ნიულაკიტა (ინგლ. Niulakita) — ტუვალუს კუნძულების ყველაზე სამხრეთით მდებარე კუნძული წყნარ ოკეანეში, პოლინეზიაში. იგი მდებარეობს 270 კმ-ით სამხრეთში ფუნაფუტიდან. შედის ტუვალუს ადმინისტრაციული ერთეულის — ნიუტაოს კუნძულოვან საბჭოში.

ნიულაკიტა
მშობ. სახელი: ინგლ. Niulakita
გეოგრაფია
10°45′ ს. გ. 179°30′ ა. გ. / 10.750° ს. გ. 179.500° ა. გ. / -10.750; 179.500
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
ფართობი 0,42 კმ²
უმაღლესი წერტილი 4,6 მ
საბჭო ნიუტაოს კუნძულოვანი საბჭო
დემოგრაფია
მოსახლეობა 35 (2002)
სიმჭიდროვე 83,333 ად. /კმ²

გეოგრაფია

რედაქტირება

კუნძულს აქვს ოვალური ფორმა. სიგრძე — დაახლოებით 1 კმ. ხმელეთის ფართობია — 0,42 კმ²[1].

ნიულაკიტას პირველი ევროპელი აღმომჩენი 1595 წელს გახდა ესპანელი ზღვაოსანი ალვარო მენდანია დე ნეირა და მას სახელად დაარქვა La Solitaria. ხელმეორედ ნიულაკიტა მხოლოდ 1821 წელს აღმოაჩინა ამერიკელმა ჯორჯ ბარეტმა (ინგლ. George Barrett). XIX საუკუნეში კუნძულზე მოიპოვებდნენ გუანოს. 1944 წელს ბრიტანეთის იმპერიის მთავრობამ მიჰყიდა ნიულაკიტა ავსტრალიის კომპანიას. ამავე დროს კუნძულზე გადმოასახლეს ოჯახთა გარკვეული რაოდენობა ნიუტაოს კუნძულიდან, რომლებიც ნიულაკიტაზე დაკავებული იყვნენ ქოქოსის პალმის გაშენებით. დღეისათვის კუნძული ტუვალუს ნაწილია.

მოსახლეობა

რედაქტირება

2002 წლის აღწერის მონაცემებით ნიულაკიტას მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა სულ 35 ადამიანს[2].

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

ნიულაკიტას კუნძული შედის ტუვალუს ადმინისტრაციული ერთეულის — ნიუტაოს კუნძულოვან საბჭოში, რომელშიც 2002 წლის აღწერის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 698 ადამიანს.

კუნძული ფართობი,
(კმ²)
მოსახლეობა,
(ად. 2002 წელი)
კოორდინატები
ნიუტაო 2,53 663 06°06′30″ ს. გ. 177°20′09″ ა. გ. / 6.10833° ს. გ. 177.33583° ა. გ. / -6.10833; 177.33583
ნიულაკიტა 0,42 35 10°45′ ს. გ. 179°30′ ა. გ. / 10.750° ს. გ. 179.500° ა. გ. / -10.750; 179.500
  1. UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. ტუვალუს კუნძულები. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-07. ციტირების თარიღი: 2015-01-10.
  2. Islands of Tuvalu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-27. ციტირების თარიღი: 2015-01-10.