მტკნარი წყალი — დედამიწის ზედაპირზე გავრცელებული ბუნებრივი რესურსები, რომელიც გამოსაყენებლად ვარგისიანია. მტკნარ წყალს შეიცავს მყინვარული საფარი, მყინვარული გუმბათი, მყინვარი, ჭაობი, ტბორი, ტბა, მდინარე და სხვა გეოგრაფიული ობიექტი. როგორც წესი, დამახასიათებელია გახსნილი მარილების დაბალი კონცენტრაციები და სხვა საერთო მინერალიზაციის არსებობა. ზღვის წყლის საპირისპიროა. „მტკნარი“ ისეთ წყალს ეწოდება, რომლის მარილიანობა არ აღემატება 0,1 %-ს. პოლარულ რეგიონებში მდებარე მყინვარული მასივები და საერთოდ მყინვარები მცირე რაოდენობით შეიცავენ მტკნარ წყალს. მტკნარი წყლის მარაგის დაახლოებით 85-90% ყინულის სახით არის წარმოდგენილი. მისი წყარო შეიძლება იყოს ატმოსფეროს დანალექები, ნისლის, თოვლისა და წვიმის სახით. მტკნარი წყლის აღსანიშნავად, მარილიანი წყლისგან განსხვავებით, გამოიყენება ტერმინი „ტკბილი წყალი“.

წყლის მცირე შადრევანი

მტკნარი წყლის მარაგი რედაქტირება

დედამიწის ჰიდროსფეროს მტკნარი წყლის მარაგი:[1]

ჰიდროსფეროს ნაწილები წყლის მოცულობა, კმ3 % საერთო მოცულობა
მყინვარები 24 000 000 85
მიწისქვეშა წყლები 4 000 000 14
ტბები და წყალსაცავები 155 000 0,6
ნიადაგის სინოტივე 83 000 0,3
ორთქლი ატმოსფეროში 14 000 0,06
მდინარის წყლები 1 200 0,004
ჯამი 28 253 200 100

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Львович М. И. Мировые водные ресурсы и их будущее. — М.: Мысль, 1974.