მეჭეჭიანასებრნი
მეჭეჭიანასებრნი (ლათ. Synanceidae) — თევზების ოჯახი სკორპენასნაირთა რიგისა. აქვთ უქერცლო სხეული. გავრცელებული არიან ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზღვების სანაპირო ზოლში. მეჭეჭიანასებრთა ოჯახიდან ყველაზე მეტად ცნობილია მეჭეჭიანა (Synanceia verrucosa). ზურგის ფარულს აქვს 12 მსხვილი ეკალი, რომელთა ძირში წყვილ-წყვილი შხამიანი ჯირკვალია. მეჭეჭიანასებრთა ეკლის ჩხვლეტა მეტად საშიშია (ზოგჯერ სასიკვდილო). მეჭეჭიანასებრთა ხორცს საკვებად იყენებენ.
მეჭეჭიანასებრნი | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Synanceidae | ||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 651.