ტერმინი პლურალიზმი ნიშნავს განსხვავებული აზრების, მსოფლმხედველობების, ცხოვრების წესის, ინტერესების თანაარსებობას.

1). პოლიტიკური პლურალიზმი ნიშნავს მოსაზრებათა მრავალფეროვნების არსებობასა და მათ აღიარებას. მოსაზრებათა ეს მრავალფეროვნება საშუალებას იძლევა სახელმწიფოს მივაწოდოთ საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა ღირებულებები, ინტერესები და პრობლემები მათი განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით.[1]

2). საზოგადოებაში არსებული განსხვავებული ეთნიკური, რელიგიური, ენობრივი, კულტურული ჯგუფებისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულება, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული დემოკრატიული სახელმწიფოს ცნებასა და არსთან.[1]

3). ცხოვრების იდეური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოწყობის ძირითადი პრინციპი, რომლის ფარგლებშიც დაშვებული, უზრუნველყოფილი და აღიარებულია სხვადასხვა იდეური, სოციალური და პოლიტიკური მიმდინარეობების მრავლობითობა.[1]

სქოლიო რედაქტირება