ჰენრი ფორდი (ინგლ. Henry ford; დ. 30 ივნისი, 1863 — გ. 7 აპრილი, 1947) — ამერიკელი მილიარდერი ბიზნესმენი. მუშაობა დაიწყო დეტროიტის საავტომობილო მაღაზიაში. 1893 წელს შექმნა საკუთარი მანქანის მოდელი. 1903 წელს დააფუძნა „ფორდის ავტოკომპანია“. 1909 წელს მისმა კომპანიამ იმდენად განავითარა საავტომობილო წარმოება, რომ დაიწყო მანქანების მასობრივი წარმოება და რევოლუცია მოახდინა სამანქანო ინდუსტრიაში. ფორდის მანქანა ამერიკაში ყველაზე ცნობილი საავტომობილო მარკა გახდა.

ჰენრი ფორდი
Henry ford

ფორდი 1919 წელს
დაბადების თარიღი 30 ივლისი, 1863
გრინფილდ-ტაუნშიპი[1], მიჩიგანი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 7 აპრილი, 1947 (83 წლის)
დირბორნი, მიჩიგანი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
ქონება $188.1 მილიარდი (Forbes-ის 2008 წლის თებერვლის მონაცემზე დაყრდნობით)
ცნობილია როგორც Ford Motor Company-ის დამფუძნებელი
რელიგია ეპისკოპალური ეკლესია
მეუღლე(ები) კლარა ჯეინ ბრაიანტი
შვილ(ებ)ი ედსელ ფორდი
მშობლები მამა: უილიამ ფორდი
დედა: მერი ფორდი
ხელმოწერა

ჰენრი ფორდმა 57 წლის ასაკში საკუთარი ქონება 188,1 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზარდა. ჰენრის იცნობს ყველა იმიტომ, რომ სწორედ მან დაუდო სათავე საავტომობილო წარმოებას.

მისი მშობლები ფერმერები იყვნენ, თუმცა ახალგაზრდა ფორდი მალევე მიხვდა, რომ მას ნამდვილად არ სურდა მთელი ცხოვრება მინდორში მუშაობაში გაეტარებინა, მით უმეტეს, რომ ბავშვობიდანვე საინჟინრო საქმე იტაცებდა. 12 წლის ჰენრიმ სახლი დატოვა და ქარხანაში მექანიკოსად დაიწყო მუშაობა, 28 წლის კი ტომას ედნისონის კომპანიაში მოეწყო, სადაც ძრავასთან დაკავშირებული პირველი ექსპერტიმენტები ჩაატარა. 36 წლის ჰენრიმ თავისი პირველი საავტომობილო კომპანია Detroit Automobile Company გახსნა, რომელიც ორი წლის შემდეგ გაკოტრდა. მოგვიანებით ფორდმა პარტნიორთან ლელანდთან ერთად Henry Ford Company დააარსა. მალევე დამფუძნებლებს შორის უთანხმოება მოხდა და შედეგად, ფორდმა ეს კომპანია დატოვა. ლელანდმა კი მას სახელი გადაარქვა და Cadillac უწოდა. ფორდის მესამე კომპანია წარმატებული გამოდგა, მისი დამფუძნებელი კი ავტომანქანათმშენებლობის ისტორიაში შევიდა, როგორც ადამიანი, რომელმაც კონვეინერი მასობრივ წარმოებაში პირველად დანერგა, ხოლო Ford-ის ავტომობილები ლეგენდარულად აქცია.

1945 წლის სექტემბერს გავიდა პენსიაზე, ხოლო 1947 წლის 7 აპრილს, 83 წლის ასაკში ჰენრი ფორდი გარდაიცვალა თავის ტვინში სისხლის ჩაქცევით. დასაფლავებულია ფორდის საგვარეულო სასაფლაოზე, დეტროიტში [2][3].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Foust, James C. (1997). „Mass-produced Reform: Henry Ford's Dearborn Independent“. American Journalism. 14 (3–4): 411–424. doi:10.1080/08821127.1997.10731933. ISSN 0882-1127.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Higham, Charles, Trading with the Enemy The Nazi–American Money Plot 1933–1949 ; Delacorte Press 1983
  • Kandel, Alan D. "Ford and Israel" Michigan Jewish History 1999 39: 13–17. covers business and philanthropy
  • Lee, Albert; Henry Ford and the Jews; Rowman & Littlefield Publishers, Inc., 1980; ISBN 0-8128-2701-5
  • Lewis, David L. (1984). „Henry Ford's Anti-semitism and its Repercussions“. Michigan Jewish History. 24 (1): 3–10.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Reich, Simon (1999) "The Ford Motor Company and the Third Reich" Dimensions, 13(2):15–17 online
  • Ribuffo, Leo P. (1980). „Henry Ford and the International Jew“. American Jewish History. 69 (4): 437–477.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. www.hfmgv.org The Henry Ford Museum: The Life of Henry Ford
  2. „Leader in Production Founded Vast Empire in Motors in 1903. He had Retired in 1945. Began Company With Capital of $28,000 Invested by His Friends and Neighbors. Henry Ford Is Dead. Founder of Vast Automotive Empire and Leader in Mass Production“. Associated Press. April 8, 1947. ციტატა: „Henry Ford, noted automotive pioneer, died at 11:40 tonight at the age of 83. He had retired a little more than a year and a half ago from active direction of the great industrial empire he founded in 1903.“
  3. Don Lochbeiler (July 22, 1997). 'I think Mr. Ford is Leaving Us'. The Detroit News Michigan History. detnews.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 15, 2012. ციტირების თარიღი: October 29, 2010. დახრილი (კურსივი) ან მუქი ტექსტი არ არის დაშვებული |work=-ში (დახმარება)