მაგნეტიტი
მაგნეტიტი (გერმ. Magnetit < ძვ. ბერძნ. μαγνῆτις [magnētis] — „მაგნიტი“) — მაგნიტური რკინაქვა, ჟანგეულების კლასის მინერალი; ქიმიური შედგენილობა . ხშირად ჩანაცვლებულია , , -ით, ხოლო — , , , -ით. კრისტალდება კუბურ სინგონიაში. კრისტალები ოქტაედრული, რომბულ-დოდეკაედრული, კუბური აქვს, აგრეგატები – მარცვლოვანი, დრუზული, რადიალურ-სხივოსნური თირკმლისებრი, ოოლითური, ჭვარტლისებრი. ძლიერ მაგნიტურია. კარგად ატარებს დენს. შავი, ზოგჯერ მოლურჯო ფერისაა. ელვარება ნახევრად ლითონისებრი ან ლითონისებრი აქვს. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 5.5-6; სიმკვრივე 4800-5300 კგ/მ³. მაგნეტიტი წარმოიქმნება მაგმური, პეგმატიტური, სკარნული, ჰიდროთერმული, ეგზოგენური და მეტამორფოგენული პროცესების შედეგად. მაგნეტიტი რკინის ერთ-ერთი ძირითადი მადანია.
მაგნეტიტი | |
---|---|
მაგნეტიტი ბოლივიიდან | |
საერთო | |
კატეგორია | ოქსიდის მინერალები |
ქიმიური ფორმულა | |
იდენტიფიკაცია | |
ფერი | შავი, ზოგჯერ მოლურჯო ფერისაა |
კრისტალის სინგონია | კუბური |
სიმაგრე მოოსის სკალით | 5.5-6 |
მინერალის ელვარება | ნახევრად ლითონისებრი ან ლითონისებრი აქვს |
სიმკვრივე | 4800-5300 კგ/მ³ |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 325.