ავარუა (ინგლ. Avarua) — ახალ ზელანდიასთან თავისუფალ ასოციაციაში მყოფი კუკის კუნძულების დედაქალაქი, მდებარეობს წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულ რაროტონგას ჩრდილოეთ სანაპირო ზოლში.

დედაქალაქი
ავარუა
ინგლ. Avarua

კუნძულ რაროტონგას რუკა
ქვეყანა კუკის კუნძულების დროშა კუკის კუნძულები
კოორდინატები 21°12′00″ ს. გ. 159°46′00″ დ. გ. / 21.20000° ს. გ. 159.76667° დ. გ. / -21.20000; -159.76667
ცენტრის სიმაღლე 653 მეტრი
მოსახლეობა 5445 კაცი (2006)
სასაათო სარტყელი UTC-10
ოფიციალური საიტი http://cook-islands.gov.ck
ავარუა — კუკის კუნძულები
ავარუა

ავარუას მოსახლეობა შეადგენს 5445 კაცს[1] (2006 მონაცემებით), რაც ცოტათი ნაკლებია კუკის კუნძულების მთლიანი მოსახლეობის ნახევარზე.

ავარუაში არის საზღვაო პორტი, საიდანაც ხორციელდება კოპრის, მარგალიტების და ხილის ექსპორტი. აქვე მდებარეობს ქვეყნის მთავარი აეროპორტიც. ქალაქში არის უნივერსიტეტი და ბიბლიოთეკა.

2005 წლის თებერვალში კუნძულს ტროპიკული ციკლონი დაატყდა, რამაც ავარუას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა[2].

  1. Maps of World
  2. Geoff Mackley - Cyclone Meena Rarotonga. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-09-09. ციტირების თარიღი: 2014-05-26.