწილობრივ დღესაც აგრძელებს არსებობას.
ამიშების ძირითადი შემოსავალი
რედაქტირებაწარსულში, ამიშები ძირითადად სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით იყვნენ დაკავებულნი და შესაბამისად, შემოსავლის უმეტეს ნაწილს ამ სფეროში გამოიმუშავებდნენ. დღეს, როდესაც ამიშების რიცხვი ძალიან სწრაფად იზრდება, რთულია მხოლოდ სოფლის მეურნეობით თავის რჩენა. ამიშებმა დაიწყეს სხვადასხვა საქმიანობით შემოსავლის მიღება და ოჯახების სხვადასხვა გზებით რჩენა. ამიშურ საქმიანობებს მოიცავს: სამშენებლო სერვისების გაწევა, ხელნაკეთი ავეჯის გაყიდვა და ქარხნებში მუშაობა.
სამშენებლო სერვისები
რედაქტირებასამშენებლო ინდუსტრიაში ამიშები ძალიან აქტიურნი არიან. ამიშები თავიანთ დასახლებების მახლობლად მუშაობენ და ძირითადად სახლების და ბეღელების ხარისხიანად და სწრაფად აშენებით არიან ცნობილნი. ამერიკის შეერთებული შტატების დაახლოებით ათ შტატში მოიძებნებიან ისეთი ამიშები, რომლებიც სამშენებლო სამუშაოებით არიან დაკავებულნი.
ხელნაკეთი ავეჯის დამზადება და გაყიდვა
რედაქტირებაამიშები ცნობილები არიან მაღალი ხარისხის ავეჯის დამზადებითა და რეალიზაციით. ამიშების უმეტესობა ბავშვობიდანვე იწყებს სხვადასხვა ხელობის სწავლას, ამიტომ ხელით მუშაობა უადვილდებათ. ავეჯს ამზადებენ, როგორც ტრადიციული, კლასიკური წესებით, ასევე თანამედროვე მოწყობილობების და იარაღების გამოყენებით. ძირითადად ამზადებენ და ყიდიან: მაგიდებს, სკამებს, კარადებს, საწოლებსა და ბუფეტებს. მასალებისთვის სხვადასხვა ხეს იყენებენ და ავეჯის გარდა, ხის პატარა ეტლებსაც ამზადებენ.
ქარხნებში მუშაობა
რედაქტირებაოჰაიოს შტატში, სადაც ამიშების ყველაზე დიდი რაოდენობაა დასახლებული, ამიშების ნაწილის უმეტესობა მუშაობს ქარხნებში. იმისდა მიუხედავად, რომ დასახლებების გარეთ მუშაობას ბევრ ამიშურ საზოგადოებაში ცუდად უყურებენ, ამიში მამაკაცების დიდი რიცხვი მაინც აგრძელებს ქარხნებში მუშაობას სტაბილური შემოსავლის გამო.
ამიშური მცირე ბიზნესების წარმატება
რედაქტირებაერიკ ვეზნერის თანახმად, რომელიც ავტორია წიგნის „რატომ აღწევს ამიშური ბიზნესები წარმატებას“, ამიშურ მცირე ბიზნესებს გადარჩენისა და წარმატების ორჯერ უფრო დიდი შანსი აქვთ, ვიდრე არაამიშურ მცირე ბიზნესებს. ერიკ ვეზნერი, ამიშების ასეთ წარმატებას მათ მკაცრ ხელმძღვანებლობის მეთოდებს და შრომის ეთიკას უკავშირებს. მისი თქმით, ბიზნესის მფლობელებს „ფეხი-ფეხზე გადადებული“ არ აქვთ და ბიზნესებში იმავე შრომას დებენ, როგორსაც მათთვის მომუშავე პერსონალი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- "Amish" from Global Anabaptist Mennonite Encyclopedia Online დაარქივებული 2012-01-06 საიტზე Wayback Machine.
- Amish Studies დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine.
- The Amish in Missouri, from the Missouri Folklore Society დაარქივებული 2020-11-14 საიტზე Wayback Machine.
- АМИШИ
- Who are the Swiss Amish?
- Amish by Donald B. Kraybill
- [1]
- [2] დაარქივებული 2016-08-13 საიტზე Wayback Machine.
- [3]
- [4]დაარქივებული 2012-01-12 საიტზე Wayback Machine.
- [5] დაარქივებული 2010-04-13 საიტზე Wayback Machine.
- [6] დაარქივებული 2011-11-14 საიტზე Wayback Machine.
- [7] დაარქივებული 2020-11-14 საიტზე Wayback Machine.
- [8] დაარქივებული 2016-08-13 საიტზე Wayback Machine.
- [9]