უოლისი და ფუტუნა (ფრანგ. Territoire des îles Wallis-et-Futuna) — საფრანგეთის ზღვისიქითა გაერთიანების კუნძულები სამხრეთ წყნარ ოკეანეში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ტუვალუს, აღმოსავლეთით სამოას, სამხრეთ-აღმოსავლეთით ტონგას, ხოლო სამხრეთით ფიჯის ტერიტორიულ წყლებს. ტერიტორიის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა — დაახლოებით 266 000 კმ²-ია. უოლისი და ფუტუნა მოიცავს სამ დიდ (უვეა, ფუტუნა, ალოფი) და 22 მცირე კუნძულს. დასახლებულია მხოლოდ უვეა და ფუტუნა. ამ ტერიტორიის ფართობი დაახლოებით შეადგენს 274 კმ²-ს, აქ ცხოვრობს 12 197 ადამიანი[1] (2013 აღწერით, მათში შედის კუნძულების დროებითი მოსახლეობა). უოლისი და ფუტუნას ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი მატა-უტუ.

უოლისი და ფუტუნა
ფრანგ. Territoire des îles Wallis-et-Futuna
უოლისი და ფუტუნა
უოლისი და ფუტუნის
ჰიმნი: მარსელიეზა
უოლისი და ფუტუნის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
მატა-უტუ
13°18′ ს. გ. 176°12′ ა. გ. / 13.300° ს. გ. 176.200° ა. გ. / -13.300; 176.200
ოფიციალური ენა ფრანგული
მთავრობა საფრანგეთის ზღვისიქითა გაერთიანება
 -  საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი
 -  უმაღლესი კომისარი მიშელ ობუენი 2013 წლიდან
ფართობი
 -  სულ 274 კმ2 (211-ე)
მოსახლეობა
 -  2013 შეფასებით 12 197 (220-ე)
 -  სიმჭიდროვე 44,51 კაცი/კმ2 (125)
მშპ (მუპ) 2005 შეფასებით
 -  სულ $188 მილიონი 
 -  ერთ მოსახლეზე $12 640 
აგი  0.000 
ვალუტა საფრანგეთის წყნაროკეანული ფრანკი (XPF)
დროის სარტყელი UTC+12:00
Internet TLD .wf
სატელეფონო კოდი 681

დასახელება რედაქტირება

უოლისის კუნძულებს სახელი დაარქვეს ინგლისელი ზღვაოსნის სამუელ უოლისის პატივსაცემად, რომელიც ეწვია კუნძულებს (ევროპელთაგან პირველი) თავისი მსოფლიოს გარშემო ცურვისას 1766—1768 წლებში. მათი პოლინეზიური სახელია — უვეა — თარგმანი უოლისური ენიდან ნიშნავს «შორეული კუნძული»[2][3]. სავარაუდოდ, კუნძულებმა მიიღეს ასეთი დასახელება ტონგელი კოლონიზატორებისგან, რომელთათვისაც კუნძული მდებარეობდა საკმაოდ შორს.

ჰორნის (ფუტუნას) კუნძულებმა სახელი მიიღეს იქვე სანაპიროზე გაზრდილი ხეების (ლათ. Barringtonia asiatica) ადგილობრივი დასახელებისგან — ფუტუ[4]. ამ კუნძულების სხვა გავრცელებული სახელი — ჰორნი — კუნძულებს დაარქვეს ნიდერლანდელმა ზღვაოსნებმა იაკობ ლემერმა და უილიამ სჰაუტენმა თავიანთი მშობლიური ქალაქის ჰოორნის პატივსაცემად.

ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება რედაქტირება

გეოგრაფიული მდებარეობა და რელიეფი რედაქტირება

 
უოლისი და ფუტუნას კუნძულების რუკა

უოლისი და ფუტუნას კუნძულები მდებარეობენ წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში და შედგება ორი კუნძულოვანი ჯგუფისაგან, რომელთა შორის მანძილია 230 კმ[5] (უოლისი — 13°16′ ს. გ. 176°12′ დ. გ. / 13.267° ს. გ. 176.200° დ. გ. / -13.267; -176.200; ჰორნი (ფუტუნა) — 14°30′ ს. გ. 178°10′ დ. გ. / 14.500° ს. გ. 178.167° დ. გ. / -14.500; -178.167). ყველაზე ახლოს მყოფი არქიპელაგებია — ტონგა სამხრეთ-აღმოსავლეთით (400 კმ-ში უვეადან), სამოა აღმოსავლეთით (370 კმ უვეადან) და ფიჯი სამხრეთ-დასავლეთით (280 კმ-ში ფუტუნადან). კუნძულების საერთო ფართობია — 274 კმ²[6] (სხვა წყაროებში კუნძულების საერთო ფართობი მითითებულია ინტერვალში 210—274 კმ²[7]).

უოლისის ჯგუფი შედგება შედარებით დიდი უვეას (ფართობი 77,9 კმ²[5]) კუნძულისაგან და პატარა კუნძულებისგან. ჯგუფის საერთო ფართობია (ლაგუნის ჩათვლით) — 159 კმ²[7]. უვეა — დაბალი ვულკანური კუნძულია. ყველაზე მაღალი წერტილია — მთა ლულუ-ფაკაჰეგა (ფრანგ. Lulu-Fakahega) სიმაღლით 151 მ[8].

გორაკები უვეას კუნძულის ცენტრში და სამხრეთში (ლოკა, აფაფა, ლულუ ლუო, ჰოლო, ჰოლოგა, ატალიკა და სხვები) წარმოქმნილია ჩამქრალი ვულკანის კრატერის კონუსებით[9]. კუნძულის ჩრდილოეთი ნაწილი წარმოადგენს დაბლობს, შევსებულს უძველესი ლავის ნაკადით. უკიდურესი წერტილებია: ჩრდილოეთით — სანაპირო სოფელ ვაილალასთან, აღმოსავლეთით — ტეპაკოს კონცხი, სამხრეთით — ფოგო’ონეს კონცხი, დასავლეთით — ვაჰა’ი’უტუს კონცხი. უოლისის კუნძულები გარშემორტყმულია ბარიერული რიფით. რიფი შეჭრილია ოთხი გასასვლელით, რომელთაგან მთავარის, სამხრეთით მდებარე ჰონიკულუს (ფრანგ. Honikulu) გავლით, გადის ტერიტორიის ადმინისტრაციული ცენტრის პორტ მატა-უტუს ფარვატერში. ლაგუნის ყველაზე დიდი სიგანეა — 5 კმ[9]. დღე-ღამის განმავლობაში აღინიშნება ორი მთლიანი მიქცევა და მოქცევა[9]. ლაგუნაში გაბნეულია 22 პატარა კუნძული (ნუკუფოტუ, ნუკულაელაე, ნუკულოა, ნუკუფუფულანოა, ნუკუტეატეა, ნუკუტაპუ (ჩრდილოეთი), ნუკუტაპუ (სამხრეთი), ნუკუჰიფალა, ნუკუჰიონე, ნუკუატეა, ნუკუმოტუ, ნუკუაოფა, ნუკუ’ტააკი’მოა, ნუკუფეტაუ, ნუკუტააკემუკუ, ლუანივა, ტეკავიკი, ფაიოა, ფენუა-ფუ, ფუგალეი, ულუიუტუ, ჰაოფა), რომელთა ერთი ნაწილი მარჯნულია, ხოლო მეორე — ვულკანური წარმოშობის[9].

ჰორნის კუნძულების ჯგუფი შედგება ფუტუნას და ალოფის კუნძულებისაგან, რომლებიც ერთმანეთისაგან დაშორებულია 1,7 კმ-ით. ფუტუნას ფართობია — 83 კმ²[10], ალოფის ფართობია — 32 კმ²[11]. ორივე მაღალი ვულკანური კუნძულებია. ყველაზე მაღალი წერტილებია — მთა პუკე (ფრანგ. Puke) 524 მ[8] ფუტუნაზე და მთა კოლოფაუ (ფრანგ. Kolofau) 417 მ[8] ალოფიზე. კუნძულებმა განიცადეს აწევა უახლოეს პერიოდში და აქვთ საკმაოდ გადაკვეთილი რელიეფი. ზოგიერთი პატარა სანაპირო დაბლობების გამოკლებით, ამ კუნძულების ნაპირები დაგრეხილია. ფუტუნას კუნძულის რელიეფი წარმოდგენილია პატარა პლატოებით, რომელიც თანდათან მაღლდება და უერთდება პუკეს მთას. პლატოები დაყოფილია პატარა დაბლობებით. კუნძულ ფუტუნას უკიდურესი წერტილებია: ჩრდილოეთით — ფატუას კონცხი; აღმოსავლეთით — ველეს კონცხი; სამხრეთით — სანაპირო ველეს აეროდრომთან; დასავლეთით — სანაპირო სოფელ ტოლოკესთან. ალოფიზე მთა კოლოფაუ გარშემორტყმულია პლატოთი, რომლის სიმაღლეა 150—200 მ. ალოფის უკიდურესი წერტილებია: ჩრდილოეთით — უაუა ვავეს სანაპირო; აღმოსავლეთით — საუმას კონცხი; სამხრეთით — აფაგას კონცხი; დასავლეთით — მაფა’ას კონცხი. ჰორნის კუნძულები გეოლოგიურად ახალგაზრდაა, ამიტომ რიფები განლაგებულია ნაპირიდან ახლოს (დაახლოებით 50 მ) და ლაგუნას არ წარმოქმნის. მხოლოდ კუნძულ ალოფის ჩრდილოეთის სანაპიროსთან არის პატარა ლაგუნა.

გეოლოგია რედაქტირება

 
ფუტუნას და ალოფის კუნძულები კოსმოსიდან

კუნძულები მდებარეობს ფიჯის ზონის გარდატეხის (ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ტექტონიკური ზონა, რომელიც მდებარეობს ავსტრალიურ ფილაქანსა და წყნარი ოკეანის ფილაქანს შორის) სიახლოეს, და გარდატეხის არსებობის გამო, რომელიც გადის ფუტუნასა და ალოფიზე (ზოგიერთი მკვლევარები აქ გამოყოფენ ტექტონიკურ მიკროფილაქანს — ფუტუნას[12]), ამ კუნძულებზე რეგულარულად ხდება მიწისძვრები. ყველაზე ძლიერ დარეგისტრირებულ მიწისძვრას ჰქონდა სიმძლავრე 6,5 ბალი რიხტერის სკალით და მოხდა 1993 წლის 13 მარტს[5] (5 ადამიანი დაიღუპა და 20 მიიღო დაზიანება[13]). ბოლო მიწისძვრა მოხდა 2009 წლის 29 სექტემბერს. უოლისის კუნძულებზე დარეგისტრირებულია ბიძგები 5,2 ბალის სიმძლავრით[14] (ფუტუნაზე ბიძგები არ იგრძნობოდა[15]). მსხვერპლი და ნგრევები არ ყოფილა[14].

უოლისის ჯგუფის მაღალი კუნძულები აგებულია ოლივინური ბაზალტის ლავებით და პიროკლასტებით, უვეაზე ერთი ჩამქრალი კრატერისა და მათთან დაკავშირებული ლავის ნაკადის გარდა, რომელიც შედგება ოლიგოკლაზური ანდეზიტებით. დაბალი კუნძულები აგებულია კირქვიანი ქვიშით ან ტუფის კონუსების და ლავის გუმბათის დამსხვრეული ნარჩენებია[16]. უოლისის კუნძულების ლავები მიეკუთვნება ცენტრალურ-წყნარი ოკეანის ვულკანების ტუტე ლავების ჯგუფს[17].

უვეას კუნძული წარმოიქმნა 19 ვულკანური კრატერის ლავების ნაკადების გაერთიანებით. ორი ახალგაზრდა ლავების ნაკადის გამოკლებით, რომლებიც მხოლოდ ნიადაგითაა დაფარული, კუნძულის დიდი ნაწილი შედგება პლეისტოცენის შუა პერიოდის ლავის ნაკადებით. შუალედური ასაკის ლავები არ არის აღმოჩენილი[16].

ჰორნის კუნძულების წარმოშობა დაიწყო პლიოცენის პერიოდში. მათი ვულკანური მოქმედება შეწყდა პლეისტოცენის პერიოდში, რის შემდეგადაც კუნძულებმა განიცადა მნიშვნელოვანი აწევა (500 მეტრამდე)[18].

ჰიდროლოგია და ნიადაგი რედაქტირება

უვეას კუნძულზე ჰიდროგრაფიული ქსელი ცუდადაა განვითარებული. კუნძულზე არის ადგილობრივი მასშტაბით 7 მსხვილი ტბა (ლანო, ლალოლალო, ლანუმაჰა, ლანუტავაკე, ლანუტოლი, კიკილა, ალოფივაი). ისინი ყველა, ლანუტოლის გარდა, მტკნარია და ავსებენ ჩამქრალი ვულკანების კრატერებს (კიკილას გარდა). ყველაზე დიდი ტბაა — კიკილა (17,9 ჰა[7]). ამასთან ერთად, ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი სანაპიროების გასწვრივ მდებარეობს დაახლოებით 20 მლაშე ჭაობი. ბევრია მოკლე რუები და წყაროები. კუნძული დაფარულია მოწითალო ლატერიტული ნიადაგით, რკინის და ალუმინის ოქსიდებით მდიდარი, მაგრამ აზოტით და ფოსფორით ღარიბი და შესაბამისად ნაკლებად ნაყოფიერი[9]. ასეთივე ნიადაგი დამახასიათებელია უოლისის ჯგუფის სხვა ვულკანური კუნძულებისთვის. სხვა კუნძულების ჯგუფების გრუნტი წარმოდგენილია კარბონატული ქვიშით[16].

ფუტუნაზე დაახლოებით 50 მოკლე მდინარეა, მათგან ყველაზე დიდია — ვაინიფაო, ჰუტუვაი, ვაი ლასი და ლეავა. სანაპიროები დაჭაობებულია. ალოფიზე მუდმივი წყლის დინებები არ არის. ნიადაგი ფუტუნაზე ანალოგიურია უოლისის კუნძულების ვულკანური ნიადაგისა[9].

კლიმატი რედაქტირება

კუნძულების კლიმატი ტროპიკული პასატურია, ტენიანია, მუდმივად თბილია, აშკარად გამოხატული მშრალი სეზონის გარდა. საშუალო თვიური ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში მერყეობს 25—26 °C-ის ფარგლებში. ყველაზე ცხელი თვეა — თებერვალი (საშუალო ტემპერატურა +30 °C), ყველაზე ცივი — ივლისი (საშუალო ტემპერატურა +24 °C). ყველა დროის დაკვირვების შედეგად დარეგისტრირებული ექსტრემალური ტემპერატურა: მინიმალური — 18,4 °C, მაქსიმალური — 33,4 °C[19]. უოლისის კუნძულებზე წლიური ნალექები 2500—3000 მმ-ია (80 % ტენიანობა) და დაახლოებით 4000 მმ — ფუტუნაზე. ყველაზე დიდი ნალექების რაოდენობა მოდის ნოემბრიდან აპრილის ჩათვლით. ამ პერიოდში ქრიან სუსტი ქარები, მაგრამ ასევე შესაძლებელია ქარიშხლების წარმოშობაც. 1970 წლიდან კუნძულებს თავს დაატყდა 12 ქარიშხალი, რომელთაგან ყველაზე ძლიერს («რაჯა», 1986 წლის დეკემბერი[9]) თან ახლდა ქარბუქი, რომლის სიჩქარემაც მიაღწია 137 კმ/სთ-ს. ყველაზე მშრალი თვეა — აგვისტო — ნალექები 134 მმ-ზე ნაკლები[9].

ფლორა და ფაუნა რედაქტირება

ძველად კუნძულები უვეა, ფუტუნა და ალოფი მთლიანად დაფარული იყვნენ ბუნებრივი ტყეებით — უღრანი ტროპიკული ტყეებით და იშვიათი სანაპირო ტყეებით. მაგრამ ისინი გაიჩეხა სოფლის მეურნეობის საჭიროებისათვის (ძირითადად ჯერ კიდევ გამოყენებადი ურწყავი ტყის მასივების გაჩეხვა და მის ადგილზე კულტურული მცენარეების გაშენება). 2009 წელს ხელუხლებელ ტყეს ეკავა კუნძულ უვეას ფართობის 13 %, კუნძულ ფუტუნას ფართობის 23 % და კუნძულ ალოფის 66 %[20].

ტენიანი ტყეები საშუალო სიმაღლისაა. ზემო იარუსი იშვიათად აჭარბებს 20 მეტრს, ხის ღეროს დიამეტრი 80 სმ-ზე ნაკლებია. ხის სახეობები გადანაწილებულია არათანაბრად. ის დამოკიდებულია ნიადაგის ტიპზე — კირქვიანია ის თუ არა. სულ კუნძულის ტენიან ტყეებში გვხვდება მცენარეულობის 50 სახეობა, მათ შორის 3 ენდემური (ლათ. Aglaia psilopetala, ლათ. Medinilla racemosa, ლათ. Meryta)[20]. ოკეანის ნაპირებზე გვხვდება მანგროს ტყეები (უოლისის ჯგუფის პატარა კუნძულებზე); ქვიშებზე ხარობენ ფსამოფილები, აკაციები, ქოქოსის პალმები და სხვა[20].

მეორადი ტყეები წარმოიშვნენ პირველადის ადგილას ადამიანის ზემოქმედების შედეგად და დღეისათვის შეადგენს კუნძულების საერთო ფართობის 44 %-ს. მათგან ყველაზე უფრო გავრცელებულია Acalypha grandis, Decaspermum fructicosum, Hibiscus tiliaceus, Homolanthus nutans, Macaranga harveyana, Melastoma denticulatum, Morinda citrifolia, Scaevola taccada. სპეციფიურია «ტოაფა»-ს ტიპის მცენარე — გვიმრას ბუჩქები ფერალიტურ ნიადაგზე (წარმოდგენილნი უპირატესად Dicranopteris linearis-ით). 1974 წლიდან დაიწყო ხელოვნური ტყეების დარგვა Pinus caribaea-ით, რომელიც გრძელდება დღესაც[20]. ტყის 30 ჰა ლალოლალოს ტბის გარშემო ქმნის ბუნების დაცვის ტერიტორიას, სახელად «ვაო-ტაპუ» (თარგმანი უოლისურიდან — «წმინდა ტყე»). აქ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სახანძრო უსაფრთხოებას და მოქმედებს შეზღუდვები ნადირობაზე[21].

სახმელეთო ფაუნა ღარიბია. შინაური ცხოველების გარდა (კატები, ძაღლები, ღორები, ქათმები), კუნძულებზე რეგისტრირებულია 37[22] ფრინველების სახეობა (მათ შორის ლაინასებრნი, მტრედები, ნიჩაბფეხიანები, ფრეგატისებრნი), რომლებიდანაც 27 მუდამ ბუდობს კუნძულებზე. ტერიტორია არის მფრინავი მელას — ცნობილი როგორც მდინარე ადგილობრივი ნაირსახეობის სამშობლო[23]. ქვეწარმავლებიდან გავრცელებულია ზოლებიანი ფიჯის იგუანა (Brachylophus fasciatus)[24] და სცინკისებური ოჯახის, ემოიას ჯიშის ხვლიკების სამი სახეობა: პოლინეზიური ემოია[25] (Emoia adspersa), მწვანე-ცისფერი ემოია[26] (Emoia cyanura) და ტონგას ემოია (Emoia tongana)[27]. ფუტუნას ენდემებია თეთრი ალკუნა, პოლინეზიური (Lalage), ხოლო იშვიათი თუთიყუში (ლათ. Vini australis) გვხვდება ალოფიზე[23]. კუნძულების ტერიტორიაზე ასევე გვხვდება რამდენიმე გარეული ძაღლების ხროვა. ბაღები ზოგჯერ ზიანდება მოლუსკებით. ბევრია მწერები, განსაკუთრებით კოღოები (რომლებსაც შეუძლიათ იყვნენ დენგეს ციებ-ცხელების გადამდებნი[9]).

ზღვის ფაუნა უფრო მდიდარია. უოლისის კუნძულების ლაგუნებში ბინადრობს მხოლოდ 2 შხამიანი თევზი: (ლათ. Dasyatidae) და მეჭეჭიანა. ზვიგენები გვხვდება ძალიან იშვიათად[9].

ისტორია რედაქტირება

1988 წლის ეთნოგრაფიული გამოკვლევების თანახმად (ლაპიტას კულტურის კერამიკის აღმოჩენა უვეას კუნძულის სამხრეთით) მიღებულია, რომ კუნძულები დასახლებული იყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1000 და 1500 წლებს შორის. მთელი მეორე ათასწლეულის პირველი ნახევრის განმავლობაში უვეაზე ბატონობდნენ ტონგელები, მაშინ როდესაც ფუტუნას კუნძულის მოსახლეობა წინააღმდეგობას უწევდა მათ დაპყრობებს.

ზეპირი ტრადიციების თანახმად ტონგელებმა შექმნეს თავისი სამეფო უვეაზე — ʻUvea — დაახლოებით 1400 წელს. პირველი უვეას ჰაუ (მეფე) გახდა ტაულოკო[28]. 1565 წელს დაარსებული[29], ალოს სამეფო (Alo; ზოგიერთ წყაროში Tuʻa[30]) გახდა პირველი ფუტუნას სამეფო. პირველი მეფე იყო ფაკაველიკელე. მოგვიანებით, 1784 წელს, დაარსდა სიგავეს სამეფო, რომლის პირველი მეფე გახდა ტუიკამეა[30]. 1839-დან 1841 წლამდე პერიოდში ალოს სამეფომ დაიპყრო სიგავე[30].

ევროპელებმა ეს კუნძულები პირველად ნახეს 1616 წლის 28 აპრილს. კუნძულ ფუტუნას და კუნძულ ალოფის შორიახლოს გემით Eendracht გაცურეს ნიდერლანდელმა ზღვაოსნებმა იაკობ ლემერმა და უილიამ სჰაუტენმა. კუნძულებს მათ სახელად დაარქვეს ჰორნი (Hoorn), ქალაქ ჰოორნის პატივსაცემად, საიდანაც იყვნენ წარმოშობით. შემდგომში ეს კუნძულები მოინახულა 1768 წლის 11 მაისს ლუი ბუგენვილმა, მაგრამ მაცხოვრებლების იზოლაცია დაირღვა მხოლოდ 50 წლის შემდეგ ვეშაპის დამჭერი გემებით.

უვეას კუნძულები აღმოაჩინა ინგლისელმა სამუელ უოლისმა (მის პატივსაცემად დაერქვა კუნძულს ეს სახელი), რომელმაც 1767 წლის 16 აგვისტოს გემი HMS Dolphin ჩაუშვა ღუზა კუნძულის წინ. 1781 წლის 21 აპრილს უვეაზე გაჩერდა ფრანსისკო ანტონიო მორელი (Maurelle) და მას სახელად დაარქვა დამამშვიდებელი კუნძული[31]. 1791 წელს აქ შემოვიდა გემ «პანდორა»ს ინგლისელი კაპიტანი ედვარდ ედვარდსი, რომელიც ეძებდა აჯანყებულთა გემ «ბაუნტის»[31]. შემდგომში კუნძულებზე იშვიათად ჩერდებოდნენ სხვადასხვა გემები 1828 წელს ვეშაპის დამჭერი გემების გამოჩენამდე.

პირველი ევროპელები, რომლებიც აქ 1837 წლის ნოემბრიდან დაწყებული დასახლდნენ, იყვნენ ფრანგი მისიონერები მარიას საზოგადოებიდან (ფრანგ. Les Sœurs Missionnaires de la Société de Marie). მათ ადგილობრივ მოსახლეობას მიაღებინეს კათოლიკობა. კუნძულ ფუტუნას პირველი მისიონერი პიერ მარია შანელი ტანჯვით გარდაიცვალა 1841 წლის 28 აპრილს[32] და კანონიზირებული იქნა 1954 წლის 12 ივნისს (გამოცხადდა ოკეანეთის წმინდა მფარველად).

1842 წლის 5 აპრილს, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის ამბოხის შემდეგ, მისიონერებმა სთხოვეს მფარველობა საფრანგეთს. უოლისი და ფუტუნა 1842 წლის ნოემბერში, ცალკე, გამოცხადდა როგორც «თავისუფლები და დამოუკიდებლები საფრანგეთის დაცვის ქვეშ» და ხელი მოეწერა ხელშეკრულებებს მეგობრობის შესახებ. 1886 წლის 19 ნოემბერს უოლისის დედოფალმა ამელიამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რის შედეგადაც ოფიციალურად დამყარდა საფრანგეთის პროტექტორატი. სიგავეს და ალოს მეფეებმა იოავ მანუა მუსულანუმ და ალიასეგიმ ფუტუნას და ალოფის კუნძულებიდან 1887 წლის 29 სექტემბერს ასევე ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას საფრანგეთთან პროტექტორატზე. გაერთიანებული პროტექტორატი «უოლისის და ფუტუნას კუნძულებთან» დამყარდა 1888 წლის 5 მარტს კოლონიების მინისტრის გადაწყვეტილებით.

1917 წელს სამი ტრადიციული ტერიტორია, რომელიც იმყოფებოდა ადგილობრივი ბელადების ქვეშევრდომობის ქვეშ ანექსირებული იქნა საფრანგეთის მიერ, და გარდაიქმნა უოლისის და ფუტუნას კოლონიად, რომელიც იმყოფებოდა ახალი კალედონიის კოლონიის შემადგენლობაში. 1928 წელს კუნძულებზე გამოჩნდა პირველი ავტომობილი (ეს იყო პატარა სატვირთო მანქანა «Ford Motor Company»-ის მარკით[31]) და მუშაობა დაიწყო რადიომ. მეორე მსოფლიო ომის დროს (1942 წლის ივნისიდან) კუნძულები იყო აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზა («Navy 207»-ის ნაწილებისთვის). მის ტერიტორიაზე ერთდროულად იყო 6000-მდე[33] ჯარისკაცი, რომლებმაც თავიანთ შემდეგ დატოვეს თანამედროვე ინფრასტრუქტურა.

1959 წლის 27 დეკემბრის რეფერენდუმზე 94,4 % ამომრჩეველმა (4307-მა 4564-დან[31]) ხმა მისცა იმას, რომ მოხდეს უოლისის და ფუტუნას კუნძულების ინტეგრირება საფრანგეთის რესპუბლიკაში ზღვისიქითა ტერიტორიების სახით. ზღვისიქითა ტერიტორიების სტატუსი დამყარდა 1961 წლის 29 ივლისის კანონით. 2003 წლის 28 მარტის კონსტიტუციური რეფორმის შემდეგ ეს სტატუსი შეიცვალა ზღვისიქითა გაერთიანებით.

პოლიტიკური მოწყობა რედაქტირება

1961 წლის 29 ივლისის კანონ № 61-814-ის 1 თავისა და 2003 წლის 28 მაისის კონსტიტუციური რეფორმის თანახმად კუნძულებს უოლისს, ფუტუნას, ალოფის და ახლომდებარე კუნძულებს, რომელთა სრული დასახელებაა «უოლისის და ფუტუნას კუნძულების ტერიტორია» აქვს სტატუსი საფრანგეთის ზღვისიქითა გაერთიანება (Collectivité d’Outre-Mer), რომელიც აღჭურვილია იურიდიული პირისა და ადმინისტრაციული და ფინანსური თვითმმართველობის უფლებებით[34]. იმავე დოკუმენტის 2-ე თავი[34] საშუალებას აძლევს უოლისისა და ფუტუნას კუნძულების ყველა მაცხოვრებელს იყვნენ საფრანგეთის მოქალაქეები, რის შედეგადაც აქვთ საფრანგეთის მოქალაქეების უფლებები და მოვალეობები. როგორც საფრანგეთის ტერიტორია კუნძულები ემორჩილება 1958 წლის 28 სექტემბრის საფრანგეთის კონსტიტუციას და საკანონმდებლო სისტემას. მოქმედებს საყოველთაო საარჩევნო უფლება ყველა პირისათვის, რომლებსაც შეუსრულდა 18 წელი.

აღმასრულებელი ხელისუფლება რედაქტირება

სახელმწიფოს მეთაურია საფრანგეთის პრეზიდენტი (ირჩევა ხუთი წლის ვადით). ზღვისიქითა გაერთიანების ტერიტორიაზე მას წარმოადგენს უმაღლესი ადმინისტრატორი, რომელსაც იგი ნიშნავს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხდომაზე. 2008 წლის 8 სექტემბრიდან ადმინისტრატორია ფილიპ პაოლანტონი[35][36]. მთავრობის მეთაურია ტერიტორიული ასამბლეის პრეზიდენტი. 2007 წლის 11 დეკემბერიდან მის მოვალეობას ასრულებს სიგავას მკვიდრი ვიქტორ ბრიალი[35].

აღნიშნული პოსტი მას უკავია უკვე მეორედ (მანამდე 1997 წლის 16 მარტიდან 1999 წლის 14 იანვრამდე[35]). ტერიტორიის საბჭო შედგება ტრადიციული სამეფოების სამი მეფისგან და სამი წევრისგან, რომელსაც ნიშნავს უმაღლესი ადმინისტრატორი ტერიტორიული ასამბლეის წარდგენით. საბჭოს აქვს კონსულტაციური მოვალეობა, ხოლო რეალურ მართვას აწარმოებენ ტრადიციული მეფეები, სოფლის ბელადები და უმაღლესი ადმინისტრატორი.

საკანონმდებლო ხელისუფლება რედაქტირება

მთავარი საკანონმდებლო ორგანოა ერთპალატიანი ტერიტორიული ასამბლეა, რომელიც შედგება 20 წევრისაგან, რომლებსაც ირჩევენ საყოველთაო არჩევნებით 5 წლის ვადით. ტერიტორია დაყოფილია ხუთ საარჩევნო ოლქად (ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შესაბამისად). მუას ოლქი ირჩევს 6 დეპუტატს, ჰაკაკეს ოლქი — 4-ს, ჰიჰიფოს ოლქი — 3-ს, ალოს ოლქი — 4-ს, სიგავის ოლქი — 3-ს[34].

ტერიტორიული ასამბლეა წყვეტს სამოქალაქო უფლების საკითხებს და მართავს ტერიტორიის ბიუჯეტს. ასამბლეის ყველა გადაწყვეტილება უნდა დაამტკიცოს უმაღლესმა ადმინისტრატორმა.

უოლისის და ფუტუნას ტერიტორია ირჩევს ერთ სენატორს საფრანგეთის სენატში (დღეისათვის რობერ ლოფოოლიუ[37]) და ერთ დეპუტატს საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში (მანდატი 2007—2012 წლებში ეკუთვნის საფრანგეთის სოციალისტური პარტიის თავმჯდომარეს ალბერ ლიკუვალუს[38])

სასამართლო ხელისუფლება რედაქტირება

სამართალის საკითხები წყდება ფრანგული კანონების შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მატა-უტუში. მაგრამ სამი ტრადიციულ მეფეს აქვთ უფლება მართლმსაჯულება განახორციელოს «ჩვეულებრივი სამართლის» თანახმად (ეს არ ეხება სისხლის სამართლის საქმეებს). სააპელაციო სასამართლო მდებარეობს ნუმეაში, (ახალი კალედონია). ტერიტორიისათვის დამახასიათებელია საკმაოდ დაბალი დამნაშავეობის დონე. 2006 წლის პირველ ნახევარში მოხდა 64 სამართალდარღვევა[39].

პოლიტიკური პარტიები რედაქტირება

ზოგიერთ ფრანგულ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად (კავშირი სახალხო მოძრაობისათვის — ბოლო არჩევნებში ტერიტორიულ ასამბლეაში მიიღო 12 ადგილი[40], საფრანგეთის სოციალისტური პარტია — ბოლო არჩევნებში ტერიტორიულ ასამბლეაში მიიღო 8 ადგილი[40], კავშირი საფრანგეთის დემოკრატიისათვის — დემოკრატიული მოძრაობა და სხვები) კუნძულებზე აქტიურ მოღვაწეობას ეწევა სამი ადგილობრივი პარტია: უოლისის და ფუტუნას ხალხის ხმა (La Voix des Peuples Wallisens et Futuniens), კავშირი უოლისისა და ფუტუნასთვის (Union Populaire pour Wallis et Futuna) და სიგავას ეროვნული ასოციაცია (Sigave L’Association Nationale).

ადგილობრივი თვითმმართველობა რედაქტირება

მეტროპოლიისგან, ზღვისიქითა დეპარტამენტებისგან და სხვა ზღვისიქითა გაერთიანებებისგან განსხვავებით, ტერიტორია დაყოფილია არა რაიონებად, არამედ ოლქებად, რომლის საზღვრებიც ზუსტად ემთხვევა კუნძულების ტრადიციული სამეფოების საზღვრებს. თითოეული ოლქი სარგებლობს იურიდიული პირის უფლებებით და აქვს ბიუჯეტი, რომელსაც მართავს ტრადიციული ბელადებისგან შემდგარი ოლქის საბჭო და ხელმძღვანელობს მეფე. უვეანელების სამეფო უვეა და ფუტუანელების ორივე სამეფო — ალო და სიგავი — არისტოკრატიული მონარქიებია — კეთილშობილი ოჯახები და ალიკები (aliki) ირჩევენ ან ხსნიან მეფეებს.

უვეას მეფეს აქვს ტიტული ლაველუა (1858 წლიდან, როდესაც დედოფალმა ფალაკიკა საილალამ მიიღო თავისი წინამორბედის და ძმის სახელი[35]). ტომასი კილიმოეტოკე II-ს გარდაცვალების შემდეგ, 2008 წლის 25 ივლისიდან მეფე გახდა კაპილიელე ფაუპალა[35]. მას ეხმარება პრემიერ-მინისტრი — ემენი ლეულაგი[35] (ატარებს კივალუს ტიტულს) და კიდევ 5 მინისტრი. მოსახლეობის წინადადებით, მეფე ნიშნავს სამი ოლქის მმართველს (faipule), რომლებიც ხელმძღვანელობენ 21 სოფლის მოსახლეობის მიერ არჩეულ ბელადებს. სოფლის ბელადებს შეუძლიათ დაავალონ მოვალეობები საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოების ჩასატარებლად. მათ ირჩევენ/გადაირჩევენ ხმათა უმრავლესობით სოფლის საერთო კრებაზე (fono), რომელიც ტარდება ყოველ კვირა დღეს თავყრილობის დარბაზში (fale fono).

ფუტუანელების ორივე სამეფოს ორგანიზაცია ანალოგიურია. ალოს მეფე 2008 წლის 6 ნოემბრიდან დინასტია ლალოლალოს წარმომადგენელი პეტელო ვიკენაა[35] (მისი ტიტულია Tuʻi Agaifo). 2010 წლის 22 იანვარს პეტელო ვიკენა გადადგა ტახტიდან საზოგადოებაში არსებული გაზრდილი სოციალური დაძაბულობის გამო[41][42]. ახალი მეფე ჯერ არ არჩეულა. პრემიერ-მინისტრის (Tiafoi) ფუნქციებს 2008 წლიდან ასრულებს ატონიო ტუისეკა[35]. სიგავას მეფე 2004 წლის 10 მარტიდან არის ვესესიო მოელიკუ[35] (მისი ტიტულია Tuʻi Sigave). საზოგადოებაში არსებული სოციალური დაძაბულობის გამო, ის გადადგა 2009 წლის ბოლოს, ალოს მეფის გადადგომამდე რამდენიმე თვით ადრე[41]. 2006 წლიდან მისი პრემიერ-მინისტრია ლუსიანო სოკო[35] (Kaifakaulu). ამ სამეფოებში მინისტრები მეფის წინაშე ასრულებენ საზოგადოებრივი აზრის გამომხატველ როლს და მათი ძალაუფლება შეზღუდულია სოფლის ბელადებით, რომლებსაც ნიშნავენ კეთილშობილი ოჯახები და შეუძლიათ თავისუფლად გადააყენონ მეფე.

მეფეები, მინისტრები და სოფლის ბელადები იღებენ შემოსავალს საფრანგეთიდან.

შეიარაღებული ძალები და პოლიცია რედაქტირება

ყველა 18 წელსზე უფროსი მამაკაცი ვალდებულია იმსახუროს 2 წელი საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებში[43]. კუნძულების ზოგიერთი მაცხოვრებელი იყენებს ჯარში სამსახურს საფრანგეთში ემიგრაციისათვის. მაგალითად, ჯონ ბაბინი 2003 წლის 1 აგვისტოს გახდა პირველი უვეანელი საფრანგეთის არმიის კაპიტანი (მსახურობდა ელზასში)[44].

საერთაშორისო ურთიერთობები რედაქტირება

უოლისი და ფუტუნა არის წყნარი ოკეანის თანამეგობრობის სამდივნოს (1947 წლიდან), წყნარი ოკეანის ბუნების დაცვის რეგიონალური პროგრამების წევრი[45] და წყნარი ოკეანის კუნძულების ფორუმის (2006 წლიდან) მეთვალყურე.

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა რედაქტირება

უოლისი და ფუტუნა შედგება სამი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ოლქისგან, რომლებიც ემთხვევა ისტორიული სამეფოების საზღვრებს, მათ შორის ყველაზე დიდია — უვეა, რომელიც თავის მხრივ შედგება სამი რაიონისაგან[46].

ოლქი
(ქართ.)
ოლქი
(ფრ.)
ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,[1]
ად. (2013)
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
ადმინისტრაციული ცენტრი,
ად. (2013)
სოფელთა რაოდენობა
1 ალო Alo 85 2156 25,36 მალა’ე (192) 9
2 სიგავი Sigave 30 1457 48,57 ლეავა (368) 6
3 უვეა:
  • ჰაჰაკე
  • ჰიჰიფო
  • მუა
Uvea
Hahake
Hihifo
Mua
159
57
48
54
8584
3529
2009
3046
53,99
61,91
41,85
56,41
მატა-უტუ (1075)
მატა-უტუ (1075)
ვაიტულუ (441)
მალა’ეფო’ოუ (175)
21
6
5
10
სულ 274 12 197 44,51 36

კუნძულ ფუტუნაზე საზღვრების დიდი ნაწილი ალოსა და სიგავს შორის გადის მდინარე ვაინიფაოზე. უვეას ტერიტორიული ოლქის რაიონთა სახელები გადაღებულია ტონგელებიდან და თარგმანში ნიშნავს: ჰაჰაკე — აღმოსავლეთი ან მზის ამოსვლა; ჰიჰიფო — დასავლეთი ან მზის ჩასვლა; მუა — კუნძულის წინა ნაწილი (იმის გამო, რომ კუნძულთან ერთადერთი საზღვაო მისასვლელი მდებარეობს სამხრეთით, პირველად ჩვენ დავინახავთ მუას რაიონს)[47].

მოსახლეობა რედაქტირება

უოლისის და ფუტუნას მოსახლეობა[48]
მოსახლეობის სტრუქტურა
მოსახლეობის რაოდენობა 13 445 ადამიანი (2008)
მოსახლეობის სიმჭიდროვე 94,7 ად./კმ² (2008)[49]
საშუალო ასაკი 28 წელი (2008)
ასაკობრივი სტრუქტურა 0—19 წელი: 41 ‰
19—59 წელი: 47,7 ‰
60 წელზე უფროსი: 11,3 ‰ (2008)
შობადობა
ახალშობილთა რიცხვი
1000 ადამიანზე
16,0 ‰ (2008)
მოსახლეობის ზრდის ტემპი −2,1 ‰ (2008)
გარდაცვლილთა რიცხვი 1000 ადამიანზე
ბავშვთა სიკვდილიანობა
1000 ადამიანზე[50]
ახალშობილები
საერთო: 5,02 ‰ (2009)
ბიჭები: 5,27 ‰ (2009)
გოგოები: 4,75 ‰ (2009)
საერთო სიკვდილიანობა 1000
ადამიანზე
საერთო: 5,4 ‰ (2008)

რაოდენობა და განლაგება რედაქტირება

2008 წლის აღწერის მიხედვით[51] უოლისის და ფუტუნას ტერიტორიის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 13 445 ადამიანს. 2003 წელს ეს ციფრი შეადგენდა 14 944 ადამიანს[52]. აღწერებს შორის მონაკვეთში მოსახლეობის რიცხვი შემცირდა 1499 ადამიანით ანუ თითქმის 10 %-ით. მოსახლეობის რიცხვის შემცირება 1969 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა, როდესაც ჩატარდა პირველი აღწერა. მოსახლეობა ფუტუნას კუნძულზე მცირდება უფრო სწრაფად (განსაკუთრებით სიგავის ოლქში, სადაც დანაკარგმა შეადგინა 15,8 %), ვიდრე უვეაზე[48][51] (ყველაზე მცირე დანაკარგია ჰაკაკეს რაიონში — 5,1 %). ამის ძირითადი მიზეზებია შობადობის შემცირება და მოსახლეობის მასობრივი ემიგრაცია[51][52] (კერძოდ, ახალ კალედონიაში). მოსახლეობის ემიგრაცია იწვევს კუნძულებზე შრომის ბაზრის შეზღუდვას და ახალგაზრდების ლტოლვას მიიღოს უფრო ხარისხიანი განათლება[51]. მაგრამ პროგნოზებით[53] უოლისის და ფუტუნას მოსახლეობა არ შემცირდება და 2050 წლისათვის მიაღწევს 15 100 ადამიანს.

მოსახლეობის დაახლოებით მესამედი ცხოვრობს კუნძულ ფუტუნაზე და ორი მესამედი — უვეაზე (ასეთი დაყოფა შენარჩუნებულია 1969 წლიდან). კუნძულ ალოფიზე, ბოლო აღწერის თანახმად[51], ცხოვრობდა ერთი მოხუცი ადამიანი.

ტერიტორიის ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტია მისი დედაქალაქი — მატა-უტუ, სადაც ცხოვრობს 1126 ადამიანი[51]. ამას გარდა, კუნძულებზე მდებარეობს კიდევ 35 სოფელი.

2008 წელს კაცები შეადგენდნენ მოსახლეობის 49,60 %-ს (6669 ადამიანი) (2003 წელს — 50,15 %-ს, ანუ 7494 ადამიანი), ქალები 50,40 %-ს (6776 ადამიანი; 2003 წელს — 49,85 %-ს, ანუ 7450 ადამიანი). უოლისის და ფუტუნას მოსახლეობა ქმნის 3100 ოჯახს (2003 წელს — 3089 ოჯახი). საშუალოდ ოჯახი შედგება — 4,3 ადამიანისგან (2003 წელს — 4,8 ადამიანი)[51][52].

2008 წელს 19 წლამდე ბავშვების წილი შეადგენდა 41 %-ს, უფროსი მოსახლეობისა 19-დან 59 წლამდე — 47,7 %-ს, 60 წელზე უფროსებისა — 11,3 %-ს. ტერიტორიის მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაა შეადგენდა 74,3 წელს: კაცებისა — 73,1 წელი, ქალებისა — 75,5 წელი[51].

ეთნიკური შემადგენლობა რედაქტირება

მოსახლეობის თითქმის 85 % (12 725 ადამიანი) წარმოადგენს ძირძველ პოლინეზიელ მოსახლეობას (უვეანელებს და ფუტუნაელებს). უცხოელების წილია — სულ 1,7 % (მათი დიდი ნაწილი ვანუატუდან გადმოსახლებულია). დანარჩენი მოსახლეობა — ფრანგებია (მათგან 8,1 % დაბადებულია ახალ კალედონიაში)[51].

ენები რედაქტირება

უოლისისა და ფუტუნას ოფიციალური ენაა ფრანგული. მასზე საუბრობს მოსახლეობის 84 %[52]. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ფრანგულ ენაზე საუბრობს მხოლოდ მოსახლეობის 6 %.

ფართოდაა გავრცელებული პოლინეზიური ჯგუფის ენები — უვეანური და ფუტუნაური.

უვეანურ ენაზე ლაპარაკობს მოსახლეობის 64 % (9617 ადამიანი)[54]. მასზე ასევე ლაპარაკობენ ფიჯიში, ახალ კალედონიაში და ვანუატუში. ენის მდგომარეობა შიდა პოლინეზიურ ჯგუფში დიდი ხნის განმავლობაში დისკუსიური იყო (ტონგური ენის ნაწილობრივი გავლენისაგან). დღეისათვის მიღებულია, რომ ის მიეკუთვნება ბირთვულ-პოლინეზიურ ქვეჯგუფს[55]. ენაში არსებობს 12 თანხმოვანი და 5 ხმოვანი, რომლებიც შეიძლება იყოს გრძელი და მოკლე[55]. ევროპელებთან კონტაქტის შემდეგ ლექსიკა გამდიდრდა ინგლისურიდან, ფრანგულიდან და ლათინურიდან შემოსული სიტყვებით. პირველი უვეურ-ფრანგული ლექსიკონის ავტორი გახდა მარიას საზოგადოების პირველი მისიონერი (გამოქვეყნდა მხოლოდ 1932 წელს[55]). ყოფაცხოვრებაში უვეელები ლაპარაკობენ მხოლოდ უვეურ ენაზე, ევროპელებთან საუბრისას კი გადადიან ფრანგულ ენაზე.

ფუტუნაურ ენაზე ლაპარაკობს მოსახლეობის 24 % (3600 ადამიანი)[56]. ხშირად ამ ენას უწოდებენ აღმოსავლეთ-ფუტუნაურს, რომ განასხვაონ დასავლეთ-ფუტუნაურისგან, რომელზეც ლაპარაკობენ კუნძულ ფუტუნაზე და ეკუთვნის ვანუატუს. ამ ენაზე ასევე საუბრობენ ახალ კალედონიაში. ენა მიეკუთვნება ბირთვულ-პოლინეზიური ქვეჯგუფის პოლინეზიურ ენათა ჯგუფს[57]. ენის ფონოლოგია უბრალოა: 11 თანხმოვანი და 5 ხმოვანი, რომლებიც შეიძლება იყოს გრძელი და მოკლე. სამაგიეროდ სინტაქსისი საკმაოდ რთულია[57]. პირველი ფუტუნაურ-ფრანგული ლექსიკონის ავტორი გახდა მისიონერი იზიდორ გრეზელი (გამოიცა 1878 წელს[57]). სხდომები ყველა სასოფლო საბჭოზე იმართება მხოლოდ ფუტუნაურ ენაზე.

სულ უფრო მეტად ფართოვდება ინგლისური ენის გავლენა, რომელსაც ასწავლიან სკოლებში. დღეისათვის მას ფლობს მოსახლეობის დაახლოებით 14 %.

რელიგია რედაქტირება

მოსახლეობის 2003 წლის აღწერის მონაცემებით მოსახლეობის 99 % კათოლიკეა, ტრადიციული კერპთაყვანისცემლური აღმსარებლობის მიმდევარია სულ 1 %. თითოეულ სოფელში არის კათოლიკური ეკლესია. მაგრამ ის მოსახლეობაც კი, რომელიც საკუთარ თავს თვლის კათოლიკედ, ასრულებს ზოგიერთ ადგილობრივ კერპთაყვანისცემლურ რიტუალებს. ევროპელების მოსვლამდე ადგილობრივ მოსახლეობას სწამდა ზებუნებრივი ძალებისა. ყველაზე უფრო თაყვანს სცემდნენ: ტაგალოას — ზეცის ღმერთს; მაფუიკეს — მას, ვინც კუნძულზე მოიტანა ცეცხლი; ნახევარღმერთებს სინას და მაუის; წინაპრების და ცხოველების სულებს, როგორებიცაა ფეკე (რვაფეხა), ფონუ (კუ), ტაფოლოაა (ვეშაპი)[58]. კუნძულებზე რელიგიის მსახურები არიან როგორც ევროპელები, ასევე ადგილობრივი მაცხოვრებლები. სასულიერო თანრიგის მისაღებად უვეელები და ფუტუნაელები სწავლობენ წყნარი ოკეანის თეოლოგიურ კოლეჯში ფიჯიზე[58]. 2005 წლის 25 ივნისიდან უოლისის და ფუტუნას ეპარქიას ხელმძღვანელობს ფრანგი ეპისკოპოსი გილიენ დე რაზილი[59][60].

ეკონომიკა რედაქტირება

უოლისისა და ფუტუნას ეკონომიკა[61][62]
 
ვალუტა 1 სწფ-ს ფრანკი (F CFP) = 100 სენტიმი
საბიუჯეტო წელი კალენდარული წელი
სავაჭრო ორგანიზაციები ?
სტატისტიკა
მდგომარეობა მსოფლიოში (მსყიდველობითი უნარის პარიტეტი-ს (მუპ) მიხედვით) ?
მთლიანი შიდა პროდუქტი (მუპ) 60 მლნ $ (2004 წელი, შეფასება)
მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა NA
მშპ ერთ სულ მოსახლეზე (მუპ) 3800 $ (2004 წელი, შეფასება)
ინფლაცია 2,8 % (2005 წელი)
მუშა ძალა 3104 (2003 წელი)
უმუშევრობა 15,2 % (2003 წელი)
მეურნეობის მთავარი დარგები სოფლის მეურნეობა
სავაჭრო პარტნიორები
ექსპორტი 46 ათასი $ (2004 წელი)
მთავარი პარტნიორები (ექს.) საფრანგეთი, იტალია, ახალი კალედონია
იმპორტი 58,79 მლნ $ (2004 წელი)
მთავარი პარტნიორები (იმპ.) საფრანგეთი, სინგაპური, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ფიჯი, ახალი კალედონია
სახელმწიფო ფინანსები
ბიუჯეტის შემოსავლები 27,730 მლნ $ (2004 წელი)
ბიუჯეტის გასავლები 31,330 მლნ $ (2004 წელი)

საერთო დახასიათება რედაქტირება

ტერიტორიის ეკონომიკა ძირითადად რჩება ტრადიციული და საკმაოდ მცირედ მონეტარიზილებულია. წარმოებული პროდუქციის დიდი ნაწილი მოიხმარება კუნძულზევე, ხოლო ექსპორტი შეზღუდულია. ეკონომის მთავარი დარგია — სოფლის მეურნეობა, რომლებიც წარმოდგენილია ძირითადად მეღორეობით და მეფრინველეობით (წიწილები და კვერცხები). მეთევზეობა, რომლის განვითარებასაც ტერიტორიის ხელისუფლება დიდ ყურადღებას უთმობს, ჯერ კიდევ იმ დონეზე არაა განვითარებული, რომ დააკმაყოფილოს ადგილობრივი მოთხოვნები. თუმცა ახლო პერსპექტივაში იგეგმება ამ დარგის ზრდა და მეთევზეობის პორტის მშენებლობა. მიმდინარეობს ტყეების აღდგენა, რომლებიც საკმაოდ გაიჩეხა ჯერ კიდევ უახლოეს წარსულში და შესაძლებელი გახდება უახლოეს მომავალში ხე-ტყის მასალის დამზადება[63].

სოფლის მეურნეობა და მეცხოველეობა რედაქტირება

სოფლის მეურნეობას და მეცხოველეობას პირველი ადგილი უკავია პრაქტიკულად კუნძულის ყველა მოსახლისთვის. სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები ძირითადად განკუთვნილია ადგილობრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და თითქმის არასდროს არ ხვდება ბაზარზე. მიწადმოქმედების ტრადიციული რეჟიმი, რომელიც დაფუძნებულია თითოეული ოჯახის მიწის ნაკვეთის განუყოფლობაზე, მიწის, რომელიც არავისზე არ გაიცემა — მიწების ექსპლოატაციის მთავარი დამახასიათებელი ნიშანია. ოჯახის თითოეულ წევრს შეუძლია ისარგებლოს საოჯახო მეურნეობის ნებისმიერი ქონებით[64]. შედეგად ტერიტორიის სოფლის მეურნეობა საკმაოდ ღარიბია. პირველი სასოფლო-სამეურნეო ინვენტარიზაციის თანახმად[64], რომელიც ჩატარდა 2001 წელს უვეაზე იუო 1167 მეურნეობა და ფუტუნაზე — 755. აღნიშნული 1922 მეურნეობა აერთიანებდა 13 283 ადამიანს. ოჯახებს აქვთ საკუთარი ინვენტარი.

მეურნეობების საერთო ფართობი შეფასებულია 1350 ჰექტარად, რაც შეადგენს კუნძულების ფართობის 9,5 %-ს, თანაც 620 ჰექტარი გამოიყენება ფუტუნაზე და ალოფიზე და 730 ჰა უოლისის კუნძულებზე[65].

საკვები კულტურები რედაქტირება

საკვები კულტურებით დაკავებულია კუნძულების ფართობის 6,7 % (950 ჰა)[65]. მოსახლეობას მოჰყავს თავისი საკვების ძირითადი პროდუქტები: იამსი (25 ჰა), ტარო (100 ჰა), ბანანი (140 ჰა), პურის ხე (160 ჰა). მნიშვნელოვანი ფართობი უკავია მანიჰოტს (530 ჰა) და ქოქოსის პალმას (4000 ჰა-ზე მეტი)[65]. ბოსტნეულის მოყვანის სირთულის გამო ისინი იმპორტულია (კერძოდ, 2007 წელს იმპორტირებული იყო 313 ტონა თანხით 67 მლნ საფრანგეთის წყნაროკეანული ფრანკი[65]). მაგრამ მათი მოყვანის ცდები მაინც მიმდინარეობს და 7 მეურნეობას უკვე წარმატებით მოჰყავს ღორისქადა, რიგანაც ამზადებს სალათებს. ევროპელებისათვის დამახასიათებელი პური, მაკარონი, კარტოფილი, ბრინჯი იმპორტულია.

წარმატებით მოდის ხილის მოსავალი, რომელსაც უპირველეს ყოვლისა წარმოადგენს ბანანი, ლიმონი და ნესვის ხე. ისინი ნაყოფს იძლევიან მთელი წლის განმავლობაში. იმავე დროს ანანასი, ავოკადო, მანგო, ფორთოხალი და გრეიპფრუტი სეზონური პროდუქტია.

მეცხოველეობა რედაქტირება

მეცხოველეობა წარმოდგენილია თითქმის მხოლოდ მეღორეობით და მეფრინველეობით. ამასთან ერთად მეღორეობის წილი იზრდება, ხოლო მეფრინველეობის მცირდება[66].

ღორების მოშენება აკმაყოფილებს ადგილობრივ სპეციფიკურ მოთხოვნებს (ტრადიციული მსხვერპლთშეწირვა და ოჯახური დღესასწაულები). ამიტომ პრაქტიკულად თითოეული ოჯახს ჰყავს რამდენიმე ღორი. 2001 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის თანახმად, ღორების 71 %-ს წონით 25 კგ-ზე მეტი იყენებენ მსხვერპლთშეწირვისთვის, ხოლო ღორების 53 %-ს წონით 25 კგ-ზე ნაკლები — იყენებენ თვითონ მეპატრონეები[66]. ბაზარზე ხვდება ღორების და გოჭების მხოლოდ 10 %. ტერიტორიის 2146 მაცხოვრებელმა განაცხადა, რომ მათ საკუთრებაშია 30 100 ღორი, რაც შეადგენს 2,26 ღორს ერთ სულ მოსახლეზე. 2001 წლის აღწერით ხორცის ყოველწლიური წარმოება შეადგენს 2000 ტონას[66]. ცხოვრების ევროპული წესის თანახმად მოსახლეობა უფრო მეტად მოიხმარს კონსერვირებულ ხორცს, რომელიც იმპორტირებულია.

შინაური ფრინველის მოშენების წესი მხოლოდ ტრადიციულია. წიწილები გამოიყენება მხოლოდ საოჯახო მოხმარებაში, მაგრამ მოთხოვნილების დიდი ნაწილი იმპორტულია 2007 წელს იმპორტირებულია შინაური ფრინველის 923 ტონა ხორცი[67]). არსებობს 2 მსხვილი ადგილობრივი მეურნეობა (ერთი უვეაზე და ერთი ფუტუნაზე). წარმოების მოცულობა შეადგენს 10 ტონა/წელიწადში და მოთხოვნილება ამ პროდუქციაზე დიდია.

2007 წელს ამ ორი მეურნეობის 2500 ქათამმა დადო 250 დუჟინი კვერცხი დღეში, ანუ დაახლოებით 1 მილიონი კვერცხი წელიწადში (50 ტონა). მან გადაფარა ადგილობრივი მოთხოვნილებები 60 %-ით. 33 ტონა კვერცხი იყო იმპორტირებული[67].

მეღორეობისა და მეფრინველეობის გარდა, სხვა შინაური ცხოველების მოშენება იშვიათობაა: ადგილობრივი საეპისკოპოსო უვლის რამდენიმე სულ მსხვილ რქოსან პირუტყვს. საქონლის ხორცი იმპორტირებულია (330 ტონა/წელიწადში), ისევე როგორც რძის პროდუქტები (260 ტონა/წელიწადში)[67].

1989 წელს უოლისის და ფუტუნას კუნძულების სოფელ ლავეგაჰაუში შეიქმნა სასოფლო-სამეურნეო კოლეჯი. 2007 წელს იქ სწავლობდა 63 მოსწავლე[66].

თევზჭერა რედაქტირება

ტერიტორიას გააჩნია განზომილებებით მნიშვნელოვანი განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა, რომლის ფართობი შეადგენს 266 000 კმ²-ს[63] (ზოგიერთ წყაროში მითითებულია ციფრი 300 000 კმ²[8]). 2002 წელს ექსპერტებმა ახალი კალედონიიდან ამ ზონის პოტენციალი შეაფასეს, როგორც 2—3 ათასი ტონა თევზი წელიწადში, მათ შორის 1,352—2,35 ათასი ტონა თინუსი. 2008 წელს დაიწყო თევზსაჭერი პორტის მშენებლობა სოფელ ჰალალოში კუნძულ უვეას სამხრეთში.

ამასთან ერთად თევზის ჭერის ზონა ჯერ რჩება პატარა ლაგუნა უოლისის კუნძულებზე. თევზჭერა საწარმოო მასშტაბებით არ წარმოებს. მეთევზეები (2001 წლის აღწერით კუნძულებზე მათი რიცხვია 333[68]) ძირითადად ხმარობენ თევზსაჭერ ბადეს, ასევე წყალქვეშა ნადირობის იარაღს. თევზჭერა ხდება ნავების კიდეებიდან და ძრავიანი ნავებიდან. ამასთან ერთად მხოლოდ მათი 20 % გადიან ზღვაში კვირაში ორჯერ და უფრო მეტად. საერთო ჭერა შეფასებულია 600—800 ტონით წელიწადში და მთლიანად ხმარდება კუნძულების მოსახლეობას[68]. ლაგუნაში თევზის მარაგის შემცირების გამო ტერიტორიული ასამბლეა ხელს უწყობს თევზჭერას ღია ზღვაში: მეთევზეებისათვის არსებობს შეღავათი საწვავზე, მასალაზე, ტექნიკურ მომსახურებაზე[69]. 2007-2011 წლების განვითარების პროგრამაში გათვალისწინებულია პატარა საწარმოების შეიარაღება გაყინული ზღვის პროდუქტების წარმოებისათვის, ტრანსპორტირებისათვის და გაყიდვისათვის.

ასევე მთავარი დარგია მოლუსკ ტროხუსის (ლათ. Trochus) მოპოვება, რომელსაც იყენებენ ღილების დასამზადებლად. ეს ერთ-ერთი დარგია საექსპორტო ეკონომიკური საქმიანობისთვის (აწვდიან იტალიაში[63]).

ტრადიციული ხელსაქმიანობა რედაქტირება

ტრადიციული ხელსაქმიანობა, რითაც დაკავებული არიან მხოლოდ ქალები — უკვე იშვიათად გვხვდება უოლისის და ფუტუნას კუნძულებზე. ხელსაქმიანობის პროდუქცია ადრე გამოიყენებოდა ძირითადად ტრადიციული ცერემონიების დროს. კუნძულების აღმოჩენის შემდეგ იგი გადაიქცა დეკორაციულ საქმიანობად.

სხვადასხვა ნაკეთობანი, ხის სკულპტურების ჩათვლით, მორთული მცენარეული ორნამენტებით ძალიან ფასობს წყნარი ოკეანის რეგიონში. აკეთებენ ასევე ერთ ან მრავალფეროვან ტრადიციულ ხალიჩებს, სხვადასხვა მოქსოვილ ნაკეთობებს და ნიჟარებიან მოსართავებს. ეს პროდუქცია, რომელსაც ამზადებს დაახლოებ 300 ადამიანი[63], გადის ექსპორტზე ნუმეაში და ტაიტიში.

უოლისის და ფუტუნას კუნძულებზე ხელსაქმიანობა განიცდის გასაღების ბაზრის არ არსებობას და კონკურენციას ფიჯიდან და სამოადან, სადაც ასევე ქმნიან მსგავს პროდუქციას დიდი რაოდენობით და უფრო კონკურენტუნარიან ფასად. თითქმის ყველა სოფელში დღეისათვის არსებობს საკუთარი ხელსაქმიანობის ფარდული. ამ საქმიანობას მინიმალური რესურსების დანახარჯებით შეუძლია წარმოება. მაგრამ, საზოგადოების ძალისხმევის მიუხედავად, ამ საქმიანობის განვითარებას ხელს უშლის პროდუქციის ჩატანა საფრანგეთში და ევროპაში, რაც დიდ სიძნელეებს უქმნის პროდუქციის რეალიზაციას[63].

კუნძულებზე ცხოვრობს რამდენიმე ხის მასალაზე მომუშავე ტალანტი სკულპტორი, რომლებიც, მაინც ვერ აკმაყოფილებენ ადგილობრივ მოთხოვნებს[63].

ვაჭრობა რედაქტირება

ვაჭრობა კუნძულებზე დინამიურად ვითარდება. ბაზარზე წარდგენილია როგორც მსხვილი იმპორტიორები, ასევე საბითუმო და საცალო ვაჭრები. უოლისის და ფუტუნას კუნძულებზე საბითუმო ვაჭრობა გამოჩნდა დაახლოებით 10 წლის წინ და აგრძელებენ თავისი ბიზნესის განვითარებას. ისინი სარგებლობენ რეგულარული კლიენტურით და დარწმუნებულნი არიან გასაღების ბაზრის მდგრადობაში.

უოლისის კუნძულებზე არსებობს სამშენებლო მასალების 1 იმპორტიორი და საკვები პროდუქტების ასევე 1 იმპორტიორი, რომლებიც იყოფენ ერთმანეთში ბაზარს. ფუტუნაზე 3 საწარმო იყოფს ერთმანეთში ბაზრის დიდ ნაწილს[70]. კუნძულებზე სულ ვაჭრობაში დაკავებულია 281 ადამიანი 125 საწარმოში[70].

მოსახლეობის მოთხოვნა იზრდება მათში ფულის რაოდენობის გაზრდის გამო. მოსახლეობის მსყიდველობითი უნარის ზრდა კარგად გამოხატავს კუნძულების ტერიტორიაზე 2002 წელს[63] პირველი სუპერმარკეტ («Fenuarama»-ს[71]) გახსნა. განსაკუთრებით სწრაფად იზრდება მოთხოვნილება სატრანსპორტო საშუალებებზე.

ტურიზმი რედაქტირება

ტერიტორიაზე ტურიზმის საქმიანობა ჯერ კიდევ მცირედ არის განვითარებული. ეს დაკავშირებულია, უპირველეს ყოვლისა, უოლისის და ფუტუნას კუნძულების იზოლირებულობას, ასევე კუნძულებზე საგარეო ინვესტიციების არ არსებობასთან და საბანკო კრედიტებთან შეზღუდულ ურთიერთობაში[70]. ამასთან ერთად ტერიტორიას აქვს გარკვეული უპირატესობები. კუნძულების მოსახლეობა ცხოვრობს აუტენტიური ტრადიციული წესებით და მართავენ ხალხმრავალ კრებებს. კუნძულებზე კარგადაა შემონახული ბუნებრივი ლანდშაფტები: კრატერული ტბები, უოლისის კუნძულების ლაგუნები და ბევრი პატარა კუნძული, ჰორნის კუნძულების ტყეები და პლაჟები. ასევე დიდია კულტურული მემკვიდრეობა: ტონგელების ნამარხები უოლისის კუნძულზე და წმინდა მამის პიერ შანელის საფლავი პოიში ფუტუნას კუნძულზე. მაგრამ ეს უპირატესობები მცირედ გამოიყენება და ჯერ რაც შეუძლია კუნძულებმა ტურისტებს შესთავაზოს, არის მინდორი გოლფისათვის, წყალქვეშა ცურვის კლუბი და აეროკლუბი[63].

კუნძულებზე სულ 6 სასტუმროა (4 უვეაზე და 2 ფუტუნაზე), რომლებსაც შეუძლიათ მიიღონ სულ 140 ადამიანი. სასტუმროების კლიენტები ძირითადად ხდებიან სპეციალისტები და ბიზნესმენები[70].

ტრანსპორტი რედაქტირება

საზღვაო ტრანსპორტი. საზღვაო ტრანსპორტის მიღებას ახორციელებს სამი პორტი: მატა-უტუ (ტვირთები) და ჰალალო (საწვავი) კუნძულ უვეაზე; ლეავა კუნძულ ფუტუნაზე. უოლისის და ფუტუნას ტერიტორიას ემსახურება სამი საზღვაო კომპანია: Moana Navigation (2001 წლიდან სახელად ჰქვია Moana Shipping; მისი ოფისი მდებარეობს მატა-უტუში), Pacific Direct Line (მისი ოფისი მდებარეობს ოკლენდში, ახალი ზელანდია) და Sofrana (კუნძულებზეა ყოველ 25 დღეში). პირველ ორ კომპანიას აქვს შეთანხმება პარტნიორობის შესახებ და გამოყოფილი აქვთ გემი Soutern Moana-ს, ტვირთამწეობით 5320 ტონა, რომელიც დაცურავს იტალიის დროშის ქვეშ (შედის კუნძულებზე ყოველ 20 დღეში). 2007 წლიდან[72] სამივე კომპანია იყენებს ერთადერთ გემს — Southern Pasifika, რომელსაც შეუძლია ბორტზე დაიტიოს 512 კონტეინერი (შედის კუნძულებზე ყოველ 24 დღეში). იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველა გემი, რომლებიც შედიან უოლისის კუნძულებზე, ასევე მიდიან ფუტუნას კუნძულზეც.

საჰაერო ტრანსპორტი. კუნძულების იზოლირების გამო დიდი მნიშვნელობა აქვს საჰაერო ტრანსპორტს. როგორც შიდა, ასევე გარე ავიაგადაფრენებს ახორციელებს ერთი კომპანია — Air Calédonie International (Aircalin). ტერიტორიას ემსახურება ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტი — ჰიჰიფო — რომელიც მდებარეობს კუნძულ უვეას ჩრდილოეთში. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძეს შეუძლია მიიღოს ისეთი თვითმფრინავები, როგორიცაა Airbus A320[73]. ფუტუნას კუნძულზე არის ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტი — ველეს კონცხზე, რომელსაც გააჩნია გრუნტიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი სიგრძით 1100 მ[63]. დაგეგმილია ამ აეროპორტის რეკონსტრუქცია.

სახმელეთო ტრანსპორტი. ყველა სოფელი დაკავშირებულია ერთმანეთთან სხვადასხვა დონის ავტოგზებით, რომლებიც უპირატესად გაყვანილია სანაპიროს გასწვრივ. ავტოგზების საერთო სიგრძე შეადგენს 120 კმ-ს (უვეაზე — 100 კმ, ფუტუნაზე — 20 კმ), მათ შორის ასფალტით დაფარულია მხოლოდ 16 კმ (ყველა უვეაზე)[74].

კავშირგაბმულობა რედაქტირება

უოლისის და ფუტუნას კუნძულების ტერიტორიაზე ფუნქციონირებს საფოსტო სახელმწიფო კომპანია და სატელეკომუნიკაციო სამსახური (SPT). საფოსტო კომპანია უზრუნველყოფს ფოსტის მიტანას კუნძულებზე, უშვებს მცირე რაოდენობით მარკებს, ემსახურება სატელეფონო კავშირს და ინტერნეტს. მთავარი საფოსტო განყოფილება მდებარეობს მატა-უტუში. უვეაზე არის კიდევ 2 განყოფილება მუას და ჰიჰიფოს ოლქებში. კუნძულ ფუტუნაზე საფოსტო განყოფილება არსებობს მხოლოდ ლეავაში[75]. თავიდან კუნძულებთან საფოსტო კავშირი ხდებოდა ახალი ჰებრიდის კუნძულებიდან ან ახალი კალედონიიდან, მაგრამ ჰქონდა არარეგულარული ხასიათი და დამოკიდებული იყო კუნძულებზე გემების შემოსვლის სიხშირეზე. რეგულარული საფოსტო კავშირი ჩამოყალიბდა მხოლოდ 1935 წელს საფოსტო გემებით, რომელიც უოლისის და ფუტუნას კუნძულებს აკავშირებდა სიდნეისთან პორტ-ვილას (დღეს ვანუატუ) და ნუმეას გავლით.

1986 წელს დაიწყო მაუწყებლობა ადგილობრივმა ტელეარხმა RFO Wallis et Futuna (2010 წლიდან Wallis et Futuna 1re Radio Télé Internet) მატა-უტუს სტუდიიდან (თავდაპირველად მხოლოდ უოლისზე, ხოლო 1994 წლიდან ფუტუნაზე). თავიდან მაუწყებლობის დიდი ნაწილი მოდიოდა მეტროპოლიის სატელევიზიო არხების პროგრამებზე (France Télévisions, TF1 и Arte), რომლის ტრანსლიაციაც ხდებოდა თანამგზავრების მეშვეობით. დღეისათვის საეთერო დროის არა ნაკლებ 25 % მოდის ადგილობრივი წარმოების პროგრამებზე ფრანგულ, უვეანურ და ფუტუნაურ ენებზე, რომლებშიც ასახულია კუნძულების და მათი რეგიონების მოსახლეობის რეალური ცხოვრება. ყველაზე დიდი აუდიტორია ჰყავს საღამოს ოცდაათწუთიან ახალ ამბებს 19:00 საათზე JT Wallis et Futuna ფრანგულ ენაზე და ამინდის პროგნოზის შემდეგ 19:15 საათზე უვეანურ ენაზე, ასევე შაბათის გადაცემა სტუდიაში მოწვეული სტუმრით L’invité de la semaine 19:15 საათიდან 19:45 საათამდე. სამაუწყებლო პროგრამაშია ასევე ყოველდღიური დილის რეტრანსლიაცია არხებისა Nouvelle-Calédonie 1re (ახალი კალედონიიდან) და Polynésie 1re (ტაიტიდან), ასევე მათ მიერ მომზადებული ყოველთვიური ახალი ამბების ჟურნალი. უოლისის და ფუტუნას ტელევიზიის მიერ მომზადებული ყოველკვირეული ტელეჟურნალი გადის ფრანგულ არხზე France Ô, რომელიც სპეციალიზირებულია რეგიონალურ პროგრამებზე[76].

1978 წელს საფრანგეთის ხელისუფლებამ მეფე ტომასი კულიმოეტოკი II-ს თანხმობით და არხ France Régions 3-ს მონაწილეობით მიიღო გადაწყვეტილება უოლისის და ფუტუნას კუნძულებზე გახსნილიყო რადიოსადგური FR3 Wallis et Futuna (2010 წლიდან Wallis et Futuna 1re Radio Télé Internet), რომელმაც დაიწყო მაუწყებლობა 1979 წლის აპრილის თვეში მატა—უტუდან. რადიოსადგური გადმოსცემს, როგორც თავის მიერ შექმნილ პროგრამებს ფრანგულ, უვეანურ და ფუტუნაურ ენებზე, ასევე Polynésie 1ère, Nouvelle-Calédonie 1ère, Radio Ô и Radio France მომზადებულ პროგრამებს. FM სიხშირეზე მაუწყებლობის გარდა არსებობს სტრიმინგი საკუთარ ინტერნეტ საიტზე. მეტროპოლიაში უოლისის და ფუტუნას რადიოს პროგრამები გადაიცემა არხით Freebox TV[77].

2010 წლის ივნისიდან კუნძულებზე იყო 1300 (მოსახლეობის დაახლოებით 8,50 %) ინტერნეტის მომხმარებელი[78]. მობილური რადიოკავშირი კუნძულებზე არ არსებობს, თუმცა მომავალში გათვალისწინებულია მისი შექმნა.

საგარეო ეკონომიკური კავშირები რედაქტირება

ექსპორტი. 2007 წლის განმავლობაში ექსპორტი იყო 0-ს ტოლი, იმ დროს როდესაც 2006 წელს ექსპორტირებული იყო 19 ტონა ტროხუსის ნიჟარები საერთო თანხით 11,6 მილიონი საფრანგეთის წყნაროკეანული ფრანკი[79]. შესაბამისად, სავაჭრო დეფიციტი უტოლდება იმპორტის ღირებულებას, ხოლო იმპორტის გადაფარვის პროცენტი ექსპორტული შემონატანით უმნიშვნელოა.

იმპორტი. იმპორტის მოცულობა იზრდება და 2007 წელს შეადგინა 32 228 ტონის პროდუქცია თანხით 5,386 მილიარდი საფრანგეთის წყნაროკეანული ფრანკი. იმპორტში ჭარბობს კვების პროდუქტები (1,537 მილიარდი საფრანგეთის წყნაროკეანული ფრანკი), მინერალური ნედლეული (900,4 მილიარდი საფრანგეთის წყნაროკეანული ფრანკი), გადაადგილების საშუალებები (770,9 მილიონი საფრანგეთის წყნაროკეანული ფრანკი) და ქიმიკატები (461 მილიონი საფრანგეთის წყნაროკეანული ფრანკი)[80].

2007 წელს დარეგისტრირებული მთავარი იმპორტული მომწოდებელია საფრანგეთი, რომელმაც მიაწოდა კუნძულებს 1,5 მილიარდი საფრანგეთის წყნაროკეანული ფრანკის საქონელი (საერთო იმპორტირებული საქონლის ღირებულების 28 %). მეორე ადგილზეა სინგაპური, რომელმაც 802 მილიარდი საფრანგეთის წყნაროკეანული ფრანკის (14 %) საქონელი მიაწოდა, შემდეგ შესაბამისად მოდიან ავსტრალია — მიაწოდა 703 მილიარდი საფრანგეთის წყნაროკეანული ფრანკის საქონელი (13 %), ახალი ზელანდია — 520 მილიარდი საფრანგეთის წყნაროკეანული ფრანკის საქონელი (9 %), ფიჯი და ახალი კალედონია — 321 მილიარდი საფრანგეთის წყნაროკეანული ფრანკის საქონელი (6 %)[80].

ფულადი სისტემა და ფინანსები რედაქტირება

უოლისის და ფუტუნას კუნძულების ფულადი ერთეულია — საფრანგეთის წყნაროკეანული ფრანკი. 2010 წლის 30 იანვრის მდგომარეობით 1 ამერიკული დოლარი ღირდა 86 საფრანგეთის წყნაროკეანული ფრანკი[81]. EOM-ის ცნობით, ტერიტორიის ბიუჯეტის დაგეგმილი ხარჯები 2008 წელს შეადგენდა 2,726 მილიარდ საფრანგეთის წყნაროკეანულ ფრანკს[82] (დაახლოებით 33,43 მილიონი $[83]). 2006 წელს ბიუჯეტის რეალურმა ხარჯებმა შეადგინა 2,850 მილიარდი საფრანგეთის წყნაროკეანული ფრანკი[84] (29,83 მილიონი $[85]), ხოლო მისი შემოსავალი — 2,683 მილიარდი საფრანგეთის წყნაროკეანული ფრანკი (28,08 მილიონი $[85]).

2006 წლის ბიუჯეტი[84]:

ძირითადი ხარჯების დარგები: პერსონალის შენახვა (მასწავლებლების და ექიმების ჩათვლით) — ხელფასები, შეღავათები, სუბსიდიები, სოციალური დაზღვევები — 37 %; მმართველობის სხვა ხარჯები — 36 %; საგარეო სამსახურები — 14 %; სტრატეგიული მარაგის ყიდვა და მომარაგება — 3 %; ფინანსური ხარჯები — 5 %; ინვესტიციები — 6 %.

ძირითადი შემოსავლის დარგები: მომსახურება და ვაჭრობა — 10 %; გადასახადები და ანაკრებები — 68 %; მეტროპოლიიდან დოტაციები — 21 %; შემოსავლები ფინანსური ოპერაციებიდან — 1 %.

კუნძულების საბანკო სისტემა ბაზირებულია სამ ორგანიზაციაზე: უოლისის და ფუტუნას კუნძულების ბანკზე, სახელმწიფო ხაზინაზე და საფრანგეთის განვითარების სააგენტოზე. უოლისის და ფუტუნას კუნძულების ბანკი (BWF), ერთადერთი ტერიტორიის ნამდვილი კომერციული ბანკია და BNP Paribas Nouvelle-Calédonie-ის ფილიალია. იგი გაიხსნა 1991 წელს[86].

სოციალური სფერო რედაქტირება

კუნძულების მთელი მოსახლეობა გარანტირებულია მინიმალური პენსიით 55 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ. მაგრამ 2010 წლიდან ეს ასაკი აიწევს 60 წლამდე[87].

ჯანმრთელობის დაცვა რედაქტირება

ჯანდაცვა მთლიანად უფასოა და იგი სახელმწიფოს აუცილებელი მოვალეობაა. 2004 წლის მონაცემებით[88] კუნძულ უვეაზე იყო ერთი საავადმყოფო და სამი ამბულატორია, ხოლო კუნძულ ფუტუნაზე ერთი საავადმყოფო და ორი ამბულატორია. უვეას საავადმყოფოში არის სასწრაფო სამედიცინო დახმარების განყოფილება, თერაპევტული განყოფილება 21 საწოლზე, ქირურგიული განყოფილება 16 საწოლზე ორი საოპერაციოთი, სამშობიარო განყოფილება ორი პალატით და აფთიაქი. საავადმყოფოს ფუტუნაზე ასევე აქვს სასწრაფო სამედიცინო დახმარების განყოფილება, თერაპევტული განყოფილება 15 საწოლზე, სამშობიარო განყოფილება 7 პალატით და აფთიაქი.

მთლიანად კუნძულებზე მუშაობს 79 სამედიცინო მუშაკი, აქედან 46 მედდაა[88]. ყველა სახის სამედიცინო დახმარება ხდება უფასოდ. ამას გარდა, 1981 წლიდან საფრანგეთი ზრუნავს მოხუც ადამიანებზე. გარანტირებული თვიური დახმარებაა — 66 725 საფრანგეთის წყნაროკეანული ფრანკი, ანუ 559,16 ევრო.

ტრადიციულ სამედიცინო დახმარებას ატარებენ უპირველეს ყოვლისა ქალები, რომლებიც ხმარობენ მასაჟს ადგილობრივი ზეთებით, მიქსტურებს და სხვა. მშობიარობას ძირითადად ახორციელებენ ადგილობრივი ტრადიციული ექიმბაშები[43]. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციის თანახმად[89] კუნძულებზე ყველაზე უფრო მეტად გავრცელებულია შემდეგი არაგადამდები დაავადებები: დიაბეტი, სიმსუქნე, რევმატიზმი და კბილის ტკივილი. გადამდელი დაავადებებიდან გვხვდება ლეპტოსპიროზი, ბრუცელოზი, დენგეს ციებ-ცხელება, ფილარიატოზი (filariatoses), ტუბერკულოზი, კეთრი, ჰეპატიტი В, დიზენტერია და სალმონელიოზი (Salmonellosis).

უოლისის და ფუტუნას კუნძულებზე დარეგისტრირებულია[89] დენგეს ციებ-ცხელების შემდეგი შემთხვევები:

  • 1971—500 შემთხვევა;
  • 1976—500 შემთხვევა;
  • 1979—300 შემთხვევა;
  • 1989/1990 — 2361 შემთხვევა;
  • 1998/1999 — 395 შემთხვევა;
  • 2002/2003 — 2045 შემთხვევა (აქედან 280 ჰოსპიტალიზებულია და ორ შემთხვევაში ავადმყოფობამ მოიტანა მსხვერპლი).

ეს ავადმყოფობა არ პროვოცირებს ისეთ სირთულეებს, როგორც სამხრე-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში.

განათლება რედაქტირება

2003 წლის აღწერის მონაცემებით სასკოლო განათლებას იღებს მთელი მოსახლეობის 40 %. ყველა 14 წლამდელი ბავშვი დადის სკოლაში. საბაზო სასკოლო განათლება მიღებული აქვს მოსახლეობის 90 %-ს.

სახელმწიფო დაწყებით განათლებას წარმოადგენს კუნძულების კათოლიკური მისია. მაგრამ სოფლებში კლასები ძალიან დიდია და იქ ბავშვები დადიან არარეგულარულად (განსაკუთრებით ეს ეხებათ გოგონებს, რომლებიც დიდებს ეხმარებიან საოჯახო მეურნეობაში). სწავლება მიმდინარეობს მხოლოდ ფრანგულ ენაზე, თუმცა იდგმება პირველი ნაბიჯები ბავშვების მშობლიურ ენაზე სწავლებისთვის[90]. კუნძულებზე პირველი სკოლა გაიხსნა 1847 წელს ლანოში (ეს იყო დაწყებითი სემინარია)[91].

ასევე მთლიანად სახელმწიფოა საშუალო განათლება, სადაც უვეანურ და ფუტუანურ ენას ეთმობა 1 საათი კვირაში[90].

კუნძულებზე არსებობს ლიცეუმი, რამდენიმე კოლეჯი, რომლებიც იძლევიან CETAD-ის (ტექნიკური განათლების და განვითარების ცენტრი) შესაბამის საერთო ტექნოლოგიურ და პროფესიონალურ განათლებას.

კულტურა რედაქტირება

სოციალური ორგანიზაცია რედაქტირება

კუნძულებზე აგრძელებს არსებობას ტრადიციული იერარქია.

ადგილი აქვს შრომის გენდერულ დაყოფას. ქალები ძირითადად შრომობენ სოფლის მეურნეობაში და ზრდიან ბავშვებს. მხოლოდ ქალების მცირე რაოდენობა მუშაობს სახელმწიფო დაწესებულებებში, მაგრამ მიუხედავად ამისა უმაღლესი თანამდებობების მნიშვნელოვანი ნაწილი მთავრობაში და საზოგადოებაში უკავიათ ქალებს[43].

საზოგადოების ძირითადი ერთეულია რთული ოჯახი. რთული ოჯახების საშინაო მეურნეობა, როგორც წესი, შედგება რამდენიმე სახლისაგან, რომლებშიც ცხოვრობენ ძმები დებთან და მათ მეუღლეებთან ერთად. როდესაც ახალგაზრდა წყვილი ქორწინდება, ისინი უერთდებიან საშინაო მეურნეობას. ამასთან ახალი სახლები იშვიათად შენდება. საშინაო მეურნეობას, როგორც წესი ხელმძღვანელობს მამა ან უფროსი შვილი, თუმცა ზოგჯერ ამ როლს თავის თავზე იღებს უფროსი და. საკვები და სხვა ნივთები, ბავშვების აღზრდა — თანაბრად ნაწილდება რთული ოჯახის ყველა წევრზე[43]. ასეთ ოჯახებში განსაკუთრებით ფაქიზი ურთიერთობაა პატარა ბავშვებთან.

ქორწილები. ქორწინება ხდება მხოლოდ ოჯახების თანხმობით და საბოლოო ფორმას აძლევს ეკლესია. კუნძულებზე პირველ ქორწილებს ატარებდნენ მისიონერები, რომლებიც ზრდიდნენ ოჯახებს მოკლებულ ბიჭებს და გოგონებს ეკლესიაში. დღეისათვის ახალგაზრდები ერთმანეთს ხვდებიან საშუალო სკოლებში და ოჯახები კეთილად ხვდებიან მათ მეგობრობას, ან პირიქით, უარყოფითად. ხდება სამოქალაქო ქორწილებიც, მაგრამ ასეთ შემთხვევას უარყოფითად უყურებს როგორც ოჯახი, ისევე ეკლესია. ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვები იზრდებიან დეიდებთან და ბებიებთან[43].

სახლები და სხვა ნაგებობები რედაქტირება

სულ 2008 წლის აღწერით[48] კუნძულებზე 3467 სახლია (აქედან 320 ცარიელია). უვეაზე სახლების უმრავლესობა აშენებულია ბეტონისაგან და დახურულია გოფრირებული რკინით. მაგრამ ჯერ კიდევ გვხვდება ტრადიციული შენობები პანდანუსის ფოთლებიანი კედლებით და ალაგადაფარებული სახურავით.

ოთახებში იატაკს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე დონე და ადამიანები უპირატესობას იატაკზე ჯდომას აძლევენ. საჭმელი, როგორც წესი კეთდება ღია ცის ქვეშ. ტუალეტები არის მხოლოდ ახალ აშენებულ სახლებში.

ფუტუანელების შენობები ძირითადად შენდება პოლინეზიური სტილით — fale. საძინებელი სახლი კეთდება ღია კედლებით, ჩალის სახურავით და ჩალისავე ჩამოსაფარებლებით, რომლებსაც ჩამოუშვებენ ცუდი ამინდის დროს. ბეტონის შეიძლება იყოს იატაკი ან დაბალი კედელი, იმისათვის, რომ სახლში არ შევიდნენ ღორები. საჭმელი კეთდება ან სამზარეულოში, რომელიც მდებარეობს საძინებელი სახლის უკან, ან მიწის ღუმელში. წყალგაყვანილობა და ელექტრომომარაგება გაკეთდა 1990 წელს, თუმცა ელექტრომომარაგება ბევრ კუნძულელს ჯერ კიდევ არ გააჩნია[43].

თითოეულ სოფელში არსებობს პატარა მაღაზია, მატა-უტუში მდებარეობს კუნძულზე ერთადერთი სუპერმარკეტი.

სამზარეულო რედაქტირება

კუნძულელთა უმრავლესობის საკვებ რაციონში როგორც ადრე, დღესაც შედის ტარო, იამსი და ბატატი. კუნძულ უვეას სანაპიროზე განლაგებულ სოფლებში, საკვებში ფართოდ გამოიყენება თევზი. თუ ოჯახში რაიმე მიზეზის გამო არ იმყოფება კაცი, მაშინ ქალები აგროვებენ ლაგუნებში საკვებად ვარგის კიბორჩხალებს. ღორები და წიწილები იჭმევა ძირითადად დღესასწაულების დროს[43].

როგორც წესი ოჯახები იკვებებიან დღეში ორჯერ. საუზმეზე ჭამენ პურს და სვავენ ყავას. ვახშამი შედგება ტაროსაგან ან იამსისაგან და თევზისაგან (უოლისის კუნძულებზე), ხოლო ზოგჯერ გაყინული წიწილისაგან და დამარილებული ხორცისაგან. ყველაზე გავრცელებული სასმელია — ჩაი[43].

ღორის ხორცი, წიწილები და კუს ხორცი აუცილებელი ატრიბუტია სადღესასწაულო სუფრისა. ამავე დროს გამოიყენება წიწაკის ნაირსახეობა კავა და იმპორტირებული ალკოჰოლური სასმელები.

ტრადიციული სიმბოლები რედაქტირება

უვეანელების და ფუტუნაელების კულტურის მთავარი სიმბოლოა სასმელი კავა და ნაჭერი ტაპა.

კავა — მათრობელა სასმისი, რომელსაც აკეთებენ მცენარეების ფესვებისაგან (ლათ. Piper methysticum). ფუტუანელებს აქვთ ლეგენდა, რომლის თანახმადაც ირკვევა თუ როგორ გამოჩნდა ეს მცენარე კუნძულებზე. თავიდან კავა საერთოდ არ არსებობდა. იმ დროს კუნძულელები თაყვანს სცემდნენ 9 ღმერთს: 2 ზედას და 7 ქვედას (იმყოფებოდნენ მიწისქვეშა სამეფო პულოტუში). ბელადები მთლიანად დამოკიდებული იყვნენ 7 ქვედა ღმერთზე და შესთხოვდნენ მათ დახმარებას. ერთხელ ერთ-ერთი ქვედა ღმერთი — ფიტუ — მივიდა ხალხთან, რომ ეცხოვრა მათთან ერთად. ფიტუმ მიიტანა კავის ფესვები და ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა ჩარგო იგი მიწაში, რის შემდეგაც ეს მცენარე ხარობს ფუტუნაზე[92]. დღეისათვის კავუ მოჰყავთ მამაპაპური მეთოდით, იყენებენ ხისგან გაკეთებულ მოწყობილობებს მცენარეების ფესვების დასაცავად. ნაყოფის დარგვიდან მოსავლის აღებამდე გადის 12—18 თვე. დღეისათვის კავა უოლისის კუნძულებზე არ იზრდება და იგი შემოაქვთ ჰორნის კუნძულებიდან[92].

სასმელის დამზადება ხდება შემდეგი წესით: მიწისაგა გაწმენდილი ფესვები იჭრება და იჭყლიტება. მიღებული მასას შეურევენ წყალს პატარა ხის მრგვალი ფორმის ჭურჭელში. მეფისათვის კავის მომზადების დროს აუცილებელი პირობაა თვითონ მეფის, ბელადთა საბჭოს, ასევე რელიგიური და ადმინისტრაციული ხელისუფლების სტუმრობა. ძველად კავას სვამდნენ, რომ შეექმნათ კავშირი ცოცხალ და გარდაცვლილთა სამყაროს შორის, ასევე ბელადებს შორის მოლაპარაკებების დროს. დღეს კავის ცერემონია ნიშნავს ერთობას მოსახლეობის სხვადასხვა სოციალურ კატეგორიებს, მეფეებს და ბელადებს შორის[93]. 2002 წლიდან კავის მოყვანა შეზღუდულია კუნძულების ადმინისტრაციისაგან, მაგრამ მოსახლეობა აკრძალვას არანაირ ყურადღებას არ აქცევს[92].

ტაპა მზადდება ქალების მიერ რიტუალების დროს გაცვლისათვის, რომელსაც ოჯახები ასრულებენ ერთობლივად. ტაპა სასიამოვნო სურნელის ზეთებთან ერთად ქალების სიმდიდრის სიმბოლოა. ტაპას ხშირად ჰყიდიან ტურისტებზე.

კუნძულების კულტურული სიმბოლოა ასევე კანოე ლომიპეაუ (Lomipeau), რომელიც უვეანელებისა და ტონგის საზღვაო იმპერიას შორის 400 წლოვანი კავშირის სიმბოლოა. ასეთი კანოეებით ისინი აწარმოებდნენ რეისებს ტონგაზე, სამოაზე და სხვა კუნძულებზე[43].

ხელოვნება რედაქტირება

ლიტერატურა. კუნძულების ლიტერატურა წარმოდგენილია მითების ჩაწერის ზოგიერთი ცდებით და კუნძულების მოსახლეობის ლეგენდებით, ასევე ტერიტორიის ისტორიით. მაგრამ თანდათან სიტუაცია უნდა შეიცვალოს, რადგანაც კუნძულელთათვის განათლება ხდება უფრო და უფრო შესაძლებელი[43].

სახვითი ხელოვნება. გამოსახულება სიაპოზე და ტაპაზე — სახვითი ხელოვნების უვეანელი და ფუტუნაელი ქალების მთავარი ფორმაა. მათი შექმნისათვის ქალები ხმარობენ ხის გულისაგან გამოთლილ შაბლონს და ყავისფერ (ტრადიციულ) და შავ საღებავებს (როგორც ადგილობრივ, ასევე შემოტანილს). ასეთი ნაკეთობები გამოიყენება აგრეთვე გარდაცვლილ ნათესავთა დაკრძალვის დროსაც[43].

სპორტი რედაქტირება

უოლისის და ფუტუნას კუნძულებზე სპორტი განვითარებულია არასათანადოდ. არსებობს მხოლოს ერთი მაყურებლების საჯდომი ადგილებით აღჭურვილი მრავალფუნქციონალური სტადიონი — «სტად დე მატა-უტუ». მისი ტევადობაა 1500 მაყურებელი და ძირითადად გამოიყენება საფეხბურთო მატჩების ჩასატარებლად[94].

კუნძულები მონაწილეობას იღებს სამხრეთ წყნარი ოკეანიის თამაშებში 1966 წლიდან. ყველაზე ბოლო თამაშებში, რომელიც გაიმართა 2007 წელს სამოსზე, უოლისის და ფუტუნას გუნდმა მოიპოვა 3 ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი და დაიკავა მე-13 ადგილი საერთო ჩათვლაში[95]. მონაწილეობის მთელი ისტორიის განმავლობაში ტერიტორიამ მოიპოვა 22 ოქროს, 35 ვერცხლის და 77 ბრინჯაოს მედალი, რის შედეგადაც უკავია მე-10 ადგილი საერთო ჩათვლაში[96]. საუკეთესო რეზულტატია — მე-5 ადგილი 1995 წლის თამაშებზე ტაიტიში[97].

უოლისის და ფუტუნას კუნძულები მონაწილეობენ ასევე წყნარი ოკეანის მინი-თამაშებზე, ხოლო 2013 წელს მას თვითონვე მასპინძლობენ[98]. ბოლო თამაშებზე, რომელიც შედგა 2009 წელს კუკის კუნძულებზე, უოლისის და ფუტუნას ნაკრებმა დაიკავა მე-18 ადგილი საერთო ჩათვლაში ერთი ბრინჯაოს მედლით (შუბის ტყორცნაში)[99]. თამაშებზე მონაწილეობის მთელი ისტორიის განმავლობაში (დაწყებული პირველივე თამაშებიდან 1981 წელს) უოლისის და ფუტუნას ნაკრებმა დაიკავა 5 ოქროს, 2 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი[96].

კუნძულების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტცმენებია სამუელ ტუა (დაბადებული მატა-უტუში) და ტოაფა ტაკანიკო (ფუტუნადან), რომლებიც თამაშობენ საფრანგეთის კაცთა ფრენბურთის ნაკრებში და ფრანგულ საფრენბურთო კლუბებში შესაბამისად «კანი» და «ტულუზა»[100]. ტოაფა ტაკანიკო თავის კლუბის შემადგენლობაში გახდა საფრანგეთის თასის მფლობელი ფრენბურთში 2007 წელს, ხოლო ორივე ერთად საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში გახდნენ ვერცხლის პრიზიორები 2009 წელს.

ფეხბურთი. კუნძულებს ჰყავს თავისი ნაკრები ფეხბურთში, რომელიც, არ არის არც ფიფას წევრი, არც ოკეანეთის ფეხბურთის კონფედერაციის და ამიტომ არ მონაწილეობს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში. სულ ნაკრებმა ჩაატარა 20 მატჩი (ყველა სამხრეთ წყნარი ოკეანის თამაშებში)[101]: 4 მოგება და 16 წაგება. პირველი თამაში: 1966 წლის 13 დეკემბერი, ახალი კალედონა — უოლისი და ფუტუნა 5:0; ბოლო (2009 წლის ოქტომბერი) მატჩი: 1995 წლის 20 აგვისტო, ახალი კალედონია — უოლისის და ფუტუნა 10:0. ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება 5:1 (1988 წლის 12 დეკემბერს ახალ კალედონიასთან), ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება 0:17 (1991 წლის სექტემბერში, პაპუა-ახალი გვინეის ნაკრებთან)[101]. ყველაზე დიდი მიღწევა სამხრეთ წყნარი ოკეანის თამაშებზე — მეოთხედფინალი 1983 წელს[102].

რაგბი. პირველი თავისი მატჩი უოლისისა და ფუტუნას სარაგბო ნაკრებმა ჩაატარა 1966 წლის 1 დეკემბერს პაპუა-ახალი გვინეის სარაგბო ნაკრებთან და წააგო ანგარიშით 5:54. სულ ნაკრებმა ჩაატარა 7 მატჩი (მხოლოდ ერთი მოგება — ტაიტისთან 1971 წლის 1 სექტემბერს ანგარიშით 3:0) და არ მონაწილეობს 1971 წლიდან[103].

დღესასწაულები რედაქტირება

უოლისის და ფუტუნას კუნძულებზე ოფიციალური დღესასწაულებია[104]:

თარიღი დასახელება
(ქართ.)
დასახელება
(ფრანგ.)
1 იანვარი ახალი წელი Jour de l’an
აღდგომის შემდგომი დღე ნათელი ორშაბათი Lundi de Pâques
28 აპრილი წმინდა პიერ შანელის დღე Saint Pierre-Chanel
1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღე Fête du travail
8 მაისი 1945 წლის გამარჯვება Victoire 1945
აღდგომის მე-40 დღე ამაღლება Ascension
აღდგომის მე-50 დღე სამება Lundi de Pentecôte
29 ივნისი წმინდა პიერის და პოლის დღე Saint Pierre et Saint Paul
14 ივლისი ეროვნული დღესასწაული (ბასტილიის დღე) Fête nationale
29 ივლისი ტერიტორიის დღესასწაული Fête du Territoire
15 აგვისტო ღვთისმშობლის მიძინება Assomption
1 ნოემბერი ყველა წმინდანის დღე Toussaint
11 ნოემბერი 1918 წლის შერიგება Armistice 1918
25 დეკემბერი ქრისტეს შობა Noël

ადგილობრივ მოსახლეობის ცხოვრებაში რელიგიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და თითქმის ყოველი ოლქი ან სოფელი აღნიშნავს თავისი წმინდა მფარველის დღეს. ყველა სადღესასწაულო დღე, როგორც რელიგიური, ისევე სამოქალაქო ყოველთვის იწყება სადღესასწაულო მესით, რის შემდეგაც მოდის კავის ცერემონია. ცერემონია მთავრდება ტრადიციული ცეკვებით. თუ ეს დღე წმინდა მფარველისაა, მაშინ აუცილებელია მოსახლეობის მიერ წმინდა მფარველის პატივსაცემად საჩუქრების დარიგების პროცედურის ჩატარება. საჩუქრები შედგება უმუსაგან (ღორი და იამსი) — მიძღვნილი კაცებისაგან, და მოე’აგა (მორთულობა პანდანუსისგან — gatu) — მიძღვნილი ქალებისაგან[104].

უვეას კუნძულზე, მაგალითად, აღნიშნავენ შემდეგ დღეებს:

  • 1 მაისი — წმინდა ჟოზეფის დღე (მუას ოლქის წმინდა მფარველი, რომელიც ითვლის 10 სოფელს კუნძულის სამხრეთში). დღესასწაულობენ 6 სოფელში (მდებარეობენ სანაპიროზე)
  • 8 ივნისი — იესოს გული (მუას ოლქის სხვა წმინდა მფარველი). დღესასწაულობენ 4 სხვა სოფელში, რომლებიც მდებარეობენ კუნძულის ცენტრის სიახლოვეს.
  • 29 ივნისი — წმინდა პიერის და პოლის დღე (ჰიჰიფოს ოლქის მფარველი კუნძულის ჩრდილოეთში). დღესასწაულობენ 5 სოფელში.
  • 15 აგვისტო — ღვთისმშობლის მიძინების დღე. ის მფარველია ჰაჰაკეს ცენტრალური ოლქისა, რომელიც ითვლის 6 სოფელს[104].

ღირსშესანიშნაობები რედაქტირება

უოლისის კუნძულები. მშვენიერი ხედი კუნძულებზე იხსნება მთა ლულუ-ფაკაჰეგას მწვერვალიდან, სადაც დგას პატარა სამრეკლოს ნანგრევი. უვეას კუნძულის სამხრეთ-დასავლეთ ბოლოში მდებარეობს ძველი ვულკანის კრატერში არსებული ტბა ლალოლალო. ტბას აქვს სანაპიროები, რომლებიც აღმართულია ტბის ზედაპირიდან 30 მეტრით და ხდის მას მიუდგომელს. კრატერულ ტბა ლუნატავაკეში შესაძლებელია ცურვაც.

უვეას კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთში, მალა’ეფო’ოუსა და ჰალალოს შორის ახლახან ნაპოვნი და აღდგენილი იქნა ტონგელთა XV საუკუნის დასახლება — ტალიეტუმუ (ანუ კოლო ნუი[105]).

უვეას კუნძულის მოსახლეობა უპირატესობას ანიჭებენ არა თავისი კუნძულების პლაჟებს, არამედ უვეას გარშემორტყმულ პატარა კუნძულებს. თავისი თეთრი ქვიშით განსაკუთრებით ცნობილია კუნძულ ფაიოას პლაჟები.

ფუტუნა. ფუტუნას ყველაზე ცნობილი სახეა — პიერ შანელის ეკლესია პოიში, კუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ეს სპეციფიკური ეკლესიაა საფეხურებიანი გუმბათით. ის აშენებულია პოლინეზიაში ერთადერთი კათოლიკე წმინდანის (კანონიზირებული 1954 წელს) სახელზე. შანელის ნეშტი დაბრუნდა აქ საფრანგეთიდან 1976 წელს და ამჟამად ის ინახება რვაკუთხოვან სამრეკლოში მთავარი ეკლესიის გვერდით. მისი ძვლები დასვენებულია შუშის ვიტრინაში შემოსასვლელის გვერდით, ხოლო გვერდით მდებარე ვერცხლის პატარა ყუთში დასვენებულია წმინდანის თავის ქალა. ეკლესიის იატაკზე ქვებით აღნიშნულია ზუსტად ის ადგილი, სადაც ის იყო მოკლული. მუზეუმის პატარა ოთახში, ვიტრინის უკან მდებარეობს წმინდა მამის კუთვნილი ნივთები.

სოფლებში ონო და ნუკუ ასევე არსებობს ძველი კათოლიკური ეკლესიები.

ალოფი. თუმცა დღეისათვის ალოფის კუნძულზე მუდმივად მხოლოდ 1 ადამიანი ცხოვრობს, ხალხი მას საკმაოდ ხშირად სტუმრობს. ფუტუნას კუნძულის მაცხოვრებლები მოცურავენ აქ, იმისათვის რომ მოუარონ თავიანთ ბაღებს. ყოფილ სოფელ ალოფიტაიში არსებობს რიგი ჩალის ელექტროენერგიით აღჭურვილი ქოხები, სადაც მათ შეუძლიათ ღამის გათევა. კუნძულის ღირსშესანიშნაობაა მისი შესანიშნავი პლაჟები და ლოკას გამოქვაბული წმინდა ბერნადეტის გროტით, რომელიც მდებარეობს კუნძულის ყველაზე აღმოსავლეთით.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის აღწერა (2013 წელი)
  2. Ouvéa: The Most Beautiful Loyalty Island. Sojourn in the South Pacific. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 28 იანვარი 2010.
  3. Serie Barford. blackmail press. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 28 იანვარი 2010.
  4. Journal of the Polynesian Society: Futuna, Or Horne Island And Its People, P. 33—52. University of Auckland Library. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 22 ივნისი 2009.
  5. 5.0 5.1 5.2 RA2007_Wallis.pdf. INSTITUT D’ÉMISSION D’OUTRE-MER. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-09. ციტირების თარიღი: 16 მაისი 2009.
  6. Pacific Ocean — Wallis and Futuna. oceandots.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი 2009.
  7. 7.0 7.1 7.2 WALLIS and FUTUNA. Wetlands International. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 16 მაისი 2009.
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 Hélène GUIOT, Isabelle LEBLIC, Bernard VIENNE. Wallis-et-Futuna // Journal de la Société des Océanistes, 2006, № 122—123.
  9. 9.00 9.01 9.02 9.03 9.04 9.05 9.06 9.07 9.08 9.09 Vice-Rectorat de Wallis et Futuna — Aperçu Géographique. Vice-Rectorat de Wallis et Futuna. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-03. ციტირების თარიღი: 16 მაისი 2009.
  10. WALLIS AND FUTUNA TRAVEL GUIDE.... www.colonialvoyage.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 16 მაისი 2009.
  11. Wallis & Futuna. Île Alofi. oceandots.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 16 მაისი 2009.
  12. An updated digital model of plate boundaries. Geochemistry Geophysics Geosystems, 2003. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 20 ივნისი 2009.
  13. Wallis and Futuna. World Health Organization Regional Office for the Western Pacific. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-17. ციტირების თარიღი: 15 ნოემბერი 2009.
  14. 14.0 14.1 Tremblement de terre jeudi 01 octobre à 130 km de Futuna.... LE BLOG DE KODAMIAN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 15 ნოემბერი 2009.
  15. Tremblement de terre à Wallis. wallis.over-blog.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 15 ნოემბერი 2009.
  16. 16.0 16.1 16.2 GEOLOGY OF THE WALLIS ISLANDS — STEARNS 56 (9): 849 — GSA Bulletin. Geological Society of America. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 15 მაისი 2009.
  17. PETROGRAPHY OF THE WALLIS ISLANDS — MACDONALD 56 (9): 861 — GSA Bulletin. Geological Society of America. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 15 მაისი 2009.
  18. Géologie des îles Futuna et Alofi. L’Institut de recherche pour le développement (IRD). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 16 მაისი 2009.
  19. Climatologie à Wallis et Futuna. Service Territorial de la Statistique et des Études Économiques. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 15 ნოემბერი 2009.
  20. 20.0 20.1 20.2 20.3 Wallis and Futuna Islands — Country Report. Forestry Department. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 16 მაისი 2009.
  21. Protected Areas Programme. UNEP-WCMC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2002-11-11. ციტირების თარიღი: 9 ივლისი 2009.
  22. Summary List of the Birds of Wallis & Futuna. Environment Consultant. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 8 ივნისი 2009.
  23. 23.0 23.1 French Colonies — Wallis and Futuna, Part 1. Discover France. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 16 მაისი 2009.
  24. Brachylophus fasciatus. J. Craig Venter Institute. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 23 თებერვალი 2010.
  25. Emoia adspersa. J. Craig Venter Institute. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 23 თებერვალი 2010.
  26. Emoia cyanura. J. Craig Venter Institute. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 23 თებერვალი 2010.
  27. Emoia tongana. J. Craig Venter Institute. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 23 თებერვალი 2010.
  28. ʻUVEA (WALLIS). John D. McMeekin. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 3 ნოემბერი 2009.
  29. ALO (FUTUNA). John D. McMeekin. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-18. ციტირების თარიღი: 3 ნოემბერი 2009.
  30. 30.0 30.1 30.2 Wallis and Futuna Islands. Ben Cahoon. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 3 ნოემბერი 2009.
  31. 31.0 31.1 31.2 31.3 Vice-Rectorat de Wallis et Futuna — Aperçu Historique. Vice-Rectorat de Wallis et Futuna. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-03. ციტირების თარიღი: 17 ივნისი 2009.
  32. Les Sœurs Missionnaires de la Société de Marie. L’École Catholique en Nouvelle Calédonie. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 7 ივნისი 2009.
  33. Un peu d’histoire de Wallis et Futuna... — Info — Wallis & Futuna — RFO. rfo.fr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-07-29. ციტირების თარიღი: 13 ივნისი 2009.
  34. 34.0 34.1 34.2 Détail d’un texte. legifrance.gouv.fr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 17 მაისი 2009.
  35. 35.00 35.01 35.02 35.03 35.04 35.05 35.06 35.07 35.08 35.09 Wallis and Futuna. Ben Cahoon. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 19 მაისი 2009.
  36. Société: Trois nouveaux préfets Outre-mer — Info — Wallis & Futuna — RFO. rfo.fr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-09. ციტირების თარიღი: 12 ივნისი 2009.
  37. Sénatoriales 2008 — Iles Wallis et Futuna. senat.fr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 23 მაისი 2009.
  38. Le site officiel du ministère de l’Intérieur de l’Outre-mer et des Collectivités Territoriales. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 23 მაისი 2009.
  39. Projet de loi de finances pour 2007: Outre-mer. საფრანგეთის სენატის საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 15 ივნისი 2009.
  40. 40.0 40.1 Wallis and Futuna in Review: Issues and Events, 1 July 2006 to 30 June 2007. University of Hawaiʻi Press. Center for Pacific Islands Studies. ციტირების თარიღი: 16 თებერვალი 2010.
  41. 41.0 41.1 SOCIÉTÉ. Le roi d’Alo abdique. rfo Wallis & Futuna. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-28. ციტირების თარიღი: 2010-02-06.
  42. UNPOPULAR KING OF FUTUNA STEPS DOWN. Oceania Flash. ციტირების თარიღი: 2010-02-06.[მკვდარი ბმული]
  43. 43.00 43.01 43.02 43.03 43.04 43.05 43.06 43.07 43.08 43.09 43.10 Culture of Wallis and Futuna — History and ethnic relations, Urbanism, architecture, and the use of space. www.everyculture.com. ციტირების თარიღი: 6 ივნისი 2009.
  44. Wallis and Futuna in Review: Issues and Events, 1 July 2003 to 30 June 2004. University of Hawaiʻi Press. Center for Pacific Islands Studies. ციტირების თარიღი: 6 თებერვალი 2010.
  45. Members — Pacific Regional Environment Programme. SPREP. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 9 ივნისი 2009.
  46. Kingdoms of Wallis and Futuna. Gwillim Law. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 12 იანვარი 2010.
  47. Journal of the Polynesian Society: Uea; Or, Wallis Island And Its People. Western Pacific, By S. Percy Smith, P. 107—117. University of Auckland Library. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 23 ივნისი 2009.
  48. 48.0 48.1 48.2 United Nations Statistics Division — Demographic and Social Statistics. United Nations. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 8 ივნისი 2009.
  49. INSEE-ს ანგარიშში, ტერიტორიის ფართობი უდრიდა 142 კმ²-ს: უვეა — 78 კმ², ფუტუნა — 64 კმ²
  50. CIA — The World Factbook — Wallis and Futuna. Central Intelligence Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-17. ციტირების თარიღი: 23 იანვარი 2010.
  51. 51.0 51.1 51.2 51.3 51.4 51.5 51.6 51.7 51.8 Wallis et Futuna: Recensement de la population de 2008. INSEE. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 23 იანვარი 2010.
  52. 52.0 52.1 52.2 52.3 Census 2003. INSEE. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 11 მაისი 2009.
  53. SPC-SDP_populations_data_sheet_2009. SPC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 11 მაისი 2009.
  54. Ethnologue report for language code:wls. Wallisian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24.
  55. 55.0 55.1 55.2 Corpus de la parole — Wallisien. Corpus de la parole. ციტირების თარიღი: 24 მაისი 2009.[მკვდარი ბმული]
  56. Ethnologue report for language code: fud. Futuna. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24.
  57. 57.0 57.1 57.2 Corpus de la parole — Futunien. Corpus de la parole. ციტირების თარიღი: 24 მაისი 2009.[მკვდარი ბმული]
  58. 58.0 58.1 Futuna — Religion and expressive culture. Advameg Inc. ციტირების თარიღი: 24 მაისი 2009.
  59. Mgr Lolesio Fuahea. Diocèse de Wallis-Futuna. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 23 იანვარი 2010.
  60. Diocese of Wallis et Futuna. GCatholic.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 23 იანვარი 2010.
  61. 2009 წლის 14 მაისის აშშ-ს ცსს-ს მონაცემები.
  62. Profil de pays Wallis et Futuna. CPS. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 30 მაისი 2009.
  63. 63.0 63.1 63.2 63.3 63.4 63.5 63.6 63.7 63.8 Economie — Wallis et Futuna. L’Outre-Mer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 26 მაისი 2009.
  64. 64.0 64.1 INSTITUT D’ÉMISSION D’OUTRE-MER., Wallis et Futuna. Rapport Annuel. 2007, 2007.
  65. 65.0 65.1 65.2 65.3 INSTITUT D’ÉMISSION D’OUTRE-MER., Wallis et Futuna. Rapport Annuel. 2007, 2007.
  66. 66.0 66.1 66.2 66.3 INSTITUT D’ÉMISSION D’OUTRE-MER., Wallis et Futuna. Rapport Annuel. 2007, 2007.
  67. 67.0 67.1 67.2 INSTITUT D’ÉMISSION D’OUTRE-MER., Wallis et Futuna. Rapport Annuel. 2007, 2007.
  68. 68.0 68.1 INSTITUT D’ÉMISSION D’OUTRE-MER., Wallis et Futuna. Rapport Annuel. 2007, 2007.
  69. INSTITUT D’ÉMISSION D’OUTRE-MER., Wallis et Futuna. Rapport Annuel. 2007, 2007.
  70. 70.0 70.1 70.2 70.3 INSTITUT D’ÉMISSION D’OUTRE-MER., Wallis et Futuna. Rapport Annuel. 2007, 2007.
  71. Wallis and Futuna in Review: Issues and Events, 1 July 2002 to 30 June 2003. University of Hawaiʻi Press. Center for Pacific Islands Studies. ციტირების თარიღი: 6 თებერვალი 2010.
  72. INSTITUT D’ÉMISSION D’OUTRE-MER., Wallis et Futuna. Rapport Annuel. 2007, 2007.
  73. INSTITUT D’ÉMISSION D’OUTRE-MER., Wallis et Futuna. Rapport Annuel. 2007, 2007.
  74. Îles de Wallis et de Futuna Products and anglais (GB) Languages. www.worldlanguage.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 6 ივნისი 2009.
  75. INSTITUT D’ÉMISSION D’OUTRE-MER., Wallis et Futuna. Rapport Annuel. 2007, 2007.
  76. wallis et futuna 1ère — Actualités
  77. wallis et futuna 1ère — All radio
  78. South Pacific and Oceania Internet Facebook and Population Statistics
  79. INSTITUT D’ÉMISSION D’OUTRE-MER., Wallis et Futuna. Rapport Annuel. 2007, 2007.
  80. 80.0 80.1 INSTITUT D’ÉMISSION D’OUTRE-MER., Wallis et Futuna. Rapport Annuel. 2007, 2007.
  81. Currency Converter — Yahoo! Finance. Yahoo!. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 30 იანვარი 2010.
  82. Lettre de l’Institut d’émission. EOM. ციტირების თარიღი: 31 მაისი 2009.[მკვდარი ბმული]
  83. 2007 წლის 31 დეკემბრის კურსით.
  84. 84.0 84.1 INSTITUT D’ÉMISSION D’OUTRE-MER., Wallis et Futuna. Rapport Annuel. 2007, 2007.
  85. 85.0 85.1 2006 წლის 29 დეკემბრის კურსით.
  86. INSTITUT D’ÉMISSION D’OUTRE-MER., Wallis et Futuna. Rapport Annuel. 2007, 2007.
  87. Société: Réforme des retraites — Info — Wallis & Futuna — RFO. rfo.fr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 12 ივნისი 2009.
  88. 88.0 88.1 WHO/Western Pacific Region-Health system. World Health Organization Regional Office for the Western Pacific. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 8 ივნისი 2009.
  89. 89.0 89.1 WHO/Western Pacific Region-Health situation and trend. World Health Organization Regional Office for the Western Pacific. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 8 ივნისი 2009.
  90. 90.0 90.1 Wallis. Trésor de la langue française au Québec. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 23 ივნისი 2009.
  91. Filihau Asi Talatini, Huffer, E. & Mikaele Tui, M. (eds.) (Trans: Neil Carruthers), Elise Huffer, Mikaele Tui., Uvea, 2004.
  92. 92.0 92.1 92.2 Le Kava. France Télévisions. ციტირების თარიღი: 30 იანვარი 2010.[მკვდარი ბმული]
  93. UNESCO: Ki he puipui o te toʻotoʻoga o te kava?. ʻUVEA MO FUTUNA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-01-22. ციტირების თარიღი: 30 იანვარი 2010.
  94. Stade de Mata-Utu. worldstadia.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 24 ოქტომბერი 2009.
  95. 2007 SPG Games. SportingPulse Pty Ltd. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 24 ოქტომბერი 2009.
  96. 96.0 96.1 მედლების დაჯამებული რაოდენობა იმ რეზულტატებით, რომელიც წარმოდგენილია თამაშების ოფიციალური საიტი
  97. South Pacific Games 1995 — Tahiti. SportingPulse Pty Ltd. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 24 ოქტომბერი 2009.
  98. Wallis and Futuna win mini games 2013. ABC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 24 ოქტომბერი 2009.
  99. Pacific Mini Games 2009. SportingPulse Pty Ltd. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 24 ოქტომბერი 2009.
  100. EURO DE VOLLEY. Tuia et Takaniko font rêver Wallis et Futuna. France Télévisions. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 30 იანვარი 2010.
  101. 101.0 101.1 Wallis and Futuna — List of International Matches. rsssf.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 24 ოქტომბერი 2009.
  102. South Pacific Games 1983 (Western Samoa). rsssf.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 24 ოქტომბერი 2009.
  103. RugbyData.com — International Rugby Union Statistics — Statistics for Wallis & Futuna. RugbyData.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 24 ივნისი 2009.
  104. 104.0 104.1 104.2 Principaux évènements en 2006. statistiques de Wallis et Futuna. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 30 იანვარი 2010.
  105. The input of francophone archaeological resarch in the Pacific. The Journal of Pacific Studies Vol.27 no.1, 2004. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 8 ივნისი 2009.