მიჩიგანის შტატი
შტატი აშშ-ში
მიჩიგანი (ინგლ. Michigan) — შტატი აშშ-ში. მდებარეობს ჩრდილო-აღმოსავლეთის ცენტრალურ რეგიონში. სახელი ინდიელთა ენაზე Mishigamaw „დიდ წყალს, დიდ ტბას“ ნიშნავს. XVII საუკუნეში აქ დროებითი პოსტები აღმართეს ფრანგმა მკვლევარებმა ბრიულემ, მარკეტმა, ჟოლიემ და ლა-სალმა. 1668 წელს გაჩნდა პირველი დასახლებები; 1701 წელს მიჩიგანი გადავიდა ინგლისელთა ხელში, 1796 — აშშ-ს ტერიტორია. 1837-დან აშშ-ს შტატია.
- ფართობი — 150 ათასი.
- მოსახლეობა — 10,094 ათასი (თეთრი 83,4 %, აფროამერიკელი 13,9 %, ლათინურამერიკელი 2,2 %).
- ქალაქის მოსახლეობა — 70,7 %.
- ქალაქები — ლანსინგი (დედაქალაქი), 113 ათასი, დეტროიტი (დაარსდა 1701, 1.001 ათასი), გრანდ-რაპიდსი, 188 ათასი, უორენი, 138 ათასი, ფლინტი, 135 ათასი.
- თავისებურებები — დიდი ტბები, ჰენრი ფორდის მუზეუმი.
- ცნობილი ადამიანები — ჯერალდ ფორდი, ჰენრი ფორდი, დაიანა როსი.
მიჩიგანის შტატი | |||||
---|---|---|---|---|---|
| |||||
მეტსახელი: | The Great Lakes State | ||||
დევიზი: | Si quaeris peninsulam amoenam circumspice | ||||
![]() | |||||
დედაქალაქი | ლანსინგი | ||||
ოფიციალური ენა | |||||
გუბერნატორი | Gretchen Whitmer | ||||
საკანონმდებლო ორგანო | მიჩიგანის საკანონმდებლო ორგანო | ||||
ფართობი | 250 493 კმ² | ||||
მოსახლეობა | 9 922 576[1] კაცი | ||||
უმაღლესი წერტილი | არვონი | ||||
უდაბლესი წერტილი | ერის ტბა | ||||
შტატი გახდა | 26 იანვარი 1837 | ||||
სასაათო სარტყელი | ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთი დრო, ცენტრალური სარტყლის დრო, ამერიკა/ნიუ-იორკი და UTC-5 | ||||
საფოსტო აბრევიატურა | MI და Mich. | ||||
მოსაზღვრე რეგიონები | უისკონსინი, ოჰაიო, ინდიანა, ონტარიო, მინესოტა და ილინოისი | ||||
ადმინისტრაციული დაყოფა |
სია
| ||||
საიტი | michigan.gov | ||||