ვულკანური კუნძული
ვულკანური კუნძული — კუნძული, რომელიც წარმოიქმნება ზღვის ფსკერზე ვულკანური მოქმედების შედეგად.
პრაქტიკაში ჩვეულებრივ წარმოიქმნება ვულკანური ჯაჭვის ზედა ნაწილის რიგი ვულკანური კუნძული, რომლებიც ფორმირდებიან განსაზღვრული კანონზომიერების შედეგად (ჰავაის კუნძულები, კანარის კუნძულები, კურილის კუნძულები და სხვა).
კუნძული წარმოადგენს წყალქვეშა ვულკანის მწვერვალს, რომელიც ამოწეულია ოკეანის ზედაპირზე. კუნძულის წარმოქმნა მიმდინარეობს რამდენიმე ფაზაში. ვულკანური კუნძულები ჩვეულებრივ შეიცავს მტკნარ მიწისქვეშა წყალს. გარდამავალი ზონის კუნძულები ძირითადად ვულკანური წარმოშობისაა.
ჩარლზ დარვინმა ივარაუდა, რომ მარჯნის კუნძულების ზრდა (ატოლები) მიმდინარეობს ვულკანური კუნძულების თანდათანობითი დაწევის პროცესში. მან აღნიშნა, რომ ატოლები ჩვეულებრივ წარმოიქმნებიან ვულკანურ კუნძულებზე მარჯნული რიფების მოდების გზით. ყველაზე დიდი ვულკანური კუნძულია ისლანდია, რომლის ფართობია 103 000 კმ². სიდიდით მეორე ადგილზეა კუნძული ჰავაი, ხოლო მესამეზე კუნძული ბალი. ვულკანური კუნძულები ჩვეულებრივ ყალიბდება ცხელი ლაქების ადგილზე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვულკანური კუნძული — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)