რაულის კუნძული
რაული ანუ სანდი (ინგლ. Raoul, ინგლ. Sunday) — კუნძული წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში, კერმადეკის კუნძულების შემადგენლობაში. რამდენიმე ათასწლეულის წინ მომხდარა ძლიერი ვულკანური აქტივობა, სადაც დომინირებდა დაციტის ამოფრქვევები.
მშობ. სახელი: ინგლ. Raoul | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 29°15′ ს. გ. 177°55′ ა. გ. / 29.250° ს. გ. 177.917° ა. გ. |
ფართობი | 29,38 კმ² |
უმაღლესი წერტილი |
516 მ მუმუკაი |
ახალი ზელანდია | |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | დაუსახლებელი (2010) |
გეოგრაფია
რედაქტირებაფართობი 29,38 კმ²-ს შეადგენს. (არქიპელაგ კერმადეკის მთლიანი ფართობია — დაახლოებით 33 კმ²). მდებარეობს არქიპელაგის ჩრდილოეთ ნაწილში. უმაღლესი წერტილი — მთა მუმუკაი (516 მეტრი ზღვის დონიდან), რომელიც ასევე მთელი არქიპელაგის უმაღლესი წერტილიცაა.
ისტორია
რედაქტირებაკუნძულზე აღმოჩენილია პოლინეზიური ტიპის ქვის იარაღები, რაც მის პრეისტორიულ დასახლებებზე მიუთითებს, თუმცა დასავლეთელი მეზღვაურების მიერ აღმოჩენის მომენტში, კუნძული დაუსახლებელი იყო.
მოსახლეობა
რედაქტირებაკუნძულის მოსახლეობა შედგება სამეცნიერო სადგურის რამდენიმე პერსონალისგან. თუმცა XX საუკუნის დასაწყისში კუნძულებზე ცხოვრობდა 8 ათასამდე პოლინეზიელი ადამიანი, მაგრამ 1934 წლიდან არქიპელაგი რეზერვატია.