კერმადეკის კუნძულები
კერმადეკის კუნძულები (ინგლ. Kermadec Islands) — კუნძულოვანი რკალი წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში. კუნძულებს სახელი დაერქვა ფრანგი ზღვაოსნის იუონ დე კერმადეკის პატივსაცემად[1]. 1934 წლიდან კუნძულები ბუნების ნაკრძალია.
მშობ. სახელი: ინგლ. Kermadec Islands | |
---|---|
კერმადეკის კუნძულების რუკა | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 29°16′37″ ს. გ. 177°55′24″ ა. გ. / 29.27694° ს. გ. 177.92333° ა. გ. |
კუნძულთა რაოდენობა | 4 და რამდენიმე კლდე |
მთავარი კუნძული | რაულის კუნძული |
ფართობი | 33 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 516 მ |
ახალი ზელანდია | |
გარე კუნძულები | |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | დაუსახლებელი (2010) |
გეოგრაფია
რედაქტირებაკუნძულები მდებარეობს 800—1000 კმ-ში ჩრდილო-აღმოსავლეთით ახალი ზელანდიის ჩრდილოეთი კუნძულიდან და 1100 კმ-ზე უფრო მეტი მანძილით სამხრეთ-დასავლეთით ტონგის კუნძულ ატადან.
კუნძულს დასავლეთიდან ეკვრის ფიჯის ზღვა, აღმოსავლეთით მდებარეობს ღრმა კერმადეკის ღარი.
კერმადეკის კუნძულების ფართობია — დაახლოებით 33 კმ²[2]. შემადგენლობა — 4 კუნძული და რამდენიმე კლდე:
- რაულის კუნძული (Raoul Island): კოორდინატები — 29°16′00″ ს. გ. 177°55′10″ დ. გ. / 29.26667° ს. გ. 177.91944° დ. გ., ფართობი — 29,38 კმ², უმაღლესი წერტილი — პიკი მუმუკაი (Moumoukai peak) — 516 მ.
- მაკოლის კუნძული (Macauley Island): კოორდინატები — 30°14′ ს. გ. 178°26′ დ. გ. / 30.233° ს. გ. 178.433° დ. გ., ფართობი — 3,06 კმ², უმაღლესი წერტილი — მთა ჰაზარდი (Mount Haszard) — 238 მ.
- კერტისის კუნძული (Curtis Island): კოორდინატები — 30°32′32″ ს. გ. 178°33′39″ დ. გ. / 30.54222° ს. გ. 178.56083° დ. გ., ფართობი — 0,59 კმ², უმაღლესი წერტილი — 137 მ.
- ნუგენტის კუნძული (Nugent Island): კოორდინატები — 29°13′54″ ს. გ. 177°52′09″ დ. გ. / 29.23167° ს. გ. 177.86917° დ. გ..
- კლდე ლ'ესპერანსი (L'Esperance Rock): კოორდინატები — 31°26′ ს. გ. 178°54′ დ. გ. / 31.433° ს. გ. 178.900° დ. გ., ფართობი — 0,05 კმ², უმაღლესი წერტილი — 70 მ.
- კლდე მაკდონალდი (Macdonald Rock): კოორდინატები — 30°11′ ს. გ. 178°26′ დ. გ. / 30.183° ს. გ. 178.433° დ. გ..[3]
- კლდე ავრი (L'Havre Rock): კოორდინატები — 31°21′ ს. გ. 178°59′ დ. გ. / 31.350° ს. გ. 178.983° დ. გ..
კუნძულები დაფარულია ტროპიკული და სუბტროპიკული ტყეებით[4], ზოგიერთი სახეობა ენდემურია (ლათ. Metrosideros kermadecensis, ლათ. Myrsine kermadecensis), გავრცელებულია ლათ. Rhopalostylis sapida. კუნძულებზე — ზღვის ფრინველების დიდი კოლონიებია.
კლიმატი კუნძულებზე ტროპიკული ან სუბტროპიკულია. ტემპერატურა თებერვალში — +23 °C, აგვისტოში — +16 °C.
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაკუნძულების ეს ჯგუფი ითვლება ახალი ზელანდიის გარე კუნძულებად და ახალი ზელანდიის ტერიტორიას წარმოადგენს, მაგრამ ის არ ითვლება რომელიმე რეგიონის ან ოლწის ნაწილად, ის იმყოფება სპეციალური ორგანოს — ინგლ. Area Outside Territorial Authority უშუალო მართვის ქვეშ.
მოსახლეობა
რედაქტირება1934 წლამდე დასახლებული იყო პოლინეზიელებით და XX საუკუნის დასაწყისში კუნძულებზე ცხოვრობდა 8 ათასამდე ადამიანი. დღეისათვის კუნძულების მოსახლეობა შედგება მხოლოდ რაულის კუნძულზე არსებული სადგურის მეცნიერთა პერსონალისაგან.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ იუონ დე კერმადეკი
- ↑ Kermadec Islands Marine Reserve (ინგლისური)
- ↑ Chart NZ 2225 დაარქივებული 2007-10-12 საიტზე Wayback Machine. , Hydrographic Office, Royal New Zealand Navy, 1994. Accessed 2007-05-07.
- ↑ «Terrestrial Ecoregions — Kermadec Islands subtropical moist forests (OC0107)», worldwildlife.org