ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ოლივინიმაგნიუმის რკინის სილიკატი. ის არის ტიპური ჰიპოგენური წარმოშობის მინერალი. ის კაჟმიწით გაუჯერებელი ქანების (ოლივინიტები, დუნიტები, პერიდოტიტები, კიმბერლიტები და სხვ.) ძირითადი ქანმაშენი მინერალია ქრომიტთან, შპინელებთან, მაგნეტიტთან, ილმენიტთან,გრანატებთან ასოციაციაში. აქცესორ-მინერალის სახით ოლივინი მონაწილეობს გაბრო-ბაზალტის ჯგუფის ქანებში ფუძე პლაგიოკლაზებთან და პიროქსენებთან ერთად.

ოლივინი
საერთო
კატეგორიამინერალთა ჯგუფი
ქიმიური ფორმულა(Mg, Fe)2SiO4
იდენტიფიკაცია
ფერიოლიფისებრ-მწვანე, ზეთისხილისებრ-მწვანე, თეთრი (ფორსტერიტი), ყავისფერი შავამდე (ფაიალიტი)
კრისტალოგრაფიაკრისტალების სახით იშვიათია. ქმნის პრიზმების, პინაკოიდებისა პირამიდების კომბინაციას. ჩვეულებრივ გვხვდება მკვრივი მარცვლოვანი აგრეგატებისა და ჩანაწინწკლების სახით.
კრისტალის სინგონიარომბული
ტკეჩადობა(010) მიმართ არასრული
მინერალის მონატეხინიჟარისებრი
სიმაგრე მოოსის სკალით6-6.5 (ფაიალიტი), 7 (ფორსტერიტი)
მინერალის ელვარებამინისებრი, ტკეჩვადობის სიბრტყეზე-მეტალოიდური
ხაზის ფერითათრი ან რუხი
ხვედრითი წონა3.22 (ფორსტერიტი), 4.39 (ფაიალიტი)
ლღვობის ტემპერატურა1205o C (ფაიალიტი), 1890o C (ფორსტერიტი)°C

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოლივინი“-დან