მეჭეჭიანა (ლათ. Synanceia verrucosa) — თევზი მეჭეჭიანასებრთა ოჯახისა. მეჭეჭიანა მსოფლიოს ყველაზე შხამიანი თევზია.[1] სხეულის სიგრძე საშუალოდ აღწევს 15-20 სანტიმეტრს. აქვს დიდი თავი, პატარა პირი და თვალები. ბინადრობს მარჯნის რიფების გასწვრივ და შენიღბულია ქვების ქვეშ. გავრცელებულია უმთავრესად სამხრეთ ტროპიკის რაიონებში და გვხვდება წყნარსა და ინდოეთის ოკეანეებში, წითელი ზღვიდან დაწყებული დიდ ბარიერულ რიფამდე დამთავრებული. მეჭეჭიანა გვხვდება აგრეთვე ინდონეზიის, ფილიპინების, მარშალის, ფიჯისა და სამოას კუნძულებთან.

მეჭეჭიანა
მეჭეჭიანა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
კლასი:  ძვლიანი თევზები
რიგი:  სკორპენასნაირნი
ოჯახი:  მეჭეჭიანასებრნი
სახეობა:  მეჭეჭიანა
ლათინური სახელი
Synanceia verrucosa
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 114180058

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: