ფორდ მოტორ კომპანი (ინგლ. Ford Motor Company), კომპანია „ფორდი“ — ამერიკული მულტინაციონალური კორპორაცია და მსოფლიოს სიდიდით მეხუთე ავტომწარმოებელი ტოიოტას, ჯენერალ მოტორსის, ფოლკსვაგენისა და ჰიუნდაის შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით ავტომანქანების გაყიდვებით (2010 წლის მონაცემებით). 2010 წელს ფორდი რანგით მეორე ავტომწარმოებელი იყო აშშ-ში ჯენერალ მოტორსის შემდეგ და მეოთხე ევროპაში იგივე მაჩვენებელში.

Ford
ტიპი საზოგადოებრივი კომპანია. (NYSE: F)
დარგი ავტოწარმოება
დაფუძნდა 16 ივნისი, 1903; 121 წლის წინ (1903-06-16)
სათავო ოფისი დეტროიტი, მიჩიგანი, აშშ
მმართველი
  • უილიამ კლეი ფორდი (აღმასრულებელი თავმჯდომარე)
  • ჯიმ ჰეკეტი (პრეზიდენტი, აღმასრულებელი დირექტორი)
პროდუქცია ავტოპროდუქცია
შემოსავალი 156.776 მილიარდი (2017)[1]
მთლიანი შემოსავალი 4.813 მილიარდი (2017)[1]
სუფთა მოგება 7.602 მილიარდი (2017)[1]
თანამშრომელი 202,000 (2017)[1]
შვილობილ(ებ)ი

ფორდი ასევე რანგით მე-8 ამერიკული კომპანია იყო 2010 წელს ფორჩუნ-500 სიაში, გლობალური შემოსავლების მიხედვით (128.954 მილიარდი დოლარი). 2010 წელს ფორდმა გამოუშვა 4,8 მილიონი ავტომანქანა და დასაქმებული ჰყავდა 164,000 ადამიანი დაახლოებით 90 ქარხანაში და დაწესებულებაში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

შტაბ-ბინით დირბორნში, მიჩიგანი (დეტროიტის გარეუბანი), ავტომწარმოებელი დააფუძნა ჰენრი ფორდმა და კორპორაციად ჩამოაყალიბა 1903 წლის 16 ივნისს. ფორდში ამჟამად გაერთიანებულია ფორდის და ლინკოლნის ბრენდები. ფორდი ასევე ფლობს მაზდას საკონტროლო პაკეტის 1/3-ს და ასტონ მარტინის აქციების მცირე ნაწილს ბრიტანეთში.საავტომობილო კრიზისის შედეგად ფორდმა 2008 წელს ინდურ ტატა მოტორსს მიჰყიდა თავისი ყოფილი ბრიტანული შვილობილი კომპანიები იაგუარი და ლენდ როვერი. 2010 წელს ფორდმა ასევე გაყიდა ვოლვო, ის შეიძინა ჩინურმა Geely Automobile.[2] ფორდმა ასევე შეწყვიტა მერკურის ბრენდის გამოშვება 2011 წელს.

1999 წელს ფორდი შემოსავლების მიხედვით მსოფლიოს უდიდეს 10 კორპორაციას შორის ითვლებოდა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველა მომგებიანი კომპანია იყო, ასევე ნომერ მეორე ავტომწარმოებელი მსოფლიოში. თუმცა 1995 წლიდან ფორდმა ბაზრის წილის დაკარგვა დაიწყო და უპირატესობა დათმო 2000 წლისთვის.

ფორდს ეკუთვნის მრავალი ინოვაცია ავტოწარმოებაში, მათ შორის კონვეიერის მეთოდით (ინგლ. assembly lines) უზარმაზარი ინდუსტრიული საწარმოო ძალის მართვა. ჰენრი ფორდის მაღალი წარმადობის ქარხნების, მაღალანაზღაურებადი მუშებისა და დაბალი ფასების კომბინაციამ რევოლუცია მოახდინა ინდუსტრიულ წარმოებაში და მსოფლიოში ცნობილი გახდა როგორც „ფორდიზმი“ 1914 წლისთვის.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Bak, Richard. Henry and Edsel: The Creation of the Ford Empire (2003)
  • Bardou; Jean-Pierre, Jean-Jacques Chanaron, Patrick Fridenson, and James M. Laux. The Automobile Revolution: The Impact of an Industry University of North Carolina Press, 1982
  • Batchelor, Ray. Henry Ford: Mass Production, Modernism and Design Manchester U. Press, 1994

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Ford Motor Company 2017 Annual Report (Form 10-K) (January 2018).
  2. „Ford Motor Company Completes Sale of Volvo to Geely“. Ford Motor Co. 2 აგვისტო, 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 აგვისტო, 2010. ციტირების თარიღი: August 2, 2010. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date= და |archivedate=-ში (დახმარება)