პერიდოტიტი
პერიდოტიტი (ფრანგ. péridot — პერიდოტი, ან ოლივინი) — ულტრაფუძე ინტრუზიული ქანი, რომელიც ძირითადად შედგება ოლივინის (70-30%), პიროქსენისა (30-70%) და ზოგჯერ რქატყუარისაგან. სილიციუმის ოქსიდის შემცველობა მერყეობს 40-46%-ის ფარგლებში, ხოლო მაგნიუმის ოქსიდისა 34-46 %. მეორეხარისხოვანი მინერალების სახით პერიდოტიტში გვხვდება მაგნეტიტი, ილმენიტი, პიროტინი, ქრომიტი, შპინელი, გრანატი და სხვა. ზოგჯერ პერიდოტიტი შეიცავს პლატინასა და ზოგიერთ ნიკელიან მინერალებს. პერიდოტიტი მუქი მწვანე ფერის ქანია. ოლივინი და პიროქსენები ზოგჯერ მეტად სერპენტინიზებულია; ასეთ შემთხვევაში პერიდოტიტი გადადის სერპენტინში. პერიდოტიტი ულტრაფუძე და ფუძე ქანებთან ერთად წარმოქმნის მნიშვნელოვანი სიგრძის სარტყლებსა და ზონებს, სადაც თავმოყრილია ქრომიტის, ტალკის, ქრიზოტილ-აზბესტისა და სხვა სასარგებლო-წიაღისეულების საბადოები.
პერიდოტიტი | |
---|---|
პერიდოტიტი | |
ცნობები | |
ტიპი | მაგმური |
შედგენილობა | ოლივინი პიროქსენი რქატყუარა |
შეფერილობა | მუქი მწვანე |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- პერიდოტიტი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- პერიდოტიტი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)