ამერიკის მეგობართა კომიტეტი საზოგადოების სამსახურში

ამერიკის მეგობართა კომიტეტი საზოგადოების სამსახურში ( AFSC ) წარმოადდგენს მეგობართა რელიგიურ საზოგადოებას ( Quaker ), რომელიც მუშაობს მშვიდობისა და სოციალური სამართლიანობისთვის შეერთებულ შტატებსა და მთელ მსოფლიოში. AFSC დაარსდა 1917 წელს, ამერიკელ მეგობართა რელიგიური საზოგადოების წევრთა ერთობლივი ძალისხმევით, პირველ მსოფლიო ომის მსხვერპლ, მშვიდობიან მოქალაქეთა დასახმარებლად. 1918 წლიდან იგი მუშაობდა ევროპასა და საბჭოთა კავშირში სამხედრო ძალების შეიარაღების შემსუბუქების საკითხებზე. 1920-იანი წლების შუა პერიოდში მიმართული იყო აშშ – ში რასობრივი ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, აგრეთვე მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, ცდილობდა კიდევ ერთი კონფლიქტის წარმოქმნის თავიდან აცილებას. ცივი ომის პერიოდში იგი უფრო მეტ პროფესიონალთა დასაქმებაზე გადავიდა. დროთა განმავლობაში ორგანიზაციის მცდელობამ შედეგი გამოიღო, უფრო ხშირი გახდა რეაგირება რასობრივ უსამართლობაზე, ქალთა საკითხებზე და სექსუალური უმცირესობების მოთხოვნებზე, თანაბარი მოპყრობისთვის.

ამერიკის მეგობართა კომიტეტი საზოგადოების სამსახურში
American Friends Service Committee
შეიქმნა 30 აპრილი, 1917
ტიპი ორგანიზაცია და Christian organization
მდებარეობა ფილადელფია, პენსილვანია
ქვეყანა აშშ[1]
afsc.org

კვაკერები, ტრადიციულად, ეწინააღმდეგებიან ძალადობის ყველა ფორმას და ამიტომ ბევრი უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე, მათ შორის სავალდებულო სამხედრო სამსახურზე. AFSC– ის თავდაპირველი მისია გაფართოვდა და მოიცვა ის მიზანი, რომ წარმოეჩინათ სამხედრო სამსახურის კონსტრუქციული ალტერნატივა. 1947 წელს AFSC– მ მიიღო ნობელის პრემია, ბრიტანულ ორგანიზაციასთან ერთად - მეგობართა საბჭო საზოგადოების სამსახურში, მსოფლიოს ყველა კვაკერის სახელით. [2] მიუხედავად იმისა,

რომ მეგობრების მიერ არის დაარსებული, ინდივიდუალურად მოქმედებენ, AFSC-ის და მეგობართა საზოგადოებას არ აქვთ იურიდიული კავშირი, როგორც ეს აღნიშნა, 1945 წელს, მისმა აღმასრულებელმა მდივანმა კლარენს პიკეტმა. [3]

1917 წლის აპრილში - მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატები ჩაება პირველ მსოფლიო ომში და გამოუცხადა ომი გერმანიასა და მის მოკავშირეებს. - კვაკერების ჯგუფი შეიკრიბა ფილადელფიაში, რათა განეხილათ მოსალოდნელი სამხედრო პროექტი თუ, როგორ იმოქმედებდა ის მშვიდობის ეკლესიების წევრებზე, როგორებიცაა კვაკერები, მენონიტები, ბრეტრენის ეკლესია და ამიშები . მათ შეიმუშავეს იდეები ალტერნატიული სამხედრო სამსახურის შესახებ, რომლის განხორციელება შესაძლებელი იქნებოდა, უშუალოდ ჩრდილოეთ საფრანგეთის საბრძოლო ზონებში. [4]

 
ისტორიული AFSC ლოგო

მათ, ასევე, შეიმუშავეს გეგმები შეერთებული შტატების არმიასთან ურთიერთობისთვის, რადგან წინა ომებიდან გამომდინარე, მისი კავშირი რელიგიურ ობიექტებთან არათანმიმდევრული იყო. მიუხედავად იმისა, რომ იურიდიულად პაციფისტური ეკლესიების წევრები გათავისუფლდნენ სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან, ცალკეულმა სახელმწიფო საბჭოებმა ეს კანონი სხვადასხვა გზით განმარტეს. ბევრ კვაკერსა და სამშვიდობო ორგანიზაციის წევრებს მოუწიათ სამხედრო სამსახურისთვის სამხედრო ბანაკებში გამგზავრება. ზოგიერთმა მათგანმა არ იცოდა, რომ ამ სამსახურეობრივ პასუხისმგებლობას სამხედროები აღიქვამდნენ, როგორც ბრძოლის სურვილს. AFSC– ის ერთ – ერთი პირველი ამოცანა იყო CO– ის(conscientious objectors) იდენტიფიცირება, ბანაკების მოძებნა, სადაც ისინი მდებარეობდნენ, შემდეგ კი მათი მონახულება, სულიერი ხელმძღვანელობისა და ზნეობრივი დახმარების მისაღწევად. ისეთ რაიონებში, სადაც პაციფისტური ეკლესიები უფრო ცნობილი იყო (მაგალითად, პენსილვანიაში ), მრავალი ახალწვეულთაგანი მზად იყო გაწევრიანებულიყო CO-ში, AFSC– ის ალტერნატიული სამსახურისთვის.

გარდა ამისა, CO- თვის ალტერნატიული მსახურების პროგრამის ჩასატარებლად, AFSC-მა შეაგროვა საკვების, ტანსაცმლის და სხვა სახის მარაგთა შემოწირულობა, საფრანგეთში, დევნილთა დასახმარებლად. კვაკერებს სთხოვეს ძველი სამოსის შეგროვება და ახლის დამზადება; ხილისა და ბოსტნეულის მოშენება და მათი გაგზავნა ფილადელფიაში AFSC– ის სათავო ოფისში. შემდეგ AFSC– მა მასალები გადასცა საფრანგეთს, გასანაწილებლად. საფრანგეთში სამუშაოდ გაიგზავნენ ახალგაზრდა ქალები და მამაკაცები, რომლებიც მუშაობდნენ ბრიტანელ კვაკერებთან ერთად, უზრუნველყოფდნენ შემოწირულობის შეგროვებას და სამედიცინო დახმარებას უწევდნენ ლტოლვილებს, არემონტებდნენ და აშენებდნენ სახლებს, ეხმარებოდნენ ფერმერებს ომის შედეგად დაზარალებული მინდვრების ხელახალ განაშენიანებაში და მონაწილეობდნენ სამშობიარო სახლის დაფუძნებაში . [5]

1918 წელს, ომის დასრულების შემდეგ, AFSC– მა დაიწყო მუშაობა რუსეთში, სერბეთსა და პოლონეთში ობოლთა, ხოლო გერმანიასა და ავსტრიაში შიმშილის და დაავადებების მსხვერპლთა დასახმარებლად, სადაც მოაწყეს სამზარეულოები მშიერი ბავშვების გამოსაკვებად. [5] საბოლოოდ, AFSC-მა პრეზიდენტ ჰერბერტ ჰუვერის მითითებით უზრუნველყო შეერთებულ შტატებში გერმანელთათვის დახმარების შეგროვება. [6]

1930-იანი წლების განმავლობაში და მეორე მსოფლიო ომის დროს, AFSC დაეხმარა ლტოლვილებს ნაცისტური გერმანიიდან გაქცევაში, ეხმარებოდა მათ, ვისაც სხვა ორგანიზაციები არ ეხმარებოდნენ, პირველ რიგში, არარელიგიურ ებრაელებსა და იუდეველებს, რომლებიც დაქორწინებულნი არ იყვნენ ებრაელებზე. [7] მათ, აგრეთვე, შეაგროვეს დახმარება ესპანეთის სამოქალაქო ომიში მონაწილე ორივე მხარის ბავშვებისათვის. [8] ასევე დახმარება გაუწიეს ვიშის რეჟიმის ლტოლვილებს. [9] ომის დასრულების შემდეგ მათ შეაგროვეს შემოწირულობა ევროპის, იაპონიის, ინდოეთის და ჩინეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის. 1947 წელს ისინი მუშაობდნენ ლტოლვილთა გადასახლებაზე ბრიტანეთის ინდოეთის გაყოფის დროს და ღაზას სექტორში. 1937 და 1943 წლებს შორის, AFSC-მა ააშენა პენ-კრაფტ საზოგადოება(ისტორიული უბანი) უმუშევარი, ქვანახშირის მაღაროების მუშებისთვის, ფაიეტის ოლქში, პენსილვანიაში. [10]

ცივი ომის ესკალაციისთვის, AFSC მონაწილეობდა დახმარების შეგროვებაში, ხშირად უჭერდა მხარს მშვიდობიან მოსახლეობას კონფლიქტების მონაწილეთა ორივე მხარეს, მათ შორის კორეის ომის დროს, 1956 წლის უნგრეთის რევოლუციისას, ალჟირის ომისა და ნიგერია-ბიფრანის ომისას . 1966 წლიდან, AFSC– მა შეიმუშავა პროგრამები ბავშვების დასახმარებლად და უზრუნველყო სამედიცინო მხარდაჭერა, ასევე ხელოვნური კიდურები მშვიდობიანი მოქალაქეებისათვის, როგორც ჩრდილოეთ , ისე სამხრეთ ვიეტნამში . ვერ შეძლო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის თანხმობის მიღება ჩრდილოეთ ვიეტნამში სამედიცინო აღჭურვილობის გაგზავნისთვის, ამიტომ კომიტეტმა გაგზავნა საქონელი კანადის მეშვეობით. [11]

შეერთებულ შტატებში, AFSC მხარს უჭერდა ამერიკის სამოქალაქო უფლებების მოძრაობას, აფრო-ამერიკელების, ადგილობრივი ამერიკელების, მექსიკელი ამერიკელებისა და აზიელი ამერიკელების უფლებებს. 1970-იანი წლებიდან AFSC ინტენსიურად მუშაობდა სამშვიდობო მოძრაობის შემადგენლობაში, განსაკუთრებით კი ბირთვული იარაღის წარმოების შეჩერებისა და განიარაღების მიმართულებით.

2015 წლის ფისკალურ პერიოდში, AFSC– ის შემოსავლები შეადგენდა 28.6 მლნ აშშ დოლარს, ხოლო ხარჯები 36.1მლნ აშშ დოლარი. [12] AFSC–ი ს ჰქონდა 87,8 მლნ აშშ დოლარის წმინდა აქტივი. [13]

პროგრამები და პროექტები

რედაქტირება

დღეს, AFSC პროგრამები მოიცავს საკითხების, ქვეყნებისა და თემების ფართო სპექტრს.

AFSC-ში დასაქმებულია ორასზე მეტი თანამშრომელი, რომლებიც მრავალ პროგრამაზე მუშაობენ შეერთებულ შტატებსადა სხვა ცამეტ ქვეყანაში. [14] AFSC– მა ორგანიზაციის პროგრამები დაყო 8 გეოგრაფიულ რეგიონს შორის, რომელთაგან თითოეული პროგრამა დაკავშირებულია მშვიდობასთან, ემიგრანტთა უფლებებთან, სამართლიანობის აღდგენასთან, ეკონომიკურ სამართალთან და სხვა საკითხებთან. [15] AFSC ხშირად მუშაობს ორგანიზაციასთან - კვაკერები მშვიდობის სამსახურში(ყოფილი მეგობართა საბჭო საზოგადოების სამსახურში) და სხვა პარტნიორებთან ერთად.

AFSC ასევე ადმინისტრაციულ დახმარებას უწევს კვაკერთა გაეროს ოფისს (QUNO), ნიუ-იორკში. ეს ოფისი არის კვაკერიზმის ოფიციალური ხმა გაეროს შტაბბინაში. შვეიცარიაში, ჟენევაში არის QUNO- ს მეორე ოფისი; ამ ოფისისათვის დახმარებას უზრუნველყოფენ ევროპელი კვაკერები. QUNO- ს ხელმძღვანელობს მეგობრების კონსულტაციის მსოფლიო კომიტეტი .

AFSC ახორციელებს მრავალ პროგრამას მთელ მსოფლიოში. ორგანიზაციის, 2010 წლის ყოველწლიურ ანგარიშში, [16] აღწერილია სამუშაოები აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში, ჰაიტიში, ინდონეზიასა და შეერთებულ შტატებში. ახლახან AFSC– მა გახსნა სამგზავრო ხელოვნების გამოფენა სახელწოდებით ფანჯრები & სარკეები, სადაც განიხილეს ავღანეთის ომის გავლენა მშვიდობიან მოქალაქეებზე.

გამოფენები

რედაქტირება

ომის ღირებულების ეროვნულ პრიორიტეტებზე დაფუძნებული პროექტის კონცეფცია, ამერიკის მეგობართა კომიტეტმა (AFSC) 2007 წლის მაისში გამოფინა, სახელწოდებით "ომის ღირებულება". მასში მოცემულია ათი საბიუჯეტო ვაჭრობა, რომელიც ნაჩვენებია 3x7 ფუტიანი ვინილის ბანერებით. AFSC იყენებს ერაყის ომს, რომელიც შეაფასეს ეკონომისტებმა ლინდა ბილმსმა და ჯოზეფ სტიგლიცმა სტატიაში "ერაყის ომის ეკონომიკური ხარჯები: შეფასება კონფლიქტის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ", რომელიც დაიწერა 2006 წლის იანვარში, ერაყის ომის ყოველდღიურმა ხარჯმა 720 მილიონი დოლარი შეადგინა. [17] ამ საკითხისადმი მიძღვნილ [18] ათ ბანერზე იკითხება: [19]

  • ერაყის ომის ერთი დღე = 720 მილიონ დოლარს, როგორ შეგიძლია მისი დახარჯვა?
  • ერაყის ომის ერთი დღე = 84 ახალ დაწყებით სკოლას
  • ერაყის ომის ერთი დღე = 12,478 დაწყებითი სკოლის მასწავლებელს
  • ერაყის ომის ერთი დღე = 95,364 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას
  • ერაყის ომის ერთი დღე = 1,153,846 ბავშვს, სკოლაში უფასო ლანჩით
  • ერაყის ომის ერთი დღე = 34,904 ოთხწლიან სტიპენდიას უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
  • ერაყის ომის ერთი დღე = 163,525 ადამიანს ჯანმრთელობის დაზღვევით
  • ერაყის ომის ერთი დღე = 423,529 ბავშვს ჯანმრთელობის დაზღვევით
  • ერაყის ომის ერთი დღე = 6,482 ოჯახს საკუთარი სახლით
  • ერაყის ომის ერთი დღე = 1,274,336 სახლს განახლებადი ენერგიით

ამჟამად 22 გამოფენა, ომის ღირებულებათა შესახებ, განთავსებულია ჩრდილოეთ და სამხრეთ კალიფორნიაში, კოლორადოში, ფლორიდაში, ჯორჯიაში, ილინოისში, აიოვაში, კანზასში / მისურის შტატში, მერილენდში, მასაჩუსეტსში / მეინის შტატში, მიჩიგანში, ნიუ ჰემფშირში, ნიუ – იორკში / ნიუ ჯერსიში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ოჰაიოში, ორეგონში, პენსილვანიაში, როდ აილენდში, ვირჯინიასა და დასავლეთ ვირჯინიის შტატებში .

აქტუალური ძირითადი საკითხები

რედაქტირება

AFSC– ს აქვს ხუთი ძირითადი საკითხი: [20]

იხილეთ ასევე

რედაქტირება
  1. Global Research Identifier Database — 2015.
  2. Nobel Peace Prize (2010-04-10). ციტირების თარიღი: 2016-06-28
  3. 'Truly Radical, Non-violent, Friendly Approaches': Challenges to the American Friends Service Committee“. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  4. Origin of the American Friends Service Committee (2010-03-29). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-21. ციტირების თარიღი: 2016-07-01
  5. 5.0 5.1 American Friends Service Committee – History. www.nobelprize.org.
  6. The Nobel Peace Prize 1947 – Presentation Speech. ციტირების თარიღი: 2016-07-01
  7. Quakers. ციტირების თარიღი: 10 December 2017
  8. „The politics of neutrality: the American Friends Service Committee and the Spanish Civil War, 1936–1939“. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  9. All in the Same Boat: Non-French Women and Resistance in France, 1940–1944 დაარქივებული 2012-03-16 საიტზე Wayback Machine. , Hillary Mohaupt, Spring 2010.
  10. National Historic Landmarks & National Register of Historic Places in Pennsylvania. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-07-21. ციტირების თარიღი: 2020-06-27. Note: This includes National Register of Historic Places Inventory Nomination Form: Penn-Craft Historic District. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-14. ციტირების თარიღი: 2012-01-29
  11. Frances Crowe to read from her memoir at First Churches in Northampton on Sunday. ციტირების თარიღი: 2016-07-01
  12. Financial Statements and Report (2016-02-02). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-28. ციტირების თარიღი: 2020-06-27.
  13. Annual Report 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-20. ციტირების თარიღი: 2020-06-27.
  14. AFSC's Where We Work page დაარქივებული 2011-07-09 საიტზე Wayback Machine. ; afsc.org
  15. AFSC's structure page დაარქივებული 2011-06-29 საიტზე Wayback Machine. ; Afsc.org
  16. Building Peace One Community at a Time: Annual Report 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-01. ციტირების თარიღი: 2020-06-27.
  17. Bilmes (January 2006). „The Economic Costs of the Iraq War: An Appraisal Three Years after the Beginning of the Conflict“ (PDF). დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  18. Cost of War to the United States.
  19. Cost of War – How would you spend it? (2013-02-06). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-08-14. ციტირების თარიღი: 2020-06-27.
  20. Key issues. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-29. ციტირების თარიღი: 2016-07-02

შემდგომი საკითხავი

რედაქტირება
  • Austin, Allan W. Quaker Brotherhood: Interracial Activism and the American Friends Service Committee, 1917–1950. Urbana, IL: University of Illinois Press, 2012.
  • Barnes, Gregory A. A Centennial History of the American Friends Service Committee. Philadelphia: FriendsPress, 2016.
  • H. Larry Ingle, "The American Friends Service Committee, 1947–49: The Cold War's Effect," Peace & Change, 23 (January 1998), 27–48. doi:10.1111/0149-0508.691998035.
  • Mary Hoxie Jones, Swords into ploughshares: an account of the American Friends Service Committee, 1917–1937. New York: Macmillan, 1937.

გარე ბმულები

რედაქტირება