ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბიუჯეტი (ძვ. ნორმანდიულიდან budget - საფულე) — განსაზღვრული პირის (ოჯახის, ბიზნესის, ორგანიზაციის, სახელმწიფოს და ა.შ.) შემოსავლებისა და გასავლების ჩამონათვალი, რომელიც განისაზღვრება კონკრეტული დროის პერიოდით, ჩვეულებრივ ერთი წლით. ბიუჯეტი ეს არის უმნიშვნელოვანესი, როგორც მიკროეკონომიკაში, ასევე მაკროეკონომიკაში (სახელმწიფო ბიუჯეტი). ბიუჯეტის შესწავლით დაკავებულია ვრცელი ეკონომიკური მეცნიერება, სახელწოდებით - ფინანსები.

სახელმწიფო ბიუჯეტი

რედაქტირება

სახელმწიფო ბიუჯეტი წარმოადგენს სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს ფინანსურ დოკუმენტს. იგი წარმოადგენს ყველა უწყების, სახელმწიფო სამსახურების, სამთავრობო პროგრამების, ყველა ფინანსური ინფორმაციის ჩამონათვლის ერთობლიობას. მასში განსაზღვრულია მოთხოვნა, რომელიც ექვემდებარება შესრულებას სახელმწიფო ხაზინის მხრიდან, ისევე როგორც მითითებულია წყაროები და მოცულობა ყველა მოსალოდნელი შემოსავლისა სახელმწიფო ხაზინაში.

სახელმწიფო ქმედებას ბიუჯეტის ფორმირების, განხილვის, დამტკიცების, შესრულების და შესრულების შესახებ ანგარიშის შედგენისა და დამტკიცების საქმეში ეწოდება საბიუჯეტო პროცესი.

საქართველოს საბიუჯეტო სისტემა მოიცავს შემდეგ ბიუჯეტებს:

  • სახელმწიფო ბიუჯეტი
  • ა/რ ბიუჯეტი
  • მუნიციპალური (ადგილობრივი) ბიუჯეტი

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ყველა შემოსულობა და გადასახდელი სრულდება სახელმწიფო ხაზინის სისტემის მეშვეობით.

თუ ბიუჯეტის დაგეგმილი შემოსავალი აჭარბებს გასავალ ნაწილს, მაშინ საუბრობენ საბიუჯეტო პროფიციტზე. თუ ბიუჯეტის დაგეგმილი გასავალი აჭარბებს შემოსავალ ნაწილს, მაშინ საუბრობენ საბიუჯეტო დეფიციტზე. როდესაც ბიუჯეტის შესრულებისას, დეფიციტის დონე აჭარბებს ბიუჯეტის დამტკიცებისას დადგენილ ზღვარს, ანუ ვაკვირდებით მოსალოდნელი შემოსავლების მნიშვნელოვან შემცირებას, მაშინ წარმომადგენლობითი სახელისუფლებო ორგანო (აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს წინადადების საფუძველზე) იღებს გადაწყვეტილებას - აამოქმედოს კანონით გათვალისწინებული მექანიზმი, რომელიც შეამცირებს გასავლის (ხარჯვითი ნაწილის) მოცულობას. ხარჯვითი ნაწილის ასეთ მოჭრას ეძახიან სეკვესტრს.

კომპანიის ბიუჯეტი

რედაქტირება

ბიზნესის ბიუჯეტი ბიზნესის ფინანსების მიმოხილვაა. მასში მოცემულია ძირითადი ინფორმაცია როგორც კომპანიის ფინანსების ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ (შემოსავლებისა და ხარჯების ჩათვლით), ასევე გრძელვადიანი ფინანსურ მიზნებზე, როგორიცაა გაფართოება, ახალი თანამშრომლების დამატება თუ სხვა.

ბიუჯეტი ასევე გამოიყენება სამომსავლო გეგმებისა და მოლოდინების განსასაზღვრად.[1]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბიუჯეტი“-დან